Jump to content

სურათი

პირველი ნაბიჯები

მონადირე ლიცენზია იარაღი ვეტერანი ნადირ-ფრინველი

ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

როგორ ავირჩიოთ სანადირო იარაღი?

იმას,ვისაც სურს თავისი თავი მონადირის რანგში იხილოს,თავიდან ელოდება დიდი და რთული გზის გავლა,სავსე დამღლელი მოლოდინებით.
ადრე იყო ასე: თავიდან იღებდი მონადირის ბილეთს,ანუ ლიცენზიას,რომ გენადირა ნადირ-ფრინველზე,შემდეგ იღებდი ნებართვას,რომ იარაღის შეძენის უფლება გქონოდა. ახლა ეს ყველაფერი ბევრად გაიოლდა და მხოლოდ ,,ფსიხო'' დაგჭირდებათ,რომ ამ ყველაფერზე მოიპოვოთ უფლება (ჩემი სუბიექტური აზრია,რომ ყველას არ უნდა ქონდეს ნადირობის და იარაღის შეძენის უფლება). და აი დგება ნანატრი დრო,როცა უნდა წახვიდე იარაღების მაღაზიაში და შეიძინო ის,რაზეც დიდი ხანია ოცნებობ. ზუსტად აქ იმალება ყველაზე დიდი საშიშროება,მოუთმენლობამ შეიძლება ბოროტად გეხუმროთ და სიჩქარეში შეძენილი იარაღი არ აღმოჩნდეს ის,რაც სინამდვილეში გინდოდათ. ეს შეცდომა შეიძლება გამოიწვიოს კონსულტანტის(იარაღის გამყიდველის) არაკომპეტენტურობამ,ან მეგობრების სუბიექტურმა რჩევამ და ა.შ. ბევრი ფაქტორი არსებობს ამ შეცდომის პროვოცირებისთვის.

ჩემი რჩევა იქნება,თუ საკუთარი აზრი არ გაგაჩნიათ,მაშინ ჯობია საერთოდ არ კითხოთ არავის რა შეიძინოთ და რომელი იარაღი ჯობია,მითუმეტეს სოც. ქსელებში :) თავბრუს დაგახვევენ იმდენ აზრს მოისმენთ და ბოლოს მაინც ვერ გაიგებთ რომელია უკეთესი. ჯობია ძალიან ბევრი ინფორმაცია მიიღოთ სხვადასხვა ოფიციალური საიტებიდან და თქვენ თვითონ განსაზღვროთ რა გჭირდებათ,რადგან ყველა იარაღი ინდივიდუალურია და არა სრულყოფილი.
ეს ძირითადად ეხება ახალბედა (დამწყებ) მონადირეებს,რომლებმაც არ იციან,რომ სანადირო იარაღის სწორად არჩევა - ერთ-ერთი მთავარი ეტაპი და წინაპირობაა იმის,რომ თქვენი ახალი გატაცება მოგიტანთ მხოლოდ პოზიტიურ შეგრძნებებს და სიხარულს. ეს იგივეა,როგორც პირველი სიყვარული - გააკეთეთ ყველაფერი სწორად და შემდეგ ყოველთვის სასიამოვნო მოგონებები გექნებათ პირველ გამოცდილებასთან დაკავშირებით. შეცდებით? - დაგეუფლებათ არასასიამოვნო იმედგაცრუება,რომელმაც შეიძლება სულაც ჩამოგაშოროთ ახლად არჩეულ საქმიანობას. გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1567021985879.jpg
  • FB_IMG_1567021993783.jpg

ჩამსწორებელი babu, 09 September 2019 - 11:53 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
მდაა. საინტერესო და გამოსადეგი პოსტია.

