Jump to content

სურათი

"ლეგიონის" შინაგანაწესი


  • თემა დახურულია This topic is locked
1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4483 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

მოკლედ მეგობრებო, კლუბ "მონადირეთა ლეგიონში" გაწევრიანებას აქვს თავისი  წესები:
-მას მერე რაც კანდიდატი საჭირო რაოდენობის რეკომენდატორების მხადაჭერას მოიპოვებს, შეეძლება კლუბის წევრებთან ერთად ნებისმიერ (უმრავლეს)ღონისძიებებზე გასვლა, რათა ერთმანეთი კარგად გავიცნოთ .ვინაიდან ეს ოჯახია , აქ შემთხვევითი ადამიანების მოხვედრა გამორიცხულია.

-კლუბის ქვაკუთხედია ღირსება , ერთობა, გუნდურობა და ასევთივე თვისებების მატარებელი უნდა იყოს კანდიდატი ..

კანდიდატის ასაკი განისაზღვრება-26 წლის ზევით.

-ასევე აუცილებელია კლუბის 5 წევრის რეკომენდაცია...(ვინაიდან ოჯახში მიღების შემთხვევაში ეს ადამიანები იქნებიან მასზე პასუხისმგებლები;

-5 რეკომენდატორიდან , 1 უნდა იყოს მოქმედი გამგეობის წევრი);

-მსურველი(კანდიდატი) უნდა იყოს აქტიური, პირველ რიგში ფორუმზე და ქონდეს პოსტების მინიმალური რაოდენობა(თვეში 50-100 პოსტი ); 

-პოსტების ხშირი რაოდენობა არის პირველი საფეხური  კომუნიკაციისა კლუბის  წევრებთან , რომლის წევრობასაც აპირებს კანდიდატი.(თუ არ ექნება პოსტების საკმარისი რაოდენობა , მაშინ უნდა ქონდეს ამის ტექნ.მიზეზი);

-ეთანხმებოდეს კლუბის წესდებას და და ქონდეს მუდმივი მზადყოფნა  დაიცვას ლეგიონის და შესაბამისად მისი პირადი ღირსება.;

-მისთვის ღირებულია ქართული ფასეულობები და პატივს სცემს ტრადიციებს!

 

-უნდა დროულად გადაიხადოს საწევრო;

-უარი არ უნდა თქვას ლეგიონის იმ საქმიანობაში ჩართვაზე(საორგანიზაციო ,საინფორმაციო, საქველმოქმედო და ა.შ) რასაც საერთო კრების მიერ არჩეული გამგეობა გადაწყვეტს;

 

 

კლუბის(ოჯახის) წევრობის მსურველი აკეთებს განაცხადს, კლუბში შესვლის თაობაზე (ნიმუში მოცემულია ).

განაცხადის გაკეთების შემდგომ გამგეობა იმსჯელებს კლუბის წევრებთან ერთად და თუ , კანდიდატი არ არის შემჩნეული  ისეთ საქციელში რაც ეწინააღმდეგება ლეგიონის შინაგანაწეს და სულისკვეთებას , მას მიეცემა საკანდიდატო პერიოდი.მინიმუმი- 12თვე .მაქსიმუმი-24 თვე.

   ამ საცდელ პერიოდში ის ესწრება კლუბის შეკრებებსა და ღონისძიებებს,   მოწვეული კანდიდატის სტატუსით;

-ვინაიდან ის ჩართულია კლუბის ცხოვრებაში , მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იხდის საწევროს, კლუბის ყველა დანარჩენი  წევრივით  და განუხრელად იცავს მის წესდებას;

-ზრუნავს კლუბის კეთილდღეობაზე;

-იცავს სამონადირეო ეთიკას;

-ებრძვის ბრაკონიერობას;

-კლუბში არ შეიძლება იმ პირების მიღება , რომლებიც იდენტურ და ჩვენ მეგობარ კლუბებში არიან გაწევრიანებულები და არიან სხვა კლუბის მოქმედი წევრები;

 

კანდიდატობის პრედენდენტი, საკანდიდატო  პერიოდის განმავლობაში სარგებლობს და ინაწილებს იგივე პასუხისმგებლობას , რითაც სარგებლობენ კლუბის წევრები.

