Jump to content

სურათი

ძლევაი საკვირველი

დიდგორობა. ძალა ერთობაშია. 12 ავვისტო.

ამ თემას აქვს 18 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი
გილოცავთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ბრწყინვალე გამარჯვებას რამაც საქართველო გადაარჩინა და დღემდე მოგვიტანა. ეს დღე რომ არ ყოფილიყო ალბათ აღაც საქართველო იარსებებდა ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდრლ დღეს, 12 აგვისტოს ჩვენთვის და ღმერთმა ქნას კიდევ ბევრი გამარჯვება მოგვცეს ქართველებს დიდგორის გამარჯვების მნიშვნელობის.



ჩამსწორებელი mtiuli_1, 12 August 2018 - 02:18 PM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
გილოცავთ და სულ გამარჯვებულებს გვევლოს

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

დიდგორობას გილოცავთ ძმებო!!!

 

:4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7  :4c59e84d82552fcd52addd100c4fab7



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიდგორობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! 

ერთიანი საქართველოს ძლიერების შედეგია "ძლევაი საკვირველი". ერთიანი მიზანი , ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ყველას ერთობას გისურვებთ ერთიან და თავისუფალ საქართველოში!!!!

ძალა ერთობაშია!

didgori.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

 

დიდგორობას ვულოცავ სრულიად საქართველოს! 

ერთიანი საქართველოს ძლიერების შედეგია "ძლევაი საკვირველი". ერთიანი მიზანი , ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. ყველას ერთობას გისურვებთ ერთიან და თავისუფალ საქართველოში!!!!

ძალა ერთობაშია!

didgori.jpg

 

                                ამინ...



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩეროკა

ჩეროკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 1942 პოსტი
  • მისამართი:ნინოშვილის ქუჩა
  • წარმოშობა:საქართველო, შიდა ქართლი
გილოცავთ მეგობრებო, ღმერთმა ქნას რომ ასეთი გამარჯვებები ჩვენ დროშიც გვეზეიმოს!!!

0lllll0 ჩეროკა 0lllll0


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი
დიდგორობას გილოცავთ,

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

დიდგორობას გილოცავთ!

 

გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს!



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა
გილოცავთ მეგობრებო ამ ღირსშესანიშნავ დღეს, ბრძოლას უდიდესი მეფის მხედარმთავრიბით, რომელმაც მსოფლიო ისტორიაში თავისი გმირობით საპატიო ადფილი დაიკავა.....
http://intermedia.ge...დლების-სამე/64/

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიდგორის ბრძოლიდან 899 წელი გავიდა. მაგრამ ქართველებს ისევ გვიჭირს იმის შეგნება რომ ყველა ჩვენი უბედურება ქიშპს, ორპირობას, ურთიერთდაპირისპირებას , ბუტიაობასა და გათიშულობას მოაქვს. ისევ ერთმანეთის დაპირისპირებაში ვხარჯავთ უზარმაზარ ენერგიას. 

ეს ბუმბერაზი ადამიანი 899 წლის წინ მიხვდა ამას და პატარა , მაგრამ გაერთიანებული საქართველოს მხედრობით დაუპირისპირდა მუსლიმების კოალიციურ უზარმაზარ ურდოს. ხო და მოხდა ის რაც უნდა მომხდარიყო.

 

გილოცავთ ძმებო! ძალა ერთობაშია! :L: 

legion.ge_85f33b89d9e055.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

''და ადგა დავით, მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, და შარვანშა და შაჰანშა, და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და ბრძანა მეფემ: ჩახერგეთ გზები უკან დასახევი! და იყო ბრძოლა, იყო დიდგორი, ძლევაი საკვირველი...'' გილოცავთ უდიდესი და ყველა დროის წარმოუდგენლად საოცარი გამარჯვების დღეს, როგორც საქართველოს ასევე მსოფლიო ისტორიაში! წინ კიდევ უამრავი ''დიდგორი'' გველის! გვფარავდეს უფალი!



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mtiuli_1

mtiuli_1

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3647 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გუდამაყარი

და კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე  დიდგორობას 



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Koka

Koka

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 968 პოსტი

"ძლევაი საკვირველი" - ისტორიკოსს შოთა მესხიას მიხედვით, დეტალური ანალიზი.

1121 წ. აგვისტოს ათისათვის თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის ძირითად ძალებს თრიალეთ-მანგლის-დიდგორის მიდამოები, მისი ყველა ძირითადი გზა და მისადგომი დაკავებული ჰქონდათ. კოალიციური ლაშქრის ნაწილმა, როგორც ირკვევა, წალკის მხარეში, მანგლისსა და დიდგორში დაიბანაკა, მეორე ნაწილმა კიდევ, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიჭირა, ასე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ქვემო, ასევე ზემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით _ „დიდგორნი~. დიდგორის ველი შესაყრელ პუნქტად მტრის მიერ შემთხვევით არ იყო შერჩეული _ აქეთკენ მოემართებოდა არაერთი გზა და გადასასვლელი.
კლდეკარი, საიდანაც ერთი გზა დიდგორისკენაც მოდიოდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადასასვლელი იყო ქართლისაკენ მიმავალი დამპყრობლებისათვის, დიდგორიდან კიდევ გზა ეხსნებოდა თბილისისაკენ; ზოგი ძველი ისტორიკოსის მიხედვით, მტრის ლაშქრის დიდგორთან შეკრება თბილისის კართან შეკრებას ნიშნავდა. ამას გარდა, აქედან მათ შეეძლოთ, მცხეთის შემოვლით, გასვლა შიდა ქართლში და დავითის ლაშქრის გარემოცვა. გამარჯვების შემთხვევაში ისინი თბილისისაკენ აიღებდნენ გეზს. აქედან თბილისამდე კი მხოლოდ ნახევარი დღის სავალი იყო. ერთ ძირითად მიზანს, როგორც აღვნიშნეთ, ამ ქალაქის ხელში ჩაგდება შეადგენდა.

