Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
არმენები
გუშინ, 20:28

2019072120090681319.jpg


არმენები, რომლებსაც მხოლოდ ქართველები უწიდებენ სომხებს, სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე პირველად ჩნდებიან ძვ.წ. VI საუკუნეში და სწორედ ამ პერიოდიდანვე მოიხსენიებიან ძველბერძნულ (ჰეკატეოს მილეტელი, ჰეროდოტე) და სხვა საისტორიო წერილობით წყაროებში. არმენიელების შემოსვლა სამხრეთ კავკასიაში მოხდა მას შემდეგ, რაც ალაროდიელები, იგივე ურარტუელები(ბაიანელები) ძალიან დაასუსტა და სახელმწიფო გაუნადგურათ სკვითების შემოსევამ და საბოლოოდ ძვ.წ. 590 წელს ბოლო მოუღო მიდიის სამეფომ. სწორედ ამ პერიოდში შემოდიან დამარცხებული ურარტუელების მიწებზე არმენები და ახდენენ მათთან ასიმილაციას, რაც არმენიის წარქმნით სრულდება, რომელსაც ასევე არმენი განმგებლები მართავდნენ და მართავენ დღემდე. ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425) წერს: ფრიგიელების მეზობლად არიან კაპადოკიელები, რომელთაც ჩვენ სირიელებსვუწოდებთ, ხოლო ამათი მეზობლები არიან კილიკიელები... კილიკიელების მეზობლად არიან არმენიელები, ხოლო არმენიელების მეზობლად არიან მატიენები, რომელთაც ეს ქვეყანა უჭირავთ." (ჰეროდოტე, 1975, გვ.330, V, 49). შდრ. იქვე გვ. 434: "ფრიგიელებს, როგორც მაკედონელები ამბობენ, ეწოდებათ ბრიგები, მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ ევროპელები იყვნენ და მაკედონელების მეზობლად ცხოვრობდნენ, ხოლო აზიაში რომ გადავიდნენ, მიწა-წყალთან ერთად, სახელიც გამოიცვალეს - ფრიგიელები დაირქვეს. არმენიელები, რომლებიც ფრიგიელებისგან მომდინარეობენ, ფრიგიელების მსგავსად იყვნენ მოწყობილნი."


2019072120163181319.jpg


დიოდორე სიცილიელის მიერ ჩამოთვლილი ტომების თანმიმდევრობა (ძვ.წ. I ს.): კარდუხები,არმენიელებიხაები (ე.ი. ტაოხები), ფასიანებიხალდებისკიტინებიმაკრონებიკოლხები,მოსინიკებიტიბარენები (თ. ყაუხჩიშვილი, 1976, გვ. 124).

იპოლიტე რომაელი (III ს.) წერს: "კაპატუკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელებიიბერიელები და ბერანები, ხოლო მარცხენა მხარეებში სკვითებიკოლხები და ბოსპორელები." (გეორგიკა, 1961, გვ. 19). ძვ.წ. II საუკუნეში არმენები დიდ წარმატებებს აღწევენ.


2019072120170981319.jpg


ივანე ჯავახიშვილის აზრით (1960, გვ. 437), რამდენადაც ქსენოფონტე (ძვ.წ. 427-355) არაქსის მიდამოებში ალაროდების ნაცვლად უკვე არმენებს ასახელებს, შესაძლებელია ვიმსჯელოთ ამ ტომის კავკასიაში მოსვლის შედარებით ზუსტ თარიღზეც. ჩვენთვის სავსებით სარწმუნოა სამეცნიერო ლიტერატურაში გაბატონებული აზრი, რომ ეთნონიმი "სომეხი" თავდაპირველად ერთი განაპირა ქართველური ტომის ან თუნდაც მონათესავე ურარტუელების სახელი იყო. ჩანს, საუკუნეების მანძილზე თანდათან დამკვიდრებულმა არმენებმა ნელ-ნელა მოახდინეს ურარტულ-ქართველურ ტომთა (იბერო-კავკასიელების) ასიმილაცია. ასიმილირებული ქართველური ტომის მეტყველების დანაშრევი აშკარაა როგორც არმენიელთა ენაში (კავკასიური აბრუპტივების რიგის არსებობის ფაქტი), ასევე მათს ანთროპოლოგიურ მახასიათებლებში (ეს ჩანს ასევე გენეტიკური სეკვესტრირებით მიღებულ მონაცემებში). შემთხვევითი არ ჩანს ის, რომ არარატის ძველი სახელი - მასის მთა და ეთნონიმი "სომეხ-ი" (<*სო-მესხ, <* სა-მასხ). ერთმანეთთან დააკავშირა ნიკო მარმა. საკითხი შემდგომ კვლევას საჭიროებს.

სამეცნიერო ლიტერატურაში მსჯელობენ არმენებისა და სკვითების საერთო წარმომავლობის შესახებ (ნ. ხაზარაძე, 1984, გვ.194), სარწმუნოა მოსაზრებაც, რომ ჰაიკი კავკასიაში მოსახლე (ავტოქტონი), ურარტულ-ხურიტული მოდგმის ხალხის ეთნარქია, ხოლო არმენიაკი - მოსული ინდოევროპელებისა, სკვითებისა. მოხდა ავტოქტონი და მოსული ხალხის შერწყმა (მ. სანაძე, 2001, გვ.42-43).

(წყარო: ტ. ფუტკარაძე, "ქართველები", 2005).

http://intermedia.ge...99-არმენები/89/

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი ამ ინდოევროპულობას ვერ უშვებიან ვერაფერს სომხები და ყველა პრობლემა აქედან იწყება მათი კავკასიელობის შესახებ როდესაც იწყება საუბარი.

ის რომ ურარტუ დასუსტდა და მათი ასიმილირება მოხდა ადგილობრივ მოსახლეობასთან სწორედ ეს მოხდა ისტორიული თვალსაზრისით რასაც თურქები ჩემულობენ ბიზანტიელების სამართალმემკვიდრეებად და იგივე აზერები ალბანელებთან მიმართებაში


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 53 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

საინტერესო ისა, რომ სომხებს არ გააჩნიათ კავკასიელობის ერთ ერთი უპირველესი ნიშანი, ის რაც ტიპიური და მენტალურია ყველა კავკასიელისათვის, მიუხედავად რელიგიური აღმსარებლობისა, ესაა ძმადნაფიცობის ადათი და რიტუალი., 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

და ინდოევროპული ჯგუფია. ავტოტექტონურობაზე ვერანაირად ვერ იქნება საუბარი. და საზოგადოთ უამრავი ფალსიფიცირებაა სომხურ ისტორიაში. ნუ უბრალოდ ძალიან ბევრი. 

თუნდაც ელემენტარული-დაგუგლეთ მითრიდატე პონტოელი. დააკვირდით მოღვაწეობის წლებს და მისი იმპერიის საზღვრებს და ასევე ტიგრან დიდი და სომხეთის დიდი იმპერია. მოღვაწეობის წლები და "იმპერიის" ტერიტორია. ერთი დაიგივე პერიოდში , ერთი და იგივე ტერიტორიაზე 2 იმპერია? როგორ? პარალელურ სამყაროში არსებობდ თუ რანაირად?

http://vestikavkaza....8ufxP9RDPZUrSBw


ჩამსწორებელი babu, 11 December 2019 - 01:52 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?