სტატია აღებულია შ.პ.ს. ,,ქარავანი+"-ის ფეისბუკ გვერდიდან !!!!!!!
Remington 783 - ის წარდგენა პირველად მოხდა 2013 წელს. აღნიშნულ მოდელზე მუშაობა საკმაოდ დიდ ხანს მიდიოდა. ამით კომპანიამ გადაწყვიტა კონკურენცია გაეწია ღირებულების მხრივ იმ ბიუჯეტური მოდელებისათვის, რომლებსაც სხვა და სხვა ამერიკული ბრენდები აწარმოებენ დაახლოებით 500 – 600 აშშ დოლარის ფარგლებში და ამავდროულად ყოფილიყო ხარისხობრივი კუთხით მათზე უკეთესი. ზოგადად ბიუჯეტური მოდელის წარმოების გამოცდილება რემინგტონს უკვე დიდი ხანია აქვს და 783 მოდელის წინ ისინი აწარმოებდნენ 770 მოდელს. თუმცაღა ეს უკანასკნელი სწორედ რომ დაბალი ხარისხითა და არც თუ ისე სახარბიელო უტყუარობითა თუ მოპირკეთებით გამოირჩეოდა. სწორედ Remington 770 - ისა და სხვა კონკურენტი ბრენდის მიერ წარმოებული შაშხანების უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით რემინგტონმა შეიმუშავა პროექტი 783 მოდელის სახით, სადაც მაქსიმალურად გაითვალისწინა როგორც პროფესიონალი მეიარაღეების, ასევე იარაღების ექსპერტების, მსროლელებისა და სპორტსმენების აზრი. მაქსიმალურად შეეცადა შეექმნა სხვაზე უკეთესი იარაღი იმავე ფასად, რა ღირებულებაც ჰქონდათ მის კონკურენტებს. თამამად შეიძლება ითქვას რომ მათ ეს გამოუვიდათ და თან საკმაოდ წარმატებულადაც. ამაზე მეტყველებს მათი გაყიდვები და 2017 წელს საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი ახალი 783 - ის ვერსიები, რომლებიც უკვე ხის კონდახებით იყო არჭურვილი.
Remington 783 აღჭურვილია ქარხნულადვე ოფტიკური სამიზნით - გადიდებით 3x9-40, რომელიც მასზე ქარხანაშივეა დამაგრებული და შედის გასაყიდ ფასში. შესაბამისად შესაძლებელია მექანიკური სამიზნის მქონე შაშხანებთან შედარებით უფრო შორ დისტანციებზე გასროლა. გარდა ამისა ლულა იმყოფება თავისუფალი რხევის ზონაში და მასზე საერთოდ არ დგას მექანიკური სამიზნე. ეს გარემოებები ერთობლიობაში ხელს უშლის რეზონანსული რხევის წარმოქმენას და აუმჯობესებს სიზუსტეს. თუმცაღა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მასზე მექანიკური სამიზნის დაყენებაც ოსტატის ჩარევის შედეგად, რათა მიუხედავად მისი უარყოფითი მხარისა გამოყენებულ იქნეს დადებითიც, ახლო დისტანციებზე, მოძრავ სამიზნეზე სწრაფი გასროლის გახორციელება. იარაღის ლულა ცვლადია და ის სისტემურ კოლოფს ხრახნით უკავშირდება. სხვათაშორის მისი გამოცვლა ყველასათვის ცნობილ, ამერიკელების ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ შაშხანაზე Remington 700 - ზე იოლია. სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია მძიმე ლულების დამაგრება სპორტულ შეჯიბრებებზე მონაწილეობისათვის თუ ტაქტიკური - სნაიპერული სროლების საწარმოებლად. ეს კი ძალიან დიდი წარმატებაა ამ ფასიანი, ბიუჯეტური შაშხანისათვის. შაშხანის ლულაში 6 ხრახნია და მისი ხრახნის ბიჯი შეადგენს 10 ინჩს - Twist – 1/10”. ეს გარემოებას საშუალებას იძლევა განსხვავებული ვაზნების სროლისა თუ მძიმე თავიანი ვაზნების შორს დისტანციებზე გამოყენებისა.