საქართველოს სამეფოს ლაშქარი, დავით აღმაშენებლის მთავარსარდლობით, დიდგორის ველს, როგორც ამაზე მითითებულია ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში, ნიჩბისის საკმაოდ გაშლილი ხევით მიუახლოვდა. სწორედ ნიჩბისის ხევს მიჰყვება გზა დიდგორ-მანგლისისაკენ. ეს ხეობა უნდა ჰქონდეთ მხედველობაში მათე ურჰაელსა და გოტიეს, როცა ისინი ქართველთა ლაშქრის ორ მთას შორის დაბანაკებასა და აქ გამართულ ბრძოლაზე მოგვითხრობენ. გოტიეს მიხედვით, დავითის ლაშქარი დაბანაკებული იყო „ორ მთას შორის მდებარე დაბურულ ტყეში, რომლის მიმართულებითაც მტერი აპირებდა შეტევას~. როგორც ალ-ფარიკის ცნობიდან ირკვევა, საქართველოს ლაშქრის ერთი ნაწილი, დავითის მემკვიდრის, დემეტრეს სარდლობით, ერთ ამ მთათაგანს აფარებდა თავს და იქიდან აპირებდა მოულოდნელ თავდასხმას. პირველი ბრძოლა ძირითად ნაწილს უნდა მიეღო, აქ კი თვით დავითი იდგა. მას, ალ-ფარიკის სიტყვით, დასავლეთიდან უნდა შეეტია. ამრიგად, ყველაფერი მზად იყო გადამწყვეტი ბრძოლისათვის.

გოტიეს მოწმობით, დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მოწოდების სიტყვით მიმართა თავის ლაშქარს. მას თვით ამ სიტყვის ტექსტიც აქვს მოტანილი თავის ქრონიკებში. სამწუხაროდ, ჩვენ შესაძლებლობა არა გვაქვს შევამოწმოთ, თუ რამდენად შეეფერება ეს ამბავი სინამდვილეს და რამდენად სწორადაა იგი ჩაწერილი, მაგრამ მის მოტანას აქ მაინც საჭიროდ მივიჩნევთ, მით უფრო, რომ ბევრ მკვლევარს გოტიეს ცნობის სისწორეში ეჭვი არ ეპარება და ზოგ მათგანს დავითის ამ სიტყვის გოტიესეული ტექსტი ქართველი მჭევრმეტყველების ნიმუშების კრებულშიც კი აქვს შეტანილი. აი, ეს სიტყვა: „ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვი მიმდევარი, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ჩვენ ყველამ, ხელების ცისაკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ~.

ამ სიტყვაში, რომელიც ძირითადად მოწოდებაა მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ ქრისტიანთა თავდადებული ბრძოლისაკენ, ისტორიკოსისათვის ბევრი რამ არის ღირსშესანიშნავი. აქედან ჩანს, რომ დავითის ლაშქარი დაბანაკებულა ხეობაში, რომლის ვიწრო შესასვლელიც ხეთა ხორგებით შეუკრავთ.1 ამით მეფეს თავისი ლაშქრისათვის უკანდახევის ეს ერთადერთი შესაძლებლობაც მოუსპია. ეტყობა, დავითს თავის ლაშქარში ჯერ კიდევ ეგულებოდა ისეთები, რომელთათვის მარტოოდენ „ღვთის სიყვარული~ თავდადებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა. უცხო ტომის (ყივჩაყების) მოლაშქრეებს კი არც ქვეყნის, საქართველოს სიყვარული აღაფრთოვანებდათ მაინცდამაინც თავდადებისათვის. ამიტომაც სჭირდებოდა დავით აღმაშენებელს თავისი ლაშქრისათვის უკანდასახევი გზის წინასწარ მოჭრა. მართლაც, ამგვარი ღონისძიების შემდეგ მებრძოლებს ან უნდა გაემარჯვათ, ანდა მტრისადმი ზურგშეუქცეველი სიკვდილით დაემტკიცებინათ თავიანთი თავდადება ღვთისა და მეფისათვის.

(შენიშვნა - აღსანიშნავია, რომ დიღმის ხეობის თავში, რომელიც ბრძოლების ერთ-ერთი ასპარეზი იყო, დღემდე დაცულია ტოპონიმი, ადგილის სახელწოდება _ „ჩახერგილა~. იქნება ეს დავითის მიერ საგანგებოდ გადაკეტილი, ჩახერგილი პუნქტის იმ დროიდან შერქმეული და დღემდე შემორჩენილი სახელი იყოს.)

ამავე დროს, ეს ღონისძიება მეფის ლაშქრის ზურგსაც უვნებელყოფდა. ჯებირები მნიშვნელოვნად შეაფერხებდა ამ მხრიდან მტრის მხედრობის მოსალოდნელ იერიშებს. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ხორგებისა და ჯებირების გაკეთებას საკმაო დრო, მრავალრიცხოვანი მუშახელი და მასალა დასჭირდებოდა.

