Jump to content

სურათი

დახვდი, დაჰკარ, არ გაუშვა

დახვდი დაკარი არ გაუშვა ლეჩხუმი ლეგიონი ტურიზმი საქართველო

ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლეგიონს სიცოცხლე და გამარჯვება!

  მოკლედ ვინაიდან შვებულება ლეჩხუმში გავატარე, გაგაცნობთ აქაურ ღირშესანიშნაობას. აღმოსავლეთოიდან ლეჩხუმს , ცაგერს იცავს " გვესოს " ციხე , ხოლო დასავლეთიდან "მურის" ციხეთა კომპლექსი . : "დახვდი" "დაჰკარი" და "არ გაუშვა". 

“სამი ციხე” ავტორი: ირაკლი აბაშიძე

მურის ძველ ხიდთან, სადაც გორმახებს
თითქოს მდინარემ დანა დაუსვა,
სამი ციხე დგას; ციხე- “დაუხვდი”, ციხე - “დაჰკარი’ და “ არ გაუშვა”.
თავს რომ იწყვეტდა ომის ქარბუქი
და მთებს დაჰყეფდა შავი ფრინველი,
ციხე” დაუხვდი”- ფიცხი ჭაბუკი
მკერდით ხვდებოდა მომხდურს პირველი.
როცა ტყდებოდა მტრების ალყაში
ციხე “დაუხვდის” ზღუდე მაგარი,
ომის ქარცეცხლში - დინჯი ვაჟკაცი
გადეშვებოდა - ციხე “დაჰკარი”.
როცა მზლავრობდა მტერი გულშავი
ციხე “დაჰკარის” მხრების დრეკაში,
“არ გაუშვაო”, “ არ გაუშვაო”-
მტრისწინ დგებოდა ციხე ბერკაცი.
და ნანგრევების მტვრიან ჰაერში
წითლად ელავდა ხმალი ქართული:
“დაჰკარ”, “დაუხვდი” და “ არ გაუშვა”-
იდგა გუგუნი გოლიათური,
ციხე მისდევდა ციხის მაგალითს,
მოძეს გვერდს ედგა მოძმე ხნიერი
და ციხეც ციხით იყო მაგარი,
ვით კაცი კაცით იყო ძლიერი
შენ, მოგზაურო! ვისაც გეღირსა
ქვეყნად მშვიდობის დღესასწაული
შესდექ! შეჩერდი მურის ძველ ხიდთან
ამ სამ გოლიათს როცა ჩაუვლი,
ყური მიუგდე ქედებს, მთა-გორებს,
ჩუმად მთვლემარებს კიდით-კიდეში,
“დაჰკარ”, “დაუხვდი” და “არ გაუშვა”
იქნებ მოგესმას ამ სიმშვიდეში.
იქნებ მოგესმას მამებს, წინააპრებს
ქვეყნდა მშვიდობა რად არ ჰქონიათ,
შესდექ ლომ-გმირთა ხსოვნის წინაშე,
ყური მიუგდე ამ სამ გოლიათს.
ყური მიუგდე: - როგორ გადურჩა
მტრის ხმალს ქვეყანა ცრემლდანამული...
“დაჰკარ”, “დაუხვდი” და “ არ გაუშვა”
აი, რა არის ჩვენი მამული.

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2402 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

რა მანძილია შენამდე . ბავშვები რომ დავაექსკურსიო  ?



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქუთაისიდან წყალტუბომდე მგონი 10 კმ. და წყალტუბოდან მგონი 60



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩვენი წინაპრები დიდი სტრატეგოსებიც იყვნენ და რელიეფის და ადგილმდებარეობის უბადლო გამომყენებლები. არ დაგვავიწყდეთ რომ ყველა ციხეს წყალი ქონდა და თან ცალკე დიდი რეზერვუარებიც. ისე ფოტოებსაც დავდებ მაგრამ გაუგებარია საერთოდ როგორ უნდა აიღოს ესეთი ციხე ასეთ ფრიალოზე. 

ალბათ გრძელვადიანი ალყით . აბა შტურმისთვის იქ კაცი ფეხს ვერ მოიკიდებს. ეშმაკეული უნდა იყო რომ იმ სიმაღლეზე აძვრე და კიდე ციხეს შეუტიო როცა მეციხოვნეები ზემოდან ისრების და ქვის  წვიმას გაყრიან და ადუღებულ ფისს გასხამენ თავზე....

   მოკლედ ყველაფერს თქვენ თვითონ მიხვდებით. მოვკიდე პატარა კაცს, ხელი და მოკლედ მე და ლაშა შევუდექით ამციხეების გზას. კიდევ კარგი რომ ეხლა მისასვლელი გზა გაიყვანეს და აღარ გვიწევს ფრიალოზე აცოცება და შესაძლებელია თავისუფლა ბავშვების აყვანაც



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_85d5126d636c0d.jpg

 

 

legion.ge_85d5126eb677c4.jpg

 

 

legion.ge_85d5127015cfce.jpg

 

 

legion.ge_85d5127142da78.jpg

 

 

legion.ge_85d51273b208b5.jpg



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 834 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

ბაბუ რა მაგარ ადგილას ყოფილხართ


ჩამსწორებელი babu, 16 August 2019 - 01:45 PM.


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_85d567e1e0431d.jpg

 

 

legion.ge_85d567e335ed01.jpg

 

 

legion.ge_85d567e4b6ceae.jpg

 

 

legion.ge_85d567e62de9ff.jpg

 

 

legion.ge_85d567e805639e.jpg

 

 

legion.ge_85d567e98750dc.jpg

 

 

legion.ge_85d567ef1f14e1.jpg

 

 

legion.ge_85d567f112fbae.jpg


ჩამსწორებელი babu, 16 August 2019 - 02:03 PM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1492 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

     ვა რა კარგი სურათებია, მოგივლია მთელი ღირსშესანიშნავი ადგილები :good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?