ნადირობა და რელიგია
წმინდა ჰუბერტი
თუ მართლმადიდებლობაში დიდმოწამე ტრიფონი ითვლება მონადირეთა მფარველ წმინდანად, მაშინ დასავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში (კათოლიკური სარწმუნოების) მონადირეები და მეტყევეები აღნიშნავენ წმინდა ჰუბერტის დღესასწაულს. ასეთ დღეებში, მათი ტანისამოსისა და ქუდების ნიშებზე, შეგიძლიათ იხილოთ ემბლემის სახით ირმის თავი, რომელსაც ჯვარი აქვს გამოსახული და რქებს შორის ბრწყინავს. ამ სურათს წმინდა ჰუბერტის ირემი ჰქვია და ნადირობისას მათი რწმენით წარმატება მოაქვს. კათოლიკური სარწმუნოების ხალხი, ვისაც ნადირობა უყვარს, წმინდა ჰუბერტს თავის მფარველად თვლიან. იგი განსაკუთრებით პოპულარულია პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში.
ამას მოწმობს სანადირო საზოგადოებების მრავალი ემბლემა, დამზადებული ნიშების, მედლებისა და სამახსოვრო ნიშნების სახით, რომლებზეც გამოსახულია ირმის თავი და რომლის რქებს შორის ბრწყინავს წმინდა ჯვარი. ადრეული საგნების საოცარი სილამაზე და გამოხატულება — ეს ხელოვნების თავისებური სასწაულია, დამზადებული დიდი მხატვრული გემოვნებით, ხშირად ვერცხლის და სხვადასხვა მინანქრის ნაკეთობებზე, შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით.
ერთი ლეგენდის თანახმად, ფრენსის ჰუბერტი (ლათ. Hubertus) დაიბადა 656 წელს. ახალგაზრდობაში ის საფრანგეთის მეფის კარზე მსახურობდა, მოგვიანებით ის აღმოჩნდა ჩრდილოეთ საფრანგეთის ერთ-ერთ სამეფოში. ჰუბერტი ფანატიკური მონადირე იყო და მთელ თავისუფალ დროს ტყეში ატარებდა მდევარ ძაღლებთან ერთად, რომლებიც მშვენივრად მუშაობდნენ დიდ მხეცებზე. ერთ დილას, როდესაც ის ირმის კვალზე იდგა, უცებ მოტრიალდა და გაოცებულმა დაინახა ირემი, რომელსაც რქებს შორის წმინდა ჯვარი უბრწყინავდა, შემდეგ კი მან გაიგო ღმერთის ხმა, რომელიც მას მოუწოდებდა დაეტოვებინა ამქვეყნიური ცხოვრება და ემსახურა უფლისთვის — ბუნების წინაშე შეენანა თავისი ცოდვები.
ამ შემთხვევამ მკვეთრად შეცვალა მონადირის ბედი, დიდი განხილვის შემდეგ მან გადაწყვიტა თმის შეჭრა და ბერად წასვლა, მოგვიანებით ის გახდა ეპისკოპოსი. მისი შემდეგი ცხოვრების წესის მიუხედავად, ჰუბერტი კვლავაც გამოხატავდა ნადირობისადმი ინტერესს, დაკავებული იყო სანადირო ძაღლების მოშენებით. ის მთელი ცხოვრება ატარებდა მათდამი სიყვარულს, ამიტომაცაა, რომ მედლებზე და ნიშნებზე, ჰუბერტი ყოველთვის ძაღლთან ერთადაა გამოსახული. 727 წელს ეპისკოპოს ჰუბერტის გარდაცვალების შემდეგ, ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა, ხოლო შემდეგ გახდა მონადირეების ზეციური მფარველი — ყველა მონადირისა და ცხოველის შუამავალი ბუნებასთან. ბევრ ევროპულ სანადირო კლუბებში, 3 ნოემბერს, მის საპატივცემულოდ იმართება წმინდა ჰუბერტის დღესასწაული, რომელიც ლეგენდის თანახმად იცავს ძაღლებს, სანადირო ცხენებსა და მტაცებლურ ფრინველებს დაავადებებისგან.
825 წელს საფრანგეთის მეფე ლუდოვიკომ, წმინდა ჰუბერტის ნაწილები გადაასვენა არდენის ტყეში მდებარე მონასტერში. აქ მცხოვრებ ბერებს ყოველთვის უყვარდათ ნადირობა და აქტიურად იყვნენ დაკავებული სანადირო ძაღლების მოშენებით, რომლებიც გამოირჩეოდნენ კარგი ინსტინქტით და მუშაობის საოცარი დახვეწილობით. ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ ევროპელ მონადირეთა წრეებში და მათ წმინდა ჰუბერტის ძაღლები დაარქვეს. ამჟამად, ძაღლების მომშენებელთა უმეტესობა თვლის, რომ წმინდა ჰუბერტის ჯიშად წოდებული ძაღლის ხაზი არ გადარჩა, ინგლისში მხოლოდ მასთან მჭიდრო დაკავშირებული სანათესაო სისხლის ძაღლებს აშენებენ — ბლადჰაუნდი (ლათ.Bloodhound), ძაღლის ჯიში, რომელიც შესანიშნავად მუშაობს დევნის დროს.
დასასრულს, უნდა ითქვას, რომ მითები და ლეგენდები მონადირეთა მფარველ წმინდანთა შესახებ, როგორც ევროპის ხალხთა კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ლეგენდები დიდმოწამე ტრიფონის, წმინდა ჰუბერტის შესახებ, ასევე მონადირეებსა და მათ თანაშემწე ცხოველებზე დახმარების შესახებ, დღესაც არსებობს. ითვლება, რომ ამ მითების გმირების გამოსახულებებს, სამონადირეო საზოგადოებების სამკერდე ნიშების და ნიშნების ემბლემებზე, მოაქვს წარმატება, არა მხოლოდ მონადირეებისთვის, არამედ მათ თანაშემწეებისთვისაც (ძაღლები, ცხენები და სანადირო ფრინველები).
P.S. ჩვენს შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირადაა, ოჩოპინტრე დომინირებს ჭაჭის ბახუსში მოციალე, ყოველგვარი მედლებისა და ნიშნების გარეშე, ის მხოლოდ ჩვენს წამროდგენებშია და გაიგივებულია ზეციურ მფარველებთან...
იმედია მოგეწონებათ❤
ჩამსწორებელი babu, 30 August 2019 - 11:34 PM.