საისტორიო წყაროებით დიდგორის ბრძოლის დაწყების დღე და რიცხვი სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი. მაგალითად, დავითის ისტორიკოსის თხზულების XV და XVIII სს. გადანაწერებში 18 აგვისტოა დასახელებული, ხოლო XVII ს. და ზოგ XVIII ს. გადანაწერში _ 12 აგვისტო. აღსანიშნავია, რომ დავითის ისტორიკოსის თხზულების ძველ სომხურ თარგმანში, რომელიც მკვლევართა აზრით, XII საუკუნეშივეა შესრულებული, აგრეთვე 12 აგვისტოა მითითებული. ღოგორც ჩანს, დავითის თხზულების თავდაპირველ ხელნაწერში სწორედ 12 აგვისტო ყოფილა. ამ მოსაზრებას ამაგრებს მათე ურჰაელის მონაცემებიც. ურჰაელი არა მარტო თვე და რიცხვს, ბრძოლის დღესაც კი ასახელებს, რაც ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს უფრო დავაზუსტოთ სხვადასხვა წყაროთა მონაცემები. ურჰაელის თხზულების ერთი, 1869 წ. გამოცემის მიხედვით, ბრძოლა მომხდარა 1121 წ. 15 აგვისტოს. „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათს დღეს~, მეორე, 1898 წ. გამოცემის მიხედვით კი _ 13 აგვისტოს. ხუთშაბათს; როგორც ჩანს, მათე ურჰაელის თხზულებასაც დავითის ისტორიკოსის თხზულების ბედი გაუზიარებია, მის შემდეგდროინდელ გადამწერებს რიცხვები აურევიათ, რადგან, ხუთშაბათი დღე არ ყოფილა 1121 წ. არც 15-სა და არც 13 აგვისტოს; ხუთშაბათი დღე იმ წლის აგვისტოს ზემოდასახელებული რიცხვებიდან (12-დან 18-მდე) 11-12-სა და 18-19 აგვისტოზე მოდიოდა, მაგრამ რაკი 18-სა და 19 აგვისტოს „ღვთისმშობლის მარხვა~ უკვე დამთავრებული იყო, ზემოდასახელებულ რიცხვთა შორის „ღვთისმშობლის მარხვის ხუთშაბათ დღედ~ მხოლოდ 12 აგვისტო შეიძლება მივიჩნიოთ. მით უფრო, რომ ამასვე გვთავაზობს დავითის ისტორიკოსის თხზულების დედანი და მისი უძველესი სომხური თარგმანიც. ამრიგად, დიდგორის ბრძოლა 1121 წ. 12 აგვისტოს დაწყებულა. ზოგიერთი მონაცემით, შეტევაზე პირველად მუსლიმთა კოალიციური ლაშქარი გადმოსულა: „მყისვე, _ წერს გოტიე, _ ხეობის მეორე ნაწილში ანუ ფრონტზე მოლაშქრეთა ძლიერი ყიჟინით, ცხენთა და აბჯართა უკიდურესი ხმაურით, ურჯულოთა ზარდამცემი ბაირაღებით გამოჩნდნენ (მტრები). და მთა და ბარიც ბანს აძლევდა სხვადასხვა საკრავების ხმაურს. მაგრამ მეფე დავითი ასეთ კადნიერებას უბრალო მოთმინებით შეჰყურებდა, თავისიანებს ამხნევებდა და ანუგეშებდა მამაცი სულით... დიდი ხნის შემდეგ ეს ურიცხვი სიმრავლე, ამპარტავნობის სულით აღტყინებული, საშინელი ყვირილით თავს დაესხა მათ~. სხვა ისტორიკოსთა (მათე ურჰაელი, ალ-ფარიკი, იბნ ალ-ასირი) ცნობით კი, შეტევაზე პირველად ქართველთა ლაშქარი გადასულა და ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს კიდევ ერთი ტაქტიკური ხერხისათვის მიუმართავს. თუ იბნ ალ-ასირს დავუჯერებთ, როცა ორივე მოწინააღმდეგე ლაშქარი საომრად გამწკრივდა, საქართველოს მხედრობას ორასი ყივჩაყი გამოეყო და მტრის რაზმისაკენ გაემართა.მაჰმადიანთა ლაშქრის სარდლობას ეგონა, ყივჩაყებმა ალბათ მეფეს უღალატეს და შეწყალებისა და დანდობის სათხოვნელად მოდიანო. ამიტომ ისინი დაუბრკოლებლად შეუშვეს თავიანთ განლაგებაში; მაგრამ ყივჩაყებმა უეცრად იარაღი იშიშვლეს და მტრის მეომართა ხოცვა დაიწყეს. ეს სავსებით მოულოდნელი იყო მოწინააღმდეგისათვის. ასეთმა ხერხმა, ცხადია, მტერი დააბნია.

