Jump to content

სურათი

წიგნები ნადირობაზე და სხვა


ამ თემას აქვს 11 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPip
  • 163 პოსტი

როგორ ხართ მეგობრებო? 

მსგავსი თემა ვერ ვიპოვე და ვიფიქრე გამეხსნა , აქ დავდებ წიგნებს ნადირობის შესახებ რაც წაკითხული მაქვს და მომავალში წავიკითხავ , ასევე მეტყევეობასთან და თვითგადარჩენასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ თითქმის ყველა ან ინგლისურად უნდა წაიკითხოთ ან რუსულად უნდა 

იპოვოთ, შევეცდები ზედმეტები არ მომივიდეს სპოილერი რო არ გამომივიდეს მაგრამ ასევე შევეცდები საკმარისი დავწერო იმისთვის რომ დაგაინტერესოთ

 

პირველ რიგში ჩემი საყვარელი ავტორი , პოლკოვნიკი ჯიმ კორბეტი, უდიდესი პიროვნება და მონადირე , მის სახელს დღემდე ცემენ ინდოეთში პატივს , არის მისი სახელობის ეროვნული დაცული პარკი, იმ ადგილებში სადაც ცნობილი კაციჭამიები მოკლა დგას ბიუსტები და ძეგლები, იგი ცნობილია კაციჭამია ვეფხვებზე და ლეოპარდებზე ნადირობით , პირველი მისი წიგნი წავიკითხე "კუმაიონის კაციჭამიები" რაღა დაგიმალოთ და მსგავსი არაფერი წამიკითხავს წიგნი არ გამიგდია ხელიდან ისეთი ინტერესით წავიკითხე , მასში მოთხრობილია ისეთი ისტორიები რომელსაც ჩვენნაირი რიგითი მონადირე ვერც კი დაიჯერებს , კინოშიც კი ვერ ნახავთ ისეთ თავგადასავლებზეა საუბარი ნადირობის დროს , ბოლო თავი არ წავიკითხე იქამდე სანამ მეორე წიგნი "ტაძრის ვეფხვი და კიდევ კუმაიონის კაციჭამიები" არ ჩამომივიდა , იმ მიზეზით რომ მენანებოდა რასაც ქვია, იმ კაიფის დახარჯვა, რასაც ამის კითხვის დროს განვიცდიდი. ასევე აღსანიშნავია მისი სპანიელი რომელიც ძლივს გადაარჩინა ლეკვი და შემდეგ გახდა პროფესიონალი ლეოპარდებზე მონადირე და თან დაყვებოდა ჯიმს ნადირობისას , ეძებდა კაციჭამიებს და აფრთხილებდა ჯიმს საფრთხის მოახლოვებისას. საუბარი არის ცხოველებზე რომლებსაც მინიმუმ 100 კაცი მაინც ყავდათ შეჭმული და რამდენიმე შემთხვევაში 500მდეც კი და წლების მანძილზე ატერორებდნენ ადგილობრის მოსახლეობას. ისტორიები მოგითხრობთ ადამიანის შესახებ რომელიც სისხლით ხორცამდე იყო მონადირე და ბუნების მოყვარული. ის კიდევ რამდენიმე წიგნის ავტორია რომლებიც არანაკლებ საინტერესოა , ზოგი ნადირობაზე ზოგი ჯუნგლებში ცხოვრებაზე, მე კიდევ ერთ წიგნს გირჩევდით "რუდრაპრაიგის (თუ რაღაც ეგრე :D ) კაციჭამია ლეოპარდი" რომელიც სხვა წიგნებისგან განსხვავებით , მთლიანი წიგნი ეძღვნება ერთი კონკრეტული ლეოპარდზე ნადირობას.

ვინც იცით ინგლისური ან თუ იპოვით რუსულად აუცილებლად წაიკითხეთ თავი მონადირის ზღაპარში გეგონებათ :)

რამდენიმე ფოტოსაც დავრთავ, ასევე აღსაღნიშნავია მისი კარაბინი , რიგბი .275 კალიბრი , რომლითაც მან მოკლა ცნობილი "ჩამპავას კაციჭამია" ეს კარაბინი იპოვა და გამოისყიდა რიგბიმ , კომპანიამ ვინც გააკეთა და პაუზის შემდეგ დაიწყო ისევ წარმოება 2013ში ულამაზესი იარაღების. მათ გადაწყვიტეს წაეღოთ ეს კარაბინი და მოეტარებინათ იმ ადგილებშI სადაც პოლკოვნიკი ნადირობდა(ვიდეოს დავურთავ ქვევით) 

ასევე მისი ცნობილი შტუცერი ვ. ჯ. ჯეფრი კალიბრი .450/.400 რომელიც თუ სწორად მახსოვს დღემდე ამერიკელი პროფესიონალი მონადირის , ბილ ჯონსის კოლექციაშია (ისეთი კოლექცია აქვს ამ დალოცვილს პირი რო დაგჩება კაცს ღია დაწყებული .700 ნიტრო ექსპრესით ჰ&ჰ , ფლეტჩერ ჯემისის .500 ჯეფრი, ჰემინგუეის .577 ნიტრო ექსპრესი და თვით ფრედერიკ კორტნი სელუს .256 ჰ&ჰ) წავაწყდი ამ აუქციონს და იყიდებოდა 264 000 $ დოლარად , აი ლინკი https://www.morphyauctions.com/jamesdjulia/item/1038-373/

