Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39522 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
l8fum.jpg

აღწერა. სხეული აქვს მაღალი, გვერდებიდან შეტყლეჟილი, დაფარული წვრილი ქერცლით; ყბებზე რამდენიმე მწკრივად გაწყობილი წვრილი კბილები. ლოყები ქერცლითაა დაფარული. ზურგის პირველ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 13-17, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი 1-3, დატოტვილი 12-16. ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 2, დატოტვილი 7-10. გვერდის ხაზში 56-77 ქერცლი. ლაყუჩის კბილები 15-20. მალები 40-43. ზურგის პირველი ფარფლის ბოლოში მუქი ლაქაა. გვერდებზე 7-8 მუქი განივი ზოლია. ზურგი მომწვანო ელფერით, მუცლისა და ანალური ფარფლები მოწითალო ფერისაა, სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა 5 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური და ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია აზერბაიჯანის წყლებში, რუსეთის ევროპულ ნაწილში ბალტიის ზღვიდან, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანედან ჩრდილო კავკასიამდე, ციმბირში მდ. ობიდან კოლიმამდე, სამხრეთით ამურამდე (ამურაში აღარაა), არალის ზღვის აუზში; ფართოდაა გავრცელებული ევროპაში.

ბიოლოგია. ბინადრობს უმეტესად ტბებში, მდინარის შესართავთან ზღვის გამტკნარებულ ადგილებში. კარგად იტანს წყლის მჟავიანობას; გვხვდება ტორფიან ტბებში და ჭაობებში (კარელია- ფინეთის მხარე). მტაცებელი თევზია. იკვებება ძირითადად თევზით, მისი ქვირითით, აგრეთვე ბენთოსითა და პლანქტონით. სქესობრივად მწიფდება 2-3 წლის ასაკში. მრავლდება მარტიდან ივნისამდე, სამხრეთში უფრო ადრე, ჩრდილოეთში – გვიან. ტოფობს მცენაეულობით მდიდარ ადგილებში, 8-15 გრადუსი ტემპერატურისას, მისი ნაყოფიერება აღწევს 12-900 ათასამდე ქვირითს. იგი ფსკერულია, წებოვანი – ყრის მცენარეებზე გრძელი ლენტის სახით. ქვირითის დიამეტრიც 2-2.5 მმ-ია, რომელიც ვითარდება 16-20 გრადუსი ტემპერატურისას 5,5 დღე-ღამეში, ახალგამოჩეკილი ლარვა 4-5 მმ სიგრძისაა; ყვითრს იწოვს 2-4 დღე- ღამეში.

სამეურნეო მნიშვნელობა. სარეწაო თევზია. საქართველოს წყლებში მისი მოპოვება ხდებოდა მცირე რაოდენობით სხვა თევზებთან ეთად (პალიასტომი). შედარებით მეტს იჭერდნენ საბჭოთა კავშირის ჩრდილო - დასავლეთის და ციმბირის ტბებში, აგრეთვე აზერბაიჯანის წყლებში. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს, დაკონსერვებულს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_ვახო_*

სტუმარი_ვახო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

 

აღწერა. სხეული აქვს მაღალი, გვერდებიდან შეტყლეჟილი, დაფარული წვრილი ქერცლით; ყბებზე რამდენიმე მწკრივად გაწყობილი წვრილი კბილები. ლოყები ქერცლითაა დაფარული. ზურგის პირველ ფარფლში აქვს მხოლოდ დაუტოტავი სხივები 13-17, მე-2 ფარფლში დაუტოტავი სხივი 1-3, დატოტვილი 12-16. ანალურ ფარფლში დაუტოტავი სხივი 2, დატოტვილი 7-10. გვერდის ხაზში 56-77 ქერცლი. ლაყუჩის კბილები 15-20. მალები 40-43. ზურგის პირველი ფარფლის ბოლოში მუქი ლაქაა. გვერდებზე 7-8 მუქი განივი ზოლია. ზურგი მომწვანო ელფერით, მუცლისა და ანალური ფარფლები მოწითალო ფერისაა, სიგრძე 50 სმ-მდეა, წონა 5 კგ-მდე, ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარა.

გავრცელება. საქართველოში ბინადრობს კოლხეთის მდინარეებში: სუფსა, რიონი, ხობი, ჭურია, თიქორი, ენგური და ტბებში: პალიასტომი, შავნაბადა, ბებესირი. ცნობილია აზერბაიჯანის წყლებში, რუსეთის ევროპულ ნაწილში ბალტიის ზღვიდან, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანედან ჩრდილო კავკასიამდე, ციმბირში მდ. ობიდან კოლიმამდე, სამხრეთით ამურამდე (ამურაში აღარაა), არალის ზღვის აუზში; ფართოდაა გავრცელებული ევროპაში.

 

 

აღმოსავლეთში რატო ვერ ბინადრობს , საკვირვლია



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ბინადრობს როგორც ვიცი გაუშვეს ზოგიერთ წყსლსაცავებში...ერთადერთი თევზია რომელსაც მტაცებელი ქარიყლაპია ვეტაფერს აკლებს.. მისი დამცავი ზურგზე არსებული ფარფლის ეკალის გამო საფრთხის მოახლოვებისას გაიფხორება ინდაურივით...
რაც მე ეგ ეკალი მაქვს ხელში შენარჭობი ანკეძიდან ქორჭილას მოხსნის დროს....
ქღავნულად მოძრაოვს წყალქვეშ...მათი ყოფნის ადგილას ოატარა წყლის ბუშტუკები ამოდუს წყლიდან...კარგად იჭირება ნაკელის ჭიაზე და პატატა თევზებზე(გამბუზიაზე)...გემრიელი თევზია....
დადავლეთში მეთევზის მიეტ დაჭერილი ბადით 2კგ მყავს ნანახი ნამდვილი ურჩხულია.:-)

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39522 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთი სიტყვით გემრიელ....ნამუ ნამუ ურჩხუულ?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?