ადრე სულ ეგრე იყო, მაღალმთიანში 2 კვირით გვიან იხსნებოდა
ბუკა ესაა ნადირობის არ მცოდნე ადამიანის და რაც მთავარია დელეტანტური გადაწყვეტილება რომელიც ამდენი მონადირის იგნორით გამოიწვევს აუცილებელ უკმაყოფილებას.
ჯერ 1- ოცდამეერთე საუკუნეში მეტეოსაიტები არსებობს და შენ კარგად იცი რომ თვენახევრით ადრე დავგეგმეთ კახეთი ვინაიდან მთიან რეგიონში ცივი და ნალექიანი ამინდები იყო დაანონსებული.
- იმედია სამინისტრო ამ საიტებს იცნობს და შესაბამისი დეპარტამენტები აჯობებდა რომ ადრე გამოღვიძებულიყვნენ.
მე 2 ის რომ სამინისტროში დაირეკა შაბათს და გადამოწმდა რომ რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმებოდა ვინაიდან კოდების , კვოტების, და ვადების გამოქვეყნებას ვაპირებდით და ხალხი არ გვინდოდა შეცდომაში შესულიყო. დაადასტურეს რომ არანაირი ცვლილებები არ იყო ამ სეზონზე.
-ამ ბრძანებას აწერია 9 აგვისტო და 11 აგვისტოს არც სამინისტრომ იცოდა რაიმე და მითუმეტეს არც ეხლა დევს რაიმე ცვლილება.
- ამჟამად კი გვპასუხობენ რომ 15 ისთვის იგეგმება პრესკონფერენციაო.
-აბა 9 რიცხვი რატომღა აწერია ? გაუგებარია.
-ვინ მონადირეების მოთხოვნით გადაწიეს ვადები? მონკავშირის მოთხოვნით რომელიც არ არსებობს?
-3 დღით ადრე როგორ შეიძლება ამის გაკეთება როდესაც ხალხმა უკვე შვებულებები აიღო? სრული იგნრი ადამიანების?
-ეხლა ყველა კახეთში წავა და იქ კი ნახევარზე მეტი სავარგულები გადამწვარია და სამინისტრო ამაზე დუმს თითქოს მას არ ეხებოდეს.
და ამდენი ხალხის დატევას მოახერხებს კახეთი? ანუ უბედური შემთხვევების სტატისტიკას ხელოვნურად ზრდიან?
და ის ხალხი ვინც ვერ გაიგებს 3 დღის წინანდელ ცვლილებების შესახებ ბრაკონიერობის მუხლით დაჯარმდებიან და წესით იარარის კონფისკაციას ექვემდებარებიან?
და ამას რამდენად დროულად აშუქებს სამინისტრო? მედია? ....
აღარ გავაგრძელებთ . აბსოლუტური დელეტანტიზმი და ადამიანების უგულებელყოფა.