Jump to content

სურათი

ლეგიონის შიდა ტურნირი ლუდის სმაში

ლუდი შეჯიბრი ტურნირი ქეიფი

ამ თემას აქვს 47 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ლუდის სმაში დამყარებული რეკორდი და ანდროპოვის ნაჩუქარი ოქროს საათი

Untitled-1_2871.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ყოფილი გამგე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საინჟინრო და ეროვნული აკადემიების აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი, ღირსების ორდენის კავალერი, მსოფლიო ჩემპიონი და რეკორდსმენი ლუდის სმაში და გინესის რეკორდების წიგნის ლაურეატი _ ეს რეგალიები ერთ კაცს _ დემურ დანელიას ეკუთვნის, რომელიც დღეს ჩვენი რესპონდენტია.

_ ცნობილია, რომ ლუდის სმაშიმსოფლიო რეკოდსმენი ხართ.გვიამბეთ ამის შესახებ…

_ 1970 წელს მივლინებით მიუნხენში ვიმყოფებოდი. ერთ-ერთი ბარის შესასვლელში ცნობილი ამერიკელი ძალოსანის _ პოლ ანდერსონის სურათი დავინახე გამოკრული. 1968 წელს მას ლუდის სმაში მსოფლიო რეკორდი დაუმყარებია _ ერთ საათში 8 ლიტრი დაულევია. ეს ჩემპიონატი მიუნხენში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. მაშინვე ვიფიქრე რეკორდის მოხსნაზე, მაგრამ შეჯიბრებაში მონაწილეობისთვის საჭირო თანხა არ მქონდა. 1974 წელს კვლავ მოვხვდი მიუნხენში, სადაც მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე ჩავყევი ჩვენს დელეგაციას. ჩემთან ერთად იყვნენ: მიშა მესხი, ძმები ჯეჯელავები, ანზორ ჭკუასელი, ნესტორ ჩხატარაშვილი… როცა ლუდის სმისჩემპიონატის შესახებ მიშა მესხსვუამბე, აღარ მომეშვა, ფულს მეგიშოვი, ოღონდ არ შემარცხვინოო.დელეგაციის წევრებს ჯიბის ფულად60 დოლარი ჰქონდათ. მათ მიშამ 50-50დოლარი გამოართვა, შესატანითანხის ნაწილი კი მიუნხენშიმცხოვრებმა ჩემმა ნათესავებმა _ცნობილმა მეცნიერებმა, ივანე დაალექსანდრე ნიკურაძეებმა, გაიღეს.ეს შეჯიბრება ოლიმპიურ სოფელში მდებარე ბარ “ამერიკანოში” 30 ივნისს გაიმართა. რეკორდის მოხსნის შემთხვევაში 2500 დოლარით გაჯილდოებდნენ. მიშა მესხი ამ დღისთვის საგანგებოდ მამზადებდა, მლაშე საჭმელს მაჭმევდა და თან უკან დამდევდა, _ ჩუმად რამე არ გადაყლურწოსო. იმდენი მარილიანი კერძი ვჭამე, ენა სასაზე მეწებებოდა. თანაც ვფიქრობდი, შეჯიბრებაში 15 კაცი მონაწილეობს და რეკორდი რომ ვერ მოვხსნა, რა მეშველება, მთელი დელეგაცია შიმშილით დაიხოცება-მეთქი. შეჯიბრებას 500 კაცი ესწრებოდა. ცნობილი რუსი სპორტსმენები _ ბობროვი, სიმონიანი და ნიკოლაევიც წამოვიდნენ. პირობები ისეთივე იყო, როგორც ჭადრაკში _კათხას ხელს თუ მოჰკიდებდი, უკანაღარ უნდა დაგედგა, ლუდი უნდადაგელია. ყველა მაგიდასთან პატარამილით მოდიოდა ლუდი დალიტრიანი კათხა ივსებოდა. ერთისაათის განმავლობაში ღილაკსრამდენჯერაც მიაჭერდი თითს,იმდენჯერ ივსებოდა კათხა. საჭმელ-სასმელით კი გადავსებული იყო მაგიდები. როგორც კი დავჯექი, ხუთი ლიტრი გადავყლურწე. ეს რომ დაინახეს, რამდენიმე მონაწილე მაშინვე წამოხტა და გაიქცა. არადა, ფული გადახდილი ჰქონდათ, ეჭამათ, ესვათ და მერე წასულიყვნენ, ვინ უშლიდათ?

