Jump to content

სურათი

როგორ იზრდებოდა ქართველი.

ქართველი მეომარი წვრთნა ისტორია საქართველო ომი

ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლეგიონი

ლეგიონი

    ფორუმის რობოტი


  • Find Topics
  • მოდერატორი
  • 711 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi

20190206100018813191.jpg


 
საქართველო მთელი თავისი არსებობის მრავალათასწლეულის განმავლობაში ომის ქარ-ცეცხლში ტრიალებდა და ტრიალებს დღემდე.

 

ქართველები უმეტესწილად თავიანთი ჯიშის, შთამომავლობის თავისუფლების და ღირსეული მომავლის დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენი ქვეყანა მუდმივად იმყოფებოდა მტრულ გარემოში, რაც ქმნიდა მუდმივ საბრძოლო საფრთხეს. თანაც იმ სიტუაციაში, როცა რიცხობრივად მტერი ყოველთვის სჭარბობდა ადგილობრივ ქართველებს. სწორედ ამის გამო ქართველი კაცების მეომრად გამოზრდა ადრეული ბავშვობიდანვე იწყებოდა. არსებობს ცნობები, რომ საქართველოში არსებობდა სამხედრო სკოლები, სადაც მეომრებად ზრდიდნენ უმეტესად დაობლებულ ბავშვებს (გოგონებსაც და ბიჭებსაც). სხვა ბავშვებს კი სოფლის, დაბის თუ ქალაქის მოედანზე ავარჯიშებდნენ მამები, უფროსი ძმები, გამოცდილი მეომრები, დაქირავებული ოსტატები და ა.შ. ქართულ საბრძოლო სულს კარგად გამოხატავს ქართული ცეკვა, სადაც უამრავი საბრძოლო მოძრაობაა ჩადებული ხრიდოლიდან და სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკებიდან.
 

20190206095347813191.jpg


 

როგორ წვრთნიდნენ ბავშვებს:

 

ბავშვის წვრთნა იწყებოდა 3 წლის ასაკიდან, ამ ასაკში ბავშვი სუნთქავს სწორად, ბუნებრივად, დადის და მოძრაობს სხეულის ყველა კუნთის თანაბარი დაძაბვით და რაც მთავარია, ახალ ცოდნას და უნარებს ითვისებს შედარებით სწრაფად. ამ ასაკის ბავშვებს პირველ რიგში ფსიქიკურად ავარჯიშებდნენ. აჩვევდნენ იარაღს, ყვირილს, ჭრილობების ყურებას, ტკივილის ატანას, გამძლეობას და ა.შ. 6 წლის ასაკამდე ბავშვი უკვე შეჩვეული იყო ამ ყველაფერს.
 

20190206094546813191.jpg



 
6 წლიდან უკვე ასწავლიდნენ ცურვას (ძველი ქართული სამხედრო მეთოდებით, ჯერ ხელშეკრული, შემდეგ ფეხებშეკრული, შემდეგ ხელ-ფეხშეკრული, მორევიდან გამოსაცური, შეჭურვილად ცურვა, წყალში ტვირთის ზიდვა, შორ მანძილებზე ცურვა, ფონების პოვნა-ამოცნობა, ყვინთვა და სხვ.), პარალელურად ბავშვი ითვისებდა სხვადასხვა საბრძოლო თუ არასაბრძოლო იარაღის გამოყენებას (არასაბრძოლო მაგ. სამეურნეო იარაღი: თოხი, ბარი, ფიწალი, შოლტი, ცელი, ნამგალი, ურო, სარი, ქვა და ა.შ.) ცხენზე ჯირითს (უბელოზე, გაუხედნავზე, ცხენის ზურგზე ფეხით დგომას, ცხენიდან ცხენზე გადახტომას, ცხენიდან ხმლის და მშვილდის ოსტატურ ხმარებას, კლდეზე და გლუვ ზედაპირზე ცოცვას, ჩუმად, შეუმჩნევლად სიარულს, გარემოს დაზვერვას, ღამით ხედვას (ამისთვის ბავშვს რამდენიმე კვირა ბნელ გამოქვაბულში ან ციხე-კოშკში კეტავდნენ და სპეციალური ვარჯიშებით შედეგსაც აღწევდნენ), ჭრილობების და ავადობის განკურნებას, ანუ საექიმო ხელოვნებას - მედიცინას.
 

