Jump to content


ამ თემას აქვს 20 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

ვინ იყვნენ ინტილიგენტები და რას ნიშნავს სიტყვა "ინტელიგენტი"

ძველ რომში სახელმწიფოს ძირითადი ძალა იყო არმია. მასში მსახურობდა რომის ყველა მოქალაქე. “თუ შენ არ მსახურობ ან არ გიმსახურია რომის არმიაში, შენ არ ხარ რომაელი“... შესაბამისად, შენ არ ხარ რომის მოქალაქე! ეს იყო რომის სახელმწიფოს ძირითადი პოსტულატი!

რომის არმია, თავის მხრივ, შედგებოდა ლეგიონებისაგან, ლეგიონები კოჰორტებისაგან, კოჰორტები ცენტურიებისაგან, ცენტურიები, მანიპულებისაგან (აქედან წარმოდგება ცნება „მანიპულირება“) ლეგიონი შედგებოდა 5 კოჰორტისაგან, კოჰორტა 10 ცენტურიისაგან, ცენტურია 10 მანიპულისაგან, მანიპულა 10 ლეგიონერისაგან.

ამის მიხედვით, შესაძლებელია ლეგიონის პირადი შემადგენლობის რაოდენობის დადგენა - ეს იყო 5000 მეომარი. მეომრები ლეგიონს შიგნით იყოფოდნენ ახალბედებად, ნასწავლებად, გამოცდილებად, ვეტერნებად და ელიტად.

ჩვეულებრივ, ახალბედები შეადგენდნენ პირველ კოჰორტას, მეორე კოჰორტაში იბრძოდნენ მეომრები, რომლებსაც ჰქონდათ ბრძოლაში მონაწილეობა მიღებული, მესამე კოჰორტაში იბრძოდნენ მეომრები, რომლებსაც რამოდენიმე ბრძოლაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული, მეოთხე კოჰორტაში იბრძოდნენ მეომრები, რომლებსაც რამოდენიმე სამხედრო კამპანიაში ჰქონდათ მონაწილეობა მიღებული და ბოლოს მეხუთე კოჰორტა, ან სხვანაირად „დაუმარცხებელი კოჰორტა“ ან „უკანასკნელი ათასეული“.

ეს კოჰორტა შედგებოდა ყველაზე გამოცდილი მეომრებისაგან, რომელთა ზურგს უკანაც იყო გამოვლილი არა მხოლოდ რამოდენიმე კამპანია, არამედ მთელი ომები. ეს კოჰორტა ბრძოლაში ერთვებოდა ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში და სწორედ ის წყვეტდა ბრძოლის ბედს.

ეს კოჰორტა არასდროს იხევდა უკან ბრძანების გარეშე ის, ან იმარჯვებდა მტერზე, ან იღუპებოდა, ამიტომაც ერქვა „დაუმარცხებელი“: მისი დამარცხება შეუძლებელი იყო, შესაძლებელი იყო მხოლოდ მისი განადგურება.

თუ მოწინააღმდეგე მოახერხებდა ბოლო კოჰორტის განადგურებას, მოწინააღმდეგე გაანადგურებდა მთელ ლეგიონს, რადგან ლეგიონის ხერხემალი უკანასკნელი კოჰორტა იყო - მეომრები, რომლებიც იცავდნენ ლეგიონის არწივს, სწორედ ამ მეომრებს ერქვათ ინტელიგენტები (ანუ „გაგებულები“).

მათ ასე იმიტომ ერქვათ, რომ თავად იცოდნენ ყველაფერი და თავად ესმოდათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ : მათ არ სჭირდებოდათ ახსნა, თუ როდის უნდა მოწყობილიყვნენ „კუს“ წყობით, მათ არ სჭირდებოდათ ახსნა, თუ როდის უნდა აღემართათ ფარი და როდის არა, მათ არ სჭირდებოდათ ახსნა, როდის უნდა გაეხსნათ წყობა და როდის არა, როდის ეომათ გლადიუსით და როდის პილუმით.

სწორედ ამ მეომრებში იყო რომის გამანადგურებელი ძალა, ამ მეომრებიდან არჩევდნენ პრეტორიანული გვარდიის წევრებს და სენატის კოჰორტების მეომრებს, ინტელიგენტად ყოფნას პატივად მიიჩნევდნენ პატრიციუსები, სენატორები, ტრიბუნები, ცენზორები, იუსტიციარები, პროკურატორები და ა.შ.

ბოლო კოჰორტის მეომრობა ნიშნავდა სამხედრო საქმეში უმაღლეს პროფესიონალიზმს - იმას, რომ გქონოდა პატივი გებრძოლა იმპერიის საუკეთესო ადამიანებთან ერთად, და ყოფილიყავი იმპერიის საუკეთესო ადამიანი.

