Jump to content


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

ნადირობა და რელიგია

წმინდა ჰუბერტი

თუ მართლმადიდებლობაში დიდმოწამე ტრიფონი ითვლება მონადირეთა მფარველ წმინდანად, მაშინ დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში (კათოლიკური სარწმუნოების) მონადირეები და მეტყევეები აღნიშნავენ წმინდა ჰუბერტის დღესასწაულს. ასეთ დღეებში, მათი ტანისამოსისა და ქუდების ნიშებზე, შეგიძლიათ იხილოთ ემბლემის სახით ირმის თავი, რომელსაც ჯვარი აქვს გამოსახული და რქებს შორის ბრწყინავს. ამ სურათს წმინდა ჰუბერტის ირემი ჰქვია და ნადირობისას მათი რწმენით წარმატება მოაქვს. კათოლიკური სარწმუნოების ხალხი, ვისაც ნადირობა უყვარს, წმინდა ჰუბერტს თავის მფარველად თვლიან. იგი განსაკუთრებით პოპულარულია პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში.

ამას მოწმობს სანადირო საზოგადოებების მრავალი ემბლემა, დამზადებული ნიშების, მედლებისა და სამახსოვრო ნიშნების სახით, რომლებზეც გამოსახულია ირმის თავი და რომლის რქებს შორის ბრწყინავს წმინდა ჯვარი. ადრეული საგნების საოცარი სილამაზე და გამოხატულება — ეს ხელოვნების თავისებური სასწაულია, დამზადებული დიდი მხატვრული გემოვნებით, ხშირად ვერცხლის და სხვადასხვა მინანქრის ნაკეთობებზე, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ერთი ლეგენდის თანახმად, ფრენსის ჰუბერტი (ლათ. Hubertus) დაიბადა 656 წელს. ახალგაზრდობაში ის საფრანგეთის მეფის კარზე მსახურობდა, მოგვიანებით ის აღმოჩნდა ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ სამეფოში. ჰუბერტი ფანატიკური მონადირე იყო და მთელ თავისუფალ დროს ტყეში ატარებდა მდევარ ძაღლებთან ერთად, რომლებიც მშვენივრად მუშაობდნენ დიდ მხეცებზე. ერთ დილას, როდესაც ის ირმის კვალზე იდგა, უცებ მოტრიალდა და გაოცებულმა დაინახა ირემი, რომელსაც რქებს შორის წმინდა ჯვარი უბრწყინავდა, შემდეგ კი მან გაიგო ღმერთის ხმა, რომელიც მას მოუწოდებდა დაეტოვებინა ამქვეყნიური ცხოვრება და ემსახურა უფლისთვის — ბუნების წინაშე შეენანა თავისი ცოდვები.

ამ შემთხვევამ მკვეთრად შეცვალა მონადირის ბედი, დიდი განხილვის შემდეგ მან გადაწყვიტა თმის შეჭრა და ბერად წასვლა, მოგვიანებით ის გახდა ეპისკოპოსი. მისი შემდეგი ცხოვრების წესის მიუხედავად, ჰუბერტი კვლავაც გამოხატავდა ნადირობისადმი ინტერესს, დაკავებული იყო სანადირო ძაღლების მოშენებით. ის მთელი ცხოვრება ატარებდა მათდამი სიყვარულს, ამიტომაცაა, რომ მედლებზე და ნიშნებზე, ჰუბერტი ყოველთვის ძაღლთან ერთადაა გამოსახული. 727 წელს ეპისკოპოს ჰუბერტის გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა, ხოლო შემდეგ გახდა მონადირეების ზეციური მფარველი — ყველა მონადირისა და ცხოველის შუამავალი ბუნებასთან. ბევრ ევროპულ სანადირო კლუბებში, 3 ნოემბერს, მის საპატივცემულოდ იმართება წმინდა ჰუბერტის დღესასწაული, რომელიც ლეგენდის თანახმად იცავს ძაღლებს, სანადირო ცხენებსა და მტაცებლურ ფრინველებს დაავადებებისგან.