20190206094726813191.jpg



 
ხევსურეთში ძალიან გავრცელებული იყო საჯილდაო ქვა, იგივე "ხელის ქვა". თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა საერთო თავშეყრის ადგილებში (საფიხვნო და სხვ.) სპეციალურად შერჩეული, სწორკუთხედის ფორმის ბრტყელი ქვა, საშუალოდ ერთ ფუთამდე წონის. ამ ქვის ტყორცნით - სარევით, იმართებოდა სისტემატური შეჯიბრი დასვენების ჟამს და აგრეთვე საერთო ხალხობაში (ჭირ-ლხინის დღეებში)

ვაჟ-სავაჟიოს მამაც კაცად მომზადებისას ძალიან დიდი ყურადღება ექცეოდა სულიერ-მორალურ აღზრდას. მკაცრი აღზრდის პროცესში ყველა ზომა მიმართული იყო მომავალ მამაკაცში სიმტკიცის, სიმარდის დანერგვა-გამომუშავებისთვის. ვაჟის უპირველეს ღირსებად ითვლებოდა არა ფიზიკური ძალა, არამედ სიმამაცე, ყველაზე დიდი ნაკლი კი მშიშრობა, სიმხდალე ითვლებოდა. მთავარი სახელი კაცისა ომში, ბრძოლაში სიმარჯვე, უშიშრობა და მტრის განადგურება იყო.
 

20190206095759813191.jpg



 
14-15 წლის ასაკში ბავშვებს უკვე ათვისებული ჰქონდათ 15-20 სახეობის იარაღით ბრძოლა. ამის მერე მათ უშვებდნენ მხოლოდ ერთი ხელი თხელი ტანსაცმლით. მას ასე უნდა გადაეტანა ზამთარი, ებანავა მთის გაყინულ მდინარეებში და მოეხერხებინა მარტოს თავი გამოეკვება ნადირობით თუ სხვა ნებისმიერი გზით.

17-19 წლის ქართველი კაცები უკვე სრულფასოვანი მეომრები იყვნენ. ეს მეთოდები უფრო ფხოვის და საერთოდ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ხალხებისთვის იყო დამახასიათებელი, (ფშავლებისთვის, ხევსურებითვის, მოხევეებისთვის, მთიულებისთვის, თუშებისთვის...) ამის შემდგომ ახალი მეომარი ირიცხებოდა მეფის, ფეოდალის ან საეკლესიო სპა-გვარდიაში და განუწყვეტლად ხვეწდა თავის შესაძლებლობებს უკვე უშუალოდ ბრძოლებში.
 

20190206095913813191.jpg


 
უცნობი არაბი ისტორიკოსი წერს: "ქართველი მეომრები არიან წვეროსანნი, პირქუშნი, ზორბა ტანისანი და სარდლის ერთგულნი, მათ სხვა მეომრებთან ისეთივე უპირატესობა აქვთ, როგორც მტაცებელ ცხოველებს სხვა სუსტ ცხოველებთან. ომში საოცრად იბრძვიან, შესაზარი ხმა აქვთ და საოცარი სისასტიკე. ქართველები ომშიც კი მღერიან და საბრძოლოს უკრავენ, რაც მათ დიდ მხნეობას მატებთ. ქართული ლაშქარი ერთი მთლიანი ორგანიზმია, რომლის ერთობის შემთხვევაში, მისი დამარცხება შეუძლებელი ხდება."

 

 

 

 

 

წყარო: intermedia.ge


ჩამსწორებელი ლეგიონი, 02 April 2019 - 10:12 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1949 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

და ეხლა?  :@



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1492 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  მაშინ 3 წლის ასაკიდან ფიზიკურათ ავარჯიშებდნენ, პრინციპში ეხლაც ავარჯიშებენ კომპიუტერით და მობილურით. დღევანდელ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობა ნოლამდეა დასული თითქმის.



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2375 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

რო ვკითხულობ სიამაყით ვივსები რა.

დღევანდელ მდგომარეობაზე კიდევ ალექსას დავეთანხმები

 

პრინციპში ეხლაც ავარჯიშებენ კომპიუტერით და მობილურით. დღევანდელ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობა ნოლამდეა დასული თითქმის.



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1949 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი!
ქართლ, კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო,
რაჭა-ლეჩხუმ-ჯავახეთი და
მესხეთი სასახელო;
ხევი, თუშ-ფშავ, ხევსურეთი,
სვანეთი და აფხაზეთი;
ძველი ტაო, იმერხევი,
საინგილო და ლაზეთი;
მთიულეთი საარაკო და
აჭარის ზღვა და მდელო;
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო,
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის
წილი
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი,
ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის;
ბრწყინვალე დროც დადგომია,
დრო, დავითის და თამარის,
მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მე სიცოცხლე და
სიკვდილი!


(დუტუ ხოშტარია)





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?