ინტელიგენცია რომის იმპერიის ხერხემალი იყო, მისი ჩონჩხი. ინტელიგენცია იყო ის, რაზეც რომი იდგა....

ამას ნიშნავს სიტყვა ინტელიგენტი, და არა უკან პეროს, მიღებული ცოდნის დემონსტრირებას, კოლაბორაციონიზმს, პრივილეგირებულ კასტად ფორმირებას, სხვისი დამოძღვრის სურვილს და ა.შ. !legion.ge_85d3daff348b52.jpg


ჩამსწორებელი babu, 28 July 2019 - 06:24 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge_85d3daff348b52.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

მადლობა ბაბუ!



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

ტაძრელი

საინტერესო სტატიაა...

მადლობა :)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 გილოცავ კნიაზ პირველ სტატიას! :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

აწი უფრო კარგ ინფორმაციებსაც მოგაწვდით!

 

legion.ge_6565d3db73cf22fb.jpg



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

legion.ge_6565d3dbc93cfbbc.jpg



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 კნიაზ ეგ ფოტოები ინტელიგენტების ამბავში დადე? დაგვერხა . ეხლა ვინც თავს ინტელიგენციას მიაკუთვნებს ყველა აქ ატვირთავს ფოტოებს ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

არა ბაბუ ვვარჯიშობ! :0024:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

:L:  :L:  :L:  :L:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

არა ბაბუ ვვარჯიშობ! :0024:

მეც ბაბულიკოო. ოღონდ შენ აქ ივარჯიშე და ხმას როგორ ამოვიღებ :0025:


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

არა ბაბუ ვვარჯიშობ! :0024:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

გურჯი გიორგი რომელსაც ავღანელები პატივს მიაგებენ

,,პაკისტანის საზღვრიდან ავღანეთის მეორე დიდ ქალაქ ყანდაგარამდე 900 კილომეტრია. ქალაქამდე რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, უცნაური, მსოფლიოში უმაგალითო ძეგლი დგას. ეს არის მარმარილოს უზარმაზარი, ძველთაძველი სვეტი, რომელსაც ამშვენებს ასევე, უმაგალითო წარწერა: „მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე – ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ, საბოლოოდ ვერავინ დაიპყრო დღემდე, ალაჰის ნებით! მხოლოდ, სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება…” რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, იქვე ახლოს, ამ სამი დამპყრობლის სიმბოლური საფლავებია. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ავღანელები გასაოცარ პატივს მიაგებენ „ღირსეულ მტერთა” საფლავებს. რასაკვირველია, დიდი ხანია, ჩაიარა ისკანდერის „ატეხილმა გრიგალმა”, დრომ ულმობლად წაშალა მათი ცხენების ნაფლოქვარი, მაგრამ ძლიერი მტრის ხსოვნა მაინც დარჩა წერა-კითხვის უცოდინარ ავღანელთა გონებაში. ისინი თაობებს გადასცემდნენ ტყუილს თუ მართალს, იმის შესახებ, რომ ავღანეთის აურაცხელ მტერთაგან, სწორედ ამ სამმა ვაჟკაცმა უბრძანა თავის ჯარს: გაეთავისუფლებინათ ტყვეები, ხელი არ ეხლოთ ქალ-ბავშვთა და მოხუცთათვის. ისე აეკრიფათ ალაფი, რომ ოჯახისათვის უკანასკნელი ლუკმა არ წაერთმიათ. მაინც ვინ არის ამ ავღანურ უზარმაზარ „სტელაზე” გამოსახული სამი დაუმარცხებელი სარდალი? ესენი არიან: ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ხანი და… გურჯი გიორგი! ვინ არის გურჯი გიორგი, ასეთ პატივს რომ მიაგებენ ავღანელები? იგი გვირგვინოსანი მეფე, ვახტანგ მეხუთეს ძე, გურგენ-ხანად წოდებული ქართლისა და ირანის სპასალარი, ყანდაგარის ბეგლარბეგი, გირიშკის ბატონი გიორგი მეთერთმეტეა. ამ სვედანავსულ ქართლის მეფეს ბედმა და გარემოებამ არ დააცადა, თავისი ნიჭი და ძალა სამშობლოს ხსნისთვის გამოეყენებინა და იძულებული გახდა, დამმონებლის – სპარსეთის მთავარსარდლობა მიეღო. " 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ტაძრელი

ტაძრელი

    ველიტი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 17 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTli

მოსკოვზეც გვაქვს შეტევა მიტანილი!

https://m.sputnik-ge...JzsBPlyb9RKRUPA


ჩამსწორებელი ტაძრელი, 28 July 2019 - 09:16 PM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?