Jump to content

სურათი

ძაღლის დაავადებები, დიაგნოსტიკა და მათი პროფილაქტიკა


ამ თემას აქვს 65 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაღლის დაავადებები, დიაგნოსტიკა და მათი პროფილაქტიკა.

 

ძაღლის ტორსის და ორგანიზმის აგებულება.

რედაქტ. JABA..კლ.მონადირე

 

Resized to 72% (was 915 x 571) - Click image to enlarge5aceb89a2b27.jpg


თავი:თავის ჩონჩხს შეადგენს ქალა, რომელსაც ყოფენ ორ ნაწილად:ტვინისა და სახის. ძაღლის თავის ქალა მკვეთრად განსხვავდება სხვა ცხოველების თავის ქალისაგან. მას სულ აქვს 42 კბილი, 20 ზედა ყბაზე 22 ქვედაზე, ორივე ყბაზე 6-6 საჭრელი კბილი, 2-2 ეშვი, 8-8 მოკლე ფესვიანი კბილები და დიდი ფესვიანი კბილები: ზედა ყბაზე 4-4, ქვედაზე კი 6-6.

კისერი- კისრის მიდამო წარმოადგეს მძლავრ, მოქნილ ბერკეტს, რომლის წინა ნაწილს უერთდება თავი. კისრის სიგრძე ძაღლებში ცვალებადია, მაგრამ ყველა ჯიშის ძაღლს კისრის მალების რაოდენობა თანაბარი აქვს და არის 7. კისრის მალების სხეული მოკლეა, თავი და ფოსო გაბრტყელებულია. კისრის პირველ მალას ქვია "ატლასი", ხოლო მეორეს "აქსი". მეორე მალის ქედი მკვეთრადაა განვითარებული, რომელიც წინ ნისკარტისებური წანაზარდით ბოლოვდება.

გულმკერდის- მიდამოში ძაღლს აქვს 13 მალა. ნეკნები ეკუთვნის გრძელრ კალისებურ ტიპის ძვლებს, რომლებიც ერთი ბოლოთი უერთება ხერხემალს,ხოლო მეორეთი მკერდის ძვალს. ძაღლს აქვს 13 წყვილი ნეკნი:აქედან 9 წყვილი ნამდვილი ნეკნია, დანარჩენი ცრუ. ნეკნების სიგრძე მატულობს მე-6 ნეკნამდე შემდეგ კი კლებულობს.ძაღლის მკერდის ძვალი გრძელია. სხეულის გვერდებზე მდებარეობს ფასეტები ნამდვილი ნეკნების ხრტილებთან შესაერთებლად.

წელის მიდამოში-7, იშვიათად 6 მალა აქვს.მალის სხეულები საკმაოდ სქელია. წელის მიდამო ქმნის მუცლის დორსალურ ძვლოვან კედელს. 

გავის მიდამო-ქმნის მენკის ღრუს დორსალურ ძვლოვან კედელს, ძაღლის გავის ძვალი შედგება 3 მალისაგან.მალების შეზრდა 1 წლის ასაკში მთავრდება.

კუდის მიდამო-ძაღლს კუდის მიდამოში აქვს 20-23 მალა. აქედან პირველი 5 არის ნამდვილი,დანარჩენი ცრუ მალებია.მალების ხვრელი წინიდან უკანა მიმართულებით, თანდათან მცირდება და ბოლოს მთლიანად იხურება


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჭირი 

(pestis canum,ferbis catarrhalis infectiosa canum) მეტად კონტაგიოზური ინფექციური აცადმყოფობაა,რომელიც ხასიათდება ციებ ცხელებით,ლორწოვანიგარსების კატარური ანთებით,პნევმონიით,კანის ეგზანთემით,ნერვული სისტემის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნციის მოშლით.
ძაღლის ჭირის ვირუსული ბუნება პირველად დაამტკიცა ფრანგმა მკვლევარმა ჯარემ 1905 წელს.შემდეგ ძაღლის ჭირის ვირუსული ეტიოლოგია დაადასტურა ეიგენმა 1912 წელს.ამჟამად ჭირი გავრცელებულია მსოვლიოს ყველა ქვეყანაში.