სისტემური კოლოფი და კონდახი ერთმანეთს ორმაგი, ეგრედწოდებული „სვეტისებრი საფენის“, იგივე Dual-Pillar Bedding - ის მეშვეობით უკავშირდება. ანუ კონდახში ორგან, სისტემური კოლოფის თავთან და ბოლოსთან ჩადგმულია ალუმინის ცილინდრისებრი სვეტი, რათა უფრო მყარი და საიმედო იყოს გასროლისას იარაღი და გაიზარდოს სიზუსტე.
ყველა ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად გაუმჯობესდა სასხლეტი სისტემა. მისი პირველი უპირატესობა მდგომარეობს მის მრავალფუნქციონალურობაში. სროლისას სასხლეტზე დაჭერამდე თითს ვახებთ თავად სასხლეტზე განთავსებულ შედარებით მომცრო ზომის სასხლეტ - დამცველ ღილაკს, რის შემდეგაც უკვე ზემოქმედებას ვახდენთ სასხლეტზე და ვაწარმოებთ გასროლას. ეს ხელს უყობს როგორც უსაფრთხოებას, ისე შედარებით ზუსტი გასროლის გაკეთებას. გარდა ამისა ასევე შესაძლებელია კონდახის მოხსნისა და სასხლეტი მექანიზმის გამოღების შედეგად მისი სამოქმედო ძალის რეგულირება, რომელიც მერყეობს დაახლოებით 2,3 - დან 5,2 Lbs - მდე. ეს კიდევ უფრო მატებს შაშხანას უნივერსალურობას და ფაქტიურად იძლევა სიზუსტის გარანტიას. ამ სისტემას რემინგტონმა CrossFire-TM (Trigger System) უწოდა.
იარაღის მჭიდის ჩარჩო მეტალისაგანაა და 770-ის მსგასად არ აქვს მხოლოდ პოლიმერის ბუდე. ეს ზრდის მის რესურს და მატებს მას საიმედოობას. მასში .308 Winchester - ის ყალიბის შემთხვევაში 4 + 1 ვაზნა ეტევა. საკონდახე მასალაც უფრო უკეთესია წინამორბედი, ბიუჯეტური ვერსიისაგან განსხვავებით. კონდახის ბოლოში კი რბილი მხარზე საყრდენია დამაგრებული, რომელიც უკუცემას დაახლოებით 54 % - ით ამცირებს.
ყურადღებას იმსახურებს მისი საკეტი მექანიზმი - Bolt. ის არა მხოლოდ 770-ზე უკეთესი, არამედ გარკვეულწილად 700 უკეთესიაცაა. ცნობილი ფლანგერის ეჯექტორთან ერთად ვაზნის ამოგდების საიმედოობის გასაუმჯობესაბლად დამატებითი გვრედითი კბილი აქვს დამატებული, რომელიც 700 - ს საერთოდ არ აქვს. გარდა ამისა ის სწორედ მასავით ორი ჩამკეტი წახნაგებითაა აღჭურვილი, რაც მსოფლიოში აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და მყარ ჩამკეტად.
საერთო ჯამში Remington 783 არის იდეალური შაშხანა თავის ფასში და ფაქტიურად უკონკურენტოა ჯერჯერობით. ყოველშემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ ანალოგიურ ფასიან მოდელს იგივე მონაცემებით ან უფრო უკეთესს ვინმე არ შექმნის...
მწარმოებელი: Remington ARMS, USA.
წარმოშობის ქვეყანა: ამერიკის შეერთებულ შტატები
ტიპი: ცილინდრულ საკეტიანი შაშხანა
მოქმედების ტიპი: მექანიკური, წრფივად მოძრავი საკეტი მექანიზმი.
ოპტიკური სამიზნე: 3-9x40 (შედის ღირებულებაში)
წონა: 3,4 კგ.
მთლიანი სიგრძე: 107 სმ
ლულის სიგრძე: 56 სმ
მჭიდის ტევადობა: 4+1 ვაზნა
ხრახნების რაოდენობა/ბიჯი(Twist): 6 ხრახნი - 1 ბრუნი 10“ - ში.
ეფექტური სროლის მანძილი: 650 – 700 მეტრი
ფასი: 1490 ლარი
კითხვა!!!!.... ეთანხმებით??????
ჩამსწორებელი Qartvela™, 14 April 2018 - 11:09 AM.