Jump to content


ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი


გლუვი ლულის მოვლა და თავისებურებები

ნაწილი 1

ლულა, ნებისმიერი იარაღის ძირითადი ნაწილია, მისგან ხდება ჭურვის (საფანტი,ტყვია და ა.შ.) გატყორცნა, მისი დანიშნულებაა უზრუნველყოს სასროლი მასალის ფრენის მდგრადობა და სიზუსტე სასურველი მიმართულებით. ლულები არსებობს ძირითადათ გლუვი და ხრახნიანი. ამ პოსტების სერიით შევეცდები წარმოგიდგინოთ გლუვი ლულა, მთელი თავისი სიგრძე-სიგანით...

გლუვლულიანი სანადირო იარაღი დიდხანს რომ გემსახუროთ, აუცილებელია სათანადოთ მოუაროთ მას... თუ ახლის ყიდვის შემთხვევაში მისი ლულები იდეალურათ გამოიყურება, დროთა განმავლობაში (ხმარების შემთხვევაში) ის წმენდას საჭიროებს, რაც უფრო სისტემატიურად გააკეთებთ ამას, მით უკეთესი.

რამდენიმე წესი ექსპლუატაციის შესახებ:

1. ნებისმიერი გადახრა ინსტრუქციიდან, თუ როგორ და რა მასალით დავტენოთ ვაზნები, ანდა ქარხნულის შემთხვევაში შეუსაბამო ვაზნების ხმარება იარაღში, აუცილებლათ მიგიყვანთ უარყოფით შედეგამდე, იარაღის მწყობრიდან გამოსვლის სახით.

2. არასოდეს შეურიოთ ერთმანეთში სხვადასხვა სახის დენთი, მითუმეტეს თუ ისინი განსხვავდება კლასიფიკაციით, მაგ: დენთი კვამლის გარეშე და პირიქით.

3. არასოდეს გამოიყენოთ ფოლადის საფანტი, თუ მისი იარაღში ხმარება ქარხნულად არ არის რეკომენდირებული. ინსტრუქციაში ამის შესახებ აუცილებლათ უნდა იყოს მითითებული, ხშირად ასეთ ლულებზე სპეციალური დამღაა დატანილი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ფოლადის საფანტის გამოყენება დაშვებულია. ფოლადის საფანტისთვის განკუთვნილი ლულების სავაზნეების ზომებიც განსხვავებულია და მისი ლულების შევიწროვებაც, საცვლელი იქნება ისინი თუ ინტეგრირებული, არა აქვს მნიშვნელობა.

4. ნადირობის წინ აუცილებლათ გასინჯეთ ყველა ვაზნა შესაბამისი ყალიბის სპეციალური რგოლის მეშვეობით, ანდა უბრალოთ იარაღის სავაზნეში ჩადეთ სათითაოდ ყველა ვაზნა და დარწმუნდით: არც ძალიან თავისუფლად უნდა ჩადიოდეს ისინი და არც ძალიან მჭიდროთ. ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენივე უსაფრთხოებისთვის.

5. ნადირობის წინ ასევე აუცილებელია: მშრალი ქსოვილის ნაჭრით მოაშორეთ ლულის შიდა არხიდან ზეთი (საპოხი მასალა) რომელსაც წმენდისას იყენებთ რათქმაუნდა. გასროლისას ზეთი იწვება და რჩება ლულის არხზე ნადებათ, რაც შემდეგ წმენდასაც გაართულებს და სროლის შემდეგ გახურებული ნადები ლულის არხს აზიანებს მოლეკულურ დონეზე, რაც შემდეგ კოროზიის მიზეზი შეიძლება გახდეს.

6. წმენდისას ლულას არ მიაკაროთ აგრესიული ქიმიური საწმენდი საშუალებები, ზოგი ფიქრობს, რომ ფოლადს ყველანაირი ზეთი ადგება. აქაც რეკომენდირებული სითხე იხმარეთ და ექსპერიმენტებს მოერიდეთ. ერთი პატარა ლულის არხის დაზიანება შემდეგში გამოიწვევს გამოუსწორებელ შეუქცევად უარყოფით შედეგს, ღრმულების და კოროზიის სახით.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ წესების, რომელიც აუცილებლათ გასათვალისწინებელია იარაღის ექსპლუატაციის პირობებში, რათა არ გამოვიდეს იგი მწყობრიდან და პირნათლად გვემსახუროს...

გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1567612674515.jpg
  • FB_IMG_1567612681040.jpg
  • FB_IMG_1567612684295.jpg
  • FB_IMG_1567612687853.jpg

ჩამსწორებელი babu, 05 September 2019 - 12:02 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბოს გაუმარჯოს. კარგი სამახსოვრო წესებია ჩამოწერილი , აი მე 4 პუნქტს რაც შეეხება ვფიქრობ ცოტა ნაკლებად ეხება ქარხნულებს. ჩემის აზრით უფრო თუ მაინცდა მაინც სახლის პირობებში დატენილს.

42 წელია ვნადირობ და ქარხნულებთან მიმართებაში ეგეთი პრობლემა არ შემხვედრია. დაწყებული სსრკ ვაზნებიდან ვასხოდ და ა.შ. ნუ საუკეთესოები იყო გედეერის ვაზნები. არც თურქულებში არ შემხვედრია ეგეთი ბრაკები. სე რომ ვფიქრობ ქარხნულებს მე 4 პუნქტი ნაკლებად ეხება.

ასევე ალბათ კარგი იქნებოდა თუ ის დამღა შეგიძლია დადო რაც მეტალის(ფოლადის) საფანტის გამოყენების აღმნიშვნელია.

მადლობა სტატიისთვის. კარგ საქმეს აკეთებ მეგობარო. ათასობით ადამიანი და მათ რიცხვში ახალბედებიც შემოდიან ფორუმზე და კითხულობენ . 

:bravo: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შენის ნებართვით სტაიას თეგებს დავუმატებ რათა ინტერნეტში უფრო წვდომადი იყოს. 


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
მადლობა ბაბუ, გავითვალისწინებ რჩევებს და შენიშვნებს :)

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მადლობა ბაბუ, გავითვალისწინებ რჩევებს და შენიშვნებს :)

არა ძმობილო რა "შენიშვნები" . ეგ არც იფიქრო. მე მხოლოდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი. ფორუმი იმისთვისაა რომ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები გავუზიაროთ მეგობრულ ატმოსფეროში. 

ამ ატმოსფეროში ყველა იმაღლებს ერუდიციის დონეს. "ახალგაზრდებიც" და "ძველგაზრდებიც".

მაგირტომ დაგიწერე იქნებ ის დაღაც დადო მეთქი. მართლა მაინტერესებს.

:ki:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
legion.ge_13885d70a22d40e5a.jpg

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
აი ასეთი დამღაა სამფოთლიანი

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

legion.ge_13885d70dedb54280.jpg



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს თემებიც მგონი აჯობებს გაერთიანებული თუ იქნება


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?