Jump to content

სურათი

გრავირების მნიშვნელობა


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
ხელოვნება ლითონში განფენილი

ნაწილი 1

გრავირება და მისი მნიშვნელობა

დღესდღეობით ზოგადათ იარაღით და მისი მახასიათებლებით ვეღარავის გააკვირვებ. მსოფლიო იარაღწარმოების უძველესმა ცენტრებმა,კაცობრიობას უნიკალური მექანიზმები და სისტემები დაუტოვა,რომლებიც შესაბამისად დაპატენტდა ავტორების მიერ. მათი სახელები დღესაც მოიხსენიება ამა თუ იმ იარაღებსა თუ მოდელებში. დღეს იარაღების მახასიათებლებზე არ ვისაუბრებ,შევეხები უფრო მის ესთეტიურ მხარეს,რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მონადირის თვითშეფასების ასამაღლებლად. დამეთანხმებით,პირველი რითაც იარაღი იზიდავს პოტენციურ მფლობელს,ეს მისი დიზაინი და გარე მორთულობაა. თუ იარაღი შეუხედავია,გინდაც მახასიათებლებით ძალიან კარგი იყოს,მყიდველი შეიძლება არც დაინტერესდეს მისი შესაძლებლობებით. ესეიგი გამოვდივართ იქიდან,რომ გარე მხარე ძალიან მნიშვნელოვანია იარაღისთვის,რათა გამოიწვიოს მონადირეთა და მსროლელთა წრეებში ინტერესი და მოხდეს შემდეგ მისი ექსპლუატაცია,რაზეც პრინციპში აგებულია მწარმოებლების ძირითადი ინტერესები.

რატომღაც ხდება ხოლმე,რომ ცალკეული სანადირო იარაღის ეგზემპლარები აღწევს ისეთ ღირებულებებს,რომლებიც ახალი ავტომობილის ფასებს ბევრად აღემატება,ხანდახან კი ახალი სახლის ფასებსაც კი. რატომ მოვიყვანე შედარებისთვის ეს ორი ობიექტი? (ავტომობილი და სახლი) კაცის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სახლი და ოჯახია,შემდეგ ავტომობილი და ა.შ. მათ შორის იარაღიც,როგორც თავის შექცევის ერთ-ერთი საშუალება,ზოგისთვის კი მეტიც,ნადირობა პროფესიაა. რა კომპონენტი სძენს იარაღს ამხელა ღირებულებას? უმრავლეს შემთხვევაში პასუხი უნდა ვეძებოთ შემოქმედებით დეტალებში,როგორიცაა მაგალითად გრავირება.

თანამედროვე ლაბორატორიები იარაღის ტიპიურ გრავირებას ანდომებენ დაახლოვებით 150 საათს. თუ ცალკეული დეტალებიც ჩართულია და შედარებით დახვეწილია გრავირება 300-400 საათი დასჭირდება ამ ყველფერს. რაც შეეხება უმაღლეს მხატვრულ ხარისხს,აქ 600-1000 საათი იარაღი გადის იმ გზას,რასაც ლითონის ნაჭრიდან ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნა ქვია. ზოგიერთი პროექტი უფრო მეტ დროს მოითხოვს,ვიდრე 1000 საათია და მეტ ოსტატობას,ვიდრე ჩვეულებრივ შემოქმედს წარმოუდგენია. შედეგად,ასეთი შემოქმედების ხილვა ჩვეულებრივ მოკვდავს თავბრუს ახვევს და ხელოვნების იდუმალ ხიბლს აზიარებს. გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1566813597713.jpg
  • FB_IMG_1566813594339.jpg
  • FB_IMG_1566813579171.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფაქტია რომ გრავირებას , იარაღის წარმოება ხელოვნების დონეზე აყავს.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?