Jump to content


ამ თემას აქვს 15 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ქარიყლაპია
a6vtu.jpg


qariklapia.gif


აღწერა. ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 6-10, დატოტვილი 12-16, ანალურში დაუტოტავი სხივი 3-8, დატოტვილი 10-16. გვერდის ხაზში 110-144 ქერცლია. მალები 56-65. სხეული წაგრძელებულია. თავი დიდია, გრძელი, შეტყლეჟილი დინგით. პირი დიდი, შეადგენს თავის სიგრძის ნახევარს. ქვედა ყბა წინაა წამოწეული. კბილები ყბათაშორისზე, ქვედა ყბაზე (ძლიერი), სასაზე, სახნისსა და ენაზეა. ლაყუჩის კბილაკები ბორცვაკისებრია. ზურგის ფარფლი მდებარეობს საკმაოდ უკან.
შეფერილობა ძირითადად მომწვანო-ნაცრისფერია, მოყვითალო-ნაცრისფერი ან მურა-ნაცრისფერი; ზურგი მუქია, გვერდები ნათელი, მსხვილი მუქი-მომწვანო, ყომრალი ან მოშავო ლაქებით. ზურგის, ანალური და კუდის ფარფლები მოყვითალო-ნაცრისფერია, მოწითალო-ყომრალი ელფერით და დიდი ყომრალი ან მოშავო ლაქებით.
სიგრძე 1-1,5 მ-მდე, წონა 16-24 კგ-მდე.

გავრცელება. ბინადრობს დასავლეთ საქართველოს მდინარეებში: ჩოლოქი, ნატანები, სუფსა, რიონი, ფიჩორა, ხობი, ოჩხამური, ჭურია, ენგური, კოდორი, შავწყალა; ტბები: პალიასტომი, ჯაპანის, სკურჩია, ბებესირი; კასპიის, არალის, შავი, აზოვის, ბალტიის ზღვების აუზები, ჩრ. ყინულოვანი ოკეანე, ევროპა, ჩრ. და დასავლეთი აზია, ჩრ. ამერიკა.

ბიოლოგია. მტკნარი წყლის თევზია, ეგუება მომლაშო წყლებსაც. ბინადრობს მდინარეებში, ტბებში. ამჯობინებს სანაპირო თხელწყლიან, მცენარეულობით მდიდარ ადგილებს. მტაცებელია, იკვებება ძირითადად თევზებით, აგრეთვე ბაყაყებით, წყალში ჩავარდნილი თაგვებით და წვრილი ფრინველებით, ხოლო ლიფსიტები ნახევარ წლამდე - წვრილი პლანქტონური ორგანიზმებით - კიბოსნაირებით, ფარვანებით და სხვ.
სქესობრივად მწიფდება 3-4 წლიდან. ტოფობს მარტ-აპრილში, წყლის 3-60 ტემპერატურის დროს: ქვირითს ყრის 0,5-1 მ სიღრმეში მცენარეულ სუბტრატზე. ნაყოფიერება აღწევს 17-350 ათას ქვირითამდე. მისი დიამეტრი 2,5-3 მმ. ახალგამოჩეკილი ლიფსიტები 6,5-7,6 მმ-მდეა.

სამეურნეო მნიშვნელობა. საქართველოში რაოდენობის სიმცირის გამო სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. სხვაგან მისი მოპოვება საკმაო რაოდენობით წარმოებს. მოპოვება ხდება მოსასმელი, ჩასადგმელი ბადეებით, ვენტერით, ანკესღობურათი და სხვ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, ქვირითს, ამზადებენ კონსერვებს

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_ვახო_*

სტუმარი_ვახო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეგა კაცო პატარა ნიანგია რაა



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ძალიან მაგარი ახარტული თევზაობაა...დადავლეთში ყოველთვის ვთევზაობ ამ თევზზე. ჩვენ წერს ვეძახით.
შემოდგომაზე სუქდება და საკმაოდ გემრიელიც არის...3.700კგ მყავს დანაჭერი.
15კგ ნანახი მყავს ახლობელმა დაიჭირა...

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
უყურეთ ორი ქარიყლაპია დაიჭირა მაგარი ხიშნიკია ეს შობელბურდღა

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1164 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1011 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

ქარიყლაპია ძალიან აზარტული სათევზაო ობიექტია სპინინგისტებისთვის, პირადად მე ზედაპირული სატყუარებით ვთევზაობ მასზე, ულამაზესი შეტევები აქვს, ძლიერი დარტყმა, მაგრამ სამწუხაროდ მერე ზაცეპივით მოდის, აღარ იბრძვის ძლიერად, სამაგიეროდ მარტო მისი "ატაკა"ს დანახვა არის დიდი სიამოვნება.....

ესეც ჩემი შარშანწინდელი გასვლა აბაშაში
 

 

დღესდღეობით მომრავლებულია თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს ტბებში....



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giokupra

giokupra

    პრეფექტი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1424 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, კეკელიძის N 19
  • წარმოშობა:ქუთაისი

ძაან მაგარია ცოტა მოთბეს და  უნდა დავეცე დასავლეთს ;) 

 ხოარ დაგვეგეგმა რამე ჰაა ??? დოკი,



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1011 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

კალმახის თემაში შედი ;)



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40679 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თქვენ აღარა ხუმრობთ რა



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1011 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)
ეჰ წავალ ეხლა აბა, ეგებ დავიჭირო ჩემი ოქროს თევზი ;)

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1011 პოსტი
  • წარმოშობა:გლდანი :)

ვიყავი, ძალიან აქტიური იყო,  სიბნელეში სხვა ანკესი წამიღია :( ვერ შევძელი თევზაობა...

ვუყურებდი 2 საათი და ვტკბებოდი ქარიყლაპიის იერიშებით ;)



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 1164 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

legion.ge_6445d77faba9b2d5.jpg







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?