Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

Browning: ხარისხის ეტალონი

ალბათ, არ არსებობს სხვა ადამიანი, რომელიც დატოვებდა ისეთ შესამჩნევ კვალს ცეცხლსასროლი იარაღების შემუშავებაში, როგორც ჯონ ბრაუნინგი. მან ყველა მიმართულებით მოახერხა განვითრება, და წარმატება მას ყველგან თან ახლდა. რასაც ხელს მოკიდებდა–შაშხანა, პისტოლეტი, ტყვიამფრქვევი თუ თოფი,–ყოველთვის შედევრი ევლინებოდა ქვეყნიერებას.

ჯონ ბრაუნინგმა ღრმა კვალი დატოვა როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ცეცხლსასროლი იარაღის შემუავებასა და დახვეწაში, და, რაც ყველაზე უჩვეულო და მთავარია, კონსტრუქტორი პრაქტიკულად არასდროს არ აკოპირებდა და სესხულობდა მექანიზმებს თუ სისტემებს სხვა კონსტრუქტორებისგან: მისი სქემები ორიგინალურია, ხოლო გადაწყვეტილებები რომლებსაც თავად იღებდა, შეუდარებელი და მახვილგონივრული.

მისი უზადო ქმნილებები კლასიკად იქცა, ისინი დღესდღეობით ისევ გამოიყენება და კოპირდება სხვა მეიარაღეების მიერ. ზოგიერთმა იარაღის მოდელმა ასწლეულს გაუძლო და დღესაც აქტუალურია, ისინი მასობრივად სერიული წარმოების საგნებია და მინიმალური ცვლილებებით გვევლინება დღესაც.

23 წლის ასაკში ჯონ ბრაუნინგმა გამოიგონა და დააპატენტა თავისი პირველი ქმნილება. 71 წლიანი ცხოვრების განმავლობაში მან შექმნა 37 მოდელი ხრახნულლულიანი და 18–გლუვლულიანი იარაღი, მათ შორისაა ლეგენდარული ''A5'' და ''B25''.

დიდი ხანია მინდოდა ამ მოდელზე ერთი-ორი სიტყვის დაწერა, ცოტა რამ ჯონ ბრაუნინგზეც დავწერე, უფრო ნათელი წარმოდგენა რომ გქონდეთ მის შემოქმედებაზე და მათ შორის ამ კონკრეტულ მოდელზე, რომელიც დღეს მინდა წარმოგიდგინოთ. თუმცა ჩემი წარდგენა ამ მოდელს არ ჭირდება, უბრალოდ შევეცდები მის წარმოჩენას ჩემებურად, შეფასება თქვენთვის მომინდვია...

Browning B25

ყველაზე პირველი ''Browning B25'' 12 კალიბრის ვერტიკალური ლულების განლაგებით და ფოლადის კალაპოტით–სინათლე დაინახა 1928 წელს. ის გახდა პირველი სერიული ვერტიკალური თოფი, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა სპორტსმენებისთვის და მონადირეებისთვის.

იარაღების, სისტემების და მექანიზმების შემქმნელებისთვის, ''Browning B25'' კვლავ განიხილება საცნობარო მოდელათ და ფუძეთ, მრავალი კოპირებების და კლონური ვარიაციების.

იარაღი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ სხვა კალიბრის ვარიანტი ფირმამ მხოლოდ ორი ათეული წლის მერე შესთავაზა იარაღის მოყვარულთა სამყაროს. მოდიფიკაცია ''B25'' 20 კალიბრის გამოჩნდა მხოლოდ 1949 წელს.

დღესდღეობით ვერტიკალური მოდიფიკაციის იარაღი ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში თოფი, ასეთი ლულების განლაგებით, არაჩვეულებრივად (არაბუნებრივად) გამოიყურებოდა და, შეიძლება ითქვას, რომ რამდენადმე რევოლუციურად.

ყველა მიჩვეული იყო კლასიკურ ფორმას: მხოლოდ ჰორიზონტალური ლულების განლაგება, და სხვანაირად არც იყო საჭირო.

ვერტიკალური ლულების განლაგებას აქვს რიგი უპირატესობები. მას გააჩნია ფართო არეალის კუთხე, მანევრირებადია, ბალანსი უფრო შედეგიანია. ლულები, ვერტიკალური განლაგებით, პრაქტიკულად არ ერწყმიან ერთმანეთს. უკუცემის ღერძის ხაზი მათზე ერთ სიბრტყეზე მოდის კონდახთან, და ამიტომ იარაღის მოძრაობა (რყევა) ჰორიზონტალური მიმართულებით ნაკლებია, სროლის დროს. ბევრსაც მოსწონს ასეთი იარაღის შეხედულება (ჩემი ჩათვლით), მაგრამ როგორც ყველაფერს, მასაც გააჩნია მინუსები. ასე, ვერტიკალურის კლაპოტი უფრო მასიურია, და ლულების გადახსნის კუთხე უფრო დიდია, ვიდრე ჰორიზონტალურის. ზოგიერთი იარაღის ექსპერტი თვლის, რომ ჰორიზონტალური იარაღის ჩამკეტი სისტემა უფრო საიმედოა.

რათქმაუნდა, ყველა პლიუსი და მინუსი თავის დროზე უკვე გათამაშდა სრული მოცულობით, სარეკლამო კომპანიების და მარკეტოლოგების მიერ. და, როგორც ჩვეულებრივ ყოველთვის ხდება, ვერტიკალურ თოფს გამოუჩნდა ანთებული გულშემატკივრებიც და მოწინააღმდეგეებიც. მაგრამ ''Browning B25'' როგორღაც ცალკე დგას ამ კამათისგან და მსჯელობისგან, მას პრაქტიკულად არ ყავს კრიტიკულად განწყობილი ექსპერტები. ჯონ ბრაუნინგმა შეძლო და შექმნა კონსტრუქცია, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს იმ მინუსებს, რომელიც შეიძლება ქონდეს თოფს, ვერტიკალური ლულების განლაგებით. უზადო დიზაინმა, ელეგანტურმა ფორმამ და, რაღათქმაუნდა, ტექნიკურმა სრულყოფილებამ გახადა ეს იარაღი სასურველი და პრესტიჟული. როგორც უმრავლესობა იარაღების, რომლებიც ბრაუნინგმა შექმნა, ''B25'' იყო გათვლილი ყველაზე ფართო იარაღების მომხმარებელთა წრეებისთვის.

მისი მთავარი შემედგენელი – კონსტრუქციის უბრალოება, საიმედოობა და შედარებით დაბალი ფასი.

''B25''- ის გული არის მისი კალაპოტი. რამდენადაც, ვერტიკალური თოფი, ძირეულად განსხვავდება თოფისგან ჰორიზონტალური ლულების განლაგებით, ბრაუნინგს მოუწია კალაპოტი შეემუშავებინა პრაქტიკულად ნულიდან. ის გაკეთებულია ერთი მთლიანი ლითონის ნაჭრისგან, გააჩნია სწორკუთხოვანი ფორმა. წინა მხარეს აქვს ნახევრად მომრგვალებული წახნაგი, რომლითაც მოდელი ''B25'' იდენტიფიცირებადია ნებისმიერ გარემოებაში. კალაპოტში მოთავსებულია დამცემ-სასხლეტი და ჩამკეტი მექანიზმი.

გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • Screenshot_20190906_140605.jpg
  • Screenshot_20190906_140534.jpg

ჩამსწორებელი babu, 15 July 2020 - 06:30 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თეგებს დავამატებ შენ თემას აბო , შენის ნებართვით.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?