აი, რას წერს თვით იბნ ალ-ასირი: „ყივჩაყები შეერივნენ მათ ჯარს და მშვილდ-ისრით სროლა დაუწყეს. მუსლიმთა ჯარების წინა რაზმები აირივნენ. უკან მდგომ რაზმებს ეგონათ დავმარცხდითო და გაიქცნენ. თავდავიწყებით გარბოდნენ მუსლიმნი და ისე ეჩქარებოდათ განსაცდელიდან თავის დაღწევა, რომ ერთმანეთზე გადადიოდნენ და ბევრიც დაიხოცა~.
იბნ ალ-ასირის მიერ მოთხრობილი ეს საინტერესო დეტალი არა აქვთ აღნიშნული არც დავითის ისტორიკოსსა და არც მათე ურჰაელს; გოტიეს ერთ ცნობაში სწორედ ეს ფაქტი, ორასი მეომრის მეწინავეობა და თავდადება უნდა იგულისხმებოდეს, ოღონდ მას, როგორც ევროპელს, ყველაფერი ეს იმ ორასი „ფრანგისათვის~ (ჯვაროსნისათვის) მიუწერია, რომლებიც იმ დროს დავით აღმაშენებლის ლაშქარში იბრძოდნენ. მოვუსმინოთ თვით გოტიეს: „მეფემ თითოეული რაზმი დააწყო, ხოლო ორასი ფრანგი მეომარი დააყენა მოწინავეებად, პირველ დაკვრათა მოსახდენად... და მტერიც ეცემოდა ძირს ფრანგების ხელისაგან და უწესრიგოდ იფანტებოდა~. როგორც ჩანს, გოტიეს, „ფრანგების~ დამსახურების გაზვიადებით დაინტერესებულს, ალბათ, თავისებურად გადაუკეთებია იმდროინდელი საისტორიო წყაროებით თუ გადმოცემებით შემონახული ცნობა დავით აღმაშენებლის მიერ დიდგორის ბრძოლის დროს გამოყენებული ტაქტიკური ხერხის შესახებ. აღსანიშნავია, რომ დავით აღმაშენებლის ამ ტაქტიკურმა ხერხმა სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევართა ყურადღება მიიქცია. ა. სტროკოვს მეფის მიერ მტრის ბანაკში არც ისე დიდი რაზმი (ორასი მეომარი) საგანგებო დავალებით გაგზავნა და მათი უეცარი თავდასხმა მტერზე იმ ერთ-ერთ ეფექტურ ღონისძიებად მიაჩნია, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართველთა ლაშქრის წარმატებას თურქთა ორივე ფლანგზე თავდასხმის დროს.

ჩვენ საეჭვოდ არ მიგვაჩნია, რომ „მეფემან დავით, უშიშარმან და ყოვლად უძრავმან გულითა~, მართლაც, გამოიყენა ეს ეფექტური ხერხი. ცნობილ ქართველ სარდლებს დავითის შემდეგაც მიუმართავთ ასეთი ტაქტიკისათვის; მაგალითად, ერეკლე მეორემ დიდი ბრძოლა აზატ-ხანთან 1751 წელს ამგვარად მოიგო. ასე რომ, ეს ტაქტიკური ხერხი უცხო არ იყო ქართული სამხედრო ხელოვნებისათვის. მაგრამ, სხვა საქმეა, თუ ვის მიანდო დავითმა ამ დიდი და რთული საქმის განხორციელება, ვის მისცა ასეთი საგანგებო დავალება? ცხადია, საეჭვოა, რომ ეს დიდმნიშვნელოვანი ოპერაცია, რომელიც ქვეყნის და მეფისათვის თავგანწირვას მოითხოვდა, ყივჩაყებისათვის და, მით უფრო „ფრანგებისათვის~ (ჯვაროსნებისათვის) მიენდო; აღსანიშნავია ისიც, რომ იბნ-ალ-ასირი დავითის სამხედრო ძალებს საერთოდ „ყივჩაყთა ლაშქარს~ უწოდებდა და მხოლოდ ამიტომ იხსენიებდა იმ 200 მებრძოლს ყივჩაყებად.
ამრიგად, არც ისე დიდი რაზმის მოულოდნელმა თავდასხმამ ერთხანს დააბნია მტერი, ამავე დროს, საქართველოს ლაშქარმა მტრის ფლანგებს ორი მხრიდან შეუტია. ლაშქრის ერთი ნაწილი, თვით მეფის სარდლობით, ნიჩბისის ხევით, ალ-ფარიკის ცნობით, დასავლეთიდან უტევდა მტერს; ხოლო დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დემეტრე დავითის ძე დაეშვა თავისი ლაშქრით და მთის ძირში საომრად დაწყობილ თურქსელჩუკთა ლაშქარს მედგრად შეუტია. „იქმნა სასტიკი ბრძოლა ორი მთის შორის, ისე რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისაგან ეს მთებიც იძახდნენო (ხმაურობდნენო)~ _ წერს მათე ურჰაელი. როგორც კი ბრძოლა შენივთდა, შეიკრა და გამარჯვების სასწორი ქართველთა მხარეს გადაიხარა, მტრის ლაშქრის დიდმა ნაწილმა ზურგი შეაქცია ბრძოლის ველს, შემთხვევითი არ არის, რომ დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, „რამეთუ პირველსავე ომსა (პირველსავე შეტაკების დროს) იოტა (აიყარა) ბანაკი მათი და ივლტოდაო (გაიქცაო)~. ასევე წერს მათე ურჰაელიც _ ბრძოლის შეკვრისას (ქართველებმა) გააქციეს თურქთა მთელი ჯარიო.
დავითის ისტორიკოსს თუ დავუჯერებთ, ეს სისხლისმღვრელი ბრძოლა რაღაც სამ საათამდე გაგრძელებულა; იგი წერს: „მეფესა დავითისი ესეოდენთა (ასე მრავალრიცხოვან მოლაშქრეთა) მიმართ შინაგანწყობა (შეტევა) სამ ჟამამდე იყო (სამ საათამდე გაგრძელდა) და ვერცა პირველსა კვეთებასა (შეტაკებას) შეუძლეს წინადადგომად~-ო. თურქ-სელჩუკთა დამარცხებულმა ლაშქარმა დიდი ზარალი ნახა: „იმ დღეს, _ წერს მათე ურჰაელი, _ იქმნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ველები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ~ მტრის გვამებითო. მუსლიმთა ლაშქრის დიდი ნაწილის ამოწყვეტაზე მიუთითებს თვით ალ-ფარიკიც: „მოიკლა მუსლიმთაგან უთვალავი რაოდენობა და დარბეული იქნენო~. იბნ ალ-ასირის სიტყვებითაც, „მაჰმადიანთა ლაშქრის უმეტესობა დაიღუპა ბრძოლის ველზე~. „აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითაო~, _ წერს დავითის ისტორიკოსიც; დახოცილთა შორის, მისივე სიტყვით, იყვნენ „სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი~. მაჰმადიან მოლაშქრეთა დიდი ნაწილი კი ტყვედ ჩაიგდეს ქართველებმა.