დუდუ

LEGION.GE


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Sesita

Sesita

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi. Afkhazetis 4a
  • წარმოშობა:Qartveli
ერთად ერთ გამოსავალს იმას ვხედავ მაშინ რომ სხვა და სხვა იარათი უნდა გამოიყენო საქმეში და ამ რამოდენიმე იარაღიდან გააკეთო არჩევანი რომელიც ვფიქრობ არც თუ ისე ადვილი მოსაძიებელია. მე მინდა მაგალითად სამომავლოდ იარაღის ყიდვა და რას უნდა მივაქციო ყურადღება რომელ ინტუიცოას დავეყრდნო, როგორ ავირჩიო და მოვირგო იარაღი??

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
თუ საშუალება აქვს ადამიანს უნდა იქონიოს სხვადასხვა ტიპის იარაღი, მაგრამ როცა არ არის მაგისი საშუალება, ცდილობ უნივერსალური თოფი იყიდო, რომელიც თითქმის ყველგან გამოგადგება.რავიცი იარაღის არჩევა იოლი საქმე არ არის, მე ერთი ტულკა მაქვს მეგობარო და მაგითი ვნადირობ :) კი შემიძლია მაგალითად თურქული ნორმალური ვიყიდო, მაგრამ ცოტასაც მოვიცდი დავამატებ კიდევ და უკეთესს ვიყიდი ბენელი მინდა 828u ვერტიკალური. იარაღს რასაც მოირგებ ისაა კარგი, ცუდი იარაღი არ არსებობს მოვლა უნდა

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მგონი უკვე არის ანალოგიური თემა სადაც დამწყებებს რჩევებს აძლევენ გამოცდილი ვეტერანები , მაგრამ არა უშავს . იყოს ესეც . რაც მეტი იქნება და მეტს ნახავს დამწყები მონადირე , მით უკეთესი. აბო თეგებს დავამეტებ როგორც სხვა შენს თემებზე დავამატე . 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

კარგი ბაბუ დაამატე, სიმართლე გითხრა თეგების არსს ვერ ჩავწვდი და როგორ დავამატო ეგეც ვერ გავერკვიე, თუ მასწავლი კარგი იქნება :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პირადში მომწერე თუ რაიმეში გარკვევა დაგჭირდეს და მოგეხმარები. აქ რომ არ გავაფუჭო შენი თემა არათრმატური პოსტებისგან


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სესეტას გაუმარჯოს! არ მიყვარს რჩევების მიცემა. ამიტომ რახან კითხულობ მე ჩემ აზრს გამოვთქვამ.

დამწყებმა რამოდენიმე კითხვა და ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს და შესაბამისად მერე მიიღოს გადაწყვეტილება.ანუ გაითვალისწინოს რიგი ნიუანსები.. მაშ ასე;

  1. რა ხნისაა
  2. როგორი მოსიარულეა
  3. როგორია მისი ჯანმრთელობა
  4. რაზე ნადირობს ყველაზე მეტად/ან აპირებს
  5. როგორ რელიეფზე მოუწევს ნადირობა
  6. რამდენად ინტენსიურად ივლის
  7. რამდენად ინტენსიურად გაწმინდავს იარაღს
  8. რამდენად მარტივი ან რთული იარაღი სჭირდება
  9. წონა
  10. რესურსი
  11. ახალი 
  12. მეორადი
  13. რამდენად ძვირი იარაღი შეუძლია შეიძინოს
  14. რამდენად ურჩევნია პრაქტიკული იარაღი შეიზინოს და ბიუჯეტური
  15. რამდენად ინტენსიურად მოუწევს სროლა
  16. ანუ სპორტული ვერსიის ვარიანტი
  17. ფრინველზე ნადირობს თუ ნადირზე
  18. სარეკში მოსიარულეა ?
  19. თუ საფარში მდგომი მონადირეა
  20. ტყის მასივში უწევს ნადირობა  თუ ალპურებს?
  21. რამდენად მოუწევს ნესტიან გარემოში ყოფნა და შენახვა იარაღს
  22. ......

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?