Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42554 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
kalmaxi.gifpost-6-0-16937500-1388507700.jpg

აღწერა. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი (3) 4-5, დატოტვილი 9-11, ანალურში დაუტოტავი სხივი (2) 3-5, დატოტვილი (6) 7-10. გვერდის ხაზში 103-129 (124-136, ტაბაწყური - კავრაისკი, 1896) ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები 15-25. მამლები 54-59. პილორული დანამატები 55-71. ყბებზე, ენაზე, სასაზე ძლიერი კბილებია. ზურგისა და კუდის ფარფლებს შორის - ცხიმოვანი ფარფლი. სხეულის შეფერილობა ხასიათდება მრავალ ფერთა შერწყმით, ძლიერ ცვალებადობს ადგილსამყოფელის, წლის, დროის, ასაკის, სქესის, სასქესო ორგანოების მდგომარეობის მიხედვით; ძირითადად ზურგის მხარე მუქია, გვერდები და მუცლის მხარე შედარებით ღია ფერისაა; სხეულზე გაბნეულია სხვადასხვა ფერის, ზომისა და ფორმის ლაქები. მდინარის კალმახის სიგრძე ძირითადად 20-25 სმ, წონა 100-200 გ. იშვიათად მეტი.
ტბაში ბინადარი კალმახი მდინარის კალმახისგან განსხვავდება შეფერილობით - ახასიათებს უმეტესად შავი ლაქები და სხეულის დიდი ზომა - წონა, სიგრძით აღწევს, საშუალოდ 50-60- სმ-ს, წონით 4-5 კგ-ს (იშვიათად 100-120 სმ, 15-20 კგ). ამგვარად, კალმახი მეტად ლაბილური ბუნებისაა, მდინარეში ამჟღავნებს ნელი, ხოლო ტბაში და წყალსაცავში სწრაფი ზრდის უნარს.

გავრცელება. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული; უმეტესად ბინადრობს მთის მდინარეებსა და ტბებში, მდინარეების უმეტესობაში ცხოვრობს მხოლოდ ზემო დინებაში, ასეთებია: მტკვარი, ალაზანი, იორი, სუფსა, რიონი, ზობი, ზოგ მდინარეში ვრცელდება მტელ სიგრძეზე - სათავიდან ზღვამდე: ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი, ჭოროხი და სხვ; გვხვდება ტბებში: ტაბაწყური, ფარავანი, საღამო, რიწა, გორაფი, მზი, ერწო; წყალსაცავებში: ხრამის, თბილისის, სიონის, შაორისა და სხვ.

საქართველოს გარეთ ცნობილია: აზერბაიჯანი, სომხეთი, შუა აზია, ჩრ. კავკასია, შავი, აზოვის, კასპიის, ბალტიის, თეთრი ზღვების აუზები (მდინარეები: ყუბანი, დნესტრი, დნეპრი, ვოლგა, ურალი), კოლის ნახევარკუნძული, მცირე აზია, ირანი, მაროკო, ალჟირი.

ბიოლოგია. ცივი, ჟანგბადით მდიდარი წყლის მოყვარულია. მდინარეში კარგად ეგუება ჩქარ დინებას, ადის დიდ სიმაღლეზე, სადაც სხვა თევზები ვერ არწევენ. მისთვის წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა 8-160; უფრო მარალი ტემპერატურისას, როცა ნაკლებია აგრეთვე ჟანგბადი, მიდის უფრო ზემო დინებაში. იკვებება მწერებით, მათი მატლებით, კიბოსნაირებით, ლოკოკინებით, წურბელებით, ჭიებით; ნაწილობრივ ეწევა მტაცებლურ კვებას, უმეტესად ტბებსა და წყალსაცავებში, ჭამს თევზებსა და მათ ქვირითს, ბაყაყებს და სხვ.
კალმახი სხვადასხვა გარემო პირობებში იზრდება მეტ-ნაკლები ტემპით; მაგალითად, მდ. იორში და სიონის წყალსაცავში მისი ზრდა იძლევა მნიშვნელოვან განსხვავებას.

კალმახი სქესობრივად მწიფდება 3-4 წლის ასაკში, მრავლდება სხვადასხვა წყალსატევში სხვადასხვა დროს - სექტემბრიდან - თებერვლამდე. ტოფობს თხელწყლიან, ქვა-ქვიშიან ადგილებში, წყლის 4-80 ტემპერატურისას. ნაყოფიერება აღწევს 200-27000 ქვირითამდე, მისი დიამეტრი 4-6 მმ-მდეა. ქვირითს ყრის თავის ამოთხრილ ორმოში და განაყოფიერების შემდეგ ფარავს ქვიშით.

