Jump to content

სურათი

ქართული კვალი ავღანეთში

საქართველო ავღანეთი გიორგი XII შახ აბას II

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
25892.jpg

clock.png 19 დეკ 2018 23:41 eye.png 15916

„თვით თალიბები ვერ რისკავენ ამ სოფლებში შესვლას“ - ქართულმა ბატალიონმა ავღანეთში ქართული სოფლები აღმოაჩინა

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნატა ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

 

31-ე ბატალიონმა ავღანეთიდან ჩამოიტანა საინტერესო სიახლე - იქ, ქვეყნის სამხრეთში, ჰელმენდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მდებარეობს მთებში და მეტად განცალკევებულია სხვა სოფლებისაგან. ეს საკმაოდ დიდი სოფელია, რომლის მცხოვრებნიც თავს მიიჩნევენ ავღანეთის დამპყრობის, ქართველი მეფის, გიორგის შთამომავლებად. გიორგი მოუწამლავთ მაშინ და მისი მოლაშქრეების დიდი ნაწილი აქ დარჩენილა. ამბობენ, რომ მთელ ავღანეთში რამდენიმე ასეთი სოფელი არსებობს. როდესაც ამერიკელები და ავღანელები ჩვენებს უყვებოდნენ ამ ”გურჯების”შესახებ, დასძენდნენ, რომ ესენი არიან ყველაზე სასტიკი და საშინელი ადამიანები - და დღემდე ეშინიათ მათი. ჰყვებიან, რომ თვით თალიბები ვერ რისკავენ მათ სოფლებში შესვლას დახმარების სათხოვნელად. ამერიკელებიც მოკრძალებულად უვლიან გვერდს, რათა არ დაარღვიონ მათი ნეიტრალიტეტი. პუშტუნელ ავღანელებს ჰქონიათ გამოთქმა: თუ ხიდზე პირისპირ შეეჩეხები გურჯს, გირჩევნია გადახტე ხიდიდან... ეს გურჯები ლაპარაკობენ პუშტუნთა ენაზე მაგრამ გარეგნობით შესამჩნევად გამოირჩევიან მათგან, ისინი უფრო ღია ფერის არიან და ფერადი თვალები აქვთ - ძირითადათ ცისფერი. ისინი იფიცებიან, რომ არიან გურჯები, დარჩენილნი არიან ავღანეთში ქართველების ლაშქრობის შემდეგ და მათი წინაპართა გვარები - როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები,დაღუნდარიძეები და კარგაძეები ყოფილა ... აი, ასეთია ეს ისტორია. საქმე ის გახლავთ, რომ ჯარისკაცები ხომ ვერ წაიყვანდნენ საქართველოდან თავიანთ ქართველ ქალებს და იქ დარჩენილნი, ქორწინდებოდნენ პუშტუნელ ქალებზე. შემდეგ მათი შვილებიც ასევე და თანდათან იკარგებოდა წმინდა ქართული გენეტიკა,მაგრამ მიუხედავათ განვლილი საუკუნეებისა გარეგნული განსხვავება აშკარად თვალში საცემია. რაც მთავარია, მათ დარჩათ ისტორიული მეხსიერება და მეომრული სული, შემორჩენილი გიორგი მეფის ნარჩევი ვაჟკაცებისგან”.

ირაკლი ბითაძე

 

https://alia.ge/news...qKYNyU9fAc0cgGQ

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქართული კვალი ავღანეთის დანაღმულ მიწაზე
font-large.png font-small.png
 
869d1176bd90154d48557e6dd686f9c8.jpg
02.10.2014
"ავღანეთი ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მტრის ცხედარს პატივს მიაგებენ".

"მტრის თავდასხმის შემთხვევაში, დედა ჩვილიანად ჩამოხსნიდა და გარბოდა". 

