Jump to content

სურათი

ტაო-კლარჯეთი, საიდანაც დაიწყო საქართველო!


ამ თემას აქვს 5 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ მეგობრებო თითქოს რამოდენიჯერმე წამოიწია ეს თემა მაგრამ ყოველთვის რაღცამ შეგვიშალა . ამიტომ გადავწყვიტე რომ წავიდე და თუ ვინმეს გაქვთ სურვილი რომ მოიაროთ ისტორიული საქართველოს ციხეკოშკები და ტაძრები შემომიერთდით და ერთად დავგეგმოთ გასვლის თარიღი. 

 

 

წინასწარი ჯავშანი ტაო-კლარჯეთზე 

ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს- უკან დაბრუნების იმედით! 

2018 წელს , აქ ჩვენ არაერთი შთამბეჭდავი, ექსკურსია, პილიგრიმული ტური და სამეცნიერო ექსპედიცია გვქონდა!
2019-ში კი უფრო დახვეწილი , უფრო შთამბეჭდავი , უფრო ემოციური და უფრო განუმეორებელი დღეები გელოდებათ!

მოგზაურობის თარიღები:

 8-9-10 მარტი ( ვემზადებით 40 ვიზიტორით, ინდივიდუალური შეკვეთა)

 11-12-13 მარტი (ვემზადებით 20 ვიზიტორით, ინდივიდუალური შეკვეთა)

 15-16-17 მარტი ( დარჩენილია 5 ადგილი ! )

 29-30-31 მარტი
 5-6-7 აპრილი
 12-13-14 აპრილი
 19-20-21 აპრილი
 26-27-28 აპრილი ( ბრწყინვალე აღდგომა )

ტურს გიდობას და ხელმძღვანელობას გაუწევს:
გიორგი ბერიძე ბერჯავახი-ისტორიკოსი, სამხედრო ისტორიკოსი, ფოლკლორისტი!

ჩვენი მარშუტია:
ერუშეთის დიადი მთები-,,მესხეთის ხერხემალი’’!
ფოცხოვის ხეობა, მერესა და ყველის ციხეები!
არტაანის დიდი ველი! ქალაქი არტაანი(არდაჰანი), არტაანის ციხე-სიმაგრე.
არსიანის და შავშეთის ზღაპრული ქედები, არამიწიერი სილამაზე.
ქალაქი შავშეთი და შავშეთის სამლოცველოები.
სათლეს ციხე-კლარჯეთის ცენტრი!
ტბეთის სამონასტრო კომლექსი-ტბეთის ეპარქიის ცენრი და ეპისკოპოსთა რეზიდენცია!
ხანცთა-ქართული სამონასტრო ცხოვრების დედაბოძი! დიდი გრიგოლმ ხანძთელის გზა ! და საოცარი ემოციები!
ოპიზა ! შთაბეჭდილებების პიკი, საეკლესიო ხელოვნების კიდევ ერთი საწყისი!
დოლისყანის ეკლესია! კლარჯეთის არქიტექტურის უნატიფესი ძეგლი!
ახიზას ციხის ხედები!
,,ჯოჯოხეთის კანიონი’’-კლარჯეთის ბუნებრივი საოცრება!
არტანაუჯი! 
ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს ლეგენდარული დედა-ქალაქი! ბაგრატიონთა საწყისი , ადგილი სადაც პირველად ითქვა სიტყვა --საქართველოოოოო!!!!!!!!!!!!!!!!!!
ჭოროხის ხეობა და ქედები!
ოთხთას სამონასტრო კომლექსი, მისტიური და დიადი სამონასტრო ნავსაყუდელი! ადგილი სადაც არასოდეს ყოფილა მეჩეთი!
კავკასიძეების ციხის უცნაური ხედები და მდინარე ჭოროხის ხეობის სათავე!
მდინარე პარხლის ხეობა, სადაც ისევ სუნთაქავს ქართული სული და გენი!
პარხლის გასაოცარი ტაძარი! ბაგრატიონთა აგარაკი, პონტოს დიადი მთები !
თორთუმის ხეობა, ტაოს ,,გიგანტური კანიონი’’!!! ბუნებრივი საოცრებების ჰარმონია!
თორთუმის ტბა და ჩანჩქერი!
ხახული, დიადი და საოცარი ქართული ტაძარი სადაც ისევ მოქმედი მეჩეთია 
გრანდიოზული ო შ კ ი !!!!!!!!
სადაც სიტყვები გელევა, სადაც მუნჯდები, სადაც ემოცია პიკს აღწევს და ხვდები ჩვენი დიდი წინაპრების სიძლიერეს!
იშხანი! ყველაზე შთამბეჭდავი და დაფასებული ძეგლი მთელს ტაო-კლარჯეთში, იშხნის ეპარქიის ცენტრი, ქართული წარწერების კორპუსი და ქვის ჰარმონია , ამქვეყნიური სამოთხე, და პირველი აღდგენილი(რესტავრირებული ) ძეგლი ტაო კლარჯეთში!
-იშხნის მთები-იშხნის დევები!
-ოლთისის ხეობა და ოლთისის საბრძოლო ციხე.
გულადაბზარული ბანა! ლოდებად ქცეული ერთდროს გრანდიოზული ქალაქი და დიადი მონასტერი! ყველაზე სევდიანი ადგილი ........ 
-კოლას ხეობა, ქართული ფოლკლორის სამყარო და გაცოცხლებული ისტორია!
-ქაჯის ციხე, (აქ ვეფხისტყაოსნის ლეგენდები ცოცხლდებიან) 
-ბუმბერაზი ჩრდილის(ჩილდირის ტბა) და სევდიანი ორად გაყოფილი კარწახი!
ქართული სულის ყივილი. და იმედი.. რომ..
აქ ისევ დავბრუნდებიიიიიიიიით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