ეკონომიკური ზარალი 

ამ ავადმყოფობის დროს მეტად მაღალია.ლეტალობა(სიკვდილიანობა)შეადგენს დაახლოებით 50%,ხოლო ნერვული ფორმის დროს 85%-მფე და მეტს!
ავადმყოფობის აღმძვრელი.

აღმძვრელის ზომა 115-160 ნმ.მიეკუთვნება morbillivirus გვარს,paramyxoviridae ოჯახს!ჭირის ვირუსს აქვს ანტიგენური და იმუნობიოლოგიური ნათესაობაადამიანის წითელას ვირუსთან;

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები. 

ხორცის მჭამელთა ჭირის ვირუსისადმი ამთვისებელია ძაღლი, მელა, ყარსაღი, წაულა, ენოტი, თეთრი აფრიკული და წაბლისფერი ქრცვინი, სიასამური, კვერნა, დათვი, სინდიოფალა, ყარყუმი, მაჩვი, ტურა, აფთარი, მგელი, ბოცვერი, კატა.ძაღლის ამთვისებლობა ჭირისადმი დამოკიდებულია ჯიშზეც:უფრო მდგრადია ეზოს ძაღლები ანუ მეტისები,ასევე ფოქსტერიერი და იაგტერიერი ნაკლებ მდგრადია კუტურული ჯიშის ძაღლები - გერმანული ნაგაზი, მეძებარი, დეკორატიული ძაღლი და სხვა.

ჭირით ყველა ასაკის ცხოველი ავადდება, მაგრამ უფრო ამთვისებელია 2-6 თვის ასაკში.კოლოსტრალური იმუნიტეტი შენარჩუნდება ლეკვში 2 კვირა,დედიდან მოცილების შემდეგ!ანუ ლეკვი დედიდან მოცილების შემდეგ 2 კვირა არ დაავადდება იმიტომ რომ მუცლიდან აქვს იმუნიტეტი დაყოლილი.თუ ამ ვადის გასვლამდე არ ავცრით ის შეიძლება დაავადდეს!ჭირის ვირუსი ყველაზე მეტად აქტიურია გაზაფხულსა და შემოდგომაზე!ასე რომ ვისაც ასაცრელი გყავთ ძაღლები აცელით აუცილებლად!

კლინიკურად ჭირი 

ვლინდება ძალიან მრავალ ფეროვნად, არჩევენ:ფილტვის, ნაწლავის, კანის, ნერვულ და შერეულ ფორმებს! ჭილი შეიძლება მიმდინარეობდეს ელვისებირად, მწვავედ, ქვემყვავედ, ქრონიკულად, აბორტულად, ტიპიუტად და ატიპიურად.
ელვისებურად მიმდინარეიბის დროს ძაღლი უეცრად კვდება კლინიკური ნიშნების გამოვლინების გარეშე.დასაწყისში ტემპერატურა მკვეთრად მაღლდება ,მადა ცხოველი ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში, ეცემა და კვდება!

მწვავე მიმდინარეობის დროს ავადმყოფობა გრძელდება 2-4 კვირა, ციებ ცხელებით, 
ავადმყოფობის დასაწყისში ცხოველი უჩვეულოდ იქცევა, ნაკლებად აქტიურია, კანკალებს, დროდადრო ხტუნაობს,. ხშირია სასუნთქი გზების კატარი!ძაღლი იქავებს ცხვირის სარკეს. ნესტოებიდან დასაწყისში გამოდის სეროზული ან ლორწოვანი ,ხოლო მერე კი ჩირქოვანინ ექსუდატი!აღენიშნება ხველება რომელიც დასაწყისში მშრალია ხოლო მოგვიანებით გაგრძელებული და სველი, რაც განაპირობებს კრუნჩხით შეტევებს!შემდგომში ვიტარდება პნევმონია, პლევრიტი, კონიუქტივიტი, კერატიტი რქოვანას წყლულოვანი დაშლით, ადგილი აქვს ფერადი გარსის ანთებას თვალის წინა კამერაში ჩირქის დაგროვებით.საჭმლის მომნელებელი აპარატის დაზიანებისას მადა გაუარესებულია,არინიშნება ფარინგიტი, კუჭ-ნაწლავის მწვავე კარატი.ხშირია პირღებინება რა დროსაც გამოიყოფა ყვითელი ფერის ლორწოვანი მასა. ადლილი აქვს ფაღარათს, ფეკალი თხელია შეიცავს ლორწოს და იშვიათად სისხლს!