825 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკომ, წმინდა ჰუბერტის ნაწილები გადაასვენა არდენის ტყეში მდებარე მონასტერში. აქ მცხოვრებ ბერებს ყოველთვის უყვარდათ ნადირობა და აქტიურად იყვნენ დაკავებული სანადირო ძაღლების მოშენებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ კარგი ინსტინქტით და მუშაობის საოცარი დახვეწილობით. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ევროპელ მონადირეთა წრეებში და მათ წმინდა ჰუბერტის ძაღლები დაარქვეს. ამჟამად, ძაღლების მომშენებელთა უმეტესობა თვლის, რომ წმინდა ჰუბერტის ჯიშად წოდებული ძაღლის ხაზი არ გადარჩა, ინგლისში მხოლოდ მასთან მჭიდრო დაკავშირებული სანათესაო სისხლის ძაღლებს აშენებენ — ბლადჰაუნდი (ლათ.Bloodhound), ძაღლის ჯიში, რომელიც შესანიშნავად მუშაობს დევნის დროს.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ მითები და ლეგენდები მონადირეთა მფარველ წმინდანთა შესახებ, როგორც ევროპის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ლეგენდები დიდმოწამე ტრიფონის, წმინდა ჰუბერტის შესახებ, ასევე მონადირეებსა და მათ თანაშემწე ცხოველებზე დახმარების შესახებ, დღესაც არსებობს. ითვლება, რომ ამ მითების გმირების გამოსახულებებს, სამონადირეო საზოგადოებების სამკერდე ნიშების და ნიშნების ემბლემებზე, მოაქვს წარმატება, არა მხოლოდ მონადირეებისთვის, არამედ მათ თანაშემწეებისთვისაც (ძაღლები, ცხენები და სანადირო ფრინველები).

P.S. ჩვენს შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირადაა, ოჩოპინტრე დომინირებს ჭაჭის ბახუსში მოციალე, ყოველგვარი მედლებისა და ნიშნების გარეშე, ის მხოლოდ ჩვენს წამროდგენებშია და გაიგივებულია ზეციურ მფარველებთან...

იმედია მოგეწონებათ❤

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1567069482282.jpg
  • FB_IMG_1567069484813.jpg
  • FB_IMG_1567069488434.jpg
  • FB_IMG_1567069491103.jpg
  • FB_IMG_1567069493865.jpg
  • FB_IMG_1567069496728.jpg
  • FB_IMG_1567069499393.jpg

ჩამსწორებელი babu, 30 August 2019 - 11:34 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2846 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

საინტერესოა, მეც მოვიძიებ და დავამატებ ინფორმაციებს. მადლობა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2846 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

წმინდა ტრიფონი

მართლმადიდებლურ სამყაროში მონადირეების და კერძოდ ბაზიერების ზეციურ მფარველად ითვლება წმინდა დიდმოწამე ტრიფონი, მას ხატებზე თეთრ ცხენზე მჯდომარეს გამოსახავენ, რომელსაც მარჯვენა ხელზე მიმინო უზის.

მტაცებელი ფრინველებით ნადირობა ჩაისახა ღრმა წარსულში და მისი ფესვები მოდის აღმოსავლეთიდან (აზია), შემდეგ განვითარება ჰპოვა რუსეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ძაღლებით კოლექტიური ნადირობის ჩასახვამდე მტაცებელი ფრინველებით ნადირობას (ბაზიერობა) მნიშვნელოვანი სარეწაო როლი ეკავა საზოგადო ცხოვრებაში. თუმცაღა, მოგვიანებით კოლექტიური ძაღლებით ნადირობამ, ნელნელა შეავიწროვა და განდევნა ფრინველებით ნადირობა საზოგადო ყოფითი ცხოვრებიდან, მაგრამ სამაგიეროდ ის იქცა პრივილეგიათ მაღალი ფენის არისტოკრატებისათვის - საზოგადოებაში შევიწროვებით მან უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია და ბაზიერობა გადაიქცა ერთ-ერთ საკარო გასართობ სახეობათ.

