Jump to content

სურათი

გრავრების მნიშვნელობა


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი
ხელოვნება ლითონში განფენილი

ნაწილი3

ინგლისური ბოდი-არტი

<<როგორც ხელოვნება,ისე ნადირობა მიეკუთვნება ადამიანის უძველეს საქმიანობას; მათი ფესვები დევს მითიურ საწყისში და ორივე სფეროში განიმსჭვალება მაგიურ და მისტიურ სიღრმეებამდე... შეიძლება ჩავთვალოთ,რომ ნადირობა და ხელოვნება ისევე,როგორც სიტყვა და საქმე,ყოველთვის პარალელურად მოდიოდნენ,ფეხდაფეხ>>.
(ვალტერ კოშაცკი)

იარაღს ყველა დროს რთავდნენ და ალამაზებდნენ. მხატვრული გაფორმება იარაღს ხელოვნების ნიმუშად აქცევს,თუ ის ნამდვილი ოსტატის მიერაა შესრულებული. დროთა განმავლობაში დეკორის როლი ცვლილებებს განიცდიდა. მხოლოდ XVII ასწლეულში დაიწყეს ყურადღების მიქცევა ხის კონდახის ტექსტურაზე და მისი გამოყენება როგორც იარაღის გაფორმების ელემენტი,თუმცა შემდეგ XIX ასწლეულის მეორე ნახევარში ცნობილი ინგლისელი მეიარაღე ვ. გრინერი წერდა: <<გრავირებამ უნდა დაფაროს ყველა დაყოფა და გადაბმა,ამისთვის ივარგებს ნებისმიერი კარგად შესრულებული ნახატი>>. ესეიგი ის გრავირებას განიხილავდა,როგორც ჩვეულებრივ გამოსადეგ ელემენტს. ამავე დროს დიდ ყურადღების მიქცევას იწყებენ სასხლეტის და მისი ფარის ფორმაზე. მისივე შენიშვნით, <<... მათი მნიშვნელობა იარაღის მხატვრული შეფასებისთვის გახდა ისეთივე პრიორიტეტული,როგორც მისი ფორმა,და კონდახის გაფორმება>>. უდავოა,იარაღის დიზაინში და დეკორში აისახება კულტურის ტიპი და მეირაღის პიროვნულობა. სანადირო იარაღის მხტვრული გაფორმებაში გამოყოფენ სამ მსოფლიო მნიშვნელობის გრავირების სკოლას: ინგლისური, გერმანულ - ავსტრიული და იტალიური. დღეს ჩვენი თემა ინგლისით დავიწყოთ...

ინგლისური სკოლა

XIX ასწლეულის 80-იან წლებში ფირმების მიერ (Holland & Holland, Boss & Co, Watson Brothers) ჩამოყალიბდა იარაღის დეკორაციის ინგლისური სტილი,რომლის ფესვები უნდა ვეძიოთ ნადირობის ნაციონალურ ტრადიციებში და მის ტექნოლოგიურ გამოყენებაში. ინგლისელმა ოსტატებმა შექმნეს ნატიფი იარაღი,გამორჩეული განსაკუთრებული ელეგენტურობით. იარაღის საუკეთესო მასალად იმ დროს ითვლებოდა დამასკი,რომელიც ზედაპირის გრავირებით დამუშავებისას უმცირესი კონტურების გამოყვანის საშუალებას იძლეოდა. სახელდობრ როგორც ორნამენტების საუკეთესო დამხმარე დამასკი შეიჭრა ინგლისურ კლასიკურ სტილში: გრავირება არაბესკებით და ვარდის თაიგულებით საკეტის დაფაზე. ზრდადი ორნამენტები,შესრულებული ორმაგი ზოლით საკეტის დაფის განაპირა მხარეს,ხშირად გვხვდება ინგლისურ იარაღებზე. მისი ნახატი ეხმაურება ძველრომაული არქიტექტურის დეკორაციის ელემენტებს.

ფირმა Watson Brothers-ის იარაღებს გრავირება უკეთდება ლონდონურ სტილში მცირე არაბესკებით ან არაბესკებით და ვარდის თაიგულებით. Watson Brothers-ის საფირმო სტილის განმასხვავებელ ნიშნად გვევლინება სტილიზებული ზრდადი ორნამენტი გრძელი ფართო ლიანებით,ამასთან მთელი თავისუფალი სივრცე მათ შორის შევსებულია პატარა უბრალო ყვავილებით. ინგლისური იარაღისთვის ტრადიციული დეკორის უმთავრესი ელემენტია ინსცენირებულ ფერთა კონა ფაქიზათ გადასული დატალღულ ყვავილთა გამაში,რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ხის კონდახის ტექსტურებს. ნახატი კონდახის ყელზე და ტიბჟირზე თანხმდება საერთო გრავირების ნახატთან (პროტოტიპთან). ოსტატებმა მიაღწიეს,რომ კონდახის ყელზე ყოფილიყო პირდაპირი ხის ფენები,განთავსებული იარაღის ღერძის პარალელურად.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჭრილს კონდახის ყელზე და ტიბჟირზე: ჭრილის ნაბიჯი,ხაზების გადაკვეთის კუთხე,ხაზების თანხვედრა ზედა და ქვედა კონდახის თხემზე.

ინგლისური სტილი აგებულია იარაღის ყველა დეტალის (შიდა თუ გარე) საფუძვლიანად დამუშავებაზე სკულპტურულ დონემდე. განმასხვავებელ ნიშნად ინგლისური იარაღის წარმოგვიდგება მისი ,,სიმთლიანე''. შეკრული ერთიანი გრავირების ორნამენტები განთავსებულია ისე,რომ ლითონის და ხის ხაზების ფორმების სილამაზე წარმოჩინდება უფრო გამოკვეთილად.

შემდეგ ნაწილში შევეხები გერმანულ - ავსტრიულ სკოლას.
გაგრძელება იქნება...

მიმაგრებული გალერეა

  • FB_IMG_1566404795578.jpg
  • FB_IMG_1566404801878.jpg
  • FB_IMG_1566404798865.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გრავირება ინკრუსტაციის ინგლისური სკოლის ჩამოყალიბებაში ისევ  Holland & Holland, Boss & Co, როლი იკვეთება. ეს სფერო ხელოვნების დონემდე აიყვანეს .

 

მადლობა აბო საინტერესო სტატიისთვის


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
abo hunter

abo hunter

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 98 პოსტი
  • მისამართი:მოსკოვი
  • წარმოშობა:ქართველი

არაფერს რა მადლობა, კიდევ დავდებ ამ თემაზე პოსტს, ამჯერად გერმანულ–ავსტრიულ სტილს



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვფიქრობ გრავირების თემები აჯობებს გავაერთიანოთ. 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?