Jump to content


ამ თემას აქვს 16 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2695 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

სად და როგორ ჩაიძირა ტიტანიკი? (ნაწილი 1)

 

როგორც ვხედავთ “ტიტანიკის” ბოლო დღე – 14 აპრილი დაიწყო იმით, რომ რადისტმა სამჯერ მიიღო დილიდანვე გაფრთხილება სხვა გემებიდან – რომ “ტიტანიკის” წინ რაიონში – შემჩნეულია აისბერგები!!

09:00 — «Карония» сообщает о льдах в районе 42° северной широты, 49-51° западной долготы.
13:42 — «Болтик» сообщает о наличии льдов в районе 41°51′ северной широты, 49°52′ западной долготы.
13:45 — «Америка» сообщает о льдах в районе 41°27′ северной широты, 50°8′ западной долготы

საუბარია 50-51 გრძედზე და 41-42 განედზე -რომელსაც ტიტანიკი მიუახლოვდა 14 აპრილის საღამოს 11 საათზე. ანუ 22 საათზე
ნახატზე შუაში ჩანს წერტილებისაგან შემდგარი ზოლი – ეს იყო აისბერგების წყება, რომლებიც დაახლოებით ამ განედზე ზოლის სახით იყვნენ განლაგებულნი და სავარაუდოდ ისინი დინებას მოჰქონდა ჩრდილოეთიდან.
სწორედ ამ ადგილს მიუახლოვდა ტიტანიკი ღამის 10 საათზე – მაგრამ როგორც სქემიდან ჩანს – პირველად ამ ზოლს ტიტანიკზე უფრო ადრე მიუახლოვდა გემი “კალიფორნიელი” – რომელმაც აისბერგის დანახვაზე გემი საერთოდ გააჩერა და ტიტანიკის რადისტს რამოდენიმეჯერ გაუგზავნა გაფრთხილება – “ფრთხილად -წინ აისბერგებიაო!”

ამ სქმეაზე კარაგ არის ნაჩვენები თუ რამდენი გემი იმყოფებოდა ამ დროს ტიტანიკთან და რა მიმართულებით იყვნენ.
როგორც სქემიდან ჩანს იმ რაიონში სადაც “ტიტანიკი” იმყოფებოდა 14 აპრილის 21 საათზე იყო კიდევ რამდენიმე გემი
– ყველაზე ჩრდილოეთით და ახლოს – “კალიფორნიელი”,
პირდაპირ – “მაუნტ ტემპლი” -50 მილის დაშორებით,
“პარიზელი’ -50 მილის დაშორებით,
“ბირმა” – 70 მილის დაშორებით,
“ფრანკფურტი” 140 მილის დაშორებით,
და ცოტა უკან “კარპატები” – 58 მილის დაშორებით – ეს ის გემია, რომელმაც აიყვანა თავის ბორტზე ტიტანიკის გადარჩენილი მგზავრები.
საოცარი კი ისაა, რომ ტიტანიკმა არც აცია და არც აცხელა და მთელი სიჩქარით მიექანებოდა წინ – 21,5 კვანძის სიჩქარით -ეს არის 21, 5 მილი საათში – იმ დროისათვის გემის ყველაზე დიდი სიჩქარე. “ტიტანიკის” კაპიტანი სმიტი ითვლებოდა გამოცდილ კაპიტნად და საინტერესოა, რომ ასეთ პირობებში მან არ გასცა ბრძანება – სიჩქარის შემცირებისა.
რატომ არ შეანელეს “ტიტანიკის” სვლა?
ჩვენი ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა საინტერესო დეტალმა ამ სქემაზე – “კალიფორნიელის” და ტიტანიკს შუა წერია – “გემი მოჩვენება”
რას უნდა ნიშნავდეს ის?
დაიწყო გამოძიება….
ტიტანიკის დაღუპვის მერე დაიწყო გამოძიება – ვისი ბრალი იყო ამხელა მსხვერპლი ??
– გამოძიება დაიწყო ორმა კომისიამ – ამერიკის და ბრიტანეთის.
ბრიტანეთის კომისია ცდილობდა ბრიტანეთის სატრნსპორტო კომპანიის სიტუაციიდან გამოძვრენას, ხოლო ამერიკელები კი პირიქით.
საინტერესო მასალებია – ნელ ნელა გააგაცნობთ…
მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც დაიბადა ამ მასალების გაცნობისას –
სად იმყოფებოდა “კალიფორნიელი”?…
და რატომ არ მივიდა “კალიფორნიელი” “ტიტანიკთან” მისაშველებლად?…
ყველაზე ახლოს “კალიფორნიელი” იყო ყველა ამ გემებიდან. მაგრამ ვერავინ დაადგინა – -ზუსტად სად მდებარეობდა იგი – რა მანძილზე ტიტანიკისგან????
და რას ნიშნავს – “გემი-მოჩვენება”.
ახლა კიდევ ერთხელ დავხედოთ ქრონოლოგიურ სქემას:
19:30 — «Калифорниэн» сообщает о льдах в районе 42°3′ северной широты, 49°9′ западной долготы.
21:40 — «Месаба» сообщает о льдах в районе 42-41°25′ северной широты, 49-50°30′ западной долготы.
23:00 — «Калифорниэн» предупреждает о наличии льдов, но радист «Титаника» обрывает радиообмен раньше

“კალიფორნიელმა” ორჯერ გააფრთხილა “ტიტანიკის” რადისტი – 19:30 და 23:00 სთზე, გემმა “მესაბამ” 21.40-სთ-ზე ასევე გაუგზავნა გაფრთხილება “ტიტანიკს”.
აქ მოხდა საინტერესო რამ, რომელსაც ალბათ ბედისწერა უნდა დავარქვათ…
14 აპრილს ტიტანიკზე გაფუჭდა რადიოგადამცემი – ხოლო როცა ის შეაკეთეს დაგროვდა დეპეშები, რომლებშიც ფული იყო გადახდილი, და დეპეშის გაგზავნა “ტიტანიკიდან” საკმაოდ ძვირიც ღირდა.
ამიტომ რადისტი მთელი საღამო დაკავებული იყო დაგროვებული ფასიანი დეპეშების გაგზავნით.
როცა “კალიფორნიელმა” მეორედ გააფრთხილა “ტიტანიკი” – ფრთხილად ნუ მიქრიხართ, წინ აისბერგებიაო – რადისტმა ბოლომდე თქმაც არ აცალა და უღრიალა – მოკეტეო!! “კალიფორნიელის” რადისტმა ვერ მოასწრო აისბერგის კოორდინატების შეტყობინებაც კი – მას შუაში გააწყვეტინეს.
“ტიტანიკის” დაღუპვის მიზეზების ანალიზის შედეგად მივიდნენ დასკვნამდე, რომ რადიოსამსახური გემზე ძალიან ცუდად იყო მოწყობილი. არ არსებობდა პირდაპირი კავშირი კაპიტანთან. ყველა შეტყობინება ეწოდებოდა მას ზეპირად, ხოლო რადისტის მთავარი მოვალეობა იყო მდიდარი ადამიანების მომსახურეობა და მათი დეპეშების გაგზავნა – ცნობილია, რომ 36 საათში მათ 250-ზე მეტი დეპეშა გააგზავნეს!!
მართალია “ტიტანიკის” საგემბანო ჟურნალი არ შემონახულა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მცირედით მაინც აღვადგინოთ რა ხდებოდა “ტიტანიკზე” ბოლო დღეს – 14 აპრილს, როცა მან რამოდენიმეჯერ მიიღო გამაფრთხილებელი შეტყობინებები აისბერგების შესახებ