 

კიდევ რამე თუ გამომჩა დავამატებ და მომავალში დრო რო მექნება სხვა უმაგრეს წიგნებზეც დავწერ

 

 

 

მიმაგრებული გალერეა

  • jim-corbett.jpg
  • Jim-Corbett-Tiger-Hunter.jpg
  • watch-jim-corbett-rifle.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40473 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საინტერესოა . მითუმეტეს რომ ის ემოციებია საინტერესო რასაც მონადირე განიცდის არაორდინალურ სიტუაციაში, მითუმეტეს როდესაც კაციჭამია ნადირს ეხება საქმე



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Nemesis

Nemesis

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 5 პოსტი

გეთანხმები ძალიან საიტერესოა კორბეტის ცხოვრება და მისი მოგონებები. დიდი ინტერესით იკითხება და დინამიურობით გამოირჩევა. მაგრამ აქ ერთი ნიუანსი დავაზუსტოთ, კორბეტის "კუმაონის კაციჭამიები" ჯერ კიდევ 1964 წელს გამოიცა ქართულად ;) ასე რომ ვისაც სურვილი აქვს შესაძლებელია მისი ქართულ ენაზე წაკითხვა. მე პირადად ბიბლიოთეკიდან მქონდა გამოტანილი. ასევე ძალიან საინტერესოა იგივე კორბეტის "ტაძრის ვეფხვი" და კენეტ ანდერსონის "შავი ავაზა შივანიპალიდან", ჯონ ჰანტერის "მონადირე", კარლ ჰაგენბეკის "მხეცებსა და ადამიანებზე", ჩარლზ მაირეის "როგორ ვიჭერდი მხეცებს"....  

 

legion.ge_13955d6ffcd42c16a.jpg

 

 

legion.ge_13955d6ffcdb0bf90.jpg

 

 

legion.ge_13955d6ffcdf7b7d7.jpg

 

 

legion.ge_13955d6ffce473fd5.jpg

 

 

 ეს წიგნებიც თარგმნილია ქართულად და შესაძლებელია მშობლიურ ენაზე წაკითხვა. 



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2057 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
საინტერესოა. ოჯახს, ნადირობასა და სამსახურს შორის დრო თუ მქონდა აუცილებლად წავიკითხავ

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40473 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Nemesis, გაიხარე ძმობილო. ჰანტერის "მონადირე"ს გარდავ არცერთი არ მაქვს წაკითხული და იქნებ მეც მოვიძიო და წავიკითხო. მაგრად დავინტერესდი



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 977 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
ძველისძველი წიგნია ნადირობა ოქროს მთებში, ასეთი სათაური აქ. წლების წინ მაქ წაკითხული და არ მახსოვს, ვაპირებ გადავავლო თვალი, თუ დაგაინტერესებთ მერე გათხოვებთ ნებისმიერს....

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Nemesis

Nemesis

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 5 პოსტი

"ნადირობა ოქროს მთებში" რევაზ ჭიჭინძისაა.... 

არის აგრეთვე ე. მარკოვის წიგნი "მონადირის მოგონებანი", ამ წიგნში ავტორი ცდილობს მკითხველებს გაუზიაროს ის გამოცდილება, რომელიც მრავალწლიანი ნადირობის შედეგად დააგროვა. 

ასევე საინტერესოდ იკითხება ჯეიმ ოლდრიჯის "მონადირე", კანადაში ხაფანგებით მონადირის ცხოვრებაზეა. :good:

ეს წიგნებიც ნათარგმნია ქართულ ენაზე.



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2484 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

ვააა .. რეები გაეძრო .. ყველა წაკითხული მაქვს.

პლიუს მაგისივე რუდრაპრიაგის ავაზა ...

Nemesis,

  :good:  :good:  :good:  :bravo:  :bravo:  :bravo:  :L:  :L:  :L:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Nemesis

Nemesis

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 5 პოსტი

Panteleimon,

 

რუდრაპრაიგის ავაზა ცალკე წიგნად მე ან არ მინახავს ქართულ ენაზე, ან არ მახსოვს კარგად.


ჩამსწორებელი Nemesis, 05 September 2019 - 05:19 PM.


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Nemesis

Nemesis

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 5 პოსტი

ყოველ შემთხვევაში ცალკე წიგნად მე არ მინახავს ქართულ ენაზე



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2484 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

Nemesis,

კი ნადირობა  თავგადასავალი მოგზაურობაში იყო , თუ სწორად მახსოვს


ჩამსწორებელი Panteleimon, 05 September 2019 - 05:34 PM.


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Nemesis

Nemesis

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 5 პოსტი

Nemesis,

კი ნადირობა  თავგადასავალი მოგზაურობაში იყო , თუ სწორად მახსოვს

:good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?