დიდგორის ბრძოლის აღმწერ ისტორიკოსებს ზოგიერთი ცნობა აქვთ დაცული თურქ-სელჩუკთა ლაშქრისადმი მიყენებული ზარალის შესახებაც. რა თქმა უნდა, დაუჯერებელია გოტიეს ცნობა, რომლის მიხედვითაც ამ ბრძოლის დროს საქართველოს „მეფის მახვილით მოისპო 400000 კაცი~. ასევე, სარწმუნო არ არის ამ მხრივ მათე ურჰაელის მონაცემებიც: მისი სიტყვით, „იქმნა რიცხვი თურქთა ამოწყვეტილი ჯარისა ორმოცი ბევრი (400000), ხოლო შეიპყრეს ოცდაათი ათასი კაცი~. საერთოდ კი, მათეს ცნობით, მტრის ყოველი ათასი მოლაშქრიდან ასიც კი არ დარჩენილა ცოცხალი. მართალია, ალ-ფარიკი არ მიუთითებს დატყვევებულთა რაოდენობაზე, მაგრამ მისი ზოგადი ხასიათის ცნობიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართველებს ტყვედ ჩავარდნიათ „მუსლიმთა და არაბთა აურაცხელი რაოდენობა~; ასე რომ, დიდგორის ბრძოლიდან ოცდათორმეტი წლის შემდეგაც, ალ-ფარიკის თბილისში ყოფნის დროს, ზოგი მათგანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ქართველთა ლაშქარს ტყვედ წამოუყვანია არა მარტო უბრალო მოლაშქრენი, არამედ მათი სარდლებიცა და გოლიათებიც. დავითის ისტორიკოსი აღფრთოვანებული წერდა: „გლეხებმაც კი ნახეს, როცა ქართველ მოლაშქრეებს არაბთა მეფეები მოჰყავდათ ტყვედ, ხოლო ტყვედ წამოყვანილ სხვა გოლიათებზე სიტყვის თქმა რაღა საჭიროაო~.
რა თქმა უნდა, დიდგორის ბრძოლამ, დაჭრილებისა თუ დახოცილების სახით, ბევრი ქართველი, ყივჩაყი, თუ ოსი მოლაშქრეც შეიწირა. მაგრამ საქართველოს ლაშქრის დანაკლისი, მტრის ჯარის დანაკლისთან შედარებით, იმდენად მცირე ყოფილა, რომ არც ერთ ძველ ისტორიკოსს მისი აღნიშვნა საჭიროდაც არ მიუჩნევია. დავითის ისტორიკოსი იმასაც კი წერს, რომ მეფემ „თვისნი სპანი დაიცვნა უვნებლად~, ყოველგვარი მნიშვნელოვანი ზარალის გარეშეო. საქართველოს ლაშქარმა, მრავალრიცხოვან ტყვეებთან ერთად, დიდძალი ალაფიც (ნადავლი) იგდო ხელთ. მათე ურჰაელის სიტყვით, მტრის უპატრონო „ცხენებისა და დაყრილ იარაღ-საჭურვლისაგან დაიფარა ყოველნი პირნი ველთანი~. ალფარიკიც კი იძულებულია აღნიშნოს: ამ ომში „მათ (ქართველებმა) დიდძალი სიმდიდრე წაართვეს მუსლიმებს~-ო. ამ ნადავლს თვით მოლაშქრენი და სამეფო ხელისუფლება დაეუფლა. დავითის ისტორიკოსის სიტყვით, „ხოლო სპანი ჩვენნი და უფროსად (უფრო მეტად) ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვერცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, სრა-ფარდაგებითა და სხვათა უცხოთა ჭურჭლებითა (იარაღებითა) საბრძოლველითა თვითო სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა,1 სასმურთა ტურფათა (ძვირფასთა) და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა-რომელმან ქარტამან (ქაღალდმან) და მელანმან დაიტიოს აღწერად~ ყველაფერი ის, რაც ამ დროს ქართველების მიერ ნადავლის სახით იქნა აღებულიო. ვახუშტი ბაგრატიონი კიდევ აღნიშნავდა: „ალაფთა მრავალრიცხოვნობის შესახებ არაფერს ვამბობ, რადგან გლეხებიც კი ოქროვერცხლის გარდა სხვას არ აიღებდნენ ნადავლისაგანო~.
ამ აურაცხელ ნადავლში მრავლად იყო ბრძოლის მონაწილე მთავარსარდალთა, დიდ მაჰმადიან მფლობელთა პირადი ნივთებიც. ფრიად საინტერესო ცნობა დაუცავს ამ მხრივ თამარ მეფის (1178-1207 წწ.) პირველ ისტორიკოსს, ცნობილი თხზულების _ „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის~ _ ავტორს.

