როგორც მოგეხსენებათ გუშინ ჩვენ სამონადირეო მეურნეობაში ვიყავით სამუშაოდ ასულები და ამის თაობაზე აღარ ღირს დროის დაკარგვა . ვიტყვი მხოლოდ ერთს რომ ვიმუშავეთ კიდევაც , კვლებიც დავათვალიერეთ , სხვადასხვა ლოკაციებზეც ვიყავითდა სახლში რომ მივედი ,12 საათს კარგა ხნის გადაცილებული იყო. შუაღამისას ძაღლთან მომიწია გასვლა საკვების და წამლების გასატანად. ბევრი რომ არგავაგრძელო მაგარი დაღლილი ვიყავი და , ვაღიარებ რომ უყურადრებოდ წავიკითხე ფორუმზე ორგანიზატორების განცხადება და რატომღაც ჩავთვალე რო იქნებოდა წვიმა და შესაბამისად დასუფთავების აქციაც გადაიდებოდა. ხო და რომ მგონია კვირაა და კაი ძილსაც "გამოვაცხობთქო" ეე ზუსტად მაგ დროს გაისმა ზარი ტელეფონზე. თურმე მეტეორა ახორციელებდა ზარს -ახლობელთან.
-გისმენთ...
-სა ხარ ბაბულიკო?
-სახლში.
-აუფ.
-რა აუფ?
-ის აუფ რო ყველა გელოდებით .
......
მოკლედ მთელი ლეგიონი თურმე მე მელოდება მე კიდე ....მოკლედ აინ , ცვაინ , დღაინ....დათქმულ ადგილზე ვიყავი და მისალმებასთან ერთად ბოდიში და უკაცრავადვიძახე სულ. მოკლედ მიტევების დღე იყო ჩემთვის. ხო და ქე ვწერ ახლა რეპორტს და თუ თქვენც შემომიერთდებით და გზადაგზა დააკომენტარებთ უფრო სახალისოც იქნება.
მივედი და ყველანი უკვე მზადყოფნაში დამხვდნენ. აღმოჩნდა რომ ორგანიზატორებს ჩემი შემოთავაზებული ლოკაცია შეურჩევიათ . შეურჩევიათ კი არა წინა დღეებშიდაც ასულან , მამაოსაც გასაუბრებიან და მოკლედ მისი ლოცვა კურთხევითა და ჩვენი ერთსულოვნებით გავეშურეთ რომ ჯვარის მიმდებარე ტერიტორია დაგვესუფთავებინა