კანის ფორმის დროს ხშირია გამონაყარი,ვითარდება ჭვრილი წითელი ლაქები ბარძაყის შიდა ზედაპირზე, ყურის ნიჟარის, მუცლის კედლის, პირის ახლოს და ნესტოების გარშემო!ლაქების ადგილზე წარმოიქმნება პატარა ბუშტუკები ჩირქოვანი შიგთავსით!
ნერვული ფორმის დროს აღინიშნება ხანმოკლე აღგზნებადობა, საღეჭი ან თავის და კუდურების კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა, ზოგჯერ უკანა კიდურების პარეზი და დამბლა, ეპილეფსიური მოვლენები და უხვი ნერწყვდენა!ეპილეფსიური ნიშნების გამოვლენისას პროგნოზი არაკეთილსაიმედოა!ავადმყოფობა როგორც წესი სიკვდილით მთავრდება!

იმუნიტეტი. 

ცხოველი ჭირის მოხდის შემდეგ იძენს მყარ იმუნიტეტს!ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი წარმოქმნება 10-21 დღის შემდეგ და ნარჩუნდება არა უმეტეს ერთი წლისა!ანუ ვაქცინის შეყვანიდან 10-21 დღის შემდეგ ჩამოყალიბდება იმუნიტეტი!სწორედ ამიტომ მე პირადად 11 თვეში ერთხელ ვაკეთებ რევაქცინაციას!და თქვენც ამას გირჩევთ
იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შედეგად!არსებობს სხვადასხვა სახეობა:დურამონი, ვანგარდი, კანვაკი,ბიოკანი, მულტიკანი და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინით ლეკვები იცრებიან 1.5 თვის ანუ 6 კვირის ასაკიდან, 2-2 კვირის ინტერვალით,როგორც ვაქცინას უწერია კეთდება სამჯერადად მაგრამ მე უკეთებ 4-ჯერ იმიტომ რომ სანამ ვაქცინა საქართველომდე ჩამოვა არ ვიცით სად ეყარა რა პირობებში იყო და ასე შემდეგ!თქვენც ასე გირჩევთ

7a2b840535e5.jpg

ჩირქოვანი გამოანდენი ცხვირიდან, ასეთივე აქვს თვალებიდან

ae725521c465.jpg

41119f6bb901.jpg

ჭირის კანის ფორმა!გამოხატულია თათების ბალიშებზე

8300c70c2cba.jpg

ჭირის დროს ძაღლის საერთო მდგომარეობის სურათი

befc742e7cd1.jpg

7c81afa9aadc.jpg

ჭირის ნერვული ფორმის დროს კრუნჩხვის შემდგომი მდგომარეობა!


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პაროვირუსული ენტერიტი

პაროვირუსული ენტერიტი(PAROVIRUS ENTERITIS CANUM) მწვავედ მიმდინარე კონტაგიოზური ავადმყოფობაა, რომელიც ვლინდება პირღებინებით და ფაღარათით.ძაღლის პაროვირუსული ინფექცია პირველად რეგისტრირებული იყო 1976 წელს ბერგიაში, ხოლო შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.ყოფილ საბჭოთა კავშირში დადგენილია 1980წელს!
ეკონომიკური ზარალი პაროვირუსული ენტერიტით მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანია. სიკვდილიანობა 5-დან 70%-მდეა

ავადმყოფობის აღმძვრელი.

22ნმ დიამეტრის მქონე ვირუსია, მიეკუთვნება parvoviridae -ს ოჯახს.

