Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძვირფასო მეგობრებო! მონადირეებო მეთევზეებო, ბაზიერებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო. იმის გამო რომ ჩვენ ინტერესებს არავინ იცავს , იძულებულები ვართ რომ თავად მოვახდინოთ ჩვენი ინტერესების დაცვა და წარმოდგენა სახელმწიფო სტრუქტურებში და ამისთვის საჭიროა ჩვენი გაერტიანება და ერთიანი ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ამიტომ მოხდა 49 სუბიექტის გაერთიანება  (სამონადირეო კლუბების, სამონადირეო მეურნეობების. სამონადირეო მაღაზიების, სრულიად საქართველო ყველა რეგიონის საინიციატივო ჯგუფების და ნებისმიერი ბიზნესმენისა და მსურველის)და ხელი მოეწერა "ერთობის მემორანდუმს". რომლის ერთ ერთი პუმქტი იყო -საჭიროების შემთხვევაში დაფუძნებულიყო ეს ეთი ორგანიზაცია. 

  ამ მემორანდუმის ხელისმომწერნი მივედით იმ დასკვნამდე რომ ეს გარდაუვალია და ამიტომ ვაარსებთ ამ გვერდს და ვაანონსებთ რომ ეს ორგანიზაცია დაფუძნდება 1 მარტს. ნებისმიერისათვის ამ ორგანიზაციის კარი ღიაა. თქვენი მხარდაჭერისა და გვერდით დგომის იმედი გვაქვს. 

ძალა ერთობაშია!

51797921_2775677432657620_49316135238065

 

ძალა ერთობაშია! 
მეგობრებო, მონადირეებო-მეთევზეებო-ბაზიერებო, ბუნების მოყვარულნო!
საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია.
როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორანდუმის საფუძველზე, 49 სუბიექტისგან ჩამოყალიბდა (ამ სუბიექტებს წარმოადგენენ მონადირეთა და მეთევზეთა კლუბები, სამონადირეო მაღაზიები, სამონადირეო მეურნეობები, საკოორდინაციო საბჭოს რეგიონალური საინიციატივო ჯგუფები და ა.შ.) რაც ყველაზე მსხვილ გაერთიანებას წარმოადგენს. მთელი საქართველოს მასშტაბით, ამდენი ადამიანის ერთობამ ბევრი კარგი და საჭირო საქმის გაკეთების საშუალება მოგვცა. 
იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად ჩავერთოთ გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქართულ რეალობას მორგებული საკანონმდებლო სივრცის შექმნაში, ასევე მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში, ვფიქრობთ, აუცილებელია ჩვენს ერთობას იურიდიული ფორმა მივცეთ. 
ორგანიზაცია შეიქმნება, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის“ ფორმით და მასში მოღვაწე ხალხი, როგორც აქამდე, უანგაროდ გააგრძელებს ყველას ინტერესებისა და უფლებების დაცვას.
ორგანიზაციის დაფუძნება დაგეგმილია ა.წ. 1 მარტს. 
ყველას გთხოვთ გაგვიზიაროთ მოსაზრებები და სურვილის შემთხვევაში ჩაერთოთ ორგანიზაციის დაფუძნებასა და საქმიანობაში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

51878984_2135636756493283_29489590254310
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

 2019 წლის 13 თებერვლიდან, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

► ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.

► აღნიშნულის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით აკრძალვის შესახებ..

.

.https://www.facebook..._location=group


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 2019 წლის 13 თებერვლიდან, სამუხის ველზე, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია

► ჩატარებული ყოველთვიური მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯეირანის აღდგენის პროექტის განხორციელებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა. სროლის ხმა აფრთხობს ქურციკებს, რაც მათი ქცევის შეცვლას იწვევს - გაშლილი ტერიტორიებიდან ინაცვლებს ტყე-ბუჩქნარიან ადგილებზე თავშესაფრის მოძიების და დამალვის მიზნით. შესაბამისად, ადვილი მოსანადირებელი ხდება მგლებისთვის.