აქედან იწყება საბედისწერო დამთხვევების ციკლი. რატომ მაინც და მაინც ტიტანიკი?
საბედისწერო დამთხვევა – როცა მნიშვნელოვან და გადაუდებელ დეპეშებს აგზავნიან კაპიტანთან, აწერენ ხოლმე ზევიდან – «Ice Report» პრეფიქსით – MSG,
რაც ნიშნავს “პირადად კაპიტანს”, და ეს ნიშნავს, რომ შეტყობინება დაუყოვნებლივ უნდა იყოს მიტანილი კაპიტანთან. “მესაბას” რადისტს ეს უბრალოდ დაავიწყდა….
თუმცა იმის თქმა, რომ “ტიტანიკის” კაპიტანს – სმიტს არაფერი უღონია და სულელურად მოიქცაო, არც ეს არის სწორი: გამოძიებისას გაირკვა, რომ კაპიტანმა გასცა ზეპირი განკარგულება – განსაკუთრებული სიფრთხილით ათვალიერონ ღამე წინ არემარე და აისბერგის განახვისას დაუყოვნებლივ აცნობონ მას…
საგამომძიებლო კომისიის მუშაობისას გაირკვა კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი, რომელიც კომისიის მიერ ეკიპაჟს წევრების დაკითხვისას გაირკვა: როგოც აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, რომლების ღამე მორიგეობდნენ გემზე და ევალებოდათ აისბერგის შემჩნევა – დურბინტები არ ჰქონდათ!!!
და კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი – აისბერგი, რომელიც “ტიტანიკს” დაეჯახა ყოფილა ე/წ/ “შავი აისბერგი” -ანუ ეს ნიშნავს რომ ის ახლახან ამოტრიალდა და მისი ზედაპირი იყო სველი – ამიტომ ასეთი აისბერგი შორიდან სიბნელეში არ ჩანს ხოლმე.
ხოლო ჩვეულებრივ აისბერგები აირეკლავენ რა ღამე მთვარის შუქს – კარგად ჩანს 1 მილი სიშორიდანაც კი!
ტიტანიკიდან” გადარჩენილი ადამიანების ნიუ-იორკში ჩაყვანისთანავე ამერიკელებმა გადაწყვიტეს გამოძიება დაეწყოთ –
– ეს ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, ვინაიდან გადარჩენილები ჯერ კიდევ შოკში იყვნენ მომხდარისგან და ასეთ მდგომარეობაში მეტი შანსი იყო მათგან სიმართლე გაეგოთ, ბევრი მათგანი ჯერ კიდევ ნიუ-იორკში იყო და თანაც ისიც გაითვალისწინეს, რომ ბრიტანელები შეეცდებოდნენ სიმართლის დამალვას – “ტიტანიკი” – ხომ ბრიტანული კომპანიის გემი იყო.
ამერიკის სენატში შეიქმნა საგამომძიებლო კომისია უილიამ ოლდენ სმიტის ხელმძღვანელობით და 19 აპრილს ჩატარდა ამ კომისიის პირველი სხდომა
ტიტანიკის” ოფიცრებისგან გადარჩა მხოლოდ რამდენიმე და ერთ-ერთი იყო რადისტი გაროლდ ბრაიდი. მას ცივ წყალში ფეხები მოეყინა, მაგრამ მისის გადარჩენა მაინც მოხერხდა და კომისიასთან ის სავრძლით მოიყვანეს.
20 აპრილს ის დაკითხა საგამომძიებლო კომისიამ.
ამ დაკითხვის შედეგად დადგინდა სღმაშფოთებელი დეტალი: ორი რადისტი, რომელიც გვერდიგვერდ იჯდა ერთ ოთახში – ერთმანეთსაც კი არ ეუბნებოდნენ მნიშვნელოვანი დეპეშების შესახებ!
ანუ კავშირგაბმულობის სამსახური “ტიტანიკზე” ძალიან ცუდადა იყო ორგანიზებული !
ძალიან საინტერესო გამოდგა “ტიტანიკის” ოფიცრის – კაპიტნის თანაშემწეს – ჯოზეფ ბოკსჰოლის ჩვენებები –
– იგი 22 აპრილს გამოიძახეს კომისიის წევრებმა. ეს ოფიცერი იყო კაპიტანის თანშემწე და შტურმანი, ამიტომ კაპიტან სმიტს პირადად მისთვის უნდა ეთქვა აისბერგების შესახებ, ხოლო ბოკსჰოლის მოვალეობა იყო აღენიშნა ეს აისბერგები გემის რუქაზე.
საოცარი რამ გაირკვა – ჩვენ ვნახეთ, რომ ტიტანიკმა მიიღო 3 გამაფრთხილებებლ იდეპეშა დილით და 3 კი საღამოს ( 2 – “კალიფორნიელიდან”, 1- “ამერიკადან” და 1 “მესაბადან” და 2 კი დილით ადრე სხვა გემებიდან. )
ოფიცერი ამტკიცებდა კომისიაზე, რომ მან არაფერი იცოდა აისბერგების შესახებ!!!!
ხოლო ის აისბერგები, რომელიც მას აცნობეს შორს ჩრდილოეთით იყვნენო ჩვენგან და არა იქვეო!!.
ჯოზეფის დაკითხვისას პირველად გაიჟღერა ცნობამ “გემი მოჩვენებას” შესახებ – მან თქვა, რომ როცა “ტიტანიკზე” უკვე უშვებდნენ პირველ სამაშველო ნავებს – მგზავრებმა მარჯვენა ბორტთან შეამჩნიეს რაღაც გემი! ის კარგად ჩანდა ბინოკლში და მერე კი შეუიარაღებელი თვალითაც – “ტიტანიკზე” მის დანახვისას რაკეტები გაუშვეს რომ მისი ყურადღება მიეპყროთ – მაგრამ ის გემო უეცრად გაუჩინარდა!
ეს ცნობა შოკისმომგვერი იყო კომისიის წევრებისათვის – გადაწყდა დაეკითხათ გემი “კალიფორნიელის”: ეკიპაჟის წევრები.
ამ დაკითხვის მერე გაირკვა კიდევ ერთი საბედისწერო დეტალი – (უკვე მერამდენე)-
როცა მიხვდნენ, რომ ტიტანიკი განწირული იყო – დაიწყეს რაკეტების გაშვება. სამეზღვაურო წესების მიხედვით ამ დროს გემმა უნდა გაუშვას ჰაერში წითელი რაკეტები – რაც SOS – ს ნიშნავს!
ტიტანიკზე კი წითელი რაკეტები არ აღმოჩნდა!
ამიტომ გაუშვეს ის რაც ჰქონდათ – ანუ თეთრი – ხოლო თეთრი კი არ ითვლება SOS – ის მომასწავებელ ნიშნად.
ამიტომ შორს მდებარე გემს შეეძლო არც კი მიექცია ამითვის ყურადღება!
ეს დეტალი მეტად მნიშვნელოვანია და კარგად დაიმახსოვრეთ!
ბუნებრივია, რომ ყოველივე ამის მერე ეჭვი “კალიფორნიელზე” მიიტანეს –
რა გემი იყო ის გემი, რომელიც იქვე 5 მილის დაშორებით მიცურავდა და მშვიდად უყურებდა როგორ იღუპებოდნენ ადამიანები?
არსებოდა კი საერთოს ეს გემი, თუ მართლა მოჩვენება იყო?
“კალიფორნიელის” კაპიტანი იყო კაპიტანი ლორდი – გამოცდილი მეზღვაური.
მისი დაკითხვა მოახერხა მხოლოდ ბრიტანულმა საგამომძიებლო კომისიამ და ისიც მხოლდო 14 მაისს, როცა “კალიფორნიელი” დაბრუნდა ინგლისში.
მე გამოვყოფ ყველაზე საინტერესო ადგილებს. თავიდან კაპიტან ლორდს ეკითხებოდნენ იმ დეპეშების შესახებ, რომელიც მან “ტიტანიკს” გაუგზვდა აისბერგების დანახვისთანავე. მერე კი დაუსვეს შეკითხა იმ რაკეტების შესახებ, რომელიც “ტიტანიკმა” გაუშვა. მას ჰკითხეს რატომ არ მიაქციეთ ყურადღება ამ რაკეტებსო –
ლორდმა უპასუხა – რომ 11 საათზე მან დაინახა გემი მარცხნივ.
აქ ყველას გაახსენდა “ტიტანიკის” ოფიცრის ჩვენება, რომ მანაც დაინახა გემი “ტიტანიკის” მარჯვნივ – ანუ გამოდის, რომ “კალიფორნიელი” ხედავდა “ტიტანიკს”!!!
ახლა დავაკვირდეთ ისევ იმ ცისფერ სქემას რომელიც მე ზევით მოვიყვანე. იქ “კალიფორნიელი” მდებარეობა გაურკვეველია – იგი ხან 41 განედზეა და ხან 42 განედზე!
“კალიფორნიელის” კაპიტანი ამტკიცებდა, რომ როცა მან აისბერგები დაინახა 11 საათზე, გემი საერთოდ გააჩერა – ანუ მაშინ ის 41 განედიდან 42 განედზე უცებ ვერ გადაინაცვლებდა!
ამ დროს “ტიტანიკი” საკმაოდ შორს იყო მისგან და თუ დავხედავთ ამ სქემას აქ კარგად ჩანს, რომ მანძილი “ტიტანიკს” და “კალიფორნიელს” შორის 21 მილია – ზღვის მილი დაახლოებით 1,8 კმ- ია ამიტომ 21 მილი 37 კმ-ზე მეტია და კაპიტან ლორდი “ტიტანიკს” ვერ დაინახავდა!
ომისიის წევრებმა პირდაპირ ჰკითხეს კაპიტანს – როცა გემი დაინახეთ – რა იფიქრეთო?
– მან უპასუხა, რომ ეს “ტიტანიკი” არ იყოო
– რატომ?
– იმიტომ რომ ის არ ჰგავდაო სამგზავრო გემსო. მე ვკითხეო ჩემს რადისტს – ვისთან ჰქონდაო კავშირი და მან მიპასუხაო, რომ ხაზზე მხოლოდ “ტიტანიკი” იყოო, მაგრამ ის გემი მაინც არ იყოო “ტიტანიკი” – ჯიუტად ამტკიცებდა ლორდი!
ლორდმა თქვა, რომ ის გემი გაჩერდაო თორმეტის ნახევარზეო –
კომისიის წევრებმა მაშინვე აღნიშნეს, რომ “ტიტანიკიც” აისბერგს შეეჯახა 23:40!!
კომისიის წევრებმა დაასკვნეს, რომ ლორდმა დაინახა “ტიტანიკი” და არ მიეშველა მას!
ლორდს მიაკერეს სამარცხვინო იარლიყი და მან მთელი ცხოვრება ეს სირცხვილი ვერ მოიშორა! მას ჩამოართვეს ლიცენზია და მან სიცოცხლე სიღარიბეში დალია!