 

მეგობრებო გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ამ პირობებს ვინაიდან კლუბი წარმოადგენს ერთ მთლიან ოჯახს , ერთიან  ორგანიზმს და ამიტომ შემთხვევითი და არასტაბილური  ადამიანების მოხვედრა მის შემადგენლობაში გამორიცხულია.

კლუბის მმართველობა.

  კლუბის მთლიანი შემადგენლობა ირჩევს გამგეობას. შემადგენლობა განისაზღვრება 7 ლეგიონერისაგან. არჩევნებში მონაწილეობას იღებს ლეგიონის სრული შემედგენლობა(საერთო კრება). თუ ლეგიონერი ტექნიკური ან რაიმე სხვა მიზეზით ვერ ესწრება არჩევნებს , მაშინ ხდება მისი აზრის დაფიქსირება დისტანციურად ძველი გამგეობის ერთერთ წევრთან. ლეგიონი ოჯახია -და ამიტომ ნებისმიერი ლეგიონერის აზრი საპატივცემულო და მნიშვნელოვანია  კლუბის ყველა  სხვა წევრისთვის .გამგეობის  არჩევნები იმართება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ . არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ  ლეგიონის ნამდვილ წევრებს. თუ გამგეობის მუშაობით  უკმაყოფილოა კლუბის 51% მაშინ ინიშნება რიგგარეშე არჩევნები. 

ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამგეობის  მუშაობა დამაკმაყოფილებელია უმრავლესობისათვის და არ იწვევს უკმაყოფილებას , მაშინ გამგეობის შემადგენლობას ავტომატურად უხანგრძლივდება უფლება-მოსილება 1 წლით. თუ გამგეობის რომელიმე წევრის (არა უმეტეს 3 წევრისა ერთდროულად) მუშაობა ,დასწრება გამგეობის სხდომებზე რეგულარულად ფერხდება, იწვევს გამგეობის საქმიანობაში ხარვეზებს  ან წევრის პირადი თხოვნით, მომართვით იმის თაობაზე რომ  მიზეზების გამო მას ხელი ეშლება თავის საქმიანობაში , გამგეობის მიერ ინიშნება სხდომა სადაც ხდება ასეთი წევრის როტაცია. როტაციაში მონაწილეობის უფლება გააჩნია ნებისმიერ ლეგიონერს ვინც გამოთქვამს სურვილს რომ იქნეს არჩეული გამგეობაში. გამგეობა განიხილავს ლეგიონერის კანდიდატურას და იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობის 3/4 -ით.

 

 

ძვირფასო კანდიდატებო:

ძვირფასო კანდიდატებო ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, სურვილი, მოსაზრება,წინადადება , შემჩნევა - ლეგიონთან დაკავშირებით უნდა იქნეს გამოთქმული საჯაროდ ან გამგეობის სხდომაზე, ან  თუნდაც გამგეობის ერთ წევრთან.  დაუშვებელია ასეთი ქმედება ჩუმად , დაფარულად, რამოდენიმე ადამიანის თანდასწრებით.ლეგიონში ყველაფერი გამჭვირვალე და დემოკრატიულ საწყისებზეა , ამიტომ მკაცრად შეფასდება ყოველგვარი არასაჯარო,ფარული და შენიღბული ქმედება.

      ვინაიდან დიდია, მსურველების რაოდენობა , ამიტომ კლუბი იძულებულია  ელემენტალური მოთხოვნები დააყენოს და განუხრელად მოითხოვოს მისი დაცვა და შესრულება წევრობის მაძიებლისაგან. მოთხოვნებისა და წესების განუხრელი დაცვა მოითხოვება საკანდიდატო პერიოდის დადგომისთანავე და უნდა შესრულდეს განუხრელად ისევე როგორც ეს მოითხოვება კლუბის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში. 