ეპიზოოტოლოგიური მონაცემები.

პაროვირუსული ენტერიტის მიმართ ამთვისებელია ყველა ასაკის ძაღლი, განსაკუთრებით კი 2 კვირიდან 1 წლამდე ასაკის ლეკვი. 2-5 წლამდე ასაკის ძაღლი შედარებით იშვიათად ავადდება.უფრო მეტად ამთვისებელია კულტურული და დეკორატიული ჯიშის ცხოველი.იფექციის აღმძვრელი წყაროა დაავადებული ძაღლი, რომელიც ვირუსს გამოყოფს გარემოში!ამ ინფექციის გამავრცელებელი შეიძლება იყოს ბუზი, თაგვი, ვირთაგვა და სხვა.ასე რომ ვისაც ასაცრელი გყავთ ძაღლები აცელით აუცილებლად!

ავადმყოფობის მიმდინარეობა და სიმპტომები

ინკუბაციური პერიოდი ბუნებრივი დასნებოვნებისას გრძელდება 4-დაბ 10 დღემდე, ავადმყოფობა მიმდინარეობს მწვავედ.ავადმყოფ ძაღლში აღინიშნება უმადობა, პირღებინება ლორწოთი და ფაღარათით. პირღებინება და ფაღარათი შეიძლება იყოს ერთდროულად!ფეკალური მასა დასაწყისში რუხია ან ყვითელი, ხშირად სისხლს შეიცავს, ზოგჯერ ჰემორაგიულია(ლორწოთი) ან წყლისებურია, მყრალი სუნით. სხეულის ტემპერატურა მატულობს უმნიშვნელოდ (39.5-41) ძაღლს წყურვილი არ აქვს. პირღებინების და ფაღარათის შედეგად ხდება ორგანიზმის დეჰიდრალტაცია ანუ წყალგართმევა, რაც განაპირობებს შოკურ მდგომარეობას და ლეკვი კვდება 24-96 საათის შემდეგ.მწვავე მიმდინარეობის დროს ცხოველი კვდება 5-6 დღის განმავლობაში
ახალგაზრდა ცხოველებში შეიძლება აღინიშნოს ზემწვავე მიმდინარეობა, რა დროსაც შეიმჩნებვა კომატოზური მდგომარეობა და ლეკვი კვდება 1-3 დღეში
3 კვირიდან 7 თვემდე ასაკის ლეკვებში აღინიშნება არა მარტო გასტრო ენტერიტი, (კუჭ-ნაწლავის ანთება) არამედ გულის კუნთის დაზიანებაც. ცხოველთა უმეტესობაში უეცრად ვითარდება სისუსტე და ისინი კვდებიან 0.5-24 საათის განმავლობაში.ზოგჯერ გარეგნულად სრულიად ჯანმრთელი ცხოველი უეცრად კვდება

იმუნიტეტი

დაავადება მოხდილი ცხოველი იძენს მყარ იმუნიტეტს!განმეორებით არ ავადდება, რაც დაკავშირებულია ბუნებრივ სტერილურ იმუნიტეტის წარმოქმნასთან.ვაქცინირებულ ცხოველებში იმუნიტეტი წარმოქმნება 10-21 დღის შემდეგ და ნარჩუნდება არა უმეტეს ერთი წლისა!ანუ ვაქცინის შეყვანიდან 10-21 დღის შემდეგ ჩამოყალიბდება იმუნიტეტი!სწორედ ამიტომ მე პირადად 11 თვეში ერთხელ ვაკეთებ რევაქცინაციას!და თქვენც ამას გირჩევთ
იმუნიტეტი გამომუშავდება ვაქცინაციის შედეგად!არსებობს სხვადასხვა სახეობა:დურამონი, ვანგარდი, კანვაკი,ბიოკანი, მულტიკანი და სხვა.ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვაქცინით ლეკვები იცრებიან 1.5 თვის ანუ 6 კვირის ასაკიდან, 2-2 კვირის ინტერვალით,როგორც ვაქცინას უწერია კეთდება სამჯერადად მაგრამ მე უკეთებ 4-ჯერ იმიტომ რომ სანამ ვაქცინა საქართველომდე ჩამოვა არ ვიცით სად ეყარა რა პირობებში იყო და ასე შემდეგ!თქვენც ასე გირჩევთ

cdb0ab224a55.jpg

ასეთია ენტერიტის დროს ძაღლი საერთო მდგომარეობა


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლეპტოსპიროზი(leptospirosis)