ავღანეთში ქართველთა დასახლების შესახებ, როგორც ქართულ, ისე უცხოურ პრესაში ძალიან ბევრი დაწერილა: ცხელ და ქვიშიან ქვეყანაში, ჰერათის მხარეში არსებობს დასახლება, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გიურჯებს უწოდებდნენო, - წერდნენ... 
რამდენიმე ხნის წინ, ინგლისში მცხოვრებ ავღანელ ჟურნალისტს, ნაჯიბულა ქურაიშის ინტერნეტით დავუკავშირდი და მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში ჟურნალისტურ საქმიანობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ვესაუბრე. დავინტერესდი, - კოალიციაში შემავალი, ქართული სამხედრო ნაწილების შესახებ თუ გსმენიათ-მეთქი? - დიახ, არა მარტო მათზე, ქართული (გურჯთა) დასახლების შესახებაც კი მსმენიაო... მისი დახმარებით, ავღანეთში მცხოვრებ გიურჯს, მალასი აბდულ ქიმარიშს ვესაუბრე, რომლის თქმითაც, მისი ნამდვილი გვარი, მამუკაშვილია...

avganelebi%204.jpgლეგენდაში, რომელიც წერა-კითხვის უცოდინარი ავღანელების მეხსიერებას გადმოცემით შემორჩა და სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციით ჰყვებიან, ქართველი დაუმარცხებელი სარდალიც არის ნახსენები: პაკისტანის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქ ყანდაართან დგას მარმარილოს სვეტი წარწერით: "მგზავრო, წამით შეჩერდი და იცოდე - ავღანეთის დაპყრობას ბევრი ეცადა, მაგრამ საბოლოოდ ვერავინ დაიპყრო დღემდე, ალაჰის ნებით! მხოლოდ სამმა სარდალმა შეძლო ავღანეთის მამაცი მხედრობის დამარცხება. ესენი იყვნენ - ალექსანდრე მაკედონელი, ჩინგიზ ყაენი და გურჯი გიორგი! (გურგენ-ხანი იყო ქართლის მეფეს გიორგი XI-ს ძე)".

ქართული ფესვებითა და დაუმარცხებელი, ავღანური უდაბნოს შვილობით ამაყობს ჩვენი რესპონდენტი, რომელსაც შორეულ წინაპრებზე სასაუბროდ "სკაიპით" დავუკავშირდით. ღმერთისგან დავიწყებული ქვეყნის შვილი, საუკუნეების წინანდელი წინაპრის შესახებ გვიყვება... 
- ვიცი, რომ სადღაც, შორეულ ქვეყნებში, ევროპასა და ამერიკაში, თუნდაც საქართველოში ადამიანები ბევრად უფრო ცივილიზებულად ცხოვრობენ, მაგრამ თავისუფლება ყველაფრის ფლობასა და საქმიანობას კი არა, საკუთარი თავის ფლობას ნიშნავს ჩვენთვის და ასეთი თავისუფლება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გვეძახიან დაუმორჩილებელი მიწის შვილებს.

- მოგვიყევით თქვენი წარმომავლობის შესახებ.
- გურჯი წინაპარი მყავდა. ჩვენი ხალხის (ამ შემთხვევაში ავღანელებს გულისხმობს. - ავტ.) ტრადიციების მიმართ განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ თავისი ქნა და აქამდე ბევრი რამ შემოგვინახა, მათ შორის - ოჯაში ტრადიციად დამკვიდრებული წესები და ნივთებიც კი. მათ შორის, "რწეველა" (რესპონდენტის ჟესტებით მივხვდი, რომ აკვანს გულისხმობდა), რომელსაც ჩვენი ბებიებიც კი იყენებდნენ და ამისთვის, საგანგებოდ პატარა სკამიც ჰქონდა, რომელზეც მხოლოდ ქალები, თანაც მეძუძური დედები სხდებოდნენ. ის მხოლოდ მათთვის იყო განკუთვნილი და "დედის სკამს" ეძახდნენ. შემდეგ, "რწეველა" ჭერში, ნაჭრით ჩამოკიდებულმა ბავშვის საწოლმა შეცვალა... მას უფრო ნაკლები ადგილი სჭირდებოდა და დუშმანის (მტრის) თავდასხმის შემთხვევაში, დედა ჩვილიანად ჩამოხსნიდა და გარბოდა. სამწუხაროდ, ჩვენი წინაპრის ადათ-წესების შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. მუდმივმა ომებმა და საფრთხეებმა სხვანაირი ცხოვრება გვასწავლა. დრომ წარსულის შენარჩუნების საშუალება არ მოგვცა, მაგრამ ჩემს უბანში კიდევ არიან მოხუცები, რომლებმაც იციან, რომ მათი წინაპრები გურჯები იყვნენ, თუმცა გვარი აღარ ახსოვთ. 