შინაგანაწესისა და მოთხოვნების არ შესრულების შემთხვევაში კლუბი უფლებას იტოვებს უარი უთხრას კანდიდატს ახსნა-განმარტების გარეშე.

 

    რაც შეეხება კლუბის წევრებს -ლეგიონერებს:

ისინი სარგებლობენ დახურული ფორუმითა და ფოსტით.

  ასევე ავტომატურად ინფორმირებულები არიან კლუბის გამგეობისაგან , ნებისმიერ ნადირობასა და ღონისძიების შესახებ. მისი ჩატარების ვადებზე ლოკაციაზე და მიზნებზე.(ტექნიკური მიზეზების გამო ფორუმთან წვდომის არ ქონის შემთხვევის გარდა)

უზრუნველყოფილები არიან ტრანსპორტითა და კვებით. (და ყველა სხვა ნიუანსით , რომელზეც ზრუნავს გამგეობა და დაანონსებული აქტიობის ორგანიზატორი).

 ავტომატურად ხდება კლუბის წევრების მოწვევა სეზონის გახსნაზე და დახურვაზე.

       სარგებლობენ სამონადირეო სავარგულებით (ფრინველზე ნადირობისას)  გარდაბნის ტერიტორიაზე.

ასევე სარგებლობენ ფშავის სამონადირეო მეურნეობის მომსახურებით (თუ  დასახელებული ორგანიზაციის კლუბშიაც არიან გაწევრიანებულები).

        ასევე სარგებლობენ შეღავათებით კლუბის მსროლელთა ვარჯიშების დროს , რომელიც იმართება რეგულარულად  სპორტინგის დისციპლინაში 

 

ხოლო საუკეთესოების ვარჯიშები და შეჯიბრებებზე გამოსვლები გამგეობის გადაწყვეტილებით - ფინანსირდება  კლუბის ანგარიშიდან

      ...ყველა ეს უფლება ვრცელდება ასევე  ნებისმიერ  კანდიდატზეც მისი კანდიდატობის პერიოდში!!! 

 

      -რაც შეეხება კანდიდატების გაწევრიანებას.მიღება მოხდება სეზონის განმავლობაში 2-ჯერ.

-  პირველი მიღება - სეზონის დასაწყისში.

-  მეორე მიღება - მოხდება ან წინასაახალწლოდ ან სეზონის დახურვისას

ეს "წესდების" მიხედვით.

     გარდა ამ ფორმალობისა, საჭიროა, რომ კლუბის ახალი წვრი იყოს ბუნების მოყვარულ, რაც მარტო კარგი ხედების თვალიერებაში არ გამოიხატება.          ნებისმიერ ბრაკონიერულ საქმიანობაზე უნდა თქვას უარი, თუნდაც ეს "უწყინარი" ბრაკონიერიერობა იყოს, როგორც უმრავლეს შემთხვევაში "აპრავებენ" ხოლმე. პირველივე, ასეთ შემთხვევაზე ნებისმიერ კანდიდატს შეუჩერდება სტატუსი და ავტომატურად ეთქმება უარი ლეგიონის წევრობაზე. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ასევე უკიდურესად მკაცრად მოეთხოვება პასუხი მისი და სხვა გარეშე პირთა უსაფრთხოებაზე.

    კლუბის ახალი წევრი უნდა იყოს მიჩვეული გუნდურ მუშაობას, რადგან მიუხედავად იმისა რომ კლუბს ყავს გამგეობა, აქ ყველაფერს ერთად ვწყვიტავთ, ესაა ჩვენი ძალა. აქედან გამომდინარე კლუბში გაწევრიანება უბრალოდ სტატუსის მიღებას არ ნიშნავს. ეს არის პასუხიმგებლობა კლუბის სხვა დანარჩენი წევრების მიმართ, რომლიც თავისთავზე უნდა აიღოს ახალმა წევრმა!