კომისიის წევრებმა “კალიფორნიელის” კიდევ სხვა წევრების დაკითხვა გადაწყვიტეს –
დაკითხეს კაპიტან ლორდის თანაშემწე ჰერბერტ სტოუნი – მას დაადასტურა, რომ დაინახა ის რაკეტები, რომელიც “ტიტანიკმა” გაუშვა ჰაერში. დაკითხვას აწარმოებდა კომისიის თავჯდომარე ლორდი მერსი.
– თუ დაინახეთ, რომ გემი რაკეტებს უშვებსო – რატომ არ მიეშველეთო? – ჰკითხა ლორდმა.
სტოუნმა უპასუხა – “გემი რომელიც იძირება, არ მოძრაობს და არ მიდის შენგანო”.
ამაზე ვერაფერი უთხრეს – ჩვენ უკვე ვთქვით, რომ “ტიტანიკზე” არ აღმოაჩნდათ წითელი რაკეტები, ხოლო სტიუნი ამტკიცებდა, რომ მის მიერ დანახული გემი კი არ იძირებოდა – არამედ მოძრაობდა! ამიტომ შეიძლებოდა “კალიფორნიელზე” არ ეფიქრათ იმაზე, რომ”ტიტანიკი ” განსაცდელში იყო. სტიუნმა აღნიშნა, რომ ის გემი 2 სთ- და 20 წთ-ზე წავიდაო ჩვენგან!!
თუმცა კომისიას ეს აღარ აინტერესებდა – მათ დადგინეს, რომ სტიუნმა დაინახა ყველა 8 რაკეტა, რომელიც “ტიტანიკმა” გაუშვა და დაადანაშაულეს “კალიფორნიელის” ეკიპაჟი იმაში, რომ განსაცდელში ჩავარდნილი გემი უყურადღებოდ დატოვეს.
– რაკეტები ხომ უტყუარი ნიშანია კატასტროფის – რატომ არ მიაქციეთო ყურადღება! -უსაყვედურეს კომისისს წევრებმა
– სტოუნი კი ჯიუტად იმეორებდა – ჩვენ რომ გემი ვნახეთ არ იყო “ტიტანიკი” – ის პატარა გემი იყოო,
თუმცა კომისიის წევრებმა უკვე დაასკვნეს, რომ “კალიფორნიელმა” დაინახა “ტიტანიკი”, რომელიც იძირებოდა და არ მიეშველა მათ!
15 მაისს გამოიძახეს “კალიფორნიელის” კიდევ ერთი წევრი კაპიტნის მესამე თანაშემწე ჩარლზ ვიქტორ გროუვზი.
– მან დაადასტურა რომ იმ საღამოს – 14 აპრილს იმყოფებოდა გემბანზე და 23:10 -ზე ბორტის მარცხნივ დაინახა შუქი, რომელსაც ჯერ არ მიაქცია ყურადღება და 23:30-ზე მიხვდა რომ ეს მისკენ მომავალი გემი იყო რის შესახებაც ამცნობა კაპიტან ლორდს. მან გადაწყვიტა, რომ ეს გემი სამგზავრო გემი იყო, ვინაიდან მასზე ბევრი შუქები ჩანდაო. მერე როცა გემბანზე კაპიტანი ამოვიდა, შემდეგ უკვე ამ გემზე შუქები ჩააქრესო. კაპიტანმა და მისმა თანაშემწემ ჩათვალეს, რომ გემზე 23:40-ზე შუქები ჩააქრეს – ალბათ ღამით გაჩერდნენო.
ეს სწორედ ის დროა როცა “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა და გაჩერდა –
კომისისს წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ‘ტიტანიკის” გაჩერების გამო ელექტრობაც გამოირთო და ამით აიხსნებოდა შუქების ჩაქრობა – რაც კიდევ ერთი დამთხვევა იყო! კომისიამ უცებ გადაწყვიტა – რომ “კალიფორნიელზე” სწორედ “ტიტანიკს” ხედავდნენ!
ვინც ფილმი “ტიტანიკი” ნახა – კარგად ახსოვს, რომ გემის გაჩერების მერე ელექტრობა გემზე კიდევ დიდხანს იყო და შუქი მაშინვე არ ჩამქრალა – ეს მართლაც ასე იყო – ძრავას გაჩერება არ მოქმედებს აკუმულატორების მუშაობაზე და შუქი კიდევ დიდხანს რჩება ანთებული. თუმცა ეს კომისიას აღარ აინტერესებდა – მან კიდევ ერთხელ დაასკვნა, რომ “კალიფორნიელი” ხედავდა “ტიტანიკს” და არ მიეშველა მას!
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – გროუვზმა განაცხადა, რომ მომავალი გემის ბორტის მხარეს ხედავდა წითელ შუქს. რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, რადგან “ტიტანიკზე” ამ დროს მარჯვენა მხარეს ენთო არა წითელი, არამედ მწვანე შუქი. მაგრამ კომისიამ დაასკვნა, რომ ეს იმის გამო იყო, რომ “ტიტანიკმა” აისბერგის დანახვისას გემი მოატრიალა და ამიტომ მოხდა ასეო!!
ბრიტანულმა კომისიამ ერთი თვე იშრომა და 30 მაისს საბოლოო დასკვნა გამოიტანა –
1) “ტიტანიკი” დაეჯახა აისბერგს 23:40-ზე
– “კალიფორნიელმა” დაინახა გემი, რომელიც 23:30-ზე გაჩერდა
2) “ტიტანიკმა” გაუშვა 8 რაკეტა – “კალიფორნიელიდან” დაინახეს რვავე რაკეტა
– “კალიფორნიელი” ხედავდა “ტიტანიკს” – და არ დაეხმარა მას!
ეს იყო სირცხვილი კაპიტან ლორდისათვის – და მან სიცოცხლის ბოლომდე ვერ ჩამოირეცხა ეს სირცხვილი – თავისი სიცოცხლის ბოლო წლები მარტოობაში და უკიდურეს სიღარიბეში გაატარა!
მოდით კიდევ ერთხელ შევხედოთ იმ სქემას.
“კალიფორნიელმა” ორჯერ გაუგზავდა “ტიტანიკს” ცნობა აიბერგებზე და ამ დროს ის ჩრდილოეთით – 21 მილის დაშორებით იმყოფებოდა, კაპიტან ლორდს ვერ დაავადაშაულებ უყურადღებობაში! პირიქით ბოლო შეტყობინებისას “ტიტანიკის” რადისტმა ლამის შეაგინა “კალიფორნიელის” რადისტს – მოკეტე – თავი დამანებეო!
როცა “კალიფორნიელი” ერთ ადგილას გაჩერდა – ამის მერე “ტიტანიკმა” კიდევ 40 წუთი იარა – ის 21,5 კვანძის სიჩქარით მოძრაობდა ანუ ის კიდევ დაჯახებამდე დახლოებით 10 მილს გაივლიდა ანუ “ტიტანიკის” აისბერგთან დაჯახების მომენტში “ტიტანიკს” და “კალიფორნიელს” შორის უკვე 30 მილი უნდა ყოფილიყო !!!!
– “კალიფორნიელი” ხომ გაჩერდა და აღარ მოძრაობდა! 30 მილი – 50 კმ-ზე მეტია – და შეუძლებელია 50 კმ-ზე დაშორებით ისიც ღამე – ზღვაზე გემს ხედავდე! რაკეტებს კი, მაგრამ გემს???
“ტიტანიკის” ერთ ერთი ოფიცერიც ამტკიცებდა, როცა მგზავრებს ნავებში ვსვამდით – 5 მილის დაშორებაზე გემი დავინახეთო, რომელმაც თავი აგვარიდაო!
კომისიამაც დაასკვნა – “კალიფორნიელი” “ტიტანიკს” ხედავდაო!
რა ხდება????
რა იყო გემი მოჩვენება? გემი თუ მართლა მოჩვენება და რატომ არ მიეხმარა ხალხს?
იმ ღამეს “ტიტანიკსა” და “კალიფორნიელს” შორის აღმოჩდა კიდევ ერთი გემი – “სამსონი”!
“სამსონი” ის ღამეს ბრაკონიერობდა და ამიტომ არ გადიოდა არანაირ რადიოკავშირზე არცერთ გემთან – პირიქით ემალებოდა ყველას და ყველაფერს რაც მოძრაობდა იმ ღამეს ოკეანეში
– “ტიტანიკმა” როცა თეთრი (და არა წითელი) რაკეტების გაშვება დაიწყო – “სამსონის” კაპიტანმა იფიქრა – ვაიმე სანაპირო დაცვამ დაგვინახაო და თავკუდმოგლეჯილმა მოკურცხლა იქიდან და თანაც სასწრაფოდ შუქები ჩააქრო, რომ “დაცვას” არ დაენახა ის
– შუქების ჩაქრობა დაემთხვა “ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახებას და “სამსონი” ზუსტად შუაში იყო გაჩხერილი “ტიტანიკსა” და “კალიფორნიელს” შორის.
“კალიფრონიელი” ხედავდა პატარა ბრაკონიერულ გემს “სამსონს’ და ხედავდა მის თავზე ამოსულ რაკეტებს – და ვერ მიხვდა რა ხდებოდა. თუ გემს უჭირდა მაშინ რატომ მოძრაობდაო თქვა ერთ-ერთმა წევრმა და მართალიც იყო – ის ხედავდა “სამსონს” და “ტიტანიკის” რაკეტებს. – “სამსონი” კი მართლაც მოძრაობდა და არა იძირებოდა!
ამიტომ “კალიფორნიელმა” ვერ აღიქვა, რომ “ტიტანიკი” იძირებოდა.
ამ დროს “ტიტანიკზე” ხედავდნენ “სამსონს” და ვერ ხვდებოდნენ, თუ რატომ მიატოვა იმ გემმა განწირული მგზავრები!
საბედიწერო დამთხვევა!
ეს სიმართლე მაინც არ დაიმალა – და მრავალი წლის მერე შემთხვევით აღმოჩენილმა “სამსონის” საბორტო ჟურნალმა სინათლე მოჰფინა “ტიტანიკის” კიდევ ერთ საიდუმლოს!
84 წლის “სამსონის” კაპიტანმა – ჰენდრიკ ნესმა ბოლო ბოლო თქვა სიმართლე, რომ იმ ღამეს ის შემთხვევით “ტიტანიკის” დაღუპვის ადგილზე იმყოფებოდა მაგრამ შეცდომაში შევიდნენ, ხოლო როცა ნაპირზე დაბრუნდნენ და მიხვდნენ რაც მოხდათ უკვე – უბრალოდ მაშინ შეეშინდათ სიმართლის გამხილების – ჯერ ერთი ბარკონიერობის გამო და მეორეც იმის, რომ დაადანაშაულებდნენ, რომ არ მიეშველენ განწირულ “ტიტანიკს”. “სამსონი” წევრებმა მოილაპარაკეს რომ კრინტს არ დაძრავდნენ ამის შესახებ.
