იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? ერთ პატარა და ლამაზ სოფელში ცხოვრობდა პატარა გოგონა - სახელათ გულნარა. ხო და ეს გულნარა ატარებდა წითელ ბერეტს და ამიტომ სოფელში რომელიც საქართველოს ერთ ერთ რეგიონში იყო მოთავსებული სადაც 2-2 სიტყვიანი სახელებია "ჩვევად ქცეული. ხო და ამ ქუდის ფერისა და სახელის გამო გულნარას ყველა ეძახდა "წითელ ბერეტას" . ჩვენი "წითელი ბერეტა" იყო ნატურალური "ბლანძინკა" და ქონდა ძალიან ლამაზი ლურჯი თვალები. ყველას მოსწონდა ჩვენი გულნარა მაგრამ მას რამდენიმე უცნაური თვისება ქონდა . და ერთი იყო აკვიატებული აზრი რომ ქერა თმა და ლურჯი თვალები მის ინდივიდუალიზმს სწორედ იმ შარმს და იდუმალებას უკარგავდა რაც სიამდვილესი გულნარას ხასიათში დ მეტსაც ვიტყვით -მის სულში იჯდა.