Jump to content

სურათი

გლუვი ლულის თავისებურებები

ლულა თოფი თვითგადამტენი გლუვი საფანტი

პასუხები არ არის

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
გლუვი ლულის მოვლა და თავისებურებები

ნაწილი 4

წინა ნაწილში ვერ ამოვწურე ლულების თემა მისი ზომების მნიშვნელობის შესახებ, ამ პოსტში შევეცდები არა ამოვწურო, არამედ შევმატო ცოტა რამ...

ლულის სიგრძე გავლენას ახდენს ჭურვის ენერგიაზე და იარაღიდან სროლის კომფორტზე. ჩვენს დროში მსოფლიო მაშტაბით, უმრავლეს შემთხვევაში აწარმოებენ ორლულიან იარაღებს ლულების სიგრძით 660-700 მმ (20 კალიბრის შემთხვევაში); 710-730 მმ-მდე (16 და 12 კალიბრი); ორლულიანი იარაღები მრგვალი სტენდისთვის 660-675 მმ; ორლულიანი იარარიღი საველე სტენდისთვის 750-760 მმ; გლუვლულიანი მჭიდიანი და თვითგადამტენი იარაღები ნადირობისთვის 600-750 მმ; მჭიდიანი და თვითგადამტენი შაშხანები 500-600 მმ; ორლულიანი კომბინირებული იარაღები 630-680 მმ; სამლულიანი 600-650 მმ; ლულების სიგრძე დამოკიდებულია ყალიბის (კალიბრის) ზომაზე და იარაღის დანიშნულებაზე.

მივმართავ ს. ბუტურლინის წიგნს (,,საფანტის თოფი და მისგან სროლა''') და რამდენიმე სიტყვას დავესესხები. ავტორი თვლის, რომ <<ლულების სიგრძე გავლენას ახდენს ჭურვის ენერგიაზე და მისი ფრენის მანძილზე, იარაღის ბალანსზე, ასევე მის კომფორტულ მართვაზე (მოხმარებაზე). სწრაფად დამიზნება ლულებით 1 მეტრამდე საკმაოდ რთულია, მითუმეტეს ტყეში; ამიტომ ეხლანდელ დროში იშვიათად აწარმოებენ ლულებს სიგრძით 80 სმ... >>

58 სმ-ზე ნაკლები სიგრძის ლულებით რთულია მიზნის ზუსტად მართვა, თან ჭურვის ენერგიაც იკარგება, დაჯგუფება (ბურჯღლი) შესაბამისად ცუდი აქვს, სროლის ხმა მკვეთრი და უსიამოვნოა და უკუცემის ძალაც იზრდება. ამიტომ 12 კალიბრის შემთხვევაში არ ღირს იარაღის შეძენა უფრო მოკლე ლულებით ვიდრე 66.5სმ-ია და ყველაზე პატარა საფანტის კალიბრებზე - 62 სმ... ის, რაც იკარგება ჭურვის ენერგიაში ლულების დამოკლების შემთხვებაში, ანაზღაურებადია ნიტროდენთის დამატებით, ანდა უფრო ძლიერი ფისტონის ჩანაცვლებით და უფრო ძლიერფეთქებადი დენთით, ასევე უფრო მკვრივი პიჟებით - ნაწილობრივ მაინც მისი პლიუსი მობილურობაა. ამ დასკვნების დასტურად ს.ბუტურლინს მაგალითად მოჰყავს ცხრილი, რომელშიც აღნიშნულია ჭურვის სიჩქარის შეცვლა 12 კალიბრის ლულით სროლისას ფრანგული დენთის 2.2 გრ. გამოყენების შემთხვევაში. ქვემოთ მოცემული ცხრილი 1. სიჩქარის შეცვლა ლულის სიგრძესთან დამოკიდებულებით.

ცხრილს თუ დავაკვირდებით ,ლულის 1 სმ-ით დამოკლების შემთხვევაში, შემცირდება საფანტის ფრენის საწყისი სიჩქარე 6-8 მ.წამით. მაშასადამე, მოკლე ლულები, ასე ვთქვათ, უფრო მანევრირებადია; ისინი საშუალებას იძლევიან მყისიერად მოვემზადოთ სროლისთვის, უფრო მოკლე დროში გვეძლევა შესაძლებლობა სამიზნე ზოლი შეუთავსოდ სამიზნე ობიექტს. მაგრამ ისინი საგრძნობლად ზრდიან უკუგდების ძალისხმევას, იმის გამო, რომ დენთი ბოლომდე ვერ ასწრებს დაწვას. ამიტომ მოკლე ლულებში მძლავრობს დენთის აირის სარაკეტო მოქმედება (პროცესი) იმის შემდეგ, რაც ჭურვი დატოვებს ლულის კვეთას. გარდა ამისა, მოკლე ლულები, გრძელ ლულებთან შედარებით, იძლევა ნაკლებ გადაბმული (სერიული) ცევხლის წარმოების შესაძლებლობას, გასროლიდან გასროლამდე. კარტეჩისთვის, შორ მანძილზე გამიზნული ჭურვისთვის (მაგ. მაგნუმი) უფრო გამართლებულია ლულა სიგრძით - არანაკლებ 40 კალიბრი, ჩვეულებრივი სანადირო იარაღებისთვის და მრგვალი სტენდისთვის - არანაკლებ 35 კალიბრის. ამავე დროს სასურველია, რომ ის არ გასცდეს ოპტიმალურ ზომებს, რომლებიც ზემოთაა მოცემული...
გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1568110111996.jpg
  • FB_IMG_1568110116109.jpg
  • FB_IMG_1568110108972.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?