Jump to content


ამ თემას აქვს 477 გამოხმაურება

#31 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე, ყვარლის და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებს დათვების ლიკვიდაციის უფლება მიეცათ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და აღნიშნულ მუნიციპალიტეტბს შორის დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელებისთვის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე 1 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

როგორც "ლიბერალს" გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განუცხადეს, როდესაც მოსახლეობას გარეული ცხოველი თავს ესხმის ან მათ ჯანმრთელობასა და ქონებას საფრთხეს უქმნის, თავდამსხმელი ცხოველის რაოდენობას ამცირებენ.

"მუნიციპალიტეტების გამგეობებმა მოგვმართეს, რომ მოსახლეობას დათვები თავს ესხმოდნენ. ჩვენ ადგილზე ექსპერტები მივავლინეთ, მათ დასკვნა მოამზადეს იმის შესახებ, რომ გარეული ცხოველის მოკვლა აუცილებელი იყო", - უთხრა "ლიბერალს" გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნონა ხელაიამ. 

ხელაიას თქმით, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხის წინაშეა, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება აუცილებელია. "დათვს, რომელიც შეჩვეულია მოსახლეობას, არაფერი უშველის". ნონა ხელაიას თქმით, რეინჯერების პატრულირებით ან სხვა ღონისძიებებით მოსახლეობის დათვებისგან თავდასხმის შეჩერება ვერ მოხდებოდა. 

"როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოს მასშტაბით რეინჯერების პატრულირება, სამინისტროს რამდენი რეინჯერი უნდა ჰყავდეს, რომ ეს გააკეთოს", - ამბობს ხელაია.

ყვარლის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში "ლიბერალს" განუცხადეს, რომ ზოგიერთ სოფელში, დათვები მოსახლეობას, ფერმერებს თავს ესხმოდნენ, რის შემდეგ მოქალაქეებმა საკრებულოს ერთობლივი წერილით მიმართა.

"საკრებულომ კი გუბერნატორის აპარატსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა, მდგომარეობა აუხსნა და დახმარება სთხოვა. ჩვენთვის ცნობილი არაა, რა ფორმით დაგვეხმარებიან", - განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტში.

რაც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი რესურსების განყოფილების უფროსმა რევაზ ვარშანიძემ "ლიბერალს" უთხრა, რომ რამდენიმე თემში დათვმა მსხვილფეხა პირუტყვი გაანადგურა. ამის გამო მათ გარემოს დაცვის სამინისტროში შესაბამისი განცხადება გადააგზავნეს.  "ვითხოვდით ნებართვებს, ან შესაბამისი სამსახურების ჩართვას, რომელიც დათვებს დახოცავდა", - ამბობს რევაზ ვარშანიძე.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ “ნაკრესის” გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი შავგულიძემ "ლიბერალთან" საუბარში აღნიშნა, რომ დათვების დახოცვის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხევებში უნდა იყოს მიღებული, მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის. მისი თქმით, ზომები კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს მორგებული.

"ამგვარი განკარგულებები საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთეულ შემთხვევებზე უნდა გაიცეს, ასევე დათვები აუცილებელად პროფესიონალების მიერ უნდა იყოს დახოცილი და არა ისე, რომ ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, ვისაც რომელი დათვი უნდა, ის მოკლას. ამასთან, აუცილებელია იმ დათვის იდენტიფიკაცია, რომელიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. მეორე საკითხია იმის მონიტორინგი, როგორ გამოიყენებენ ამ უფლებას, ვეჭვობთ, რომ მუნიციპალიტეტებმა შეიძლება, ეს კარგად არ შეასრულონ", - აცხადებს შავგულიძე.

რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, მისი თქმით, არის სახელმწიფოები, სადაც ლიკვიდაციის გარდა, ტრანსლოკაციის მეთოდი გამოიყენება, როდესაც პრობლემურ ცხოველს იჭერენ და სხვაგან გადაჰყავთ.

