Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

დღეს ცოტა განსხვავებულ და საინტერესო თემას მინდა შევეხო - ნადირობა და რელიგია.

რა კავშირშია ერთმანეთთან? თანმიმდევრობით მიხვდებით...

წმინდა ტრიფონი

მართლმადიდებლურ სამყაროში მონადირეების და კერძოდ ბაზიერების ზეციურ მფარველად ითვლება წმინდა დიდმოწამე ტრიფონი, მას ხატებზე თეთრ ცხენზე მჯდომარეს გამოსახავენ, რომელსაც მარჯვენა ხელზე მიმინო უზის.

მტაცებელი ფრინველებით ნადირობა ჩაისახა ღრმა წარსულში და მისი ფესვები მოდის აღმოსავლეთიდან (აზია), შემდეგ განვითარება ჰპოვა რუსეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ძაღლებით კოლექტიური ნადირობის ჩასახვამდე მტაცებელი ფრინველებით ნადირობას (ბაზიერობა) მნიშვნელოვანი სარეწაო როლი ეკავა საზოგადო ცხოვრებაში. თუმცაღა, მოგვიანებით კოლექტიური ძაღლებით ნადირობამ, ნელნელა შეავიწროვა და განდევნა ფრინველებით ნადირობა საზოგადო ყოფითი ცხოვრებიდან, მაგრამ სამაგიეროდ ის იქცა პრივილეგიათ მაღალი ფენის არისტოკრატებისათვის - საზოგადოებაში შევიწროვებით მან უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია და ბაზიერობა გადაიქცა ერთ-ერთ საკარო გასართობ სახეობათ.

გადმოცემებით, წმინდა დიდმოწამე ტრიფონი, დაიბადა 232 წელს, გლეხის ოჯახში და სიყმაწვილის წლებში თავდაუზოგავად ეხმარებოდა მშობლებს სამეურნეო საქმეებში. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში, მან გამოავლინა ღვთისგან ბოძებული სასწაულმოქმედების ნიჭი: ის მკურნალობდა ადამიანებს და უმსუბუქებდა ცხოვრებას, თავისი სწავლებებით ქრისტიანობას ქადაგებდა და მოაქცევდა ხალხს სარწმუნოებისაკენ, რისი გულისთვისაც იქნა შებყრობილი და გადაცემული სასამართლოზე. იგი მიაქციეს სასტიკ მოპყრობაში და წამებაში, მაგრამ მან ქრისტე არ უარყო და თაყვანი არა სცა რომის ღმერთებს. ამისათვის მას მიუსაჯეს თავის მოკვეთა. სიკვდილით დასჯის წინ ტრიფონი გულმხურვალედ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს მიებარებინა იგი თავისთან სასუფეველში. ამ ლოცვაში უფალმა მიიბარა მისი სული, თანაც მანამდე, სანამ სასჯელს სისრულეში მოიყვანდნენ. მისი ხსოვნის დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 14 თებერვალს.

19 საუკუნეში მიუხედავათ ფართოდ გავრცელებული ძაღლებით და იარაღით ნადირობისა, მტაცებელი ფრინველებით ნადირობა (ბაზიერობა) დასავლეთ ევროპასა და აზიაში მაინც აგრძელებდა არსებობას, განსაკუთრებით ბალნიან ნადირზე სანადიროთ (კურდღელი - მელა). ბაზიერებს შორის დიდათ ფასობდა შევარდნებით და სონღულებით ნადირობა. ნადირობის დროს ამ ფრინველებს ბუმბულებზე ამაგრებდნენ პატარა ზომის ზარებს, რათა დადევნების დროს ადვილი ყოფილიყო მათი დროულად მოძებნა, ხოლო ნადირობის წინ თავზე აცმევდნენ ქუდის მსგავს ქსოვილს, რათა ფრინველი დაწყნარებული ყოფილიყო და დროზე ადრე არ გადევნებოდა ნადავლს. სასურველ დროს ფრინველს მოხსნიდნენ თავიდან ამ ნაჭერს და ისიც გაედევნებოდა მსხვერპლს...
გაგრძელება იქნება...