► აღნიშნულის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, მიიღო გადაწყვეტილება სამუხის ველზე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დროებით აკრძალვის შესახებ.

► საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს გადაშენებული ან გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა სახეობების აღდგენისა და დაცვისა მიზნით. ამგვარ სახეობათა შორისაა ჯეირანიც (ქურციკი), რომლის აღდგენის ღონისძიებები ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე ხორციელდება. 
2013 წლიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის წარმომადგენლობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ასევე, აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით, მიმდინარეობს ქურციკის აღდგენის პროექტი.

► დღეისათვის, ჯეირნის 70-ზე მეტი ინდივიდი შემოყვანილია აზერბაიჯანიდან და გაშვებულია საქართველოში, ამ ცხოველის ისტორიული გავრცელების არეალში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მიმდებარე სამუხის ველზე. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შემოყვანილმა ჯეირნებმა საბინადრო გარემოდ სწორედ სამუხის ველი და არა მოსაზღვრედ მდებარე ვაშლოვანის დაცული ტერიტორია აირჩიეს, რითაც დასტურდება სამუხის ველის განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ სახეობის აღდგენისათვის. 2018 წელს, საქართველოში ქურციკების უკვე მესამე თაობა დაიბადა.

 

51729504_2135500053173620_43486054030979
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სამთავრობო ორგანიზაცია

 

 

 

 

 

 

 

გაუგებარია: ქურციკის პოპულაციის გამრავლებას ხელს უშლის მგლების ფაქტორი ვაშლოვანში და ამის გამო ნადირობა იკრძალება ვაშლოვანის გარეთ? აწი მგლის რიცხოვნობა გაკონროლდეს, ეს უფრო ლოგიკურია.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

https://www.bpn.ge/a...RTLYoskxKy-PkVo

 

racha.jpg

რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა
 
 

რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში ეროვნული პარკები მოეწყობა.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული, რომლის განხილვაც პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ონის მუნიციპალიტეტში, 64 164,8 ჰა ტერიტორიაზე, იქნება ახალი დაცული ტერიტორია - რაჭის ეროვნული პარკი. ხოლო სამცხე-ჯავახეთში იქმნება ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი, 11 680,5 ჰა ტერიტორიაზე, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.

 

„ერუშეთის დაცული ტერიტორიის შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ტრანსასაზღვრო თანამშრომლობის გაღრმავებას თურქეთის რესპუბლიკასთან. რაჭის ეროვნული პარკის დაარსება კი ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, „ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში.

ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პირობებში სწორედ დაცულმა ტერიტორიებმა უნდა უზრუნველყონ საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მრავალფეროვნებისა და მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისითაც, ბუნებრივი ტერიტორიების ტრანსფორმაციის შეჩერების, მათი სამეურნეო ზეწოლისაგან დაცვის მიზნით, დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბებასა და არსებული დაცული ტერიტორიების გაფართოებას,“-აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

ცნობისათვის, ამჟამად საქართველოში 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 42 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 597 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტია.

 
%E1%83%97%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90%20%
ავტორი:
თაია არდოტელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

მონადირეთა ლეგიონი-მ(ა) გააზიარა ბმული.

სტატიაში მოყვანილი ციფრი არ იძლევა ჭეშმარიტ წარმოდგენას მონადირეებისათვის. მთელი ტერიტორიის რა ნაწილია - ეგ არ არის საინტერესო. საინტერესოა იმ ფართობის რა ნაწილია ,სადაც აქამდე შეიძლებოდა ნადირობა და ამის მერე იზღუდება და ბრაკონიერად ჩაითვლება ვინც იარაღით გაივლის ამ ტერიტორიებზე.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო ! გვინდა გაცნობოთ რომ ამ კვირაში შედგება საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა რომელზედაც დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება ამ შეხვედრის მიმდინარეობისას გამოთქვას თავისი მოსაზრებები და ჩაერთოს საბჭოს მუშაობაში. 