ლეპტოსპიროზი(შტუდგარდის დაავადება, ინფექციური სიყვითლე, ძაღლის ტიფი,ვაილის დაავადება)-განსაკუთრებით მწვავე დავადებაა,კლინიკურად ვლინდება ხანმოკლე ცხელებით, წყლულოვანი სტომატიტით, ზოგჯერ სიყვითლე ნერვული აშლილობით მიმდინარეობს.ლეპროსპიროზის აღმძვრელი აღმოაჩინეს 1925 წელს, ხოლო ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველად გამიყვეს მოხინმა და აჟიმოვმა(1926-1927)ლეპროსპიროზით ავადდება ადამიანიც
ლეპტოსპირები წარმოადგენენ თხელ, გრძელ სპირაუ მიკროორგანიზმებს 10-15 მკმ. სიგრძით და 0.1-0.2 მკმ დიამეტრით.

კლინიკური ნიშნები.ძაღლში არჩევენ ჰემორაგიულ და სიყვითლის ფორმას.მოზრდილი ძაღლები ავადდებიან ჰემორაგიული ფორმით. უცბათ ეწყებათუკანა კიდურების სისუსტე, უმადობა, დეპრესია. მოკლე დროში ტემპერატურა იწევს 40.5-45 გრადუსამდე.მეორე დღეს ტემპერატურა დაბლა იწევს 37-38.2 გრადუსამდე. უმადობა გრზელდება, მომატებული წყურვილი აქვს. ზოგჯერ აღენისნება სისხლიანი საკვების ღებინება, მესამე დGეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსზე აღებიშნება უსწორმასწორო ჰემორაგიული ნაწილები, პირიდან ცუდი სუნი, მოგვიანებით კანკალი, მუცლის ღრუს ტკივილი, სისხლიანი ამონახეთქი ღრძილებიდან, ცხვირიდან სისხლდენა, ზოგჯერ ენის ნეკროზი,

25573781a5f3.jpg

ძაღლის სწრაფი გახდომა, კანის სიმშრალე, თვალის ქუთუთოები უნებლიეთ ეხუჭება, სხეულის ტემპერატურა ეცემა მორმაზე დაბლა 36-36.5 გრადუსამდე. სუნთქვა უძნელდება. აღენიშნება ფეკალის უნებლიე გამოყოფა, ზოგჯერ ეწენა შეკრულობა. 
ცალკეულ შემთხვევებში ცხოველი შეიძლება დაიღუპოს რამოდენიმე საათში , სიმპტომების გამოვლენისთანავე.ზოგჯრე ძაღლები ავადმყოფობენ 2-3 დღე, იშვიათად 5-10 დღე.სიკვდიალობა 65-80% ია.

23bb96253fdb.jpg

ლეკვებში ლეპტოსპიროზი სიყვითლის ფორმით მიმდინარეობს. დაავადება იწყება უეცრად და თანმიმდევრულად, სიყვითლის გამოვლინებამდე ორგანიზმის ტემპერატურა 39.5-40 გრადუსია.სიყვითლის შემდეგ ტემპერატურა ნორმაზე დაბლა(36-36.5) ეცემა,პირი ღრუს ლორწოვანი გარსი გაყვითლებულია, ასევე გაყვითლებულია თვალის ლორწოვანი გარსი

6fe948da49aa.jpg

სიყვითლე გრძელდება დაავადების ხანგგძლივობისა და სიმზიმის მიხედვით, ლიმონის ფერიდან მოყვითალო ვერამდე, იწყება რებინება (სისხლნარევი), შარდი მუქი ყვითელი ფერისაა, დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას.