        ყოველივე აქედან გამომდინარე , კლუბიდან (საძმოდან, ოჯახიდან) გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში განმეორებით-უკან დაბრუნება აღარ მოხდება!!! 

რაც შეეხება  წევრობა შეჩერებული  პირი შესაძლებელია დაბრუნდეს და აღდგენილი იქნეს  მხოლოდ და მხოლოდ  გამგეობის გადაწყვეტილების შემდეგ (ისიც მხოლოდ შეჩერების შემთხვევაში, ) . ხოლო წევრობა  შეწყვეტილი პირი , გამგეობის ნებართვის შემდეგ  , თავიდან გაივლის  მიღების პროცედურებს. ასევე მოქმედებს  დათქმა - რომ ძველი რეკომენდატორები აღრ იქნებიან პროცესში ჩართულები, ვინაიდან მათი რეკომენდირებულის მხრიდან დაფიქსირდა ესეთი არასახარბიელო შედეგი როგორიცაა წევრობის შეჩერება , შეწყვეტა ან მითუმეტეს ლეგიონიდან გარიცხვა. რაც ეეხება მათ , ვისაც არატექნიკური მიზეზების გამო, შეუწყდათ წევრობა , აღდგენა  მოხდება განაცხადის შევსების შემდეგ , 5 რეკომენდატორის შუადგომლობის საფუძველზე, ლეგიონის (აბსოლუტური 100%) სრული შემადგენლობის  თანხმობითა და საერთო გადაწყვეტილებით. გამგეობა კი იზრუნებს ტექნიკური უზრუნველყოფაზე.  


      ძირითადათ ჯერჯერობით ესაა, შეიძლება  რაღაცეები დაემატოს მაგრამ ,განსაკუთრებულიც არაფერი...

 

ცვლილება!!!!

რაც შეეხება 2017-2018 წლის ბოლოდან ახალი წევრების მიღებას ლეგიონში ! 

მოხდება მხოლოდ როტაციის პრინციპით და ამაზე ინფორმირებული იქნება ლეგიონის მთელი შემადგენლობა! ასე და ამგვარად ჯერ ჯერობით შემდგომი მიღება ლეგიონში   -   შეჩერებულია!

 

 

კანდიდატების საყურადღებოდ!
მეგობრებო! ყველა კანდიდატს გვინდა გავუმახვილოთ ყუადღება იმ რამოდენიმე პუნქტზე რაც "ლეგიონში" განსაკუთრებულად უარყოფითად აღიქმება;

 

1-"მოტეხილი"გასვლები! მეგობრებო! "ლეგიონში" მოქმედებს ოჯახის და გუნდის პრინციპი. თუ მარტოს, ან კონკრეტულად რამოდენიმე კაცთან ერთად გინდათ მოძრაობა , ამას არავინ გიშლით , მაგრამ ამისთვის საერთოდ არ არის საჭირო ლეგიონში შემოსვლა და ოჯახის წევრობა. საუბარია იმაზე რომ გუნდში უნდა იყოს გამჭვირვალეობა, ინფორმირებულობა, თანასწორობა და ურთიერთ პატივისცემა.

თუ რამოდენიმე კაცი ცალკე იმოძრავებს - ეს დანარჩენებში იწვევს სამართლიან გაუგებრობას, რას ემსახურება ეს "ცალკე" გასვლები" ?თუ ადამიანი აღიარებს ლეგიონის ერთობასა და გუნდურობას? ამიტომ გაცხადებისა და დაანონსების შემთხვევაში "ცალკე გასვლად" აღარ ჩაითვლება , მითუმეტეს რომ დაანონსების შემთხვევაში დანარჩენებსაც ეძლევათ შანსი რომ აღმოჩნდნენ ამ გასვლაში მონაწილეობის მსურველთა შემადგენლობაში. ამ შემთხვევაში ყველაფერი გახსნილია, გამჭვირვალე და დაცულია გუნდურობის მთავარი პრინციპი-თანასწორობა.

