Jump to content

სურათი

გავაფერადოთ ჩვენი ბუნება


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 244 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
ბუნების მოდარაჯენი

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 244 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
ჩემო ტკბილო მეგობრებო, ქართველებო. მე გავხსენი ეს თემა რადგან მაწვს ჩემს გულში რაღაც ოცნება და რაღაც წადილი რომ მინდა ჩემს ბუნების სიყვარულში პატარა საქმე გავუკეთო. ჩემო მეგობრებო ნუ გამიგებთ ისე რომ მე ჭკვაზე გარიგებთ ან ვინმეს რამეს ვასწავლი არა ეს ასე არაა უბრალოდ ვინც წაიკითხავთ მიიღეთ ერთი უბრალო კაცის გულიდან წამოსული ოცნება.

მაშ ასე: რამდენიმე წელია ვფიქრობ რომ ჩვენ მონაირეებს რომელთაც ასე გვიყვარს ბუნება შეგვიძლი ბუნების დახმარება და გადარჩენა, "მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო" ნათქვამია და მართლაც ასეა, მარტო ამას ვერავინ ვერ შეძლებს და სწორედ ესაა ჩემი სათხოვარი და აქ დაპოსტვის მიაზნი რომ "ლეგიონის ოჯახს" ვთვლი მე ძალად, რომლსაც შეუძლია რაღაც შეცვალოს.

კარგა ხნის წინად დამებადა იდეა რომელზეც ყოველდღე მიფიქრია, რომ ბუნებას გამრავლება სჭირდება. ჩვენ მორადირეებმა თითო კოლოფ ვაზნაზე (20-25ლ) უარი რომ ვთქვათ და ამ შეკრებილი თანხით მოვიძიოთ ის ენდემური ჯიშები, ფრინველი თუ ცხაოველი, რომელიც გადაშენების პირასაა, ანდაც თუ ვინმეს უკვე დაწყებული აწვს ეს საწმე მივეხმაროთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ. წარმოიდგინეთ სეზონიდან სეზონამდე რამდენ ვაზნას ვხმარობთ, და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ 1 კოლოფზე უარის თქმით შეგვიძლია გავაკეთოთ ის რაც მომავალში მშვიდად და სასიაკოვმოდ დაძინების საშუალებას მოგვცემს, ჩვენს შვილებს თვალს გავუსწორებთ, ბუნებაში გასულები თვალებს რომ დავხუჭავთ და ცივ ჰაერს ჩავყლაპავთ ნეტარებისგან დავტკბებით რომ რაღაც მაინც გაგვიკეთებია.

მეგობრებო, ძმებო, წარველებო თუ ვინმეს გიცემთ გული ჩემსავით და მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს ძალიან გამახარებთ.

ეს ჯერ უბრალოდ აზრი და ოცნებაა მაგრამ თუ ვინმე გამოთქვამს სურვილს, მოხდება ამ აზრის განხორციელება, შეიწმენება ჯგუფები, გამოვიკვლევთვ ადგილებს სადაც ჩვენი მომავალი თაობა მშვიდად და ნაკლებად უსაფრთხოდ იქნება, შეიქმენება კონტროლის ჯგუფი, შეიქმნება ანგარიში სადაც ყყველა მთელი საქართველოს და არამარტო საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ თანხის ჩარიცხვას. და საბოლოო ჯამში გაკეთდება საქმე რომელიც დამიჯერეთ სიკეთის სიყვარულის და ბუნების სიყვარულს გაგვიმტკიცებს და კიდევ ერთხელ დავანტკიცებთ რომ "ძალა ერთობაშია".

ერთი კოლოფი ვაზნა = ჩვენი ბუნების გაფერადებას!!!

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40078 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე ლევან. ოქროს გული გქონია. ნამდვილად სასიამოვნოა რომ არის შენნაირი ადამიანები რომლებიც ბუნებას "მომხმარებლის" პოზიციიდან არ აღიქვავს.

იდეა კარგია მაგრამ საქმე იმაშია რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია ენდემური ჯიშების გამრავლება და ბუნებაში გაშვება. აკი კიდეც შეიქმნა ეროვნული საშენები რომლებიც ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში შეითავსეს. 

კალმახი, ხონთქრის ქათამი, გნოლი, კაკაბი, ხოხობი....გამოყავთ და მერე ბუნებაში უშვებენ. პირველი პარტიაც უკვე გაუშვეს კალმახის ლიფსიტების.   ამიტომ ვფიქრობ რომ ეს მუშაობა ტყუილად რომ არ დარჩეს , როგორც პირველ პარტია ქურციკებზე მოხდა , ჯერ გარემო უნდა გასუფთავდეს მტაცებლისაგან დასაშვებ ფარგლებში რომ ბუნებაში გაშვებული ეგზემპლარები გადარჩეს განადგურებისაგან



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 244 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
კი ბაბუ მტაცებლების საკითხი მეც კი მაღელვებს მაგრამ თუ კანონის ფარგლებში ვიმსჯელებთ უძლურები ვართ სამწუხაროდ

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani toklikishvili

levani toklikishvili

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 244 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველა, 7კვარტალი
  • წარმოშობა:კახეთი
ამიტომ ვიფიქრე იწნებ კეთილი საწმესთვის მოგვეკიდა ხელი და თუ არია მივესალმები და მენპირადად სიამოვმებით დავუდგებოდი გვერდში. რითაც შემეზზლება თუნდაც ფიზიკური მუშაობით ( ვგულისხმობ ვოლიერების, გასაზრდელი ადგილების დასუფთავებას)





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?