Jump to content


ამ თემას აქვს 191 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

cdc519f28c4a.jpg
 

 

წყერი საქართველოს ფაუნის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ფრინველია. ჩვენში ის აპრილის კარგი ამინდების დაწყებისთანავე ბრუნდება თბილი ქვეყნებიდან. ბუდობს რესპუბლიკის ყველა რაიონში. დიდი რაოდენობით გვხვდება პურის ყანებში. მკის შემდეგ გადადის სიმინდის, ჭარხალისა და კარტოფილის ნათესებში, ვენახებსა და ბალახიან ადგილებში. მწყერი 140-150 გრამს იწონის. გუნგლაობს სილაში, ქექავს მიწას და ყლაპავს პაწია კენჭებს რაც საჭმლის მონელებაში ეხმარება. დედალი დებს 12-18 კვერცხს და 15-18 დღეში გამოჩეკს წიწილებს, რომლებსაც მაშინვე შეუძლიათ გოგმანი. 2 დღის განმავლობაში, როცა ყველა გამოიჩეკება, დედა ბუდიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე აცილებს ჩოჩრებს და შემდეგ კვლავ ბუდობს. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მამალი მწყერი არ ზრუნავს პატარების გაზრდაზე და სხვადასხვა დედალთან ცხოვრობს. მწყერი ზაფხულში ორ-სამ ბუდობას ასწრებს, გვიან შემოდგომით ისენი ერთად გროვდებიან და დიდ გუნდებად ღამღამობით თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავენ, რადგან დღისით მტაცებელი ფრინველებისაგან თავდაცვა უჭირთ. მათი გადაფრენის ძირითადი გზა შავი ზღვის სანაპიროზე გადის. იზამთრებს ცენტრალურ აფრიკაში, ირანში, ავღანეთში, ინდოჩინეთსა და პაკისტანში. ყირიმისა და შავი ზღვის სანაპიროებზე გადაფრენისას მწყერს მასობრივად იჭერენ. გამოზამთრების პერიოდში მწყერი არ მრავლდება.
მწყერი იკვებება მავნე მწერებითა და ბალახის თესლით, რითაც სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. ეს თვისება ბევრისათვის უცნობია და სამწუხაროა, რომ ისინი წესების დაუცველად წამლავენ ველ-მინდვრებს შხამქიმიკატებით, რის შედეგადაც იღუპება მწყერის დიდი რაოდენობა. ამის შემდეგ იწყება ყანების ძირში მომკა და მაშინვე მისი მოხვნაც, რაც რა თქმა უნდა ამ ფრინველისთვის დამღუპველია. ბევრი ცეცხლს უკიდებს ნაწვერალს რის შედეგადაც იმ ადგილას მოყოლილი ყოველგვარი სულიერი იღუპება. მწყერის ხორცი, ამ ფრინველისდა საუბედუროდ, გემრიელია. ამიტომ მასზე ნადირობს ყველა. გარდა ამისა ის საუკეთესო საშუალებაა მეძებარი ძაღლის დასაგეშად. სეზონის გახსნის დღიდან უამრავი მონადირე ნადირობს. ზოგიერთი ბრაკონიერი უფრო ადრეც გადის მინდორში და მწყერს კვერცხზე ჯდომის საშუალებას არ აძლევს.ამ ბოლო წლებში მწყერზე ნადირობა საქრთველოში იწყება აგვისტოს ბოლოდან, როცა მოსავალი აღებულია. ნადირობის წინა დღეს ყველაზე უფრო მოუსვენრად მონადირეები არიან. იშვიათია ნაყანები სადაც მონადირეს არ ნახავთ.
მწყერზე მონადირემ მსუბუქი ტანსაცმელ-ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას. ნადირობა მიზანშეწონილია დილას და საღამოს. ამ დროს მწყერი ბევრს მოძრაობს და ძაღლებსაც უადვილდებათ პოვნა. სასროლად იხმარება 10-11 ნომერი საფანტი. რამდენიმე კაცისაგან შემდგარი ჯგუფი გამწკრივდება ერთ რიგად, ერთმანეთისაგან 10-15 მეტრის დაშორებით და ნელი ნაბიჯით მიდიან ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით. მონადირეს თოფი დახრილი უნდა ეჭიროს. ძაღლებით ნადირობისას წინასწარ თოფის ფეხზე შეყენება მიზანშეწონილი არ არის. ეს შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ძაღლი სუნს იგრძნობს და ნაბულით გვატყობინებს, რომ ფრინველი ახლოა. ძაღლი რამდენჯერმე წაიწევს წინ და ჩერდება, თან მიმართულებასაც იცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ მწყერი მიგოგმანებს ძაღლი კი სუნს მისდევს. როცა ძაღლი დააზუსტებს, თუ საიდან მოდის სუნი, მიუახლოვდება იმ ადგილს და გაინაბება. ამ დროს მონადირე მიდის ძაღლთან მარჯვენა მხრიდან, თოფს ფეხზე შეაყენებს და მოემზადება თუ არა სასროლად, ბრძანებს: წინ! ან-ეცი ბრძანების მიღებისთანავე ძაღლი დაეცემა მწყერს და ააფრენს, თვითონ კი დაწვება, რათა მსროლელს ხელი არ შეუშალოს. მონადირე წინაც უნდა იყურებოდეს, რომ სროლისას უბედური შემთხვევა არ მოხდეს. როცა მონადირე დარწმუნდება, რომ სროლის მანძილზე ან ცოტა უფრო შორს არავინ იმყოფება, მაშინ ესვრის. ჩამოვარდება თუ არა მწყერი, ძაღლს უბრძანებს მის მოტანას.
მწყერის მოტანა ყველა ძაღლს არ მოეთხოვება. პოინტერმა და სეტერმა ფრინველი უნდა აღმოაჩინონ, ნაბულზე გაჩერდნენ და ბრძანებისას ააფრინონ. აქ მთავრდება მისი მისია. შემდეგ ძაღლი წვება ან ჯდება. ასეა მანამ სანამ პატრონი ძებნას არ უბრძანებს. ზოგ ქვეყანაში მაგალითად ინგლისში, მონადირეები ნადირობენ პოინტერებითა და სპანიელით, ან სეტერითა და სპანიელით. როცა მეძებარი ზიგზაგით ფრინველს ეძება სპანიელი მონადირეს ფეხთან ან გვერდით მისდევს, როცა მეძებარი ფრინველს აღმოაჩენს და მონადირე მას მოკლავს, სპანიელი ადგილიდან მოწყდება და მკვდარს ან დაჭრილს პატრონს მიურბენინებს. ძაღლი მონადირის მარჯვენა ხელია. უძაღლოდ ნადირობა ძნელია და დანაკარგიც დიდია. როცა მინდორში რამდენიმე კაცი ერთად მიდის თვითოეულმა თავისი ძაღლის მიერ აღმოჩენილ მწყერს უნდა ესროლოს. უნდა ვინადიროთ ყოველთვის საკუთარი კოლექტივის წევრებთან, რადგან დროთა განმავლობაში მონადირეები ერთმანეთს სწავლობენ და იციან, თუ რა სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა. სახიფათოა სრულიად უცხო ადამიანებთან ერთად ნადირობა. მოპოვებული მწყერი სპეციალურ საკიდზე ისე უნდა ჩამოვკიდოთ, რომ ჰაერი უვლიდეს. ზურგჩანთაში ან მანქანაში მათი ჩაწყობა არ ვარგა, რადგან ჩახურდება და ფუჭდება.
მწყერზე ნადირობა მრავალი მონადირის საყვარელი სპორტია, თუ დავირაზმებით ბრაკონიერებისა და ყველა ჯურის მავნებელთა წინააღმდეგ, ნადირობის ეს წარმტაცი სახეობა ყოველთვის განგვაცდევინებს აუწერელ სიამოვნებას.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აღარ გვაღირსა რაა მოსვლა ამ დალოცვილმა ფრინველმა :(