გადმოცემებით, წმინდა დიდმოწამე ტრიფონი, დაიბადა 232 წელს, გლეხის ოჯახში და სიყმაწვილის წლებში თავდაუზოგავად ეხმარებოდა მშობლებს სამეურნეო საქმეებში. ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში, მან გამოავლინა ღვთისგან ბოძებული სასწაულმოქმედების ნიჭი: ის მკურნალობდა ადამიანებს და უმსუბუქებდა ცხოვრებას, თავისი სწავლებებით ქრისტიანობას ქადაგებდა და მოაქცევდა ხალხს სარწმუნოებისაკენ, რისი გულისთვისაც იქნა შებყრობილი და გადაცემული სასამართლოზე. იგი მიაქციეს სასტიკ მოპყრობაში და წამებაში, მაგრამ მან ქრისტე არ უარყო და თაყვანი არა სცა რომის ღმერთებს. ამისათვის მას მიუსაჯეს თავის მოკვეთა. სიკვდილით დასჯის წინ ტრიფონი გულმხურვალედ ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს მიებარებინა იგი თავისთან სასუფეველში. ამ ლოცვაში უფალმა მიიბარა მისი სული, თანაც მანამდე, სანამ სასჯელს სისრულეში მოიყვანდნენ. მისი ხსოვნის დღეს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 14 თებერვალს.

19 საუკუნეში მიუხედავათ ფართოდ გავრცელებული ძაღლებით და იარაღით ნადირობისა, მტაცებელი ფრინველებით ნადირობა (ბაზიერობა) დასავლეთ ევროპასა და აზიაში მაინც აგრძელებდა არსებობას, განსაკუთრებით ბალნიან ნადირზე სანადიროთ (კურდღელი - მელა). ბაზიერებს შორის დიდათ ფასობდა შევარდნებით და სონღულებით ნადირობა. ნადირობის დროს ამ ფრინველებს ბუმბულებზე ამაგრებდნენ პატარა ზომის ზარებს, რათა დადევნების დროს ადვილი ყოფილიყო მათი დროულად მოძებნა, ხოლო ნადირობის წინ თავზე აცმევდნენ ქუდის მსგავს ქსოვილს, რათა ფრინველი დაწყნარებული ყოფილიყო და დროზე ადრე არ გადევნებოდა ნადავლს. სასურველ დროს ფრინველს მოხსნიდნენ თავიდან ამ ნაჭერს და ისიც გაედევნებოდა მსხვერპლს... 
გაგრძელება იქნება...

ჯგუფში დაისვა კითხვა: რა კავშირშია დიდმოწამე ტრიფონი მტაცებელ ფრინველებთან? რატომაა იგი ხატებზე მიმინოსთან ერთად გამოსახული?
პასუხად ერთ ლეგენდას მოვიყვან: — არსებობს ლეგენდა, მეფე ივანე მრისხანეს ((რუს. Иван Грозный; დ. 25 აგვისტო, 1530, კოლომენსკოე — გ. 18 მარტი, 1584, მოსკოვი) – მოსკოვის დიდი მთავარი 1533 წ.-დან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.) ნადირობის დროს დაეკარგა მიმინო, გაფრინდა და ვეღარ იპოვეს. მეფემ მისი პოვნა დაავალა ტრიფონ პატრიკეევს, იმ დროს განთქმულ მტაცებელ ფრინველთა მომთვინიერებელს. ტრიფონიც გაუდგა გზას, მოიარა ყველა მიმდებარე ტყე-ველი, მაგრამ უშედეგოდ. მესამე დღეს ძებნისგან დაღლილი წამოწვა დასასვენებლად და ჩაეძინა. მანამდე იგი გულმხურვალედ ევედრებოდა დახმარებას თავის მფარველ წმინდანს დიდმოწამე ტრიფონს, რომ დახმარებოდა ფრინველის მოძებნაში. სიზმარში მან ნახა ახალგაზრდა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა ტრიფონი, რომელსაც ხელზე მიმინო უჯდა. მან უთხრა: ,,წაიყვანე დაკარგული ფრინველი, წადი მეფესთან და მიგვარე იგი, აღარაფერზე იდარდო''. ტრიფონს გამოეღვიძა და დაინახა ახლოს ფიჭვის ხეზე ჩამომჯდარი დაკარგული მიმინო, გახარებულმა წამოიყვანა ფრინველი და მიგვარა მეფეს, თან იმ სასწაულზე უამბო, რაც გადახდა თავს. მოგვიანებით იმ ადგილზე, სადაც ეს სასწაული მოხდა, პატარა სამლოცველო ააგეს, ხოლო შემდეგ უკვე ტაძარი, რომელსაც წმინდა დიდმოწამე ტრიფონის სახელი დაერქვა.