შეკრების თარიღს და ადგილის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით 


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2352 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

საინტერესოა და გასახარელია ზოგადად საკორდინაციო საბჭოს შექმნა. იმედია , ჩვენს ხმას გაიგებენ სადაც საჭიროა


ჩამსწორებელი babu, 03 April 2019 - 02:56 AM.


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო ! გვინდა გაცნობოთ რომ ამ კვირაში შედგება საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა რომელზედაც დასწრება თავისუფალია. ნებისმიერ თქვენგანს შეეძლება ამ შეხვედრის მიმდინარეობისას გამოთქვას თავისი მოსაზრებები და ჩაერთოს საბჭოს მუშაობაში. 

შეკრების თარიღს და ადგილის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით დამატებით 

შეკრება გადაიდო მომდევნო კვირისთვის. დაზუსტებულ თარიღს უახლოეს პერიოდში გაცნობებთ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
40595718_2650698911822140_55720496221650
 
 
 
ძვირფასო მეგობრებო ! საკოორდინაციო საბჭოს შეკრება შედგება 13 აპრილს, 12;00 სთ ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში.

ჩამსწორებელი babu, 10 April 2019 - 03:27 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხვალ გელოდებით ლეგიონერებო. დასწრება სასარგებლო იქნება. იმედია ბევრს გიხილავთ შეკრებაზე


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უფრო სწორად უკვე დრეს 13 აპრილს გელოდებით ძმებო . 


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
17 აპრილი

2019

სართ51797921_2775677432657620_49316135238065ველოს მონადირეთა,მეთევზეთა და ბაზიერთა საკოორდინაციო საბჭ
  • პეტიცია
     
  • ხელმოწერები
  • საჭიროა 9908 ხელმოწერა
    92
     
    10000
     
    ადრესატი: სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი
    ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს დაემატოს გადაცემა ნადირობისა და თევზაობის მოყვარულთათვის

    ქართულ მედია სივრცეში, დღესდღეობით, არ არსებობს გადაცემა, რომელიც საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა, ბაზიერთა და ზოგადად, ბუნების მოყვარულთა ინტერესებს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ ჩამოთვლილი კატეგორიები, საერთო ჯამში, მრავალათასიან საქართველოს მოქალაქეთა უზარმაზარ აუდიტორიას მოიცავს.

    მსგავსი გადაცემები, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დიდი წარმატებითა და მაღალი რეიტინგებით სარგებლობენ.

    შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ასეთი გადაცემის დამატება ხელს შეუწყობს საქართველოში როგორც ნადირობისა და თევზაობის სწორი კულტურის დამკვიდრებას, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ამასთან, საგრძნობლად გაზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელთა რიცხვს და შესაბამისად, რეიტინგს. გთხოვთ საქართველოს საზოგადოებრივ არხის ეთერში მოხერხდეს ასეთი გადაცემათა ციკლის ჩაშვება...

     

    გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე და შემოუერთდეთ პეტიციას.

    https://manifest.ge/...JytOb4.facebook


ჩამსწორებელი babu, 18 April 2019 - 12:02 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო იქნებ ჩართოთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები. გადაუგზავნოთ მესიჯებად და სთხოვოთ რომ შევიდნენ ლინკზე და მისცენ ხმა პეტიციას


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1787 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბუ არიც ერთი ფაქტი ის ,რომ უმრავლესობამ კომენტარებში დააფიქსირა ხელმოწერა, რომელიც არსად არ აისახება., ბევრმა მიუთითა ამის შესახებ,რომ ამ ფორმით ხელმოწერის დადასტურება არ არის სწორი, მაგრამ იგივე გრძელდება.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2352 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ისე , ვიზუალურად ეგრევე არ ჩენს რომ ეს პეტიციაა და ხელისმოწერა არის საჭირო, მხოლოდ პოსტით ან გაზიარების დროს თუ არ მიუთითე ინფორმაციას ვერ ღებულობ. ამის შესწორება მგონი საჭიროა







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?