ამ საშინელი დაავადების გადამტანები არიან მღრნელები.ასე რომ მაქიმალურად დაიცავით მღნელებისგან ძაღლის სადგომები

იმუნიტეტი. იმუნიტეტს ძაღლი იძენს ვაქცინაციის შენმდეგ. ასე რომ დროულად გაუკეთეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს რევაქცინაცია


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ასკარიდისებრნი (Ascarididae), მრგვალი ჭიების ოჯახი. პარაზიტობენ ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნაწლავში. ასკარიდისებრთა შორის ყველაზე გავრცელებულია ღორისა (Ascaris suum) და ადამიანის (Ascaris lumbricoides) ასკარიდა.

b615a662a19f.jpg

დედლის სიგრძეა 25 – 40 სმ, მამლისა -15 – 25 სმ, სხეული თითისტარისებრია. წინა ნაწილზე მოთავსებულ პირს გარს აკრავს სამი ტუჩი, რითაც პარაზიტი კარგად ემაგრება ადამიანის ნაწლავის კედელს. მამლის სხეულის ბოლო ნაწილი მოკაუჭებულია, დედლისა – სწორი. ყოველი დედალი დღე-ღამეში 250 ათასამდე კვერცხს ყრის, რომლებიც განავალთან ერთად გარემოში გამოიყოფა, სადაც ხდება კვერცხის მომწიფება.

0da21c8f0771.jpg

f1af0d46aa90.jpg

მომწიფებული კვერცხიდან, რომელიც მასპინძლის ნაწლავში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად, იჩეკება ლარვა, იგი ხვრეტს ნაწლავის ლორწოვან გარსს, იჭრება ვენებში და კარის ვენით აღწევს ღვიძლს. აქედან ლარვა გადადის ღრუ ვენაში, გაივლის გულის მარჯვენა პარკუჭს და ფილტვის არტერიით გადადის ფილტვებში. აქ ლარვა ტოვებს სისხლის კაპილარებს, გადადის ფილტვის ალვეოლებში, ბრონქებში, შემდეგ ტრაქვაში და ხორხის ხვრელით ხელმეორედ ხვდება ხახისა და პირის რღუში. ლარვა ვითარდება და ზრდასრულ პარაზიტად გარდაიქმნება წვრილ ნაწლავებში. 2 – 2,5 თვის შემდეგ დედალი კვერცხის დაყრას იწყებს. ცხოველისდა ადამიანის ნაწლავში შესაძლებელია ერთიდან რამდენიმე ასეულამდე ასკარიდა იყოს. ადამიანის ასკარიდა ორგანიზმში ბინადრობს 1 – 1,5 წლამდე. ასკარიდისებრით გამოწვეულ დაავადებას ასკარიდოზი ეწოდება.
ასკარიდოზის გამომწვევია მრგვალი ჭია ასკარიდა. ინვაზიის (დასნებოვნების) წყაროა დასნებოვნებული ცხოველი ან ადამიანი, რომელიც განავალთან ერთად ასკარიდის მოუმწიფებელ კვერცხებს გამოყოფს. კვერცხები ნიადაგში მწიფდება და ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში კვლავ ცხოველის ან ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ინვაზიის გზებია მჭიდრო კონტაქტი მიწასთან, ცხოველის ან ადამიანის განავლით დაბინძურებულ ნებისმიერ ნივთთან, დაბინძურებული და სათანადოდ დაუმუშავებელი წყლის, მწვანილის, ბოსტნეულისა და სხვა პროდუქტის მიღება. მიმღებლობა განსაკუთრებით მაღალია ლეკვებში და ბავშვებში. პირიდან კვერცხები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადადის. აქ კვერცხის გარსი იშლება, ლარვა ნაწლავის კედელში ჩაინერგება, გაივლის მას და სისხლთან ერთად ღვიძლისა და ფილტვებისკენ მიემართება, სასუნთქი გზების გავლით ხვდება ხახაში და ნერწყვთან ერთად კვლავ კუჭსა და ნაწლავებში ბრუნდება. მიგრაცია 10-15 დღეს გრძელდება. ნაწლავებში მოხვედრილი ლარვა 2 თვეში მწიფდება და კვერცხის დებას იწყებს.