(შენიშვნა
1. ქოსი ანუ ქოსნაღარა _ სპილენძის საკრავი, ჩასაბერი; ფილაკავანი _ „სასროლი იარაღი ზღუდეების (სიმაგრეების) დასანგრევად~.)

თამარის ეს ისტორიკოსი დიდგორის ბრძოლის ამბებს იხსენიებს საქართველოს ლაშქრის მიერ 1195 წ. შამქორის ომში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების აღწერის დროს და სხვათა შორის აღნიშნავს: თამარმა იწყო შამქორის ბრძოლის შემდეგ მოპოვებული ნადავლის შეწირვა: „ხალიფას დროშა, რომელიც შალვა ახალციხელმა მოიტანა, მან გაგზავნა დიდ მონასტერში ხახულის ღვთისმშობლისათვის, მსგავსად თავისი მამის პაპისა (ე. ი. დავით აღმაშენებლისა), რომელსაც დიდგორის გაქცევის (ბრძოლის) შემდეგ დურბეიზ სადიყას ძის ქედისაგან (კისრისაგან) მოძარცული ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს მანიაკი~ შეუწირავს ამავე მონასტრისთვისო.
როგორც ჩანს, დიდგორის ბრძოლაში დამარცხებული და გზააბნეული „არაბეთის მეფის~ დურბეიზისათვის ქართველ მოლაშქრეებს კისრიდან მოუგლეჯიათ მისი მფლობელის ძლიერებისა და ზვიადობის მაუწყებელი ძვირფასი, მოთვალულ-მომარგალიტებული ყელსაბამი, რომელიც ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად დავით აღმაშენებელს გელათის მონასტრისათვის შეუწირავს.

თამარის ისტორიკოსის ამ საინტერესო ცნობიდან ისიც კარგად ჩანს, თუ როგორ მძიმე განსაცდელში აღმოჩენილი „არაბთა მეფე~ _ იგი მხოლოდ სასწაულებრივ შემთხვევას გადაურჩენია სამარცხვინო ტყვეობისაგან. დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული ნადავლის ნაწილის გელათის მონასტრისათვის შეწირვის შესახებ ცნობას გვაწვდის თვით დავითის ისტორიკოსიც. მისი სიტყვით, მეფემ ახლად აშენებულ გელათს სხვა მრავალ „ყოვლად დიდებულ~ და „ძნელად საპოვნელ ნივთთა~ გარდა, უხვად შესწირა „იავარად მოხმულნი~ (ნადავლად აღებული), „დიდთა და ხორასანთა მეფეთა ტახტნი, საყრდარნი (მისაყრდნობელთანი სასხდომები), კიდელნი ფერად-ფერადი და კვალად გვირგვინნი და მანიაკი... რომელნი მოუხუნა (წაართვა) მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თვით იგინიცა ტყვედ მოიყვანნა, მასვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა სახსენოდ და სამდლობელად ძლევისა მის საკვირველისა~. აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში დავითის ისტორიკოსს პირველ რიგში მხედველობაში აქვს დიდგორის ბრძოლის მონაწილე „მეფენი არაბეთისანი~ და ამ ბრძოლაში მოპოვებული მართლაც „საკვირველი ძლევა~ (გამარჯვება). როგორც ვხედავთ, დავითს გელათისათვის, „გამარჯვების სამადლობელად~ და „ღვთის სახსენებლად~, შეუწირავს დიდგორის ბრძოლაში როგორც „იავარად მოხმული~ ნივთები, ასევე ტყვეებიც.

ამრიგად, ქართველთა ლაშქარმა 1121 წ. 12 აგვისტოს დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მაგრამ მოწინააღმდეგის დამარცხება დიდგორის ველზე ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მასზე საბოლოოდ გამარჯვებას. ეს კარგად ესმოდათ ამ დიდ წარმატებათა ორგანიზატორებს და ამიტომ იყო, რომ დავით აღმაშენებელმა გადაწყვიტა კვალდაკვალ მიჰყოლოდა ზურგშექცეულ მტერს, რათა მისთვის დაქსაქსული და დამარცხებული ძალების ხელახლა გაერთიანებისა და შემოტევის შესაძლებლობა არ მიეცა.
გაქცეული თუ უკანდახეული მტრის დევნით დიდგორის ბრძოლის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეტაპი დაიწყო. აქაც გამოჩნდა დიდი მხედართმთავრის ნიჭი და უნარი. დავითის ისტორიკოსის ცნობით, მეფე „მეოტთა (გაქცეულებს) სიმარჯვით და განკრძალულად (ფრთხილად) სდევნიდა~. დამარცხებული და უწესრიგოდ უკანდახეული მტრის დევნა რამდენიმე დღეს გრძელდებოდა. მათე ურჰაელის მიხედვით, ქართველთა და ყივჩაყთა ლაშქარმა რვა დღე ქალაქ ანისის საზღვრამდე სდია ილღაზის დაქსაქსულ ჯარებს და დიდი ზიანი მიაყენა მას. გოტიეს სიტყვით კი, დევნა თითქოს მხოლოდ სამი დღე გაგრძელდა და მტერმა ამ დროს გაცილებით მეტი ზარალი ნახა, ვიდრე თვით ბრძოლის ველზე. იბნ ალ-ასირსაც არ გამორჩენია მხვედველობიდან ყოველივე ეს და საგანგებოდ მითითებული აქვს კიდეც, რომ ქართველებმა თურქებს 10 ფარსაგის1 მანძილზე სდიესო.

