Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
Daniel Fraser & Co. 475 Boxlock

დანიელ ფრეიზერის (ლათ.Daniel Fraser) სახელოსნო შემოქმედებას გააჩნია მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი ისტორია, რომელიც 24 წელი გაგრძელდა: მისი დასასრული დაიწყო იმ საბედისწერო დღეს, როდესაც 1902 წელს სანადიროთ იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, სადაც გაცივდა და დაავადება განუკურნებელ სენათ ექცა. იგი იმავე წელს დაიღუპა 57 წლის ასაკში.

დანიელ ფრეიზერმა თავისი ადრეული წლები დიდი ალექსნდრ ჰენრის (ლათ.Alexander Henry) მეთვალყურეობის ქვეშ გაატარა და ფრეიზერის რიგი პატენტები სწორედ ჰენრის ეკუთვნის. თუმცა მისი ურთიერთობა ჰენრისთან მოულოდნელად შეწყდა, როცა ფრეიზერი წავიდა თავის დამსაქმებლისგან, ეს მოხდა 1878 წლის 15 აგვისტოს. შემდეგ დაოჯახდა და ამავე წელს გახსნა საკუთარი მაღაზია.

ფრეიზერის შვილებმა დონალდმა და ჯეიმსმა, მამის ბიზნესი გააგრძელეს და დაახლოვებით 1922 წლამდე უძღვებოდნენ მას, შემდეგ ფირმა გაიყიდა და მისი მფლობელი გახდა მეიარაღე ა.სანდერსი (ლათ. A. Sanders), რომელიც იყო ბრიტანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან, ზღვისპირა ქალაქ მეიდსტონიდან (ლათ. Maidstone).

1983 წელს სანდერსმა გაყიდა კომპანია და მისი მფლობელი ვინმე ბერნარდ ჰორტონ-კორკორანი (ლათ. Bernard Horton-Corcoran) გახდა, რომელიც პატივსაცემი მეიარაღე და დიდ ნადირზე ნადირობის მოყვარული იყო. ბერნარდი წარმოშობით უელსიდან იყო, ცხოვრობდა შოტლანდიაში: ადამიანი, რომელმაც თავისი პირველი იარაღი (შაშხანა) 22 წლის ასაკში გააკეთა. შაშხანები, გაკეთებული ბერნარდ ჰორტონ-კორკორანისგან, იყო გამორჩეული ხარისხის: კომპანიამ დაამზადა სულ ცოტა 100 ერთეული შაშხანა საომარი მოქმედებებისთვის, რომლებიც ეფუძნებოდა ობერნფორდ მაუზერის (ლათ. Obernford Mauser) ორიგინალ სისტემას. ბერნარდის საიარაღო შემოქმედებამ დიდი აღიარება მოიპოვა, იქნებოდა ეს ძველი კლასიკური იარაღების რესტავრაცია, თუ საკუთარი ნაკეთობები. ბერნარდ ჰორტონ-კორკორანი ცნობილი იყო არამარტო თავისი შესანიშნავი იარაღებით, არამედ როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საქმოსანი (ბიზნესმენი) შოტლანდიაში, (შერჩეულ იქნა 8000 საქმოსნიდან) მისი მოღვაწეობის გამო დიზაინის და მისი ინოვაციური განვითარებისთვის.

ბერნარდმა თავისი შაშხანები დაამზადა დასახელებით ''Daniel Fraser & Co.'' ასე გაგრძელდა 1997 წლამდე, ამ წელს ფირმა გაიყიდა და მისი მფლობელი გახდა კომპანია ''Dickson & Macnaughton''-ი.

მიმაგრებული გალერეა

  • Screenshot_20190909_111147.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს ის ცნობილი ჰებრი ხომ არ არის ვინც ცნობილი ჰენრის საკეტიან ი კარაბინები გააკეთა ამერიკაში?


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
babu, ჰენრიზე მეკითხები ბაბუ?

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

babu, ჰენრიზე მეკითხები ბაბუ?

დიახ დიახ. ჰენრიზე. "ჰებრი" დამიწერია


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?