Jump to content

სურათი

გრავირების მნიშვნელობა


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
ხელოვნება ლითონში განფენილი

ნაწილი 2

ცოტა რამ წარსულიდან

იარაღის გრავირებით მორთვა ცნობილია უძველესი დროიდან,შეიცვალა მხოლოდ მისი დამუშავების ფორმები და მეთოდები. იარაღზე ამოტვიფრული ორნამენტები ძირითადათ მაგიურ ხასიათს ატარებდა. ისინი გარკვეულწილად მეტ დამაჯერებლობას მატებდნენ იარაღის მფლობელებს,რათა უფრო შედეგიანი ყოფილიყო ბრძოლის,ან ნადირობის ფინალი. დიალოგის საჭიროება მაგიურ ბუნების ძალებთან აღძრავდა სურვილს,ხელოვნება გარდასახულიყო მხატვრული ფორმებით იარაღზე,როგორც მისი განუყრელი თილისმა და უკვდავეყო მისი რაობის საჭიროება. გომერმა,აქილევსის ფარის აღწერას უფრო მეტი ადგილი დაუთმო,ვიდრე მრავალრიცხოვან ბრძოლებს ტროას შესახებ. ეს განსაკუთრებული კავშირი (ომი და იარაღები) შემორჩა დღევანდელ დრომდე: პიროვნული ანაბეჭდის იარაღზე გადატანის ფორმით,ხშირად სპეციალური ორნამენტებით,რომლის ანალოგიც სხვა არ უნდა ყოფილიყო,გარდა ორიგინალისა... სანადირო იარაღის შემთხვევაში,ამგვარმა მიდგომამ,განსჭვრიტა ცალკეული მიმდინარეობები და უფრო მრავალფეროვანი გახადა გრავირების ხელოვნება,როგორც ტექნიკური თვალსაზრისით,ისე მისი ხასიათის და კლასიფიკაციის მიმართულებით. ჩამოყალიბდა ცალკეული სკოლები და შესაბამისად დაიყო ისინი თავისი ხელწერის და მოხატვის სტილის შესაბამისად.

ხელნაკეთი თუ ლაზერული ტექნოლოგია?

თანამედროვე ლაზერულმა ტექნოლოგიამ ბევრად შეამცირა წარმოების დრო და ღირებულება,მაგრამ რათქმაუნდა,როგორც ყველაფერს,მასაც აქვს მინუსები. თუნდაც ის,რომ მისი აბსოლიტური გამეორება და კოპირება შესაძლებელია,ეს ზოგიერთი იარაღის შემფასებლისთვის უკვე დიდი მინუსია. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს ხელნაკეთი გრავირების უკვდავებას და მის მოთხოვნადობას დღემდე. ხელნაკეთი გრავირების მინუსი,მხოლოდ მისი გაწელილი დროის მონაკვეთია,რაღათქმაუნდა ეს ფაქტორიც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია თვითონ შემოქმედის ოსტატობაზე. პლიუსები? თვითონ განსაჯეთ. ლაზერული ტექნოლოგია გვთავაზობს უნაკლოდ შესრულებულ ორნამენტებს მაეთასედი მილიმეტრების სიზუსტით,მაგრამ მასში არ დევს ის მაგიური ძალა და ხელოვნების სული,რომელიც შემოქმედს გადააქვს ნივთზე (ამ შემთხვევაში იარაღზე,ან მის ცალკეულ ნაწილზე) თავისი ოსტატობით გაწაფული ხელებით. რათქმაუნდა აქაც თვითონ ხელოვანზეა დამოკიდებული,თუ რამდენად მაღალია მისი კვალიფიკაცია და ოსტატობა. ლაზერულ ტექნოლოგიას კონტურების გამოყვანის სიზუსტით ვერ აჯობებ,მაგრამ ინდივიდუალიზმი და ფანტაზია მას არ გააჩნია. ეს ადამიანის ძლიერი მხარეა! გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1566813934481.jpg
  • FB_IMG_1566813931324.jpg
  • FB_IMG_1566813927338.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ნუ რა თქმა უნდა ხელით შესრულებული გრავირება მითუმეტეს თუ მარალ საშემსრულებლო დონეზეა სესრულებული მეტადაა დასაფასებელი ვიდრე ლაზერული კოპირება

legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
კიი ესეა ნამდვილად, იტალიური სკოლაა გამორჩეულ ადგილზე თავისი ბულინოს სტილით და მაგასაც დავდებ

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მხატვარს აქვს დეფექტის გამოსწორების საშუალება. გრაფიკაშიც და ზეთზე მუშაობისასაც. აი გრავირების ოსტატი კი აქაც შეზღუდულია


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
მართალი ხარ ბაბუ, გრავირების ოსტატს შეცდომის დაშვება ძვირათ უჯდება, ერთი ხელი რომ გაექცეს წასულია საქმე, ფანქარი ხომ არაა საშკელი გადაატაროს. ზატო ასჯერ ძვირია ხელით შესრულებული.

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
კი ასეა, პრინციპში ჯერ ნახაზი იხაზება და მერე მიდის საჭრეთელით მუშაობა, მაგრამ რათქმაუნდა შრომატევადი და საპასუხისმგებო საქმიანობაა, მითუმეტეს თუ ინკრუსტაციაც ჩართულია პროექტში.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მართალი ხარ ბაბუ, გრავირების ოსტატს შეცდომის დაშვება ძვირათ უჯდება, ერთი ხელი რომ გაექცეს წასულია საქმე, ფანქარი ხომ არაა საშკელი გადაატაროს. ზატო ასჯერ ძვირია ხელით შესრულებული.

ისე ამასწინათ გრავირების ოსტატის მუშაობის პროცესზე იყო ვიდეო იუთუბში. ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ ავტომატურად აკეთებს. ისე ხაზავდა და ხატავდა რომ არა მგონია ხელი გაექცეს, ნუ გამოცდილ ოსტატს ვგულისხმობ


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?