“კალიფორნიელის” კაპიტანი კი, რომელსაც ჩამოერთვა კაპიტნობის უფლება, ჩირქი მოეცხო მის სახელს და სიღატაკეში ამოხდა სული – საბოლოო ჯამში – უდანაშაულო აღმოჩნდა!
ანუ ეს ფაქტი იმას გვაუწყებს, რომ კალიფორნია ტყუილად დაისაჯა… იგი მართლა გედვდა გემს რომელიც მოძრაობდა ჩამქვრალი იყო.. იმის უკან ტიტანიკი იყო რომელიც არ ჩანდა და ისროდა სოსის რაკეტებს და ვერ გაეგო კალიფორნიას თუ რა ხდებოდა.
ყვეაფერს ემატება გაუგებარი ამბები… ეს მისტიკაა თუ ნამდვილი მოჩვენება?
1972 წლის 15 აპრილს ლინკორნ “თეოდორ რუზველტის” რადისტმა დაიჭირა SOS სიგნალები – ხმაურსა და შიშინს შორის ისმოდა მოწოდება, რომელიც იუწყებოდა რომ “ტიტანიკი” იძირებოდა. რადიტმა ლოიდ დეტმერმა პირველი რაც იფიქრა ის იყო – “ხომ არ შევიშალეო”.. მაგრამ მერე გადაწყვიტა მაინც გამოეძახა სანაპირო დაცვა – იქნებ მართლა ვიღაც იძირება და შველა სჭირდებაო. ნაპირიდან პასუხი იყო მეტად უცნაური – ლოიდ უბრძანეს – ყურადღება არ მიექცია ამ მოწოდებებისათვის და კურსი განეგრძო. უკვე პორტში ლოიდი და გემის კაპიტანიც ცდილობდნენ გაერკვია რა მოხდა. ამ სიგნალებზე უფრო მეტად ისინი გააკვირვა სანაპირო დაცვის უცნაურმა პასუხმა და ქცევამ – მაგრამ პორტში მათ აუხსნეს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო “ტიტანიკის” მოწოდება – “ტიტანიკი” 60 წლის წინ ჩაიძირა და საერთოდ არანაირი SOS სიგნალი არ იყო – ყველაფერი მოგელანდათო.
მაგრამ ლოიდი ამით არ დაკმაყოფილდა – მას საეჭვოდ მოეჩვენა ის ფაქტი, რომ რადიოკავშირზე გამოძახებაზე პასუხებს სცემდნენ არა სამხედროები, არამედ სპეცსამსახურების წარმომადგენლები! და მან გადაწყვიტა პატარა გამოძიება ჩაეტარებინა – ჯერ უბრალოდ აინტერესებდა რა მოხდა, მაგრამ თანდათანობით ისეთი საინტერესო ინფორმაციები ამოქექა, რომ ბოლო ბოლო ნევროზის გამო ფსიქიატრიულში აღმოჩნდა!
მაგრამ სანამ იქ მოხვდებოდა (თუ მოახვედრებდნენ??) – ბევრი საინტერესო დეტალი აღმოაჩინა:დეტმერმა მოქექა სამხედრო არქივები და აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი არ ყოფილა ამ ქვეყანაზე, ვინც ეს სიგნალები მოისმინა.!
არმოჩნდა, რომ, მისი კოლეგები (რადისტები) ღებულობდნენ ასეთ სიგნალებს “ტიტანიკიდან” გარკვეული პერიოდის ინტერვალებით – მან დაალაგა ყველა ასეთი შეტყობინება და ასეთი უცნაური სურათი მიიღო!
1924 წელი, 1930- წელი, 1936- წელი, 1942- წელი!
ბავშვიც კი მიხვდება, რომ ეს მოჩვენება-შეტყობინებები ყოველ 6 წელიწადში ფიქსირდებოდა!
მან გადაწყვიტა კიდევ ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და 1978 წელს უკვე სპეციალურად ელოდებოდა ამ რადიოსიგნალს. მერე კი ყველას უმტკიცებდა, რომ მოისმინა ის. რა ხდებოდა შემდგომ – 1984 და 1990 წლებში უცნობია, ვინაიდან ლოიდი ამ დროს ფსიქიატრიულში მკურნალობდა ნევროზის გამო ბალტიმორის კლინიკაში. მაგრამ ისევ აპრილში (ტიტანიკი 14 აპრილს ჩაიძირა) – 1996 წელს კანადურ გაზეთ “სან”- ში კვლავ გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, კანადურმა გემმა “კვებეკმა” ისევ მიიღო რადიოშეტყობინება “ტიტანიკიდან” – გვიშველეთო!
ამჟამდ კი დაფიქრდნენ რა ხდებოდა.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, შეიქმნა ერთგვარი ინფორმაციულ-სივრცული ფანტომი, რომელმაც გადალახა დრო და სივრცე და ყოველ 6 წელიწადში ბრუნდებოდა იმავე ადგილას, სადაც წარმოიშვა!
ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ასეთი გარღვევა სივრცე და დროში მოხდა არა მარტო მომავალში – არამედ პირიქით – წარსულშიცო -ანუ იგი გაიგაზვნა დროის ორივე მხარესო!
მაშინ ის უნდა ყოფილიყო ასევე 1906 წ, 1900 და 1894 წლებშიც.
იყო კი ის დაფიქსირებული?
არა – ვინაიდან მაშინ რადიო ძვირი სიამოვნება იყო და ის ცოტა ვინმეს ჰქონდა, მაგრამ სამაგიეროდ წარსულში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იჭერდნენ ამ სიგნალებს საკუთარი გონებით – თუმცა კი გაუცნობიერებლად!
რობერტსონი იყო ერთი, ყველასათვის უცნობი მწერალი, რომელმაც 1896 წელს გამოუშვა რომანი – “ამაოება” ( “Тщетность”) – სადაც დაწვრილებითაა აღწერილი დიდი გემის დაღუპვის ისტორია ატლანტიკის ოკეანეში
საოცარი კი ისაა, რომ გემს ერქვა – “ტიტანი”!
ეს გემი რობერტსონის რომანში მეიმართებოდა ინგლისიდან ამერიკაში (ისევე როგორც “ტიტანიკი”)
– დაღუპვის ადგილი ასევე – ატლანტის ოკეანე – დაღუპვის მიზეზი რომანში იყო – შეჯახება აისბერგთან!! და ემთხვევა კატასტროფის თვეც კი -აპრილი!
მკვლევართა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვამდე რამდენიმე წლით ადრე – მიიღო ასეთივე “ინფორმაციული” სიგნალი და ის გაუცნობიერებლად ასახა თავის რომანში
ტიტანიკის” დაღუპვის მერე კი მანამდე ყველასათვის უცნობი მორგანის რომანი სენსაციად იქცა. მართალია, მორგანმა “ტიტანიკის” დაღუპვის შემდგომ გამოშვებულ გამოცემებში ცოტა შეცვალა დეტალები, რათა რომანი მაქსიმალურად დაახლოებული ყოფილიყო რეალურ მოვლენებთან – მაგრამ მაინც საოცარია ასეთი დამთხვევები –
აი ამ ცხრილში ჩანს ეს მსგავსი დეტალები მორგანის რომანის პირველ, მეორე გამოცემაში და შედარებულია ეს დეტალები რეალური “ტიტანიკის” მაჩვენებლებთან
ფილმიდან მაინც გახსოვთ, რომ ბოლოს და ბოლოს “კარპატია” მოვიდა ხალხთანც ვინ გადარჩა.
ტიტანიკიდან SOS-სიგნალი მიიღეს გემებმა “ოლიმპიკმა ” და “კარპატებმა” 23:17 სთ-ზე –
ხოლო “ტიტანიკი” ჩაიძირა 2:20 სთ-ზე.
– “კარპატები” ამ დროს იმყოფებოდა 200 კმ დაშორებით “ტიტანიკისგან” – მან სასწრაფოდ შეცვალა კურსი მისაშველებლად და მივიდა კატასტროფის ადგილზე 4:38-ზე – მეტი მას არ შეეძლო – 200 კმ მან 6 საათში გაიარა.
მაგრამ აქ არის ერთი შეუსაბამობა!
“ტიტანიკისგან” სიგნალი მიიღო “კარპატებმა” 23:17 სთ-ზე
ხოლო “ტიტანიკი” აისბერგს შეეჯახა – 23:40 სთ-ზე!
ანუ გამოდის,. რომ ჯერ SOS სიგნალი გაიგზავნა – მიშველეთო და მერე მოხდა შეჯახება????
ანუ რანაირად გაიგაზვნა სიგნალი 23 წუთით ადრე – შეჯახებამდე?
თანაც “ტიტანიკის” აისბერგთან შეჯახებისას ეს სიგნალები მაშინვე კი არ გააგზავნეს. არამედ კარგა ხნის შემდეგ, როცა მიხვდნენ და გაანალიზეს, რომ გემი განწირული იყო!
აი იმ ქრონოლოგიურ სქემას თუ დავხედავთ
00:15 — с «Титаника» передан первый радиотелеграфный сигнал о помощи.
ანუ პირველი რადიოსიგნალი გაიგზავდა “ტიტანიკიდან” მხოლოდ 55 წუთის მერე შეჯახებიდან – და ეს არის თითქმის 1 საათით გვიან იმ სიგნალზე, რომელიც კარპატებმა მიიღეს!!!!
გამოდის, რომ “ოლიმპიკმა” და “კარპატებმა” მიიღეს არა რეალური სიგნალი – არამედ სიგნალი-მოჩვენება!
წინ იმყოფებოდა გემი “მაუნტ ტემპლი” რომელმაც მიიღო SOS – სიგნალი მაგრამ კოორდინატები არ იყო მითითებული სწორედ – რატომ?
“კარპატებმა” ხომ სწორი გეზი აიღო – მანაც ხომ მიიღო კატასტროფის კოორდინატები?
იქ ვხედავთ, რომ 7 საათზე “კალიფორნიელიც” გაიქცა საშველად – და ისიც არასწორედ მიდიოდა.
საინტერესოა SOS სიგნალები როგორ მიიღეს ამ გემებმა, რა თანმიმდევრობით და რატომ არ მიიღო ეს სიგნალი მაშინვე “კალიფორნიელმა”… შესაძლოა შეგინების მერე “კალიფორნიელის” რადისტმა უბრალოდ გამორთო მიმღები…
 