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
.მალე მოვა .

ჩამსწორებელი babu, 14 September 2019 - 05:23 PM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მოვა მერცხალი და მოყვება უკან..

მერცხალი ორი კვირაა მოვიდე დევი ;)



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქარები რომ ჩადგება და ციკლონი გადაივლის მწყერიც დაიძრება გოგაჯან


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nodo

nodo

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:dedofliswkaro
  • წარმოშობა:ქიზიყი

ამ ტოვლებმა და სიცივემ შეანელა მერცხალიც და მწყერიც :0051:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ნამდვილად ეგრეა


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nodo

nodo

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:dedofliswkaro
  • წარმოშობა:ქიზიყი

დედოფლისწყაროში მწყერზე სანადიროდ დადიხართ?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზშარშან  ვიყავი. იცი კარგი ადგილები?  გიურზას ვერიდები


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nodo

nodo

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:dedofliswkaro
  • წარმოშობა:ქიზიყი

giuza chvენთან სამწუხაროდ თითქმის ყველგანაა ხოლო რაც შეეხება ადგილებს კი არის ბვრი კაი ადგილი 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4972 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

ძალიან მაგარია ყველაზე აზარტული ნადირობაა მწყერზე ნადირობა . რა იქნება რომ არ იყოს ბრაკონიერობა აუ რამდენი მწყერი იქნება და სასიამოვნო იქნება მერე ნადირობა, 

 

აზრი არ აქვს საქართველოში ბრაკონიერებს რომ მოუწოდო არ ჩაიდინონ ეს საქციელი , რადგან მეორე დღეს იგივე საქციელს აკეთებენ .

 

ხმა რა მაგარი აქვს აფრენის დროს ფრრრრრრ... ყურში რა სასიამოვნოდ ისმის უუუფ მომინდა ნადირობა 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

როგორც სანდოწყაროები იუწყება, მომავალ სეზონზე მანოკი საერთიოდ ვერ იმუშავებსო, სერიოზული კონტროლი იქნებაო.



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მწყერზე მანოკის გადაჩვევას რამოდენიმე ხანი კიდევ დასჭირდება.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
nodo

nodo

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 30 პოსტი
  • მისამართი:dedofliswkaro
  • წარმოშობა:ქიზიყი

დრო კი დასჭირდება მარა აუცილებელია რომ აიკრძალოს რადან ადამიანი ნორმალურად ვეღარ ინადირებ ამ ბრაკონიერების და მანოკების ხელში.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კავთისხევში ამბები ხდებოდა????? აფხაზეთს აიღებდა  ამდენი თოფიანი კაცი. ვინ სად დადიოდა, ვინ სად ისროდა.......მარტო მანოკი არაა პრობლემა. ვინც თოფი დაიჭირა ხელში ყველა ისვრის და..... სად, რას და როგორ ესვრიან , ამაზე აღარც ფიქრობენ.   მწყერს შეიძლება გადაგაყოლონ.....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?