 

legion.ge_2715d69637445ac8.jpg



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
ესეც ჩემი პოსტია მეგობარო საიდან წამოიღე?

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2846 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

დაილოცოს გუგლი :)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
გასაგებია, მანდ საიდან მიხვდი ნეტავი :)

ჩამსწორებელი abo hunter, 30 August 2019 - 11:12 PM.


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესო სტატიაა აბო. მადლობა. ცოტა ხანში მეც დავდებ საინტერესო ინფორმაციას და თან ფოტოებსაც მოვაყოლებ. . ელიზები კი დამიდასტურეეებს. ;)  :ki:


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
ველოდები, გავეცნობი აუცილებლად. ბევრი რამ აღმოვაჩინე ისტორიის კუთხეში ჩემთვის უცნობი და მომეწონა ძალიან, კარგი პოსტებია

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ საქმე იმაშია რომ საფრანგეთში გხლდით სანადიროთ. ხო და ალპებში ნადირობისას მოგვიყვნენ წმ.ჰუბერტის მონასტრის ძაღლსაშენის მიერ აღდგენილი და სელექციის შედეგად  საფრანგეთში გამოყვანილი ძაღლების ჰუბერტუსის ბლადჰაუნდების შესახებ. დავამატებ იმას რომ მერე დღეს სწორედ ამ ძაღლებით ვინადირეთ და გაოგნებულები დავრჩით მიუხედავად მისი მასიური კონსტიტუციისა თუ როგორისწრაფი, ამტანი და ჟინიანი ძაღლები აღმოჩნდნენ. ყველაზე მეტად კი ის გვიკვირდა რომ ალპების საკმაოდ ციცაბო რელიეფისთვის , საკმაოდ სწრაფები და მკვირცხლები აღმოჩნდნენ. 

დავამატებ იმას რომ საყვირზე ძალიან კარგად რეაგირებენ დ 2-3 სარეკის მოწყობის საშუალებას აძლევენ პატრონს.

როგორც აგვიხსნეს ამ ძაღლების სელექცია სათავეს წმ. ჰუბერტისაგან იღებსო.

 

 

legion.ge_85d69817c677e7.jpg

 

 

legion.ge_85d6981a30bd00.jpg

 

 

legion.ge_85d6981c88b028.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან სუფთა ჰუბერტის ძაღლად წოდებული სისხლი არ გადარჩაო, მაგრამ ყველაზე ახლო მონათესავე ჯიში ბლადჰაუნდიაო ინგლისში გამოყვანილი. ყნოსვაც საოცარი ქონია თურმე, თუმცა უკეთ გეცოდინება ბაბუ თუ ინადირე მაგ ძაღლებთან :)

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთ დღეს ნადირობისას ტახებიც გამოაგდეს და ირმებიც

 

 

legion.ge_85d698a2c14bc8.jpg

 

 

legion.ge_85d698a4ccf028.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
მაგარი ყოფილა, მაინტერესებს საქართველოში თუ ყავს ვინმეს?

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რამდენადაც ვიცი არა


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს არა ჰყავძთ მაგრამ ცისფერი გასკონები ყოლია ვიღაცას რუსთავში და ასევე საგუჯიოსაც მივაკვლიეთ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47731 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ტელეფონზე ვურეკავ და ვერ გავაგონე ჯერჯერობით. იმედია მივაკვლევ


legion.ge-82-1553250819.jpg






1 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 1 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?