ქვირითის განვითარება დამოკიდებულია წყლის ტემპერატურაზე, მაგალითად: მდ. შავწყალაში 9-200 დროს ლარვა 35-40 დღის შემდეგ იჩეკება, იგი აღჭურვილია ყვითრის პარკით, რომელსაც შეიწოვს 20-30 დღის განმავლობაში, შემდეგ გადადის აქტიურ კვებაზე.

სამეურნეო მნიშვნელობა. ძვირფასი სარეწაო თევზია; ჩვენს მდინარეებში ამჟამად მის ჭერას აქვს ადგილობრივი, სპორტული ხასიათი, მაგრამ ზოგიერთ ტბასა და წყალსაცავში სარეწაო მნიშვნელობისაა, მაგალითად, ტაბაწყურის, ფარავნის, საღამოს ტბებში, ხრამის, სიონისა და შაორის წყალსაცავებში.

ახლო წარსულში ზემოსხენებულ ტბებში ყოველწლიურად იჭერდნენ 50-80 ცენტნერს, ბოლო წლებში მისი მოპოვება შემცირდა 10-20 ცენტნერამდე.

ამჟამად ტარდება ღონისძიებები კალმახის დაცვისა და მომრავლებისათვის


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42554 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვახო მალადეც (უნდა ავღნიშნო რომ აი თევზი ხელოვნური მოშენებისაა)


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვააა მალადეც ვახო...

მშვენიერი ზომაა..

ისე პატარაები უფრო გემრიელია...

მარა ეგ ბარაქიანია.. 

მალადეც...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 42554 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოოოო კი შეახრამუნებდა კაცი მაგას , წინასაახალწლოზე მოგამარაგებთ მაგითი, ან ვახომ მოგვამარაგოს სულაც


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1308 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

ამ თემას გამოვაცოცხლებ და ვიტყვი, რომ ხვალ ვგეგმავ ცისარტყელა კალმახზე გასეირნებას, ველურ პირობებში!
როგორც სპინინგით ასევე გაშოლტვის მეთოდით, ვინაიდან და რადგანაც მდინარე სადაც მივდივარ მომცრო ზომისაა და ბევრ მეთევზეს ვერ დაიტევს, ამიტომ გეპატიჟებით მხოლოდ 1 მეთევზეს ან მსურველს!

დეტალებისთვის დღესვე შემეხმიანეთ :)



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

ამ თემას გამოვაცოცხლებ და ვიტყვი, რომ ხვალ ვგეგმავ ცისარტყელა კალმახზე გასეირნებას, ველურ პირობებში!
როგორც სპინინგით ასევე გაშოლტვის მეთოდით, ვინაიდან და რადგანაც მდინარე სადაც მივდივარ მომცრო ზომისაა და ბევრ მეთევზეს ვერ დაიტევს, ამიტომ გეპატიჟებით მხოლოდ 1 მეთევზეს ან მსურველს!

დეტალებისთვის დღესვე შემეხმიანეთ :)

აუუუ კარგი რააააა აღჭურვილობა  სოფელშიმაქ... აქ დავდებ მერე ჩემ კალმახუნიებს .. გამაგებიე  აბა შედეგი და შემდეგზე უეჭველი წავიდეთ....



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1308 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

giokupra,

 

გამაგებიე  აბა შედეგი და შემდეგზე უეჭველი წავიდეთ....

 

 ვნახოთ ვნახოთ, ფაქტიურად ექსპედიციაა ხვალინდელი დღე....
თუ იქნა ხეირი აუცილებლად გაგაგებინებ....



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

giokupra,

 

 

 ვნახოთ ვნახოთ, ფაქტიურად ექსპედიციაა ხვალინდელი დღე....
თუ იქნა ხეირი აუცილებლად გაგაგებინებ....

ხარაშო თუარა ვარიანი და გაქცეული აქვე მაქვს :D 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1308 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

giokupra

 

ხარაშო თუარა ვარიანი და გაქცეული აქვე მაქვს :D

ვა მანდ იჭერ გაქცეულებს?
მე ვერ მივაგენი მანდა ეგეთ ტოჩკას :)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1308 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

სამწუხაროდ მდინარე მკვდარი დამხვდა :(



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1997 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

სამწუხაროდ მდინარე მკვდარი დამხვდა :(

    ამ აპარატებით რომ დადიან, სამწუხაროდ აჩანაგებენ ყველანაირ თევზს.



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1308 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

_alex_, მანდ მარტო აპარატის ამბავიც არაა... ადგილობრივი ბიზნესიც კი კლავს ტევზს...



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი
ვაა ტეხავს ტო.. ამ კვირაში ვარიანში ხოარ წავსულიყავით იქვე შეგვებრაწა კალმახი კაი მწვადი ჰა??





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?