53c2bf852849.jpg

კლინიკური სურათი. დაავადების სიმძიმე დამოკიდებულია პარაზიტების რაოდენობაზე, ავადმყოფის ასაკზე (ლეკვენში და ბავშვებში მძიმე ფორმები უფრო ხშირია), კვებაზე (საკვებში ცილებისა და B12 ვიტამინის დეფიციტზე). ზრდასრული ასკარიდები ხშირად იცვლიან ლოკალიზაციის ადგილს და სხვადასხვა ორგანოს აზიანებენ. ასკარიდოზის კლინიკურ მიმდინარეობაში განასხვავებენ ორ ფაზას: მიგრაციის ფაზას (ინვაზიის პირველი 3-4 კვირა) და ნაწლავში ლოკალიზაციის შემდგომ პერიოდს.
მიგრაციის ფაზას ახასიათებს საერთო სისუსტე, ქავილი, ტკივილი მუცლისა არეში, ხველა და ნახველის (ზოგჯერ- სისხლიანის) გამოყოფა, ქოშინი, დიარეა. ღვიძლი გადიდებულია, ენა- შელესილი, პულსი- აჩქარებული. ფილტვებში სველი ხიხინი ისმის, ხოლო რენტგენოგრამაზე ჩანს მკაფიოდ გამოხატული ბრონქოპნევმონიის კერები. ნახველში შეიძლება ლარვების აღმოჩენა. სისხლში აღინიშნება მკვეთრი ეოზინოფილია,მცირე ლეიკოციტოზი. 3-4 კვირის შემდეგ მწვავე მოვლენები გაივლის და მდგომარეობა უმჯობესდება.
ნაწლავურ ფაზაში ძირითადი ჩივილებია უმადობა , გამკრავი ტკივილი მუცელში, გულისრევა, ღებინება, მუცლის შებერილობა, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობა, წონაში დაკლება. ვითარდება ავიტამინოზი და დიზბაქტერიოზი. გართულებები ყოველთვის მძიმედ მიმდინარეობს და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც კი სრულდება. გართულებებიდან აღსანიშნავია სასუნთქი გზების დახშობა, ნაწლავის პერფორაცია, რომელიც პერიტონიტით მთავრდება, ნაწლავის სანათურის დახშობით განპირობებული გაუვალობა, რომელიც ტკივილით, ღებინებით, ყაბზობით მიმდინარეობს, ღვიძლის ასკარიდოზი, ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა, რაც რთულდება სეფსისითა და ჩირქოვანი აბსცესით, პანკრეასის სადინარის დახშობა, რასაც მწვავე პანკრეატიტი მოჰყვება.

a12cc7e673d1.jpg

დიაგნოსტიკა. მიგრაციის პერიოდში დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ანამნეზის , კლინიკური სურათის (ქავილი, ბრონქოპნევმონია), სისხლის ანალიზის (ეოზინოფილია), ნახველის მიკროსკოპიული გამოკვლევის (ლარვების აღმოჩენა) საფუძველზე. მოგვიანებით განავალში ასკარიდის კვერცხების აღმოჩენა დიაგნოზს ადასტურებს.

მკურნალობა. საზოგადოდ, ჰელმინთოზს ანტიჰელმინთური საშუალებებით მკურნალობენ. მათთან ერთად ზოგჯერ ინიშნება დიეტა და სიმპტომური თერაპია (ზოგიერთი პარაზიტი იწვევს ანემიას, ბრონქოპნევმონიას და სხვა დაავადებებს, რომლებიც სათანადო მკურნალობას მოითხოვს). ამჟამად გამოიყენება შემდეგი ანტიჰელმინთური პრეპარატები: მაგალითად:დრონტალ პლიუსი,მელტრა, ფენდოქსი,ზიპირანი, ლევამიზოლი (ასკარიდოზი, ენტერობიოზი), ალბენდაზოლი (ასკარიდოზი, ანკილოსტომიდოზი, სტრონგილოიდოზი, ტრიქინელოზი, ტრიქოცეფალოზი, ენტერობიოზი, ექინოკოკოზი, პოლიინვაზია) და სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატები.

