როგორ ავირჩიოთ სანადირო იარაღი?
ნაწილი 6
მჭიდიანი და გადასახსნელი
და ბოლოს,აუცილებელია ვიცოდეთ,რომ ყველა სანადირო იარაღი,განსხვავდება მოსახმარი საბრძოლო მასალის (ტყვიის) სახესხვაობით. არის გადასახსნელი და არაგადასახსნელი(ფიქსირებული) ლულებით. პირველი ვარიანტი - ეს კლასიკაა,ასეთ იარაღს «გადასატეხსაც» უწოდებენ. მათში უფრო მარტივია ვაზნის შეცვლა,თუ ამის საჭიროება არსებობს. არა გადატენვა,არამედ თვითონ ვაზნის შეცვლა,თორემ ავტომატურს გადატენვაში ვერაფერი აჯობებს,ანუ საუბარია ვაზნის შეცვლაზე,მაგალითად გადახსნი (ცალლულიანის,ორლულიანის ან მეტის შემთხვევაში)ლულებს და სასურველ ნომერს ან ტყვიას ჩადებთ ნებისმიერ ლულაში. ატომატურის შემთხვევაში ეს შეუძლებელია.
მაღაზიაში იარაღის შეძენის წესი
არა აქვს მნიშვნელობა სად ყიდულობთ იარაღს,ახალს მაღაზიიდან,თუ მეორადს კერძო პირიდან,რჩევა ერთია - არასდროს ენდოთ გამყიდველს სიტყვაზე! თავისთავად ცხადია,ის ეცდება დაგარწმუნოთ,რომ ნივთი (ამ შემთხვევაში იარაღი) საუკეთესო მდგომარეობაშია,ეს ხომ მისი მთავარი მიზანია,რომ რაც შეიძლება მალე მოიცილოს თავიდან გასაყიდი ნივთი. თქვენი მიზანი კი ისაა,რომ იყიდოთ ნამდვილად ხარისხიანი იარაღი,რომელიც ზუსტად გაისვრის მიზანში,არ გაჭედავს და ა.შ. მოკლედ გასიამოვნებთ ნადირობის დროს. დათვალიერება აუცილებლად ჯერ ლულიდან უნდა“დაიწყოთ. პირველ რიგში ის უნდა განაცალკევოთ იარაღის სხვა ნაწილებისგან და სინათლეზე კარგად დაათვალიეროთ ლულის შიდა არხი (არხები). თუ ნაკეთობა ხარისხიანადაა შესრულებული,მაშინ ის აბსოლუტურად სწორი უნდა იყოს,ტალღების,გამობურცული ადგილების და სხვა დეფექტების გარეშე. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში,ჯობია იქვე უარი თქვათ იარაღის ყიდვაზე,რომ მერე მალევე გამყიდველის როლში არ აღმოჩნდეთ . თუ საქმე ეხება ორლულიანს,მაშინ აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ სავაზნეების განლაგებას. ისინი უნდა იყოს იდენტური ლულის ღერძებთან კავშირში (შეფარდებით). თუ შეინიშნება პატარა გადახრები (დეფექტი) გვერდით,ან მაღლა-დაბლა,იცოდეთ,ასეთ იარაღს მალე დაეწყება სროლისას მიზნის უზუსტობა და მიტანაც გაუარესდება. მაღაზიაში წასვლისას თან გაიყოლეთ სასურველი იარაღის შესაბამისი ვაზნა,ან გამყიდველს სთხოვეთ ის და დათვალიერების დროს შეაფასედ,როგორ ჩადის ის სავაზნეში.ერთის მხრივ,ის უნდა ჩადიოდეს თავისუფლად,მაგრამ ძალიან არ უნდა ფოლხავდეს შიგნით სავაზნეში. გაგრძელება იქნება...
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
- კლუბის შესახებ
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- ყველაზე აქტიურები
- ფორუმის სიახლეები
- კალენდარი
- სურათის ატვირთვა
- იუთუბზე ატვირთვა
- ონლაინში არიან
- საიტის რუკა
- მაღაზიები
- კატეგორიები
- მთავარი
- მონადირეთა ლეგიონი
- მსროლელთა ლიგა
- ნადირობა
- ბაზიერობა
- სამონადირეო იარაღი
- ძაღლები
- თევზაობა
- დასვენება, ლაშქრობა
- ფლორა და ფაუნა
- სხვადასხვა
- მედიცინა
- ისტორიის კუთხე
- ბუნება
- გალერეა
- გადმოწერა
- დაგვიმეგობრდით