გლუვი ლულის მოვლა და თავისებურებები
ნაწილი 9
<<გაუმჯობესებული ბალისტიკური მონაცემები, სროლისას, უზრუნველყოფს თანაბარ ვიბრაციულ რეჟიმს და ლულის თერმულ გაფართოვებას მკაცრად განსაზღვრულ სტანდარტულ დონეზე, რაც იძლევა შედარებით ფართო და გათანაბრებულ საფანტის დაჯგუფებას.>>
კრიოგენური ტექნოლოგია
რა არის კრიოგენური მეთოდი:
- ეს არის დამუშავების პროცესი, რომლის დროსაც ფოლადსა და მისგან მიღებულ მზა ნაკეთობებს ზედაბალ (გადაცივებულ) ტემპერატურაზე გაყინავენ (-153°C (-243,4°F)). ეს მეთოდი თავის თავში მოიცავს ფოლადის (ამ შემთხვევაში ლულების) თანდათანობით გაყინვას -100° გრადუსზე ქვემოთ 24 სათის განმავლობაში. მისი მიზანია ნარჩენი დაძაბულობის მოხსნა და ცვეთის მიმართ მდგრადობის ამაღლება. მოცემული სახის თერმული დამუშავება ხელს უწყობს ფოლადის სიმკვრივის ამაღლებას, ცვეთის მიმართ მდგრადობას და ფოლადის სიმტკიცეს, შედეგად ნარჩენი აუსტენიტის მარტენსიტში ტრანსფორმირებას.
ხელსაწყოს, რომელიც განკუთვნილია კრიოგენური დამუშავებისთვის, ეწოდება კრიოგენური პროცესორი.
კომპანია ,,Benelli''- მ პირველმა დაიწყო კრიოგენური წრთობის ფართოდ გამოყენება სანდირო იარაღების, ლულების და საცვლელი ,,ჩოკების'' წარმოების პროცესში - ოპტიმიზაციის მიზნით - ბალისტიკური მონაცემების გაუმჯობესებისთვის. დღესდღეობით მაღალი ღირებულება და კრიოგენური წრთობის სირთულე ზღუდავს მას ფართო გავცელებისთვის, მაღალტექნოლოგიური დაწესებულებების უშუალო ჩართულობით, როგორებიცაა აეროკოსმოსური და სამედიცინო წარმოება. ბენელის ქარხანაში ამ ახლადდანერგილმა სიახლემ შეიძინა თავისი სახელი ,,Crio System''.
ის გამოიხატება ფოლადის თანდათანობით გაყინვაში პირობითად -100° გრადუსამდე. ,,Crio System''- ის მთავარ ელემენტად გვევლინება ლულა ,,Criobarrel''. ფოლადს, ასეთი სახით დამუშავებულს, გააჩნია ტემპერატურული გაფართოვების ნაკლები კოეფიციენტი და უკეთესად ეწინააღმდეგება მაღალ წნევას. ეს ფაქტორი უზრუნველყოფს შედარებით გათანაბრებულ ლულის გაფართოვებას და ვიბრაციებს სროლისას. როგორც მწარმოებლები ირწმუნებიან, ასეთი ლულები უზრუნველყოფს შედარებით ფართო, თანაბარ და სტაბილურ საფანტის დაჯგუფებას, ტყვიის შემთხვევაში მისი ფრენის სიზუსტეს და სტაბილურობას. ამასთან, საფანტის ცენტრალური დაჯგუფება არ ირღვევა და არ ირევა საერთო მასაში, რაც ყველაზე დადებითი მომენტია ნასროლის სიზუსტისთვის. ყველაფერთან ერთად, კრიოგენური დამუშავება დადებითად მოქმედებს ლულის გამძლეობაზე, რომელსაც ასევე გააჩნია ცვეთის მიმართ მაღალი მდგრადობა და სიმტკიცე დენთის წვის პროდუქტების მიმართ. ,,Crio System''- ა წარმატებით გამოიყენება ასევე საცვლელი ,,ჩოკების'' წარმოების პროცესშიც (CRIOCHOKES). ის განსხვავდება შედარებით უფრო დაგრძელებული გადასვლითი კონუსით, რომლის დახმარებითაც ხდება საფანტის მიქუჩების თავიდან აცილება და შესაბამისად მისი შემდგომი ქაოსური არევა. როგორც ჩვენთვის ცნობილია აეროდინამიკიდან, იდეალურად სფერულ ჭურვს გააჩნია შედარებით მეტი სიჩქარე და მეტად სტაბილური ტრაექტორია დეფორმირებულთან შედარებით.
,, Crio System''-ის გამოყენებით, არსებითად იზრდება საფანტის ფორმის შენარჩუნება და შესაბამისად სიმტკიცე, ხოლო დაჯგუფება გამოდის უფრო თანაბარი, როგორც ცენტრში, ისე მის გარშემო პერიფერიაში. პოტოებზე, რომელიც გადაღებულია ბენელის სატესტო-საგამოცდო ცენტრში, კარგად ჩანს, რომ კრიოგენური ლულები (CRIOBARREL) და საცვლელი ,,ჩოკები'' (CRIOCHOKES) იძლევა შედარებით შეკრულ და თანაბარ საფანტის დაჯგუფებას ჩვეულებრივ ლულებთან და ,,ჩოკებთან'' შედარებით. გაგრძელება იქნება...
- ფორუმი
- ფორუმის წევრები
- Shoutbox
- კალენდარი
- ფოტო გალერეა
- Custom Pages
- ვიდეო გალერეა
- iHost
-
კლუბის შესახებ
-
ფორუმი
ფორუმის წევრები
ყველაზე აქტიურები
ფორუმის სიახლეები
კალენდარი
სურათის ატვირთვა
იუთუბზე ატვირთვა
ონლაინში არიან
საიტის რუკა
მაღაზიები
-
კატეგორიები
მთავარი
მონადირეთა ლეგიონი
მსროლელთა ლიგა
ნადირობა
ბაზიერობა
სამონადირეო იარაღი
ძაღლები
თევზაობა
დასვენება, ლაშქრობა
ფლორა და ფაუნა
სხვადასხვა
მედიცინა
ისტორიის კუთხე
-
ბუნება
-
გალერეა
-
გადმოწერა
-
დაგვიმეგობრდით