Jump to content

სურათი

"ბაზიერის" ღია ჩემპიონატი სპორტინგში


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი
ლეგიონს სიცოცხლე! აბა ვინ ხართ თეფშების გაქრობის ხასიათზე :) ვინც ხართ კი გიხილავთ
21-ში ლისზე .

მოკლედ 21 აპრილს, კვირა დღეს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ბათქა-ბუთქის ფესტივალი სახელად სპორტინგი

შეჯიბრი თავისდავად ღიაა და მასში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია თოფის საბუთის/ტარების უფლების ქონა.

რეგისტრაცია გაიმართება დილის 09:30-ზე
ხოლო შეჯიბრი დაიწყება 10:00-ზე.

მოკლედ გელოდებით მთელი სულით და გულით! დეტალურ პირობებს უახლოეს მომავალში დავდებთ!

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი
legion.ge-892-1555056501.jpg

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი ხარ აკო. კარგი. თუ არაფერმა შემიშალა ხელი მეც მივიღებ დიდი სიამოვნებით მონაწილეობას და თუ დროის ამბავში გავეჭედე ისე მაინც ამოვირბენ ჩემი პატივისცემის დასადასტურებლად.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი
babu, გაიხარეთ ბაბუ! ძალიან გაგვიხარდება თქვენი იქ ყოფნა. შეჯივრის მონაწილეს რანგში განსაკუთრებით!

კლუბ "ბაზიერი"-ს მიერ 21 აპრილს გასამართი ღია შეჯიბრის წესდება:

მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 40 ლარს
.
მონაწილეები გაისვრიან 30 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 30
.

(შეჯიბრის მსვლელობის დროს მსაჯის დაუმორჩილებლობა ნიშნავს ავტომატურ დისკვალიფიკაციას)


....
1. მონაწილეობის ღირებულება 40 ლარი
2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ ???? პოზიციიდან.
3. თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ აცილებამდე.
4. სასიგნალო დუპლეტის შემთხვევაში თუ მეორე თეფში გამოვიდა გატეხილი დაინიშნება გადასროლა და ჩაითვლება მხოლოდ პირველი თეფშის შედეგი.
4.1. მსროლელს უფლება აქვს არ მიიღოს არასწორი ტრაექტორიით გამოსული თეფში და მოითხოვოს გადასროლა.
თუ მსროლელი მიუხედავად არასწორი ტრაექტორიისა მიიღებს თეფშს და განახორციელებს გასროლას, შედეგი ჩაითვლება უპირობოდ!
4.2 თეფში გატეხილად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას მოსცილდება თვალით შესამჩნევი ნატეხი ან გატყდება მთლიანად!
თუ გასროლის შემდეგ თეფშმა მხოლოდ ტრაექტორია შეიცვალა და არ ჩანს ნატეხი, მაშინ ითვლება აცილებად!
4.3. ნახევრად ავტომატური თოფების შემთხვევაში თუ კი არ მოხდა გადატენვა და შესაბამისად შეულებელია მეორე გასროლა, ამ შემთხვევაში ინიშნება გადასროლა, პირველი შედეგის ჩათვლით.
4.4. მსროლელი ვალდებულია შეამოწმოს თოფის დამცველი ყოველი გასროლის წინ. უკან დარჩენილი დამცველის შემთხვევში ითვლება აცილება! დუპლეტის შემთხვევაში ორი აცილება!
5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!!
6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით.
7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს!
9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!!
ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!!
ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!

10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!!
წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს!!

ასევე იგეგმება მეორე განყოფილებაც. მეორე განყოფილებაში მონაწილეობის საწევროა 25 ლარი

გამოთქვით შეჯიბრში და მეორე განყოფილებაში მონაწილეობის სურვილი და დაგამატებთ სიაში!
დამატებულია
---------------------------------------------
შეჯიბრის მონაწილეობის მსურველებმა, შეჯიბრის საფასური უნდა ჩარიცხონ თიბისი ბანკის ანგარიშზე :
GE22TB7038945061600032

ჩარიცხვისას მიზნობრიობაში მიუთითეთ შეჯიბრის საფასური და თქვენი სახელი და გვარი.
ან დამიკავშირდით ტელ: 557 927 100

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი
დასრულდა "ბაზიერი"-ს თაოსნობით ჩატარებული საინტერესო, პირველიდან-უკანასკნელ გასროლამდე დაძაბული შეჯიბრი.
25-მა მსროლელმა მოიყარა თავი ამ შეჯიბრზე. ფაქტია, უამინდობამ იქონია გავლენა მონანაწილეთა რაოდენობაზე, თუმცა ცუდმა ამიდმა ვერ გააფუჭა სადღესასწაულო განწყობა რაც თან ახლავს სპორტინგს და ვერც მსროლელთა ამბიციას და მედლებისთვის ბრძოლის წყურვილს მოუხერხა რამე,შესაბამისად შედგა საკმაოდ დრამატული ვაჟკაცური ბრძოლა...

სროლის მოყვარულებმა შეასრულეს 30 მოძრავ სამიზნეზე გასროლები 3 სხვადასხვა პოზიციაზე, მოძრავი სამიზნეები თითეულ პოზიციაზე მსროლელს ეწოდებოდა წყვილ-წყვილად ანუ "დუპლეტებად", სულ იყო 10 სინქრონული (20 თეფში) "დუპლეტი" და 5 - სასიგნალო "დუპლეტი" (10 თეფში).

ოცდაათი გასროლის შემდეგ ვერ გამოვლინდა საპრიზო სამეულის ვინაობა რამდენიმე მსროლელის მიერ დაგროვილი თანაბარი ქულების გამო. შესაბამისად დაინიშნა გადასროლა პირველ აცდენამდე.

საბოლოო შედეგები ესეთი გახლავთ:

(1) ლევან ჩუგუაშვილი
(2) აკო გულუა (გადასროლით)
(3) ნიკოლოზ ჩუგუაშვილი (გადასროლით)

დიდი მადლობა "ბაზიერს", კიდევ ერთხელ ვულოცავ "ლეგიონს" წარმატებულ გამოსვლას!


legion.ge_8925cc9b029e1c04.jpg
legion.ge_8925cc9b4debfd34.jpeg
legion.ge_8925cc9b4ef520ad.jpeg
legion.ge_8925cc9b4fee54d9.jpeglegion.ge_8925cc9b520522a3.jpglegion.ge_8925cc9b558ad125.jpglegion.ge_8925cc9b59b79df8.jpglegion.ge_8925cc9b5d778345.jpg

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Ako Gulua

Ako Gulua

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 63 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:აფხაზეთი
legion.ge_8925cc9b6541ff43.jpeglegion.ge_8925cc9b6686bcab.jpeg

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2835 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ვულოცავ  გამარჯვებულებს :bravo:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სურათებია აკო. ვულოცავთ გამარჯვებულს და პრიზიორებს! ასე რომ ვულოცავ "ლეგიონს"  გამარჯვებას და საპრიზო ადგილს ხოლო "ბაზიერს" წარმატებულად ჩატარებულ ტურნირს. ასევე პირადათ შენ და ყველა სპონსორს ვინც მოგეხმარათ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებაში!!


ჩამსწორებელი babu, 02 May 2019 - 09:54 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?