"საქართველოს შემთხვევაში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა და ისეთი ადგილები ძალიან ცოტაა, სადაც დათვი მოსახლეობას არ შეაწუხებს. ამასთან, ტრანსლოკაცია საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ გარდა ეკონომიკური საკითხისა, საქართველოში მისი განხორციელება, ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, ნაკლებად შესაძლებელია", - ამბობს შავგულიძე.

შავგულიძის თქმით, მეორე ვარაინტი დათვის სამუდამოდ დატყვევებაა, მაგრამ ამ შემთხევაში ეთიკური საკითხი წარმოიშვება ხოლმე - რამდენად ეთიკურია დათვების სამუდამოდ დატყვევება.

“მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი "ლიბერალს" კიდევ ერთი ვარიანტის შესახებ ესაუბრა. მაჭარაშვილი დათვის დაძინების შესაძლებლობაზე საუბრობს, რის შემდეგაც ცხოველი თავშესაფარში გადაჰყავთ. საქმე ის არის, რომ  საქართველოში ასეთი თავშესაფრები არ არის.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაკრესის" თავმჯდომარემ ბეჟან ლორთქიფანიძემ "ლიბერალს" განუცხადა, 2004 წლის მონაცემებით, საქართველოში მინიმუმ 450 დათვი დაფიქსირდა, მათი მაქსიმალური რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. 

 

https://www.liberali...li/news/120576/

 



#32 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი ხარ ზაზაჯან.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#33 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს დაკორექტირედა მგონი....



#34 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტი, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადრღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.

კანონპროექტის მიზანია დღეს არსებული საქმიანობების სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, მათი საქმიანობის შეუფერხებლად და ეტაპობრივად განხორციელება, გარემოსდაცვით ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. არსებული საქმიანობები, რომლებიც ფუნქციონირებენ შესაბამისი ნებართვის გარეშე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საჭიროებენ გარემოზე ზემოქმედების ნებართვას.

აღნიშნული ნებართვა საქმიანობის განმახორციელებელს უნდა მიეღო 2010 წლის პირველ იანვრამდე. რაც ვერ იქნა უზრუნველყოფილი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. მთელი რიგი საქმიანობის განმახორციელებლები ფუნქციონირებენ ნებართვის გარეშე.

პროექტების თანახმად, საქმიანობის განმახორციელებლის მიერ მოხდება მიმდინარე საქმიანობის განხორციელების პროცესში გარემოს არსებულ მდგომარეობის შეფასება, მათ შორის ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური ანალიზი. სამინისტროსთან შეთანხმებით წარმოდგენილი იქნება ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში ასევე, მიმდინარე საქმიანობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შემცირების ღონისძიებათა გრაფიკი და საქმიანობის შესაბამისი პროცედურები. განმახორციელებლის მიერ გონივრულ ვადაში დადგენილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონპოროექტი ითავლისწინებს ჯარიმებს.

10346467_859541134102858_104559439116811

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#35 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მცხეთის მუნიციპალიტეტმა მგლისა და ტურის დახოცვის უფლება მიიღო

 
 
 

2015.04.30  |  11:02


მცხეთის მუნიციპალიტეტმა მგლისა და ტურის დახოცვის უფლება მიიღო. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განმარტებით, ასეთი რეგულაციები მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიცემა, როდესაც მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან მათ ქონებას გარეული ცხოველის მხრიდან რეალური საფრთხე ექმნება.

 

მთავრობის განკარგულებით, მცხეთის გარდა, მგლების დახოცვის ნებართვა თელავის, ქობულეთის, თეთრიწყაროს, სენაკისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებმაც მიიღეს. ასევე, 9 მარტის განკარგულებებით მგლების დახოცვის ნებართვა მიღებული აქვს წყალტუბოს, ადიგენისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებსაც. საერთო ჯამში, ნებართვა 57 მგლის მოკვლაზე გაიცა. მგლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტმა ტურების დახოცვის ნებართვაც მიიღო.