გასვლა თბილისიდან, სასტუმრო რედისონი დილის 04:00 საათზე
ტურის ღირებულება 170 ლარი.
ღირებულებაში შედის: 
სასტუმრო 2 ღამე
გიდი- ისტორიკოსი
ტრანსპორტირება

თანხაში არ შედის  კვება ( ინდივიდუალურია )
სასტუმროს საკვები, რა თქმა უნდა თურქული მენიუ- 20 ლირის გარშემო ტრიალებს...
ასე რომ , იმოგზაურეთ სრულიად ახალი ფასით და განსხვავებული მიდგომით, რაც ამ მიმართულების მეტად გასაგები ენით ახსნას გულისხმობს, ზუსტად ესაა ჩვენი შეხედულება...
გარწმუნებთ ეს მოგზაურობა სრულიად დაუვიწყარი იქნება თქვენთვის ....
---------------------------
დასაჯავშნად დაგვიკვშირდით:
555367382, 551-72-77-93 ბაკური
555 42-98 78 რანგო (შაკო)
568-99-02-25 ნიკა

 
 


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

53034460_2061638703902062_80213111456944



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

53139446_2061638710568728_72356377217445.

.

53541682_2061639107235355_19160985856450.

.

.53142118_2061638990568700_12067082819977

.

53165227_2061638920568707_60395975629843.

.

52890028_2061638900568709_66682091267508

.

53043110_2061638837235382_57042592467957

.

.52967861_2061638833902049_82904919030743

.

52893224_2061638720568727_55202545327784..



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

წამოსვლის სურვილის შემთხვევაში აქ ჩაეწერეთ:

  1. ბაბუ
  2.  


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რას იტყვით? ვის გაქვთ მოინახულოდ ის საქართველო საიდანაც დაიწყო საქართველოს ისტორია?

 

41581900_1920236034732339_38035955452519
Diverse Georgia
ტურისტული სააგენტო
Diverse Georgia

20-25 ოქტომბერი - ექვსდღიანი ტაო-კლარჯეთი-კაბადოკია-ტრაპიზონის ტური
(ექვსი სრული დღე)

ტურის სახეობა: კულტურულ-შემეცნებითი, სათავგადასავლო
სატრანსპორტო საშუალება: ავტობუსი
კვება: საუზმით ან საუზმე-ვახშმით
შეკრების ადგილი: მეტროსადგურ „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორია (მეტროს ზემოთა ამოსასვლელი)

