Jump to content

სურათი

გრავირების მნიშვნელობა


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

ხელოვნება ლითონში განფენილი

ნაწილი 4

გერმანულ - ავსტრიული სკოლა

ცენტრალურევროპული სტილის ჩასახვის ფესვები მოდის რენესანსის ეპოქიდან. ვ. გრინერი,იარაღის მორთვის ხელოვნების გავრცელებას ბორბლიანი ჩამკეტის გამოჩენის ხანას უკავშირებს (საწყისი XVI საუკუნე),როცა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უკვე ფართოდ იწყებენ სანადირო მიზნებისთვის. ხელოვნებაში ეს დაემთხვა რენესანსის აღზევების ეპოქას. მთელი XVI - საწყისი XVII ასწლეული (ბორბლიანი ჩამკეტის მეფობის ხანა) ძირითადი ტენდენცია იარაღის დეკორაციის იყო ცალკეული ელემენტების გაფორმება: ჩახმახები (ყველაზე ხშირად - დრაკონის თავის ფორმით), კონდახები არაჩვეულებრივი პლასტიკური ფორმებით, ფართო გამოყენება ძვლების ინკრუსტაციის, მარგალიტებით, ჭრილებში ძვირფასი ლითონებით. პლასტიკურმა დეკორაციამ და ბორბლიანმა ჩამკეტმა უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია 16 ასწლეულის მეორე ნხევარში - 18 საუკუნის პირველ ნახევარში. ამავე დროს იწყება სპირალისებური ჭრილის გამოყენება კონდახის დეკორაციაში, რომლის დამზადებისთვისაც ყველაზე ხშირად ალუბლის, კაკლის და ტროპიკული ხურმისმაგვარი ხის მასალას (ებანოზი) იყენებდნენ. გრავირების სიუჟეტური ხასიათისთვის ხეზე ჭრის სახით გამოიყენებოდა ანტიკური სიმბოლოები და გამოსახულებები,რელიგიური ალეგორიები,სანადირო სცენები,ორნამენტები.

გერმანელი მეიარაღეების დამახასიათებელი თვისება, დაწყებული XVII ს-დან, - შესრულების სისუფთავე და იარაღის გამძლეობა.

ვ.გრინერის შეფასებით, ისინი <<...არა მხოლოდ დეტალურად ჭვრეტდნენ ცეცხლსასროლი იარაღის საწყისს,გარდა ამისა,ყურადღებას აქცევდნენ სამხატვრო შესრულების სიმეტრიულ დეტალებს>>. დეკორაციის ხასიათი განისაზღვრებოდა იმ დროს ხელოვნებაში გამეფებული ,,ბაროკო''-ს სტილით.

დღევანდელ დღემდე ცენტრალურევროპული სკოლის ოსტატების მიერ ფართოდ გამოიყენება მუხის ფოთლების ორნამენტები. მოხატვის კლასიკურ ელემენტად ითვლება ფოთლები,ძველგერმანული ოროვანდის და ვაზის. გერმანული სტილის კიდევ რამდენიმე სახასიათო თვისებებია მაღალი რელიეფი, კომპოზიციური სირთულე, გამოსახულების სიზუსტე, ფილიგრანული შესრულება იარაღის იმ ნაწილებზე,რომლებიც მის გაბარიტებს სცილდება. გერმანელი გრავირების ოსტატების ნამუშევრები რამდენადმე დეკორატიულია, მაგრამ ამავე დროს ადვილად ამოცნობადი. გერმანული სტილისთვის ასევე სახასიათოა კონდახის დეკორაციაში სპირალისებური ჭრილის გამოყენება.

სანადირო იარაღის გარეგნობაზე განმსაზღვრელი გავლენა იქონია მეტად გავრცელებულმა ნადირობის სტილმა ცენტრალურ ევროპაში - ნადირობა დიდ ცხოველებზე. საფანტის თოფები და ექსპრესები ავსტრიული და გერმანული წარმოების,გამოირჩევა გამძლე კალაპოტით, წახნაგოვანი, მყარი ხაზებით. ეს ყველაფერი ხაზს უსვავს მათ საიმედოობას და გამძლეობას. კონდახი პისტოლეტის სტილის ყელით და ბავარიული ლოყით, თხემი <<ტახის ზურგის>> ფორმის ოპტიმალურად ესადაგება წინასწარი მომზადების სროლის პირობებს. ძლიერი სასროლი მასალის გამოყენებამ განსაზღვრა კალაპოტის კონტური, რომელსაც ჰარმონიულად ერწყმის რელიეფური დეკორატიული ორნამენტი, რომელიც განვითარებას შედარებით ართულებს, მაგრამ მეტად გამოკვეთილია ინგლისურ ორნამენტთან შედარებით. ცენტრალურევროპული სკოლის ოსტატების თანაამედროვე ხელოვნება,წარმოადგენს დიფერენცირებულ მიდგომას,კონსტრუქციის და ხარისხის შეხამებას დეკორაციასთან მიმართებაში. გერმანულ - ავსტრიული სტილი გამორჩეულად გამოკვეთილად გამოიხატება წამყვანი გერმანული ფირმების იარაღებზე: <<Heym>>,<< Merkel>>, <<Sauer>>,<< Krieghoff>>.

ცენტრალურევროპული სკოლის ფილიალად შეიძლება ჩავთვალოთ გრავირების << ჩეხური სტილი>> , რომლის დამფუძნებელი იყო პრაღელი ოსტატი ანტონი-ვინცენც ლებედა (1795-1857).

ცენტრალურევროპული საგრავიორო სკოლის,იარაღის სამხატვრო გრავირების კლასიკურ ნიმუშებს წარმოადგენს:
- მრავალფიგურული სანადირო და საყოფაცხოვრებო სიუჟეტები, შესრულებული მაღალი რელიეფით;
- შესრულებული მცენარეების და კლასიკური გამოსახულებების ორნამენტებით;
- მრავალფეროვნება;
- განსხვავებული საგრავიორო ტექნიკის კომბინაცია ორნამენტების და სიუჟეტების შესრულებისას.
გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1566464901040.jpg
  • FB_IMG_1566464897579.jpg
  • FB_IMG_1566464893448.jpg

ჩამსწორებელი abo hunter, 22 August 2019 - 01:17 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცენტრალური ევროპის სკოლა უფრო საინტერესოდ მეჩვენება . შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. ორნამენტი კარგია მაგრამ გაწი გამოწიე მაინც ორნამენტია.

გაიხარე აბო. 

მადლონა საინტერესო სტატიებისთვის


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?