 

წყარო.https://www.icmm.ge/...ფლება-მიიღო.htm

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#36 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გარემოს დაცვის სამინისტრო ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს (ვიდეო)

 

გარემოს დაცვის სამინისტრო სტიქიის განვითარების გრაფიკას აქვეყნებს. გრაფიკულ რგოლში ნათქვამია, რომ დედაქალაქში განვითარებული მოვლენების სათავე წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე მოწყდა მყარი მასა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.

მდინარე ვერეს მარჯვენა ფერდობზე, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიასთან, წყნეთი-ბეთანიის საავტომობილო გზაზე ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესების განვითარებას.
კერძოდ, მოწყდა დაახლოებით მილიონ მეტრ კუბამდე მყარი მასა, რამაც განაპირობა ღვარცოფული ნაკადის წარმოქნა, ნაკადმა დროებით ჩაკეტა მდინარე ვერეს ხეობა.
ყოველივეს წინ უძღოდა უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა სეტყვისა და წვიმის სახით.

შექმნილი ხანმოკლე წყალშეგუბების გარღვევას მოჰყვა მდინარე ვერეს ხეობაში წყლის დონის აწევა, ღვაროცოფული ნაკადის გავლა და ცალკეული ადგილების დატბორვა.

დღეის მდგომარეობით სტიქიური პროცესის არეალში მსგავსი მასშტაბის მოვლენა არ ივარაუდება, თუმცა ადგილი ექნება პროცესების არამასშტაბურ გააქტიურებას.

მობილიზებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები და ჰიდროლოგების ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა სტიქიურ ადგილებში და აწარმოებენ პროცესების დეტალურ შესწავლას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდიაციისა და პრევენციის პროცესებში.

 

https://vinews.ge/ne...asaxelebs_video

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#37 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეხლა ბაგებში ჩამოწვა მეწყერი...


legion.ge-82-1553250819.jpg


#38 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გარემოს დაცვის  ზედამხედველობის სამსახურში მიმდინარეობს კადრების შერჩევა სწრაფი რეაგირების დეპარტამენტში. მსურველებს შეგიძლიათ დაუკვშირდეთ. ჩვენ გვთხოვეს რომ გვეცნობებინა და ასეთის არსებობის შემთხვევაში გაგვეწია რეკომენდაცია.

 

 

https://www.hr.gov.g...s/georgia/31658


legion.ge-82-1553250819.jpg


#39 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი
მაგრად მინდა ბაბუ სამსახურის დაწყება თან ამ თანამდებობაზე, ეხლავე გავაგზავნი სივს.. რამდენად რეალური იქნება ეგ ამბავი? : (( ყველა დოკუმენტი მზად მაქვს ერთია საჯაროში მუშაობის გამოცდილება არ მაქვს არ მიმუშავია საჯარო სამსხურში და მარტო ამ კრიტერიუმით შემექმნება პრობლემა? რას ფიქრობ?


#40 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

beqa ra ginda kaco Sianurebs unda dagverio  :0024:



#41 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი
:0024:  :0024:  არა მაგას არ ვიზავ ცოცხალი თავით  :0024:,,  :0023:


#42 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
17:21 26.01.2016
c3z8d7ywfvfe2sn.jpg
 
 

ნადირობის ქართული რეგულაცია ევროსტანდარტებს მიუახლოვდება. ამასთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამონადირეო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ნადირობის სფეროს ინსტიტუციურ მოწყობას.

 

მხარეებმა ნადირობის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი ეფექტურად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ნადირობის სფეროს რეგულირებისა და ინსტიტუციური მოწყობის ევროპაში აპრობირებული მოდელები.

ავტორ(ებ)ი : BPI.ge

legion.ge-82-1553250819.jpg


#43 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1730 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:შიდა ქართლი

აბა რას შემოგვთავაზებენ ვნახოთ :))



#44 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ევროსტანდარტები ნადირობის ამბავში კარგია! ))



#45 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ვაი ჩვენი ბრალი. ვინღა მოგვცემს ესე თავისუფლად ნადირობის უფლებას, აუ რა დაგვერხააააააა.  







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?