Jump to content

სურათი

გლუვი ლულის თავისებურებები


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
გლუვი ლულის მოვლა და თავისებურებები

ნაწილი 3

რა სიგრძის უნდა იყოს ლულები

წინა ნაწილში დავწერე, თუ როგორ გავწმინდოთ ლულები... ამ პოსტში შევეცდები შევეხო ლულის ზომებსა და მათ მნიშვნელობას...

ბოლო დროს ბევრი მონადირე, ახალი მოდელის სანადირო იარაღის ყიდვისას, იძენენ თოფს ლულებით (მაპატიეთ ასეთი შედარებისთვის), რომლებიც მოგაგონებთ ,,ბრიჯებს'' და ხანდახან ,,შორტებსაც'', და არა შარვალს კლასიკური სიგრძით :) . სულ უფრო და უფრო, მსოფლიო უდიდესი იარაღის მწარმოებლები,აწარმოებენ სანადირო იარაღებს დამოკლებული ლულებით. და ეს უკვე კლასიკური იარაღიც აღარაა, არამედ კონსტრუქტორი ,,ააწყე თავად''. ასეთ იარაღს კომპლექტში მოყვება საცვლელი ლულის ,,ჩოკები'', იგი საშუალებას იძლევა სასურველ სტანდარტულ დონეზე შეავიწროვოთ ლულის დაბოლოვება. ასეთი იარაღით ,,ჩოკის'' გარეშე სროლა კატეგორიულად არ არის რეკომენდირებული.

სულ ახლო წარსულში, როცა კიდევ არ იყო საცვლელი ჩოკების ეპოქა, ზუსტად რომ ლულის სიგრძე იყო მათი შევიწროვების თავისებური ორიენტირი. ასე, იარაღი ცილინდრული გაბურღვით სტანდარტულად 66 სმ-იანი ლულებით იყო, გაბურღვით ნახევარჩოკი - 71 სმ, და გაძლიერებული (სრული) ჩოკით - 76 სმ. თანამედროვე გლუვლულიანი სანადირო იარაღის მოდელებზე ლულის სიგრძე უკვე აღარ ემსახურება ზემოთ ხსენებულ ორიენტირს. მე არაერთხელ მინახავს, როგორ ნადირობენ იხვებზე თოფით, რომლის ლულის სიგრძეც 50 სმ-ია, კიდევ მინახავს მწყერზე როგორ ნადირობენ 76 სმ-იანი ლულის სიგრძის თოფებით. მართალია პირველ შემთხვევაში ლულაზე ქონდათ დაყენებული გაძლიერებული ჩოკი, ხოლო მეორე შემთხვევაში - ცილინდრი.

ხანდახან მსგავსი არჩევანის თავისუფლება და მანევრი, ზოგიერთი მონადირისთვის, ბოროტ ხუმრობას პროვოცირებს და მათ გაუაზრებელ მოქმედებებისკენ უბიძგებს. მართალია, არის კიდევ დადებითი მხარეც: მონადირე, რომელმაც იყიდა მოკლე ლულიანი სანადირო თოფი, შეუფასებელი წვლილი შეაქვს ფრინველთა პოპულაციის გადარჩენის საქმეში, რომლებიც სანადირო ობიექტები არიან :) .

რისთვისაა საჭირო გრძელი ლულები?

მოკლე ლულიანი იარაღის ბალანსი გადანაცვლებულია კონდახის მხარეს, და, შედეგად ამისა, ასეთი იარაღები სროლის დროს ადვილად დასამორჩილებელია. ბევრს უკვირს, რომ ასეთი იარაღის მფლობელები როგორ ადვილად იმორჩილებენ იარაღს. ამასთანავე, როგორღაც ავიწყდებათ, ან არ იციან, რომ იარაღს, ასეთი მოკლე ლულებით, გააჩნია ასევე მოკლე მოძრაობის ინერცია. სხვა სიტყვებით, თუ მსროლელი შეგნებულად არ იყენებს ძალისხმევას, მიმართულს იმისკენ, რომ გასროლის შემდეგ გააგრძელოს იარაღის დამიზნება, მაშინ ის, ინერციის არ ქონის გამო, ძალაუნებურად ჩერდება. შედეგად მონადირე აცოცხლებს ფრინველებს :) .

- ჩემთვის საყვარელი, ჩვეული რთული ენით ვწერ და იმედია ჩაწვდებით აზრთა წყობას, ცოტა იუმორნარევი სარკაზმიც უხდება ხანდახან პოსტს, უფრო საინტერესო გამოდის, ყოველშემთხვევაში თქვენთვის მომინდვია შეფასება...