წყარო: https://ucnauri.com/...რ-ჩაიძირა-ტიტა/


ჩამსწორებელი დუდუ, 13 December 2018 - 01:55 PM.

          DUDU

          LEGION.GE


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2695 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ეს კი არის ტიტანიკის ბოლო რეისის ქრონიკა

10 апреля 1912 года 
  
12:00 — «Титаник» отходит от причальной стенки Саутгемптонского порта, и едва избегает столкновения с американским лайнером «Нью-Йорк». 
19:00 — остановка в Шербуре (Франция) для взятия на борт пассажиров. 
21:00 — «Титаник» вышел из Шербура и направился в Квинстаун (Ирландия). 

  
11 апреля 1912 года 
12:30 — остановка в Квинстауне для взятия на борт пассажиров и почты; один член команды дезертирует с «Титаника». 
14:00 — «Титаник» отбывает из Квинстауна с 1316 пассажирами и 891 членом экипажа на борту. 

14 апреля 1912 года 
09:00 — «Карония» сообщает о льдах в районе 42° северной широты, 49-51° западной долготы. 
13:42 — «Болтик» сообщает о наличии льдов в районе 41°51' северной широты, 49°52' западной долготы. 
13:45 — «Америка» сообщает о льдах в районе 41°27' северной широты, 50°8' западной долготы. 
19:00 — температура воздуха 43° по шкале Фаренгейта (6 °C). 
19:30 — температура воздуха 39° по шкале Фаренгейта (3,9 °C). 
19:30 — «Калифорниэн» сообщает о льдах в районе 42°3' северной широты, 49°9' западной долготы. 
21:00 — температура воздуха 33° по шкале Фаренгейта (0,6 °C). 
21:30 — второй помощник капитана Лайтоллер предупреждает судового плотника и вахтенных в машинном отделении о том, что необходимо следить за системой пресной воды — вода в трубопроводах может замёрзнуть; он велит вперёдсмотрящим наблюдать за появлением льдов. 
21:40 — «Месаба» сообщает о льдах в районе 42-41°25' северной широты, 49-50°30' западной долготы. 
22:00 — температура воздуха 32° по шкале Фаренгейта (0 °C). 
22:30 — температура забортной воды понизилась до 31° по шкале Фаренгейта (-0,56 °C). 
23:00 — «Калифорниэн» предупреждает о наличии льдов, но радист «Титаника» обрывает радиообмен раньше, чем «Калифорниэн» успевает сообщить координаты района. 
23:40 — В точке с координатами 41°46' северной широты, 50°14' западной долготы на расстоянии 900 метров прямо по курсу был замечен айсберг. Несмотря на манёвр, через 38 секунд произошло касание подводной части судна, и корпус судна получил прорезь шириной несколько десятков сантиметров и длиной около 100 метров. Из 16 водонепроницаемых отсеков судна 5 были прорезаны. 

15 апреля 1912 года 
00:05 — отдан приказ расчехлить спасательные шлюпки и созвать членов экипажа и пассажиров к местам сбора. 
00:15 — с «Титаника» передан первый радиотелеграфный сигнал о помощи. 
00:45 — выпущена первая сигнальная ракета, и спущена на воду первая спасательная шлюпка (№ 7). 
01:15 — допущены на палубу пассажиры 3 класса. 
01:40 — выпущена последняя сигнальная ракета. 
02:05 — спущена последняя спасательная шлюпка (складная шлюпка D). 
02:10 — переданы последние радиотелеграфные сигналы. 
02:17 — гаснет электрическое освещение. 
02:18 — «Титаник» разламывается на две части. 
02:20 — «Титаник» затонул. 
03:30 — в спасательных шлюпках замечают спасательные ракеты, выпущенные с «Карпатии». 
04:10 — «Карпатия» подобрала первую шлюпку с «Титаника» (шлюпку № 2). 
08:30 — «Карпатия» подобрала последнюю (№ 12) шлюпку с «Титаника». 
08:50 — «Карпатия», взяв на борт 706 человек, спасшихся с «Титаника», берёт курс на Нью-Йорк. 


          DUDU

          LEGION.GE


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2695 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
სად და როგორ ჩაიძირა ტიტანიკი? (ნაწილი 2)

6398fbf4cd6c.jpg

აღწერა: ინგლისური ლაინერი "ოლიმპიკის" კლასის - თავისი დროის ყველაზე დიდი გემი - ეკუთვნოდა კომპანიას "უაიტ სტარ ლაინ"-ს.
თავისი პირველი და უკანასკნელი რეისის დროს - 14 აპრილს 1912 წელს - შეეჯახა აისბერგს დაჩაიძირა 2 საათზე და 40 წუთს. 
ბორტზე იმყოფებოდა 1316 მგზავრი და ეკიპაჟის 891 წევრი - სულ 2207 ადამიანი. 
გადარჩა მხოლოდ 706 ადამიანი. 


არსებობს მოსაზრება, რომ მოხდა აფიორა და გაცვლა მოხდა ტიტანიკისა და ოლიმპიკის.



არსებობს მოსაზრება, რომ მოხდა აფიორა და გაცვლა მოხდა ტიტანიკისა და ოლიმპიკის.

1995 წელს გამომცემლობა "Weidenfeld & Nicolson" გამოუშვა წიგნი - "The riddle of the TITANIK" ავტორები რ. გარდინერი და დ. ვან დერ ვატი - მათ გამოთქვეს მოსაზრება, რომ გემთმშენებლობის კომპანიამ ჩაატარა აფიორა. - სამე იმაშია, რომ ოლიმპიკი რომელიც მანამდე იყო აგებული და 1911 წლის 29 მაისს გავიდა ზღვაზე - დაზინება მიიღო. 
მისი კაპიტანი იყო ჯორჯ სმიტი - სწორედ ის სმიტია, რომელიც მოგვიანებით ტიტანიკის კაპიტანი იყო. 20 სექტემბერს ის შეეჯახა კრეისერს და მას მთავარი ვინტი დაუზიანდა და გარდა ამისა დაზიანება მიიღო - ნახვრეტი ჰქონდა ქვედა ნაწილში.
ოლიმპიკის რემონტი ძალზე ძვირი დაუჯდა კომპანიას და საინტერესო ისაა, რომ ტიტანიკის მშენებლობა და ოლიმპიკის რემონტი გვერდიგვერდ მიმდინარეობდა - ეს ორი გემი იმდენად ჰგავდა ერთმანეთს რომ შორიდან ვერ გაარკვევდი - რომელი რომელი იყო.

ვარაუდი იმაზე, რომ რაღაც დეტალების გაცვლა მართლაც მოხდა - დასაშვებია.
ეს მიღებულია გემთმშენებლობის პრაქტიკაში - მაგრამ საუბარია აფიორაზე.
ტიტანიკის ჩაძირვის გამო კომპანია კარგ დაძღვევას მიიღებდა, ხოლო უკვე დაზინებულ გემს - ოლიმპიკს არავის დააზღვევდა.
მოკლედ ამ ვერსიამ დიდხანს იტრიალა პრესის ფურცლებზე.
ფრანგულ-ამერიკულმა ექსპედიციამ ნახა რა ტიტანიკის ვინტები, რომლებიც ფსკერზე იყო - დაადასტურა რომ მასზე სწორედ ტიტანიკის და არა ოლიმპიკის ნომრები იყო.

თუმცა შეიძლება ვთქვათ, რომ ოლიმპიკის დაზიანებული ვინტები რემონტის დროს შეცვალეს ტიტანიკის ვინტებით!

