ამ კერძის მომზადების რეცეფტი ერთი რუსი მონადირისგან ვისწავლე.
ვიღებთ 1 კილო ქამა სოკოს ქუდზე გავაცლით კანს.
ვიღებთ ერთ პატარა ქილა არაჟანს . პატარა ქილაში 180 გრამია სასურველი რაოდენობა კი 220-250 გრამი არაჟანია. მოვხდით ქილას სახურავს და შიგ ჩავყრით ნახევარ ჩაის კოვზ უცხო სუნელს და ნახევარ ჩაისკოვზზე ცოტა ნაკლებ ხმელ ქინძს, ასევე ძაან წვრილად დაჭრილ ერთ კბილ ნიორს. და აურევთ არაჟანში ამ ყველაფერს. შემდეგ წავუსმევთ ამ მასას სოკოს და გავაჩერებთ ესე 3 ან მეტი საათი. ტაფაზე გადატანის წინ დავუმატებთ მარილს. მანამდე არაა....
გაცხელებულ ტაფაზე იმდენ კარაქს დავდებთ რომ თხელი ფენით დაიფაროს ზედაპირი 50 გრამი. კარაქი რომ გადნება სოკოსაც დავაყრით და ხის კოვზით ურევთ ცოტახანში სოკო წვენს გამოუშვებს და მასზე წასმული არაჟანიც კრემის მაგვარ წვენად იქცევა ვურევთ კოვზით სანამ ეს წვენი თითქმის სულ არ დაშრება წვენის მთლიანი მოცულობის 10-15 პროცენტი რომ დარჩება გამოვრთავთ და ვაცლით გაციებას.
ან არ ვაცლით........
ჩამსწორებელი ქსოვრეთელი, 09 February 2019 - 11:31 PM.