(შენიშვნა
1. ფარსაგი, ფარსახი _ გზის საზომი სპარსული ერთეულია, უდრის დაახლოებით ხუთ-ექვს კილომეტრს.)

როგორც ჩანს, ქართველთა ლაშქარს მართლაც მოუხერხებია დევნილი მტრის სრული დამარცხება და განადგურება. ისე რომ, მათმა სარდლებმა, თვით ილღაზმაც კი, ვერ შეძლეს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძალის შემოკრება და დამარცხებული, ბრძოლაში დაჭრილი მთავარსარდალი, თავის სიძესთან ერთად, თვით ალ-ფარიკის ცნობით, მხოლოდ ოციოდე მხედრითურთ დაბრუნებულა თავის ქვეყანაში.
ილღაზის დაჭრისა და სამარცხვინო გაქცევის შესახებ წერენ როგორც მათე ურჰაელი, ისე გოტიე. ამ უკანასკნელის მიხედვით, „თვით ილღაზი, თავში დაჭრილი, თითქმის ყველა თავისიანის სიკვდილის თვითმხილველი... გადარჩა, მცირე პირთა თანხლებით და უსაჭურვლო და სანახევროდ მკვდარი დაბრუნდა სახლში, არაბთა მეფის (დუბეისის) დახმარებით~. დამარცხებული და შერცხვენილი დაბრუნდნენ, ილღაზთან ერთად, მათე ურჰაელის სიტყვით, სხვა სარდლებიც: „ძლივს მოახერხეს რა გაქცევა, სპარსთა სულთანი მელიქი (თოღრული) და ხაზი (ილღაზი) დაბრუნდნენ დიდად შერცხვენილნი თავიანთ ქვეყანაში~.

ამრიგად, როგორც დიდგორის ველზე, ასევე მტრის კვალდაკვალ დევნისა და ხოცვის დროს, ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანმა ლაშქარმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. თურქ-სელჩუკთა დიდმა კოალიციურმა ლაშქარმა სასტიკი დამარცხება იგემა არა მარტო დიდგორის ველზე, საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც, მათ მიერვე დაპყრობილ ტერიტორიაზე. დიდგორის ველზე მოპოვებული გამარჯვება პირველ რიგში, ცხადია, იყო ქართველი ხალხის გამარჯვება დამოუკიდებლობისა და თვითმყოფობისათვის ბრძოლაში, მაგრამ იგი ამასთანავე ეხმაურებოდა ამიერკავკასიისა და საერთოდ, კავკასიის ხალხთა საერთო ინტერესებს, მათ ერთობლივ ბრძოლას უცხო დამპყრობთა წინააღმდეგ. ამიტომაც იყო, რომ კავკასიის ხალხებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ ბრძოლის მოგებაში. ქართველთა ლაშქარში შედიოდა საქართველოს მფლობელობასა და გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყნების მოსახლეობაც: ყივჩაყები, ოსები, სომხები, შირვანელები და სხვა. დიდგორის ბრძოლა მოიგო საქართველოს სამეფოს ლაშქარმა და ქართველმა ხალხმა, რომელმაც უზრუნველყო ეს ლაშქარი ცხენებით, იარაღ-საჭურვლით, სურსათ-სანოვაგითა და ყველაფერ იმით, რაც საჭირო იყო გამარჯვებისათვის. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ასეთ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვების მიღწევისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლაშქრის ხელმძღვანელობას, სარდლობას; ამ მხრივაც საქართველოს ლაშქარი უნაკლო იყო: მის სათავეში იდგა ძველი საქართველოს ყველაზე გამოჩენილი მხედართმთავარი და უდიდესი პოლიტიკური მოღვაწე დავით მეოთხე, აღმაშენებელი.
ზემოთქმულის შემდეგ ყველა საღად მოაზროვნე მკითხველში გაოცებას გამოიწვევს გოტიეს ცნობისადმი მინდობილი ზოგი ისტორიკოსის მოსაზრება დიდგორის ველზე გამარჯვებაში „ორასი ფრანგისათვის~ გადამწყვეტი როლის მიკუთვნების შესახებ. აი, რას წერდა ს. კაკაბაძე დიდგორის ბრძოლის 820 წლისთავისადმი მიძღვნილ, ჩვენ მიერ ზემოხსენებულ წერილში: „გოტიეს ამ მეტად საყურადღებო ცნობაში განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს ის ადგილი, სადაც ავტორი ამბობს, რომ ომის ბედი ორასმა ფრანგმა (ევროპელმა) გადაწყვიტა. ეჭვს გარეშეა, აქ იგულისხმებიან ევროპელი რაინდები, რომელნიც დავითის სამსახურში იმყოფებოდნენ და რომელნიც მოქმედებდნენ ქართველ რაინდებთან ერთად. მათი რიცხვი რამდენიმე ასი და შესაძლებელია, ერთი-ორი ათასი ყოფილიყო (იგულისხმებიან მძიმედ შეიარაღებული და საუკეთესოდ გაწვრთნილი რაინდები). მართლაც სავსებით შესაძლებელია, რომ დიდგორის ბრძოლაში ამ მძიმედ შეიარაღებულ რაინდებს გადამწყვეტი როლი შეესრულებინოთ, მაგრამ მარტო ეს, რასაკვირველია, არ კმაროდა. საჭირო იყო სათანადო მხედართმთავრობაც~ (ხაზგასმა შოთა მესხიასი).