პროფილაქტიკა. ასკარიდოზის პროფილაქტიკა გულისხმობს ავადმყოფისა და მატარებლის გამოვლენასა და დეჰელმინთიზაციას, ნიადაგის, წყლის დაცვას ადამიანის განავლისა და ცხოველების გადაუმუშავებელი ნაკელისგან, სურსათის (ხორცის, თევზის, ხილისა და მწვანილის) თერმულ დამუშავებას, გადამტანი მწერების, მოლუსკების წინააღმდეგ ბრძოლას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვას.ჩემი რჩევაა ჩვენი ოთხფეხა მეგობრები დროულად დავამუშაოთ ჰელმინთებზე,პროფილაქტიკის მიზნით 3- თვეში ერთჯერ


მოუწოდებ ყველას სხვა ფორუმებზე გადაკოპირების შემთხვევაში დაიცავით საავტორო უფლებები და მიუთითეთ წყარო,წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი მოეთხოვება იმ ფორუმის ადმინისტრაციას 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
legion.ge-886-1521742379.jpglegion.ge-886-1521742435.jpglegion.ge-886-1521742455.jpglegion.ge-886-1521742468.jpglegion.ge-886-1521742477.jpg

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
მეგობრებო ჩემს ძაღლს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში განუვითარდა ეტაპობრივად სხვადასხვა ადგილებში ამგვარი დაზიანებები და ადგილებში დაეწყო ბეწვის ცვენა ან ბეწვზე წვეროები აქვს წამტვრეული თითქოს შეტრუსულიაო, თუ გქონიათ ამგვარი შემთხვევა პრაქტიკაში და რამდენად ადვილად სამკურნალოა, რათქმაუნდა აუცილებლად მივმართავ ვეტერინარს, მაგრამ გამოცდილი ადამიანისგან რჩევა არ მაწყენდა, მადლობა წინასწარ.

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

რას უყურებდი ამდენი ხანი გააქანე ვეტ ექიმთან ანალიზი უნდა



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
გიო რა ხნის არის ეხლა შენი ძაღლი? შარშან არ ქონდა ეგრე ამ დროს?

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი
წლის და ორი თვისაა არ ქონია

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

რას უყურებდი ამდენი ხანი გააქანე ვეტ ექიმთან ანალიზი უნდა


მაგარი კინო გადიოდა იმენნა შოკი და

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
აუ რა ცოდოა ტო.ეგ ნაღდად პირველად ვნახე.
გიო იმ ტიპთან დარეკე მე რო მოგწერე?ძალიან ძლიერია და ბევრმა მირჩია.ჩემი რექსაც მაგასთან მყავდა.რენტგენიდან დაწყებული ყველაფერი აქვს.ძმები არიან არტურა და სერგი.

დუდუ

LEGION.GE


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორ არის გიო შენი ცუგა? რა მდგომარეობაა? არის უკეთესობა? თუ რამეა ნანობაშვილს დავურეკავ და ურიგოდ მიგიღებს


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ანალიზები ჩავაბარეთ და ველოდები პასუხს და ყბის უკან როაქ მაგაზე საოპერაციო მითხრა არტურამ ვორონცოვზე როა. დავგეგმავთ ოპერაციის დღეს და მივიყვან უნდა მოვაჭრათო წამონაზარდიაქ სიმსივნური, მერე ეგეც ანალიზზე უნდა წავიღო და გაარკვინო კეთილია თუ ბოროტი და ასე ვგულაობთრაა 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

კვირის დღეებში ვერ ვიცლი და ეხლა შაბათს სავარაუდოდ გავაკეთებინებ ოპერაციას და დანარჩენი ისეთი არაფერი მგონია ეს წამონაზარდი მაშფოთებს







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?