ჯგუფში დაისვა კითხვა: რა კავშირშია დიდმოწამე ტრიფონი მტაცებელ ფრინველებთან? რატომაა იგი ხატებზე მიმინოსთან ერთად გამოსახული?
პასუხად ერთ ლეგენდას მოვიყვან: — არსებობს ლეგენდა, მეფე ივანე მრისხანეს ((რუს. Иван Грозный; დ. 25 აგვისტო, 1530, კოლომენსკოე — გ. 18 მარტი, 1584, მოსკოვი) – მოსკოვის დიდი მთავარი 1533 წ.-დან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.) ნადირობის დროს დაეკარგა მიმინო, გაფრინდა და ვეღარ იპოვეს. მეფემ მისი პოვნა დაავალა ტრიფონ პატრიკეევს, იმ დროს განთქმულ მტაცებელ ფრინველთა მომთვინიერებელს. ტრიფონიც გაუდგა გზას, მოიარა ყველა მიმდებარე ტყე-ველი, მაგრამ უშედეგოდ. მესამე დღეს ძებნისგან დაღლილი წამოწვა დასასვენებლად და ჩაეძინა. მანამდე იგი გულმხურვალედ ევედრებოდა დახმარებას თავის მფარველ წმინდანს დიდმოწამე ტრიფონს, რომ დახმარებოდა ფრინველის მოძებნაში. სიზმარში მან ნახა ახალგაზრდა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა ტრიფონი, რომელსაც ხელზე მიმინო უჯდა. მან უთხრა: ,,წაიყვანე დაკარგული ფრინველი, წადი მეფესთან და მიგვარე იგი, აღარაფერზე იდარდო''. ტრიფონს გამოეღვიძა და დაინახა ახლოს ფიჭვის ხეზე ჩამომჯდარი დაკარგული მიმინო, გახარებულმა წამოიყვანა ფრინველი და მიგვარა მეფეს, თან იმ სასწაულზე უამბო, რაც გადახდა თავს. მოგვიანებით იმ ადგილზე, სადაც ეს სასწაული მოხდა, პატარა სამლოცველო ააგეს, ხოლო შემდეგ უკვე ტაძარი, რომელსაც წმინდა დიდმოწამე ტრიფონის სახელი დაერქვა.

მეგობრებო, თუ რაიმე სიტყვა ან ტერმინი არასწორად ვიხმარე შემისწორეთ, არ არის პრობლემა, ამ საკითხში ღრმად ვერ ვერკვევი და შესაძლოა რაიმე შეცდომა იყოს. მადლობა წინასწარ და იმედია მოგეწონებათ❤

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1567190782468.jpg

ჩამსწორებელი babu, 01 September 2019 - 11:13 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 აბო ან შენ დაამატე თეგები ან შენის ნებართვით მე დავამატებ  :)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
დაამატე ბაბუ გავერკვა უნდა კიდევ კარგად რა როგორ ხდება :)

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბო მგონი 2 იდენტური თემა გაქვს გახსნილი ძმობილო?



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
ერთი წმინდა ტრიფონზეა და მეორე წმინდა ჰუბერტზე და ისტორიის კუთხეში ჩავსვი ცალკ-ცალკე

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40475 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაამატე ბაბუ გავერკვა უნდა კიდევ კარგად რა როგორ ხდეა

გასწორებულ

 

თუმცაღა, მოგვიანებით კოლექტიური ძაღლებით ნადირობამ

მგონი უნდა იყოს - 'თუმცაღა ძაღლებით კოლექტიურმა ნადირობამ'



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
მართალი ხარ ბაბუ ჩავასწორებ :)

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 73 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

დღეს ცოტა განსხვავებულ და საინტერესო თემას მინდა შევეხო - ნადირობა და რელიგია.

რა კავშირშია ერთმანეთთან? თანმიმდევრობით მიხვდებით...

წმინდა ტრიფონი

მართლმადიდებლურ სამყაროში მონადირეების და კერძოდ ბაზიერების ზეციურ მფარველად ითვლება წმინდა დიდმოწამე ტრიფონი, მას ხატებზე თეთრ ცხენზე მჯდომარეს გამოსახავენ, რომელსაც მარჯვენა ხელზე მიმინო უზის.

მტაცებელი ფრინველებით ნადირობა ჩაისახა ღრმა წარსულში და მისი ფესვები მოდის აღმოსავლეთიდან (აზია), შემდეგ განვითარება ჰპოვა რუსეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ძაღლებით კოლექტიური ნადირობის ჩასახვამდე მტაცებელი ფრინველებით ნადირობას (ბაზიერობა) მნიშვნელოვანი სარეწაო როლი ეკავა საზოგადო ცხოვრებაში. თუმცაღა, მოგვიანებით ძაღლებით კოლექტიურმა ნადირობამ, ნელნელა შეავიწროვა და განდევნა ფრინველებით ნადირობა საზოგადო ყოფითი ცხოვრებიდან, მაგრამ სამაგიეროდ ის იქცა პრივილეგიათ მაღალი ფენის არისტოკრატებისათვის - საზოგადოებაში შევიწროვებით მან უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია და ბაზიერობა გადაიქცა ერთ-ერთ საკარო გასართობ სახეობათ.