- იარაღი, სტანდარტული სიგრძის ლულებით, აადვილებს მიზანში ამოღებას. რატომ ეთმობა ამხელა ყურადღება ამ დეტალს? რომ გაგცეთ ამ კითხვაზე პასუხი, მაგალითად მოვიყვან ცნობილი სპორტცმენის სიტყვებს, რომელიც სპორტინგის პოპულაციის სათავეში იდგა მისი განვითარების წლებიდან. << თუ ავიღებთ შეფასების ათ ბალიან სისტემას, მაშინ სწორად აღებული მოლოდინი (პაუზა), უტოლდება ათიდან ათ ქულას. ხოლო ზუსტად მიზანში ამოღების მნიშვნელობა ათ ქულიანი შეფასებით, უტოლდება ათიათასს! >> რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი...

ყველაზე კომფორტული თითმის ყველა სახის ნადირობისთვის, არის სანადირო გლუვლულიანი იარაღი, ლულის (ლულების) სიგრძით 70 სმ. თუ გადავხედავთ წინა საუკუნის იარაღის წარმოების გამოცდილებას, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ უმრავლესობა სანადირო თოფები აღჭურვილი იყო ლულებით 67.5 სმ-დან 76 სმ-მდე. გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1567536564815.jpg
  • FB_IMG_1567536568688.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 463 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
კარგი ინფორმაციაა, წინა ნაწილი ანუ როგორ გავწმინდოთ ლულები ვერ ვნახე და იქნებ დამეხმაროთ.

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
დავდებ წინა ნაწილსაც :)

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 463 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
და კიდევ ერთი შეკითხვა: ტოზ-63, 16 კალიბრი, შევიწროვება: ჩოკი, პოლოჩოკი. ამ იარაღიდან შეიძლენა ჟაკნის სროლა? ერთს ვკითხე და მითხრა არ შეიძლებაო.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

მე მყავს მეგობარი სრული ჩოკით ისროდა იაკანს, მაგრამ ისეთი ტიპია თოფსაც არ წმენდავს, სანამდე ემსახურება აქვს და მერე იშორებს. არ არის რეკომენდებული განსაკუთრებით სრული ჩოკით სროლა



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2586 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ბაბუ აღნიშნული თემაც ორჯერ არის გახსნილი და მგონი ჯობია გაერთიანდეს



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5446 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საინტერესო სტატიაა, მადლობა მეგობარო ;)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1928 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ტოკლიკ შეიძლება სროლა, მაგრამ აუცილებლად უნდა შეურჩიო ვაზნა, იარაღს არაფერი არ მოუვა, მაგრამ შედეგი გექნება ცუდი და პლუს დიდი უკუცემა, ამ ტოპის შევიწროებიდან უნდა იხმარო ქვეკალიბრიანი ვაზნები., ან თვითონ(ჟაკანი) უნდა იჯდეს პლასმასის ბუდეში, რათა არ მოხდეს თყვიის ძლიერი დეფორმაცია ლულაში.



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1928 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ტოკლიკ, რაც შეეხება ლულების გაწმენდას, რკიბის ჯაგრისი ფეირი და ცხელი წყალი, შედეგი იდიალური. :ki:



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

გიორგი ლომთაძე,  გაიხარე მეგობარო 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40473 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართალია, არის კიდევ დადებითი მხარეც: მონადირე, რომელმაც იყიდა მოკლე ლულიანი სანადირო თოფი, შეუფასებელი წვლილი შეაქვს ფრინველთა პოპულაციის გადარჩენის საქმეში, რომლებიც სანადირო ობიექტები არიან

ჰა ჰაა კარგი იყო.  :bravo:  :0024:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40473 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ აღნიშნული თემაც ორჯერ არის გახსნილი და მგონი ჯობია გაერთიანდეს

ლინკები ჩააგდე რა



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 463 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი

gorda, მადლობა რჩევებისთვის გორდა ძმაო  :beer:  



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

babu, ამ თემაზე 10 პოსტი მაქვს ბაბუ და სულ ერთად ჩავყარო?



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

babuმართალია, არის კიდევ დადებითი მხარეც: მონადირე, რომელმაც იყიდა მოკლე ლულიანი სანადირო თოფი, შეუფასებელი წვლილი შეაქვს ფრინველთა პოპულაციის გადარჩენის საქმეში, რომლებიც სანადირო ობიექტები არიან

ჰა ჰაა კარგი იყო.   :bravo:   :0024:

ცოტა იუმორიც საჭიროა ბაბუ :D







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?