- ტრადიციებს შორის, რომელსაც იცავთ, გურჯულიც თუ შემოგრჩათ?
- არა, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ შემორჩა... აქ ორი სახელმწიფო ენაა - დარი და პუშტუ. ჩვენ, გიურჯები, პუშტუზე ვსაუბრობთ, რადგან ის ადგილი, სადაც ჩვენი წინაპარი დასახლდა, ამ ენაზე მცხოვრებლებით იყო დასახლებული... 

- ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროების შესახებ თუ გსმენიათ რამე?
- დიახ. წლების წინ რამდენიმე მათგანს შევხვდი და გამოველაპარაკე, მაგრამ ისინი დროში შეზღუდული იყვნენ და მხოლოდ იმის თქმა მოვასწარი, რომ ჩემი წინაპარიც გურჯი იყო. გამიღიმეს და ხელი მკერდთან მიიტანეს, რაც ჩვენებურად, პატივისცემის გამოხატვას ნიშნავს. ალბათ გურჯულადაც ასეა... ჰილმენდის პროვინციაში ვცხოვრობ და ვმუშაობ. ისინი აქ ამერიკელ სამხედროებთან ერთად პატრულირებდნენ. ასე მგონია, სიხარულს ერთნაირად გამოვხატავთ. ავღანელისთვის ემოციას დიდი მნიშვნელობა აქვს.

- ქართველი სამხედროების ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთში, ჰილმენდის პროვინციაში დღემდე არსებობს სოფელი, რომლის მცხოვრებლებიც საკუთარ თავს გურჯებს უწოდებენ. სოფელი მთებში მდებარეობს და სხვებისგან განცალკევებულია. გსმენიათ მათზე?
- არა, ამ სოფელზე არაფერი მსმენია, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი მოძმე გურჯები სხვადასხვა პროვინციაში არიან გაფანტული. უშიშარი მეომრები და გურჯების მეფის თანამებრძოლთა შთამომავლები არიან. ჩვენს უბანში გურჯი სასულიერო პირი ცხოვრობდა და მას მეფის სახელიც ახსოვდა. თუმცა, როცა ის მოკლეს, პატარა ვიყავი და მისი მონათხრობი ბუნდოვნად შემორჩა მეხსიერებას. ჰყვებოდა, რომ გურჯმა მეომრებმა ავღანელებში მათი მსგავსი, პუშტუნები აარჩიეს და მათზე ქორწინდებოდნენო... მისგანვე ვიცი, რომ გურჯი მეფე ღალატით მოკლეს. ასევე უფროსი თაობისგან ვიცი, რომ როდესაც ავღანეთი საბჭოთა კავშირს ებრძოდა, ყველაზე სასტიკ წინააღმდეგობას სწორედ ისინი უწევდნენ. მერე, სოციალური პრობლემების გამო, დაიფანტნენ, ზოგი პაკისტანში გადავიდა, ზოგმაც ლუკმაპურის საშოვნელად, ქაბულს მიაშურა. 

- რატომ მოკლეს გურჯი სასულიერო პირი?
- მშვიდობის მსურველი იყო. აჯანყებულებს არ წყალობდა და დუშმანმა ამის შესახებ შეიტყო...

- რას საქმიანობთ?
- სკოლაში ვმუშაობ, მასწავლებელი ვარ. ამიტომ, მშვიდობა უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. ალაჰს უყვარს სამართლიანი ხალხი. ისლამი ხომ ჯიჰადისა და სიცოცხლის რელიგიაა. 

- რას ასწავლით?
- აქ სპეციალობის არჩევაში თავისუფლები არ ვართ, როგორც ეს სხვა ქვეყნებშია. ზოგადი განათლება მაქვს მიღებული და ამიტომ, რამდენიმე საგანს ვასწავლი, მათ შორის - წერა-კითხვასაც. განათლების პრობლემა ჩვენს ხალხში ძალიან მწვავედ დგას, ამიტომ, ყველანაირი ინფორმაცია მნიშვნელოვანია. ბავშვებს გურჯებზე, ჩემს წინაპრებზეც ვუამბობ... ჩვენი მძიმე რეალობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ასაკის, მათ შორის - მოხუცი მოსწავლეებიც მყავს, რომელთაც საბჭოთა კავშირიც კარგად ახსოვთ... 