არის კიდევ სხვა საინტერესო დეტალები

 

 
 

ტიტანიკი წყალზე დაუშვეს 1911 წელს, ხოლო სრულ მზადყოფნაში ის უკვე 1911 წლის 29 მარტს - 1 წლის წინ პირველ რეისამდე მზად იყო.
არსებობს კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც კაპიტანი გაუმართლებელ რისკზე წავიდა - საუბარია ჯილდოზე "ატლანტიკის ცისფერი ლენტი" - ეს იყო ჯილდო ყველაზე სწრაფმავალ საუკეთესო ლაინერს -და მისთვის ტიტანიკის პატრონები ყველაფერზე წავიდოდნენ. ამერიკული კომისიის წევრები ადანაშაულებდნენ კომპანიის წარმომადგენელს რომელმაც ზემოქმედება მოახდინა კაპიტან სმიტზე და აიძულა ის მაქსიმალური სისწრაფით ევლო ღამეც კი. კამერონის ფილმში ეს კარგადაა ასახული.

საინტერესო ფაქტები


რატომ აირჩიეს ასეთი არასწორი გზა და არასწორი დრო, თუ ოკეანე სულ მოყინული იყო უფრო სამხრეთიდან ვერ წავიდოდნენ??

არსებობს სტანდარტული რესის ევროპიდან ნიუ-იორკამდე. და ამ რეისზე ასობით გემო მოძრაობს თვეში. ეს ჩვეულებრივი რეისი იყო და ზამთარ - ზაფხულ იქ მუდმივად გემები დადიან. ხომ ვნახეთ- ათობით გემი მდებარეობდა იმ ღამეს ტიტანიკის გარშემო. 
ტრადიციულად იმ არემარეში ყოველ გაზაფხულს არის ხოლმე აისბერგები და კაპიტნებმა ამის შესახებ კარგად იცოდნენ. 

საინტერესო კი ისაა, რომ კაპიტანმა სმიტმა შეცვალა გემის კურსი და უფრო სამხრეთით აიღო გეზი - რადგან ივარაუდა, რომ სამხრეთით აისბერგების ზოლი აღარ იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ იმ წელს განსაკუთრებით ცივი ზამთარი იყო და აისბერგებმა სამხრეთ ნაწილებამდე მიაღწია!
რა თქმა უნდა აქ ითამაშა ადამიანურმა თვითდაჯერებამ - კონსტრუქტორებმა ხმამაღლა განაცხადეს - ისეთი მაგარი რამ ავაშენეთ თავად ღმერთი რომ ჩაერიოსო - ვერ ჩაძირავსო ტიტანიკს - გემი ჩაუძირავიაო! და ყველამ დაიჯერა ეს!

როგორც გაირკვა, გასვლის წინ "ტიტანიკიდან" გაიქცა რამდენიმე კაცი - მათ შორის გამოცდილი მექვაბე кочегар - ჯონ კოფი და რამდენიმე მეხანძრე. როცა კომისია ეკითხებოდა რატომ იდეზერტირეთ ტიტანიკიდანო - მან ვერაფერი უპასუხა... 
როგორც მოგვიანებით გაირკვა ტიტანიკის ტრიუმში ერთ- ერთ ბუნკერში თურმე ნახშირს ცეცხლი მოეკიდა - ცეცხლი დიდი არ იყო, მაგრამ ის 1 კვირა იყო და მხოლოდ 14 აპრილს მოუხერხებიათ მისი ჩაქრობა...
ეტყობა ამ ადამიანებმა იცოდნენ ხანძრის შესახებ და დაინახეს რა კომპანიის ზერელე დამოკიდებულება ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებზე - დროზე უშველეს თავს...
მართლაც უშველეს.

გამოითქვა მოსაზრება, რომ ჩაძირვისას შეიძლება რაღაც აფეთქებაც მომხდარიყო და ამით ხსნიან ტიტანიკის ერთ ერთ მხარეს წარმოქმნილ დიდ ნახვრეტს. თუმცა კი იმ ბუნკერიდან ეს ნახვრეტი შორსაა 

ერთ ერთი თვითმხილველის მონაყოლიდან:
როცა ტიტანიკი იძირებოდაო და გემის ბოლო წუთები იყო - ნავში მსხდომთ გვესმოდა განწირული ადამიანების კივილიო - და რომ დაგვეხშო ეს კივილი - სიმღერა წამოვიწყეთო...

"ტიტანიკის" ბილეთის ფასები:

I კლასის ბილეთი ღირდა 3300 დოლარი რაც დღეს 60 000 დოლარის ექვივალენტია
III კლასის ბილეთი ღირდა 35 დოლარი - რაც დღეს შეესაბამება 650 დოლარს.
სხვაობა ძალზე დიდია - 
საინტერესო კი ისაა, რომ კომპანიას მოგების ნახევარზე მეტი სწორედ III კლასის მგზავრებიდან ჰქონდა

 

359a8e555814.jpg


პორტში მდგომი ტიტანიკის...
და ის ნომერი რაც მას ქონდა (ყველა გემს აქვს თავისი ნომერი)
რომელიც არ დაემთხვა იმ ნომერს რაც ქონდა იმ გემს რომელიც აღმოაჩინეს....

ტიტანიკზე სადღაც 20-ე ახალდაქორწინებული წყვილი იყო...
აქედან თუ არ ვცდები მხოლოდ ერთი წყვილი გადარჩა.....

ტიტანიკის ცხვირთან შეამჩნიეს ნახვრეტი რომელიც შორსააა ბუნკერიდა, და აისბერგთან შეჯახებით არ შეიძლება გაჩენილიყო. თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ სანამ ტიტანიკი საბოლოოდ ჩაიძირებოდა - აფეთქების ხმა იყოო - არაა გამორიცხული წყალქვეშა გერმანულ გემს ტირპედო გაეშვა - გერმანია და ინგლისი პრაქტიკულად უკვე საომარ დამოკიდებულებაში იყვნენ.

ორიოდე სიტყვით ტიტანიკის კოსტრუქტორზე - თომას ენდრიუსზე


მან 2 წელი მოანდომა ამ პროექტს. მშენებლობისაას იყენებდა იმ დროისათვის საუკეთესო მასალას, მაგრა მე უკვე აღვნიშნე, რომ ფოლადის ნიმუშმა აჩვენა, რომ ის შეიცავდა დიდი რაოდენობით გოგირდს - ეს მყიფეს ხდის ფოლადს და მიტ უმეტეს დაბალ ტემპერატურაზე მას სიმტკიცეს უკარგავს. დღეს ასეთი ფოლადი დაბალი ხარისხის ფოლადად ითვლება, მაგრამ იმ ეპოქისათვის საუკეთესო იყო. მეტი იმ დროს უბრალოდ არ შეეძლოთ - ტექნოლოგია იმ დონეზე იყო. 
ამ სურათეზ კარგად ჩანს ტიტანიკის განივი ჭრილი - ის ორმადი ძირის მქონე გემი იყო და შედგებოდა სეგმენტებისაგან, რომელთა იზოლაცია შეიძლებოდა საჭიროების შემთხვევაში..

ეს ტიტანიკის განივი ჭრილია
 


affdb1e1dd4f.jpg


გემს ჰქონდა ორმაგი ძირი და 8 იზოლირებული სეგმენტი, რომელიც დაიცავდა ტიტანიკს ჩაძირვისგან. ეს მართლაც ასე იქნებოდა - მაგრამ ისევ საბედიწერო დამთხვევა - ტიტანიკი არ ჩაიძირებოდა - 8 სეგმენტიდან 4 რომ დაზიანებულიყო - ის დიდხანს იტივტივებდა ზედაპირზე - საწუხაროდ 4 კი არა ხუთი სეგმენტი გაგლიჯა აისბერგმა.

როცა აისბერგი დაინახეს - ოფიცერმა გასცა ბრძანება უკან და მარჯვნივო - ამით ტიტანიკმა თავისი გვერდი მიუშვირა აისბერგს და საშუალება მისცა ყინულს მთელს სიგრძეზე გრძელი დაზიანება მიეყენებინა გემისათვის.
ტიტანიკს რომ არ მოეხვია და პირდაპირ ცხვირით დაჯახებოდა აისბერგს - დაზიანდებოდა მხოლოდ ერთი სეგმენტი და გემს არაფერი მოუვიდოდა!
ხალხი გადარჩებოდა.

ყველა ბუნებრივია ადანაშაულებდა თომას ენდრიუს - მართალია მან შექმნა გემზე ცალკეული იზოლირებული სეგმენტები მაგრამ ისინი ზემოდან არ იყო ჰერმეტული და როცა გემი დაიხარა წყალი ზემოდან იღვრებოდა ერთი სეგმენტიდან მეორში და ასე ნელ ნელა ავსებდა ამ ნაწილებს თანდათანობით.

ენდრიუ იყო პირველი ვინც დაათვალიერა დაზინებული გემი დაჯახების მერე და თქვა რომ გემი განწირული იყო. კონკურენტი კომპანია "კიუნერტ ლაინსმა" კი სალაპარაკო გაიჩინა და აკრიტიკებდა კომსტრუქტორს ასეთი შენების სეგმენტების გამო. თუმცა როცა ამ კომპანიის გემი "ლუზიტანია" გერმანულმა ტორპედომ დააზიანა ამ გემზე სწორედ იზოლირებული სეგმენტები იყო. მოხდა ის, რის გამოც აკრიტიკებდნენ ენდრიუს - წყალი შეიჭრა სეგმენტებში, მაგრამ იმის გამო რომ სეგმენტები იზოლირებული იყო - წყლის სიმძიმემ გემი გადააბრუნა და იგი 10 წუთში ჩაიძირა -მსხვერპლი დიდი იყო.
ტიტანიკს კი მარაგში ჰქონდა 2 საათი - და ენდრიუ, როგორც კონსტრუქტორი მართალი აღმოჩნდა. უბრალოდ იმ ეპოქაში უფრო სრულყოფილი გემის შექმნა, რომელიც გაუძლებდა აისბერგთან დაჯახებას, შეუძლებელი იყო. ტექნოლოგიები იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილი.