გადმოცემებით, წმინდა დიდმოწამე ტრიფონი, დაიბადა 232 წელს, გლეხის ოჯახში და სიყმაწვილის წლებში თავდაუზოგავად ეხმარებოდა მშობლებს სამეურნეო საქმეებში. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში, მან გამოავლინა ღვთისგან ბოძებული სასწაულმოქმედების ნიჭი: ის მკურნალობდა ადამიანებს და უმსუბუქებდა ცხოვრებას, თავისი სწავლებებით ქრისტიანობას ქადაგებდა და მოაქცევდა ხალხს სარწმუნოებისაკენ, რისი გულისთვისაც იქნა შებყრობილი და გადაცემული სასამართლოზე. იგი მიაქციეს სასტიკ მოპყრობაში და წამებაში, მაგრამ მან ქრისტე არ უარყო და თაყვანი არა სცა რომის ღმერთებს. ამისათვის მას მიუსაჯეს თავის მოკვეთა. სიკვდილით დასჯის წინ ტრიფონი გულმხურვალედ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს მიებარებინა იგი თავისთან სასუფეველში. ამ ლოცვაში უფალმა მიიბარა მისი სული, თანაც მანამდე, სანამ სასჯელს სისრულეში მოიყვანდნენ. მისი ხსოვნის დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 14 თებერვალს.

19 საუკუნეში მიუხედავათ ფართოდ გავრცელებული ძაღლებით და იარაღით ნადირობისა, მტაცებელი ფრინველებით ნადირობა (ბაზიერობა) დასავლეთ ევროპასა და აზიაში მაინც აგრძელებდა არსებობას, განსაკუთრებით ბალნიან ნადირზე სანადიროთ (კურდღელი - მელა). ბაზიერებს შორის დიდათ ფასობდა შევარდნებით და სონღულებით ნადირობა. ნადირობის დროს ამ ფრინველებს ბუმბულებზე ამაგრებდნენ პატარა ზომის ზარებს, რათა დადევნების დროს ადვილი ყოფილიყო მათი დროულად მოძებნა, ხოლო ნადირობის წინ თავზე აცმევდნენ ქუდის მსგავს ქსოვილს, რათა ფრინველი დაწყნარებული ყოფილიყო და დროზე ადრე არ გადევნებოდა ნადავლს. სასურველ დროს ფრინველს მოხსნიდნენ თავიდან ამ ნაჭერს და ისიც გაედევნებოდა მსხვერპლს...
გაგრძელება იქნება...

ჯგუფში დაისვა კითხვა: რა კავშირშია დიდმოწამე ტრიფონი მტაცებელ ფრინველებთან? რატომაა იგი ხატებზე მიმინოსთან ერთად გამოსახული?
პასუხად ერთ ლეგენდას მოვიყვან: — არსებობს ლეგენდა, მეფე ივანე მრისხანეს ((რუს. Иван Грозный; დ. 25 აგვისტო, 1530, კოლომენსკოე — გ. 18 მარტი, 1584, მოსკოვი) – მოსკოვის დიდი მთავარი 1533 წ.-დან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.) ნადირობის დროს დაეკარგა მიმინო, გაფრინდა და ვეღარ იპოვეს. მეფემ მისი პოვნა დაავალა ტრიფონ პატრიკეევს, იმ დროს განთქმულ მტაცებელ ფრინველთა მომთვინიერებელს. ტრიფონიც გაუდგა გზას, მოიარა ყველა მიმდებარე ტყე-ველი, მაგრამ უშედეგოდ. მესამე დღეს ძებნისგან დაღლილი წამოწვა დასასვენებლად და ჩაეძინა. მანამდე იგი გულმხურვალედ ევედრებოდა დახმარებას თავის მფარველ წმინდანს დიდმოწამე ტრიფონს, რომ დახმარებოდა ფრინველის მოძებნაში. სიზმარში მან ნახა ახალგაზრდა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა ტრიფონი, რომელსაც ხელზე მიმინო უჯდა. მან უთხრა: ,,წაიყვანე დაკარგული ფრინველი, წადი მეფესთან და მიგვარე იგი, აღარაფერზე იდარდო''. ტრიფონს გამოეღვიძა და დაინახა ახლოს ფიჭვის ხეზე ჩამომჯდარი დაკარგული მიმინო, გახარებულმა წამოიყვანა ფრინველი და მიგვარა მეფეს, თან იმ სასწაულზე უამბო, რაც გადახდა თავს. მოგვიანებით იმ ადგილზე, სადაც ეს სასწაული მოხდა, პატარა სამლოცველო ააგეს, ხოლო შემდეგ უკვე ტაძარი, რომელსაც წმინდა დიდმოწამე ტრიფონის სახელი დაერქვა.

მეგობრებო, თუ რაიმე სიტყვა ან ტერმინი არასწორად ვიხმარე შემისწორეთ, არ არის პრობლემა, ამ საკითხში ღრმად ვერ ვერკვევი და შესაძლოა რაიმე შეცდომა იყოს. მადლობა წინასწარ და იმედია მოგეწონებათ❤







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?