2-დაანონსების გარეშე გასვლები!  უცაბედი გასვლები, დაუგეგმავი , ან ნებისმიერი დაპატიჟების შემთხვევებშიც დაანონსდება გასვლა. არაფერი უცნაური იმაში ,რომ შასაძლებელია ვინმემ დაგპატიჟოთ და იმ შემადგენლობაში არ გეძლევათ იმის საშუალება რომ ვინმე წაიყვანოთ არ არის., მაგრამ ამ შემთხვევაშიც აანონსებთ და წერთ სიმართლეს -რომ ხართ დაპატიჟებული და არ გაქვთ ვინმეს წაყვანის საშუალება. ესაა და ეს. დაწერეთ სიმართლე. ნურასდროს იცრუებთ. სიმართლე და გამჭვირვალობა , ეს ლეგიონის პრინციპია რომელის დაცვაც ყველას მოეთხოვება

3-რეპორტის გარეშე გასვლები!  რეპორტი შეადგენს ურთიერთობის ერთერთ ფორმას , სადაც ადამიანი უზიარებს დანარჩენ ლეგიონერებს ინფორმაციას  სავარგულების, ამინდის, რელიეფის, სანადირო ობიექტების, ბუნებრივი საფარის, უსაფრთხოების, გასვლის შემადგენლობის შესახებ . მის პირად დამოკიდებულებასა და ემოციებს. რაც თავისთავად მნიშვნელოვანია დანარჩენი ლეგონერებისათვის. ამიტომ გასვლები აუცილებლად უნდა დასრულდეს რეპორტით, რომელიც უნდა დაიდოს არაუგვიანეს 2 დღისა უკან დაბრუნებიდან. თუნდაც ის რომ გასვლა უშედეგო ან მწირშედეგიანი იყო, ან იმ სავარგულებში არ არის წასვლა რაიმე ნიუანსის გათვალისწინებით მიზანშეწონილი, უნდა ეცნობოს ლეგიონის წევრებს ამ რეპორტებით. და ეცნობოს დროულად.

4-შეკრებები    "კუხნაში"    მეგობრებო ვინაიდან ერთობა, გუნდურობა, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა ესაა ლეგიონის ოჯახური დამოკიდებულების მთავარი პრინციპეპი, ამიტომ გთხოვთ მიაქციოთ ყველამ ყურადღება რომ თუნდაც ერთმანეთთან სტუმრობა და ლუდზეც ჩაჯდომა არ გადაიქცეს - "კუხნაში ჩუმად დაჯდომად".

      მეგობრებო კიდევ ერთხელ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე რომ ძმობა, მეგობრობა და პოზიტიური დამოკიდებულება, თუნდა ც ლეგიონის რამოდენიმე წევრს შორის მხოლოდ და მხოლოდ ძმობას სიკეთეს, ერთობას და გუნდურობას უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ აქ არც არაფერია დასამალი და შესაბამისად არც მიზეზი უნდა არსებობდეს იმისა რომ 2 ან მეტი ლეგიონერი შეიკრიბოს ისე რომ სხვებისთვის ეს იყოს დაფარული. ოჯახისთვის რამოდენიმე ადამიანის შეკრება მხოლოდ დადებითად აღიქმება და არც არანაირად ვარაუდობს რომ აუცილებლად მხოლოდ საერთო შეკრებებია ნებადართული და პირადი ურთიერთობა იკრძალებოდეს. ასეთ ბოდვას არც არავინ ითხოვს . ყველა კანდიდატს ვთხოვთ რომ მიაქციოს ამას ყურადღება და თუ რაიმე კითხვა გაუჩნდება -ნებისმიერი ლეგიონერი განუმარტავს რატომ ვუფრთხილდებით ასე ერთობასა და გუნდურობას. ამიტომ ყველას გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება,  ვინაიდან ესეთი შემთხვევა სამწუხაროდ მოხდა და ჩვენთვის გულდასაწყვეტი ფაქტია მაგრამ რამოდენიმე ადამიანმა დატოვა ამის გამო ლეგიონი.   შეკრებები "კუხნაში" გადაიზარდა "ჩასასტავებაში" მერე ეს გადავიდა "სასტავის ცალკე, მოტეხილ გასვლებში", თავის მხრივ ამაზე იქნა მიცემული შემჩნევა რაც უკვე ზოგიერთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და დამთავრდა იმით რომ ასეთი ადამიანები რომლებიც თავისი ქმედებით ნებსით თუ უნებლიეთ ძირს უთხრიდნენ ერთობას - აღმოჩნდნენ სწორედ ამ ერთობის, "ლეგიონის" გარეთ. 