ნუთუ ტიტანიკის ჩაძრივა დაგეგმილი იყო?


სანამ ზღვაში პირველ რეისზე გაუშვებდნენ - ტიტანიკზე უეცრად გაკეთდა რემონტი!
რაღაცეები გადააკეთესო!

რაში დასჭირდათ ახლაშექმნილ გემზე რემონტი?
ასეთი ეჭვი გაჩნდა, რომ მორგანმა (უოტერ სტარ ლაინის კომპანიის მფლობელმა) წაიკითხა რა მორგანის წიგნიო - გადაწყვიტა აფიორის ჩატარებაო - ალბათ დაგეგმილი ჰქონდათ, რომ ტიტანიკი (ისევე როგორც მორგნის წიგნში) დაეჯახებოდა აისბერგს, ცოტა დაზიანდებოდა, მაგრამ გემი ხომ ჩაუძირავია - და იასეთი არაფერი მოუვაო... მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამით დიდ დაზღვევას მიიღებდნენ - დაამიტ გამოსაწორებდნენ თავის ფინანსურ მდგომარეობას...
ამსობაში ოლიმპიკი (რომელიც რეალურად სულ ახლთ ახალი ტიტანიკი იყო) შეცვლიდა ჩაძირულ გემს და კომპანიას მოემსახურებოდა.
ვერ გათვალეს, რომ ეს აფიორა ასე ტრაგიკულად დამთავრდებოდა...
ასეთი ეჭვებია გამოთქმული იმ წიგნში მე რომ ვახსენე. 
ოლიმპიკმა მართლაც 1937 წლამდე ემსახურა ისე, რომ არაფერი გაფუჭებია.

ეჭვებს აღძრავს კიდევ ის, რომ იმ დროის 45 -მდე გავლენიანი ადამიანი უეცრად არ გამოცხადდა გემის გასვლის დღეს - გადაიფიქრეს გამგზავრება. კიდევ რამდენიმე სპეციალისტი მომსახურე პერსონალიდან უეცრად გაიქცა გემიდან ზღვაზე გასვლის წინა დღეს...

რატომ განავითარა კაპიტანმა სმიტმა ასეთი არანორმალური სიჩქარე?


 

"ატლანტიკის ცისფერი ლენტი"


ყველას უკვირდა - რატომ განავითარა კაპიტანმა სმიტმა ასეთი არანორმალური სიჩქარე და ისიც ღამე - იმ არემარეში - სადაც აისბერგები იყო წელიწადის ამ დროში ყოველთვის?

ამაზე პასუხი მარტივია!
საუბარია ჯილდოზე "ატლანტიკის ცისფერი ლენტი" - ეს ჯილდო 1908 წელს მიიღო კომპანია "კიუნერს ლაინსმა" - ლუზიტანიადა მავრიტანიამ განავითარეს რა რეკორდული სიჩქარე - პირველებმა დაიმსახურეს ეს ჯილდო.
სტატისტიკურად ცნობილი იყო, რომ ამ ჯილდოს მფლობელ კომპანიას 4-ჯერ მეტი მგზავრი და შემოსავალი ჰქონდა! ეს ორი კომპანია "კიუნერს ლაინსი" და "უაიტ სტარ ლაინი" ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები იყვნენ და სულ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ტიტანიკის მფლობელმა გადაწყვიტა ეჯობა კონკურენტებისათვის - ოლიმპიკმა ეს ვერ შესძლო -რადგან ის ორი ავარიის მერე ვერ იყო მწყობრში და კომპანიის მთელი იმედები ახლა ტიტანიკზე იყო. 
გარდა ამისა ინგლისის მთავრობამ - კერძოდ კი თავად ჩერჩილმა განაცხადა, რომ თუ რომელიმე გემი რეკორდს მოხსნიდა და 24 კვანძის სიჩქარით ივლიდა - მთავრობა ორი დიდი გემის მშენებლობის თანხებს აჩუქებდა გემის მფლობელ კომპანიასო! და ტანაც 150 000 ფუნტს გადაუხდიდა წელიწადში ამ გემის ექსპლუატაციის მთელ პერიოდშიო!
ამიტომ ასეთი ფსონისათვის სმიტი ყველაფერზე წავიდოდა- მით უმეტეს, რომ კომპანია დაჰპირდა სმიტს პატივით (და ალბათ ჯილდოთი) გაისტუმრებდნენ მას პენსიაზე!

ამ შეჯიბრს შეეწირა ტიტანიკის 1500 მგზავრი

 

წყარო: https://all.auf.ge/n...2010-01-02-1953
 


          DUDU

          LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2695 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

საიდუმლო ფაქტები

 

ყველა ოჯახს საკუთარი საიდუმლო აქვს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს საიდუმლო ეხება ისეთ თემებს, რაც სხვებს არ ან ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა, ეს არ ეხება ლუი პატტენს – უფრო ზუსტად, ლედი პატტენს.

1960 წელს, როცა პატტენი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მისმა საყვარელმა ბებიამ მას საიდუმლო გაუმხილა და გააფრთხილა, რომ მისმა გახმოვანებამ, შესაძლოა ორი შედეგი გამოიღოს: ერთ–ერთი მათგანი, შესაძლოა საშინელი ყოფილიყო – მისი საყვარელი ბაბუის, ჩარლზ ლაიტოლერის სახელი, რომელიც დამსახურებული ადამიანი გახლდათ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და დაჯილდოვებული იყო ჯვრით, შესაძლოა შერცხვენილიყო. მეორე კი შეცვლიდა ისტორიას და გამოამჟღავნებდა ოფიციალურ ვერსიას ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ კატასტროფაზე – „ტიტანიკის“ დაღუპვაზე, რომელმაც 1912 წლის აპრილში 1517 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სწორედ ეს გაფრთხილება ხსნის იმას, თუ რატომ სდუმდა პატტენი 40 წლის მანძილზე. ეს ქალი საიდუმლოს საკუთარ ქმარსაც კი არ უმხელდა. მიუხედავად ამისა, 56 წლის პატტენმა გადაწყვიტა, ყოველივე გამოემჟღავნებინა და ეს ყველაფერი თავისი ახალი რომანის, „სუფთა ოქროს“ მეშვეობით გააკეთა:

„ბაბუაჩემი „ტიტანიკზე“ კაპიტანის მეორე დამხმარე იყო. როცა გემი აისბერგს შეეჯახა, იგი თავის კაიუტაში იმყოფებოდა. შემდეგ მან არ შეასრულა ბრძანება და უარი თქვა სამაშველო ნავში ჩაჯდომაზე, თუმცა შემთხვევით მაინც გადარჩა.“

გამაოგნებელია, მაგრამ როცა „ტიტანიკი“ წყალში ჩაიძირა, ლაიტოლერი ოკეანეში გადახტა და ჩაიძირა, მაგრამ რაღაც ძალამ იგი კვლავ ზედაპირზე ამოაგდო. შემდეგ იგი ერთ–ერთმა სამაშველო ნავმა იპოვა.

მოგვიანებით, კატასტროფის მიზეზების გასარკვევად ერთი გამოძიება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მეორე კი ბრიტანეთმა ჩაატარა, ლაიტოლერს ჰკითხეს, შეჯახების შემდეგ ესაუბრა თუ არა კაპიტანს ან პირველ დამხმარეს, უილიამ მერდოკს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აინტერესებდათ იცოდა თუ არა მან ზუსტად, რა მოხდა. ორივე შემთხვევაში მან კითხვას უარით უპასუხა და ორივე შემთხვევაში მოიტყუა.

მაგრამ რაზე საუბარი არ სურდა მას? „შეჯახების შემდეგ – ირწმუნება პატტენი, – ბაბუაჩემი კაპიტანთან და მერდოკთან ერთად, მერდოკის კაიუტაში ჩავიდა, რათა შეიარაღებულიყო იმ შემთხვევისთვის, თუ ნავების ჩაშვებისას არეულობა დაიწყებოდა. მაშინ კაპიტანმა და მერდოკმა უთხრეს მას, რაც მოხდა. იმის მაგივრად, რომ „ტიტანიკი“ აისბერგისგან მარცხნივ შემოებრუნებინათ, როცა იგი კურსის პირდაპირ იქნა შემჩნეული, მესაჭე რობერტ ჰიჩინსი პანიკამ შეიპყრო და გემი სწორი მიმართულებით არ მიაბრუნა.“

ერთი შეხედვით, შესაძლოა ნებისმიერს მოსვლოდა ასეთი ფაქტი მაშინ, როცა ყველაზე დიდი ლაინერის პირველ რეისზე საჭესთან დგახარ. თუმცა, ამ შეცდომას თავისი ტექნიკური მიზეზი აქვს:

“ტიტანიკი“ წყალში იმ დროს ჩაეშვა, როცა მსოფლიო აფრებიანი გემებიდან მექანიკურ გემებზე გადადიოდა.“ – წერს პატტენი. – „ბაბუაჩემმაც, ისევე როგორც სხვა ოფიცრებმა, კარიერა აფრებიანი გემებით დაიწყო. აფრებიან გემებზე ბრძანებები სპეციალური მოწყობილობით გაიცემოდა. თუ საჭირო იყო მობრუნება მარცხნივ, მაშინ მოწყობილობა მარჯვნივ ბრუნდებოდა და ასე ხვდებოდა მესაჭე, რომ მარცხნივ უნდა მობრუნებულიყო. ახლა ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ თავის დროზე ბრძანებების გაცემის ასეთი გზა არსებობდა. ბრძანება „საჭეზე“, გამოიყენებოდა იმ დროისათვის ყველა თბომავალ გემზე, ეს კი ავტომობილის მართვას გავს – გემი ბრუნდება იმ მხარეს, რომელ მხარესაც საჭიროა. სიტუაცია საბოლოოდ მაშინ აირია, როცა მერდოკმა იმ გზით გასცა ბრძანება, როგორც ძველად, აფრებიან გემებზე გასცემდნენ, მაგრამ პანიკას ატანილმა ხიჩინსმა შეასრულა ბრძანება, „საჭეზე“, როგორც მას ასწავლიდნენ. იმისათვის, რომ კურსი შეეცვალათ, მხოლოდ ოთხი წუთი ჰქონდათ და როცა მერდოკმა ჰიჩინსის შეცდომა შეამჩნია და მისი გამოსწორება სცადა, უკვე გვიანი იყო“.