ტურის დეტალური აღწერა:
I დღე:
23:00 სთ. გასვლა სარფის საბაჟოს მიმართულებით
05:00 -07:00 სთ. საბაჟო პროცედურები
II დღე:
09:00 სთ. პიკნიკი ბუნებაში
10:30 სთ. დოლისყანის ეკლესიის მონახულება
12:00 სთ. ჯოჯოხეთის კარიბჭის მონახულება
13:00 სთ. არტანუჯის და ახიზას ციხეების მონახულება (დისტანციურად)
16:00 სთ. ოთხთას კომპლექსის მონახულება
19:00 სთ. დაბინავება ტაოს სასტუმრო „იედე გიოლ“-ში (შვიდი ტბა), ვახშამი
სასტუმრო მდებარეობს ტბის პირას, ულამაზესი ბუნების წიაღში, სადაც შესაძლებელია გასეირნება წყლის ველოსიპედებით
სასტუმროს ვიდეო იხილეთ ბმულზე:
https://www.youtube....h?v=hEFHwkswWAw
III დღე:
09:00 სთ. საუზმე
10:30 სთ. ხახულის ღვთისმშობლის ეკლესიის მონახულება (ერთადერთი ქართული ტაძარი, სადაც მოქმედი მეჩეთია)
12:00 სთ. ოშკის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მონახულება
13:30 სთ. თორთომის ჩანჩქერის მონახულება
16:00 სთ. იშხნის ეკლესიის მონახულება
18:00 სთ. დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი, თავისუფალი დრო
21:00 სთ. გასვლა კაბადოკიის მიმართულებით
IV დღე:
08:00 სთ. ჩასვლა კაბადოკიის სასტუმრო „ტაშსარაი“-ში, საუზმე
11:00 სთ. ექსკურსიის დასაწყისი:
უჩხისარი (მტრედების ხეობა, „სვანური კოშკი“, არტ-მუზეუმი)
გიორემეს პანორამული ხედები (ავჯილარის ხეობა)
სოფ. ჩავუშინი (ტოლერანტობის ნიმუში და იოანე ნათლისმცემლის კლდეში ნაკვეთი ეკლესია)
ფაშაბაღი (მრავალთავიანი პერიბაჯალარები)
დევრენთის ხეობა (ფანტაზიის ველი)
18:00 სთ. დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი
იხილეთ სასტუმროს ბმული:
https://www.booking....ray.en-us.html…
V დღე:
08:00 სთ. საუზმე
09:00 სთ. ექსკურსიის დასაწყისი
მიწისქვეშა ქალაქი „ორმოცი თვალი“ სოფ. სარატლიში
გიორემეს „ღია ცის ქვეშ მუზეუმი“ ( ხატი „შენ ხარ ვენახი“-ს პროტოტიპი - უნიკალური ფრესკა)
ონიქსის საამქრო და სალონი
I-III საუკუნის პავლე მოციქულის სახ. კლდეში ნაკვეთი ტაძარი (ჰოსპიტალ მანასტირი)
უჩგიუზელის პანორამა
ქალაქ ურგუფის დათვალიერება (სურვილის გორა)
18:00 სთ. დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი
20:00 სთ. გასეირნება ქალაქში (სურვილისამებრ)
VI დღე:
08:00 სთ. საუზმე
10:00 სთ. გასვლა სასტუმროდან, ექსკურსიის დასაწყისი
ქალაქი ავანოსი (ღვთისმშობლის ეკლესია, გონდოლებით გასეირნება)
კაბადოკიის უძველესი მცხოვრებლების - ხეთების იმპერიის დედაქალაქი „ხათუსა“ ღია ციქ ქვეშ მუზეუმი და სალოცავ „იეზილკაია“
20:00 სთ. ვახშამი ჩორუმში და იაფფასიანი შოპინგი
23:00 სთ. გასვლა ტრაპიზონის მიმართულებით
VII დღე:
06:00 სთ. ჩასვლა ტრაპიზონში, მცირე აია სოფიას მონახულება
08:00 სთ. საუზმე სურმენეში
10:00 სთ. უზუნგოლის ტბის მონახულება
12:00 სთ. გამომგზავრება სარფის მიმართულებით
15:00-17:00 სთ. საბაჟო პროცედურები
23:00 სთ. დაბრუნება თბილისში

ღირებულება:
ტურის ღირებულება გახლავთ 385 ლარი საუზმეებით და 450 ლარი საუზმეებით და ვახშმებით (სურვილისამებრ)
ღირებულებაში შედის:
1) მგზავრობა კომფორტული ავტობუსით
2) სასტუმროები ტაოში და კაბადოკიაში (1 ღამე ტაოში და 2 ღამე კაბადოკიაში)
3) საუზმეები ან საუზმე-ვახშმები
4) კვალიფიციური გიდი (ქართულენოვანი)
5) ტურ-ორგანიზატორის მომსახურება (ტურის ორგანიზება, ფოტოგადაღება)
ღირებულებაში არ შედის:
1) ადგილობრივი მოსაკრებლები, რომელთა ჯამური ღირებულება 75 ლირას შეადგენს
2) საჰაერო ბურთით გაფრენა სურვილისამებრ, რომლის საფასურიც 160 დოლარია

დამატებითი ინფორმაცია:
სასურველია იქონიოთ მსუბუქი სპორტული აღჭურვილობა, მზისგან და წვიმისგან დამცავი საშუალებები
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია თან იქონიოთ აიდი ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი

ზოგადი ინფორმაცია:
ხშირად დაისმის კითხვები ამინდთან დაკავშირებით. ამ საკითხს ჩვენ საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და როდესაც უამინდობა ხდება ტურის ჩაშლის მიზეზი, 2-3 დღით ადრე თითოეულ ჩაწერილ მონაწილეს ვაცნობებთ.

კომპანიის საბანკო ანგარიში:
საქართველოს ბანკი: GE22BG0000000100872848 - შპს "დაივერს ჯორჯია"; ს/კ 435432462.

Tel: 599 20 99 44; 599 02 44 66
E-mail: info@diversegeorgia.com
Web: diversegeorgia.com

Diverse Georgia - თქვენი საიმედო მეგზური

 

ჩამსწორებელი babu, 14 September 2019 - 12:01 AM.


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2658 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

მგონი დაუვიწყარი იქნება ამ ყველაფრის მონახულება.მაგრამ ჯიპ ტური რომ მოვაწყოთ უკეთესი ხომ არ იქნებოდა?თუ წასვლაა წასვლა იყოს :).ჩვენ გემოზე გადავუხვევდით სადაც მოგვინდებოდა და რამდენი ხნითაც მოგვინდებოდა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?