 

5-"ოქროს კანონი"  

-ნებისმიერი მოსაზრება,  უკმაყოფილება, შემჩნევა უნდა გახდეს საჯარო და გაცხადდეს ოჯახში. თუნდაც  გაუგებრობა რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ოჯახში 1,  რამოდენიმე ან ლეგიონერთა ჯგუფის მოქმედების მიერ -დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გაცხადებული საჯაროდ ლეგიონის დახურულ ფორუმზე ან ვაიბერში, ან  გამგეობის თუნდაც 1 წევრთან 

ნებისმიერი , გაღიზიანება, უკმაყოფილება, შემჩნევა ან თუნდა რაღაცის კორექტირების სურვილი უნდა იქნეს გამოთქმული ან საჯაროდ ან გამგეობის წევრთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი მოახდენს სწორ და დროულ რეაგირებებსა და ქმედებებს. ყველანაირი "წუწუნი" "ბუზღუნი" "ჩურჩული" და "კუხნაში დაჯდომები" საშიშროებას უქმნის  და საზიანოა ერთობისა და გუნდურობისათვის. და რაც მთავარია საშიშროებას უქმნის თვითონ ასეთი ადამიანის დარჩენას ლეგიონის ერთობაში 

   ამიტომ ესეთი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია და იდევნება ლეგიონში. არავინ და ვერავინ შეგზღუდავთ თქვენი აზრის საჯაროთ გამოთქმასა და გამოხატვაში  . პირდაპირ  შენიღბავად გამოთქვით თქვენი აზრი  და  ზემოთ ჩამოთვლილი "ჩურჩული და წუწუნის" საჭიროებაც გამოირიცხება.

ლეგიონში არასდროს არ არის "ჩურჩული" მოდაში.

;)

6-კატეგორიულად დაუშვებელია ლეგიონერების "ჩასასტავება" ცალკე ჯგუფებად , რაც აღიქმება როგორც სექტანტობა და ერთობის და გუნდურობისათვის სახიფათო სინდრომად. 

     მეგობრებო ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტები საფრთხეს უქმნის იმ მთავარ ქვაკუთხედს რაზედაც არის დაფუძნებული "ლეგიონი". ეს არის -ერთობა!!! 

"ლეგიონის"  ძალა კი  -ერთობაშია. ამიტომ გაუფრთხილდით  ამ ერთობას  და ნებით თუ უნებლიეთ არასდროს დაარღვიოთ.

 

ყველა კანდიდატს წარმატებას ვუსურვებთ. გფარავდეთ წმ. გიორგის მადლი!

 


       განაცხადის ფორმა რომელიც კლუბის წევრობის მსურველმა უნდა დააკოპიროს და თავისი მონაცემები ჩასვას.



სახელი:
გვარი:
დაბადების თარიღი:
მცხოვრები:
ტელ.ნომერი:
Skype:
mail:
რეკომენდატორები:

სურათი....


სამოტივციო წერილ ერთი ორი სიტყვით..

 

გავეცანი და ვეთანხმები "ლეგიონის " შინაგანაწესს-(ფორუმული ზედმეტსახელი)

 

კლუბის ანგარიში. თი.ბი.სი ბანკი.

 

 

GE06TB7841536080100009 / Gel


ჩამსწორებელი babu, 09 October 2019 - 10:13 AM.


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40857 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მოკლედ ცალკე გამოვიტანე შინაგანაწესი. მგონი ასე ჯობია !







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?