როგორც ვხედავთ, ს. კაკაბაძე სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს დიდგორის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი მიაკუთვნოს მძიმედ შეიარაღებულ იმ ორას (თუნდაც ერთ-ორ ათას) „ფრანგს~, ჯვაროსანს, რომელიც ამ დროს დავითის ლაშქარში ითვლებოდა.
ჩვენ ზემოთ უკვე მივუთითეთ, თუ როგორ აზვიადებდა გოტიე ყველაფერს და განსაკუთრებით კი „ორასი ფრანგის~ როლს დიდგორის ბრძოლაში. ყველა ისტორიკოს-მკვლევარისათვის ეს ადვილად შესამჩნევია და განა ვინმე დაიჯერებს, რომ იქ, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა 40000 ქართველი, 15000 ყივჩაყი და 500 ოსი, გამარჯვება მოეპოვებინოს მხოლოდ 200 „ფრანგს~, თუნდაც კარგად შეიარაღებულს, იმ „ფრანგებს~ (ჯვაროსნებს) რომელნიც, უფრო მრავალრიცხოვანნი, არაერთხელ სასტიკად დაუმარცხებიათ სწორედ დიდგორის ბრძოლის წინა წლებში თურქ-სელჩუკებს, მათ არც ისე მრავალრიცხოვან მოლაშქრეებს. გოტიეს ცნობის ასე უკრიტიკოდ გამეორება, მისი ფრიად საყურადღებოდ და სანდოდ გამოცხადება, სხვა არაფერი შეიძლება იყოს, თუ არა დიდგორის სახალხო ბრძოლის მრავალრიცხოვან მონაწილეთა თავგანწირვის და საერთოდ, ამ ბრძოლის დიდი მნიშვნელობის შეუფასებლობა.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „ორასმა მძიმედ შეიარაღებულმა ფრანგმა~ კი არა, საქართველოს ლაშქრის თავგანწირვამ, მოლაშქრეთა მარჯვედ მოქნეულმა ხმალმა, ქართველი გლეხისა და ხელოსნის მარჯვენამ და მამაცი ლაშქრის გონიერმა ხელმძღვანელობამ უზრუნველყო დიდი გამარჯვება დიდგორის გადამწყვეტ ბრძოლაში. „ძლევაY საკვირველი~ _ „გამარჯვება საკვირველი~ _ ასე უწოდა დავითის ისტორიკოსმა დიდგორის ველზე მოპოვებულ გამარჯვებას. ქართლის გულში შემოჭრილი მრავალრიცხოვანი მტრის განადგურება ქართველთა შედარებით მცირერიცხოვანი ლაშქრით, მართლაც, „საკვირველი ძლევა~ იყო. დიდგორის ველმა, „საკვირველი გამარჯვების~ ადგილმა, დღემდე შემოინახა 850 წლის წინათ მომხდარი ბრძოლის არა ერთი ნაკვალევი. აღსანიშნავია, რომ მწერალ ლევან გოთუას მიერ გამოქვეყნებული მასალებით, დიდგორის ქედზე, სათოვლიასა და ნაბაღრების თავზე აღმართულ მთას ხალხი დღესაც „დავითის მთას~ ეძახის. ეს მთა ამავე სახელწოდებით აღნიშნულია რუკებზედაც. სწორედ ფიქრობს ჩვენი სახელოვანი მწერალი, რომ მთის ამგვარი სახელი „დავით აღმაშენებელთან და დიდგორის გამარჯვებასთან~ უნდა იყოს დაკავშირებული.
ამას გარდა, დიდგორის უმაღლესი წერტილის ხელოვნურობის უტყუარი ნიშნების მქონე ყორღანი, ხალხში შემონახული გადმოცემით, „დიდგორის ბრძოლაში დაღუპულ ძმათა საერთო სამარეა~. დიდგორის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სიტყვით, ამ საერთო სამარეს გამარჯვებულმა „ლაშქარმა აუარ-ჩამოუარა და მუჭა-მუჭა, ზოგმა კი კალთა-კალთა მიაყარა დიდგორის მიწა~ _ და ასე შეიქმნა ეს ხელოვნური ბორცვიც.

ეს და სხვა მსგავსი გადმოცემა არ არის საფუძველს მოკლებული _ დიდგორის ველი, მისი ბორცვები, ალბათ, მართლაც მრავლად ინახავს ჩვენთვის უცნობ და უსახელო თავდადებულ მებრძოლთა უკვე მტვრად ქცეულ ნაშთებსა და მათ იარაღ-საჭურველს. ამ ადგილების არქეოლოგიური შესწავლა, როგორც ზემოთაც ითქვა, მნიშვნელოვან ახალ მასალას შეგვძენდა აქ გამართული ბრძოლისა და მოპოვებული გამარჯვების მრავალი დეტალის დასაზუსტებლად.
შემთხვევითად არ მიგვაჩნია ისიც, რომ „დიდგორობის~ ხალხური, ყოველწლიური დღესასწაული აგვისტოში, მაინცდამაინც, დიდგორის ბრძოლის დამთავრებისა და მარიამობის (15 აგვისტო) მომდევნო კვირას იმართება. იქნებ ეს ხალხური დღესასწაული ამავე დროს არის „საკვირველი ძლევის~ ყოველწლიური დღესასწაული და დამოუკიდებლობისა და პროგრესისათვის მებრძოლთა _ დიდგორობის გმირების _ ხსოვნასაც ეძღვნება...



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მადლობა კოკა. კარგი სტატიისთვის :good:  :L: 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?