- რას ჰყვებიან ისინი საბჭოთა კავშირზე?
935620_629022730460297_2104278674_n.jpg- უფროსებს საშინლად არ უყვართ რუსები, მაგრამ ამბობენ, რომ მათ დროს ბევრი რამ აშენდა - ხიდები, სკოლები, საწარმოები... მათგან განსხვავებით, ამერიკელები მხოლოდ სამხედრო ბაზებს აშენებენ, რაც ადგილობრივებს არ მოსწონთ. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ისინი ცდილობენ, ავღანური სახელმწიფო განავითარონ, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მიზეზით, ბევრი რამ ჩვენამდე ვერ აღწევს. ქვეყანაში კორუფცია ყვავის. ამიტომაც არის პროვინციებში ცხოვრების ისეთი დაბალი დონე, რომ დენის არსებობის შესახებაც კი არ იციან. მაინც ვამაყობ ჩემი სამშობლოთი: ავღანეთი დიდი ისტორიული ტრადიციებითა და გეოპოლიტიკური მდებარეობით ყველა ჯურის დამპყრობელს იზიდავს. თუმცა, ისიც იციან, რომ "დანაღმული უდაბნოს" თავისუფლებისმოყვარე ხალხის დამორჩილება შეუძლებელია... ავღანელს, გარდა იმისა, რომ მეომრული სული აქვს, ბევრი კარგი თვისებაც აქვს: ყველაფერი აინტერესებთ, სტუმრის ღირსეული მიღება ვიცით; მასპინძელი, ვინც უნდა იყოს მისი სტუმარი, ვალდებულია, საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაიცვას. ავღანეთი ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მტრის ცხედარს პატივს მიაგებენ. 

- ამას როგორ აკეთებთ?
- პირით დასავლეთისკენ, მექისკენ ვასაფლავებთ... 

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.
- ავღანელი არასდროს საუბრობს ოჯახზე. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 6 შვილი მყავს... 

- როგორები არიან ისინი? სკოლაში დადიან?
- ჩვეულებრივი ავღანელი ბავშვები არიან - შავტუხა, შავი თმითა და თეთრი კბილებით. ზოგს შავი თვალები აქვს, ზოგსაც - ღია მომწვანო. ნიჭიერები არიან და შრომისმოყვარეები. მინდა, მათ მაინც მიიღონ კარგი განათლება. ოდესმე იქნებ, მათ მაინც შეიტყონ მეტი საკუთარი წინაპრების შესახებ. ეს გამიხარდება, თუმცა, მაინც არ მინდა, საკუთარი მიწა დატოვონ... პაპაჩემისგან მახსოვს, რომ გიურჯებს ღია ფერის თმა და ღია ფერის თვალები ჰქონდათ. საბჭოთა არმიაში ქართველებიც ირიცხებოდნენ, ავღანურ მიწაზე ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენო... თქვენ იცით ამის შესახებ?

- მაშინ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგნელობაში იყო და სამხედროები იმას ასრულებდნენ, რასაც ავალებდნენ... 
ლალი პაპასკირი, ჟურნალი "გზა"

https://gza.kvirispa...EftFM2KUONTNj9Q



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1959 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
რამოდენიმე წლის წინ წავიკითხე ამ ხალხზე ვისიც თალიბებსაც ეშინიათ და თავს არიდებენ მათთან კონტაქტს.
რაღაც რომელიღაც სასაზღვრო პუნქზე მომხდარი ამბავიც იყო მოყოლილი ქართველისა სამხედროსი და გურჯის შეხვედრის შესახებ.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1498 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

    მე მართლა არ ვიცოდი ამის შესახებ, მადლობა პოსტისთვის, მართლა დამაინტერესა, მაგარი ხალხი ყოფილა :bravo:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 858 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
ხალხო, ტყუილია ის ფაქტი რომ ქართველები არიან მანდ. მანდ არიან გუჯარები, დანარჩენი არის პოპულიზმის თემა... არანაირი კავშირი არააქვთ ეთნიკურად ჩვენთან....

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
რუს

რუს

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 1 პოსტი
  • მისამართი:ზუბალაშვილების 22
  • წარმოშობა:ქართველი

ძალიან საინტერესოა!



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40138 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან საინტერესოა!

 

მათი წინაპართა გვარები - როსტომაშვილები, ყიფიანები, გურასაშვილები,დაღუნდარიძეები და კარგაძეები ყოფილა

საინტერესოა რომ გვარების წარმოშობა სულ არ არის საქართველოს რომელიღაც ერტი კონკრეტული მხარიდან. მთელ საქართველოს მოიცავს . მთიანსაც და ბარის გვარებსაც .







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?