Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კლდეისის ძეგლები
 
 
 
 
სოფ. კლდეისი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, მდ. ხრამის ხეობაში, კლდეისის წყლის მარჯვენა მხარეს, სოფლების - დიდი და პატარა კლდეისის ტერიტორიაზე. დიდ კლდეისს ადრე ერქვა კლდეისარი, ხოლო პატარა კლდეისს ხორხევი.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, "მოდამნახეს ქუეით არს ვარდისუბანს მონასტერი ... მას ქუეით ერთვის ქციას ხევი კლდეისისა..."

კლდეისზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თრიალეთს სამშვილდეს უკავშირებდა. წყაროებში მოხსენიებულია "კლდეისას" სახელითაც. ის არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 

IMG_0563.JPG ღვთისმშობლის X-XI სს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია. ფოტო - გიორგი მაღრაძე
კლდეისში შემორჩენილია ეკლესია და ციხესიმაგრის ნანგრევები. ღვთისმშობლის X-XI სს-ის დარბაზული ტიპის ეკლესია (16X18მ) დგას სოფლის ცენტრში. ნაგებია თლილი ქვის პერანგით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. თითო ფანჯარაა აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე.. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს გვიანდელი მინაშენები. ეკლესია დაზიანებულია. ეკლესიაზე და მისგან ჩამოყრილ ქვებზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერები, რომლებშიც მოხსენიებულია: "სპანდაღუდ" "ქავთარ ტბელი", "ივანე ერისთავი", "ერისთავი" ვაჩე, "კვირიკე მცირე" და სხვ. (თაყაიშვილი 1913ა: 116)
20190217_124727.jpg

20190217_124429.jpg
20190217_125119.jpg
20190217_124736.jpg

20190217_124749.jpg
%25E1%2583%2593%25E1%2583%2598%25E1%2583 დიდი კლდეისის წმ.გიორგის ეკლესია - გ.ბაგრატიონის ფოტო

დიდი კლდეისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც არის რელიეფური წარბის ქვეშ ჯვრის გამოსახულება აღმოსავლეთ სარკმლის თავზე, ეკლესიის კამარა და კონქი მონგრეულია. ამჟამად გადახურულია ორფერდა სახურავით. ეკლესიის სამხრეთით ქვაჯვარის ბუდეა. ეკლესია თარიღდება მე V-VII საუკუნეებით.


%25E1%2583%2593%25E1%2583%2598%25E1%2583 დიდი კლდეისის თავზე მდებარე მცირე საყდარი
წყარო: 1) https://www.nplg.gov...term&d=25&t=876
2) https://saunje.ge/index.php?id=1386
3) https://www.youtube.com/watch?reload=9&v=oqqlBt5-wjU
 
 
 
 
 
 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

რა ისტორიის ხალხი ვართ , რა გრანდიოზულია. მადლობა ბაბუ რომ ეს ძეგლი გაგვაცანი



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2677 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ცოტახანში ტყე და მინდვრები რო გამწვანდება კარგი იქნება თუ ვესტუმრებით თან აქვეა და ერთ დღეში ბევრი ძეგლის ნახვას მოვასწრებთ მაგ რაიონში



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ცოტახანში ტყე და მინდვრები რო გამწვანდება კარგი იქნება თუ ვესტუმრებით თან აქვეა და ერთ დღეში ბევრი ძეგლის ნახვას მოვასწრებთ მაგ რაიონში

გაგვიწევ მეგზურობას?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?