პატტენის ბაბუამ, რომელმაც რიჩმონდში გემთშემკეთებელი კომპანია დააარსა, მოგვიანებით აღნიშნული შეცდომა თავის მეუღლეს, სილვიას მოუყვა და უფრო დიდი საიდუმლოც დასძინა. თუ მესაჭე ჰიჩინსი უბრალოდ შეცდა, მაშინ ბრუს ისმენმა, კომპანია White Star Line–ის ხელმძღვანელმა, რომელსაც ეკუთვნოდა „ტიტანიკი“, დამღუპველი ბრძანება გასცა.

„ტიტანიკი“ აისბერგს, ყველაზე დაუცველი ადგილით შეეჯახა. – განაგრძობს პატტენი, – მაგრამ როგორც ბაბუაჩემი თვლიდა, ლაინერს კიდევ დიდხანს შეეძლო გაუნძრევლად წყლის ზედაპირზე გაჩერება. თუმცა, ხიდზე ისმენი ავიდა. მას არ სურდა, რომ ლაინერი, რომლის შექმნაშიც კოლოსალური თანხები იყო ჩადებული, ან შუა ატლანტის ოკეანეში ჩაძირულიყო, ან უკან, პორტში დაებრუნებინათ – ეს ძალიან ცუდი რეკლამა იქნებოდა! სწორედ ამიტომ, მან კაპიტანს წინ წასვლა უბრძანა. „ტიტანიკი“ ხომ ჩაუძირავად ითვლებოდა!“

„ტიტანიკი“ რომ ადგილზე დარჩენილიყო, იგი წყლის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს გაჩერდებოდა, ყოველ შემთხვევაში, სხვა გემის მოსვლამდე მაინც. და არც არავინ დაიღუპებოდა, მაგრამ მათ წინსვლის ბრძანება გასცეს და წყლის წნევამ, რომელიც გაჩენილი ხვრელის შედეგად გემში შედიოდა, გაადიდა ტიხარები. შედეგად, წყალგაუმტარი დანაყოფები ერთიმეორის მიყოლებით აივსო წყლით და სწორედ ამიტომ ჩაიძირა ლაინერი ასე სწრაფად.“

შეიძლება იმის თქმა, რომ არაფერია საერთო ყოველგვარ გამოძიებებს, ფილმებსა თუ წიგნებს და ამ პატივცემული, ლონდონში მცხოვრები ქალბატონის მიერ ფარდაახდილ საიდუმლოს შორის:

„საქმე ის არის, რომ როცა გადარჩენილები, სხვა გემზე აიყვანეს, ბრიუ ისმეიმ დაარწმუნა ბაბუაჩემი, რომ თუ იგი სიმართლეს იტყოდა, White Star Line მას სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდებდა ბრალს და დაზღვევას არ აუნაზღაურებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კომპანია გაკოტრდებოდა და მომსახურე პერსონალი უმუშევარი დარჩებოდა. იმ დროში, ისეთი ადამიანები, როგორიც ბაბუაჩემი იყო, თავიანთ კოდექსს პირწმინდად ასრულებდნენ. მან მოიტყუა, რათა სხვებს სამუშაო ადგილები არ დაეკარგათ“.

მაგრამ რატომ არ თქვა მისმა ბებიამ არაფერი მას შემდეგ, რაც 1952 წელს ლაიტოლერი გარდაიცვალა? „მას არ სურდა, რომ ეს გმირი ადამიანი, მატყუარად ჩაეთვალათ. დედაჩემი, რომელმაც ასევე იცოდა საიდუმლო, უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბებიამ მე ყველაფერი მითხრა. იმიტომ, რომ ბებიამ ბაბუას წინაშე დაიფიცა, რომ ამ საიდუმლოს არასდროს გასცემდა“.

სწორედ ასე დარჩა მომხდარი საიდუმლოდ ამდენი ხნის მანძილზე, რომელსაც ოჯახი სათუთად ინახავდა. ოჯახი, საიდანაც მხოლოდ პატტენია ცოცხალი. „მე უფროსი და მყავს, მაგრამ მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი ოჯახისგან მოშორებით გაატარა. მოზარდობის წლებში, მე ბევრს ავადვმყოფობდი და სწორედ ამიტომ, დიდ დროს ვატარებდი ბებიასთან“.

მაგრამ რატომ ახადა საიდუმლოს ფარდა ახლა? „დედაჩემი და ბებიაჩემი გარდაიცვალნენ. თუმცა, მე ძველებურად ჩამესმის, რომ ბაბუა უნდა მახსოვდეს, როგორც გმირი“.

მწერლების უმრავლესობა, დიდი ხნის წინ გამოიყენებდნენ ამ ისტორიას. მაგრამ არა როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს, არამედ როგორც დოკუმენტს, შესაძლოა მემუარებისთვისაც. მაგრამ რატომ უნდა გამოიყენო იგი რომანში? „იმიტომ რომ ტრილერს ვწერ. ვგეგმავდი ტრილერის დაწერას ოჯახზე, რომელსაც საგვარეულო საიდუმლოებები აქვს და მოულოდნელად ვიფიქრე, რომ მე თავად მაქვს საგვარეულო საიდუმლო“.

შესაძლოა, რომ ასეთი საიდუმლოს გამხელის მოტივი, ასეთი მარტივი იყოს? „სინამდვილეში არა. ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი, რომ საიდუმლო მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინო. გავიაზრე, რომ თუ ხვალ მოვკვდებოდი, საიდუმლოც ჩემთან ერთად მოკვდებოდა“, – თქვა პატტენმა.

 

წყარო: https://droni.ge/?m=3&AID=4773


          DUDU

          LEGION.GE


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2580 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

დუდუ

შარზე ხარ ? :D


legion.ge-837-1527156940.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2541 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ვააა ყველა ჩვენ გვატყუებს რაა



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1894 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  დუდუ მოკლედ გვითხარი რატო ჩაიძირა ამდენი დრო სადაა ეს რომ ვიკითხოთ ?...... :0024:  :0024:  :0024:ან ჩვენ რას გვტანჯავ ან თავს რათ იტანჯავ ძმობილო ;)  ;)  ;)


ჩამსწორებელი _alex_, 13 December 2018 - 06:59 PM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3150 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

თვითონ სად იტანჯება?! კოპი-ფეისთი და მისი ჯანი.  :0024:

 

დუდუმა სთქო მე დავდე და თქვენ გინდა წაიკითხეთ და გინდა არაოო  :DDD

 

მგონი თვითონაც არ წაუკითხავს და ვინც წაიკითხავთ მოკლე შინაარსი დადეთ გეთაყვა  :DD



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

ინტრიგაა რა სათაური მარტივი და საკითხავი ერთი კვირის
 

დაწერე რა სათაურშივე რომ ჩაიძირა ყინულის ნატეხის გამო  :0030:


legion.ge-82-1553250895.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1234 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
იმდენი ეწერა, გადარჩენილი მგზავრი მეგონა :) :) :)

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3150 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

იმდენი ეწერა, გადარჩენილი მგზავრი მეგონა :) :) :)

დუდუ ხო?  :DD



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2673 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

დუდუ ხო?  :DD

 

იმდენი ეწერა, გადარჩენილი მგზავრი მეგონა :) :) :)

:DDD  :DDD  :DDD  :DDD



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2673 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

დუდუ გაგშიფრეს ძმაო, ისე როგორ გადარჩი მაშინ მოგვითხრე გეთაყვა



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41953 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დუდუ გემების გადაადგილების სქემები არ არის და იქნებ მოიძიო და დადო რა. მაგარი უცნაური და იდუმალებითსავსე ისტორიას ვკითხულობ. ქრონოლოგია კი საერთოდ გაუგებარია. ანუ ზებუნებრივი ძალებია ჩართული ამ საქმეში?


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2673 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

დუდუ გემების გადაადგილების სქემები არ არის და იქნებ მოიძიო და დადო რა. მაგარი უცნაური და იდუმალებითსავსე ისტორიას ვკითხულობ. ქრონოლოგია კი საერთოდ გაუგებარია. ანუ ზებუნებრივი ძალებია ჩართული ამ საქმეში?

ბაბუუ არავინ იცის მე ვიცი ეგ მარტო, ჟიმნი მებონიას  გაქონდა ტიტანიკით მანდარინა და ბევრი დაუდო მაგ შეჩვენებულმა მაგან, დააწვა ეს მანდარინა ამ გემს და არა ჩაიძირა კაცოოო  :0024:  :0024:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?