28 წუთში 13 ლიტრი ლუდი დავლიე და მეტი აღარ ჩამომისხეს. ერთი ამბავი ავტეხე… ამ მომენტში მოვიდა მიშა მესხი და მეუბნება, ბარის მეპატრონეები ამბობენ, ოღონდ გაჩერდეს და ფულს დავუმატებთო. მეტი რომ დამელია, ჩემი რეკორდის მოხსნას ვინღა გაბედავდა? მოკლედ, ოღონდ თავი დაგვანებეო და 500 დოლარი დამიმატეს. ბარ “ამერიკანოში”, ანდერსონის ფოტოს ნაცვლად, ჩემი ფოტო გამოაკრეს. ნასესხები ფული დელეგაციის წევრებს დავუბრუნე, თანაც ყველა მათგანს მადლობის ნიშნად სტერეომაგნიტოფონები ვუყიდე.
იმ საღამოსვე სასტუმროში საელჩოს წარმომადგენელი მომადგა და მოგებული ფულის ჩაბარება მომთხოვა. არადა, სადღა მქონდა ის ფული და თანაც, საჩუქრების ამბავიც არ დაიჯერა… მოსკოვის აეროპორტში ტრაპთან 2 “კაგებეშნიკი” დამხვდა შავი “ჩაიკით”. უშიშროების იმჟამინდელ თავმჯდომარე იური ანდროპოვთან მიმიყვანეს. როგორც კი მის კაბინეტში შევედი, საყვედურებით ამავსო _ არცხვენ საბჭოთა მოქალაქის სახელს და უზნეო კაპიტალისტებს აჰყოლიხარ, ასეთი საქციელი საბჭოთა ადამიანისთვის შეუფერებელიაო. გავბედე და შევეპასუხე: ომის დროს პატარა ვიყავი, გერმანელებზე ჯავრის ამოყრა ვერ შევძელი, ახლა ეს შანსი ხელიდან რომ გამეშვა, თავი ცოცხალი რაღად მინდოდა, ამიტომ, როგორც შევძელი, ისე დავამარცხე-მეთქი. შევატყვე, ჩემი ნათქვამი ესიამოვნა… მერე ღილაკს თითი დააჭირა და ოთახში მაგიდა შემოსრიალდა. ზედ ხუთი კათხა ლუდი და ერთი სოსისი იდო. გერმანიაში ლუდს მხოლოდ ერთი სოსისი მივაყოლე და კა-გე-ბეს ეს გამოეპარებოდა?! _ მითხრა, აბა, თუ შეგიძლია, დალიეო. ვიფიქრე, მაინც მიჭერენ და ბარემ დავლევ-მეთქი. ოთხი კათხა მყისვე გავაქრე, მეხუთესაც რომ მოვკიდე ხელი, გამაჩერა, _ “ნე ნადაო”… სახეზე გაოცება ეხატა. ანდროპოვმა უცებ მაჯიდან ოქროს საათი მოიხსნა და ხელზე შემაბნია. შემდეგ განკარგულება გასცა, 203-ში წაიყვანეთო. დავიზაფრე, _ ახლა კი მართლა მიჭერენ-მეთქი, მაგრამ საპყრობილის ნაცვლად, სასტუმრო “უკრაინის” ლუქსში წამიყვანეს. 203-ე სამთავრობო ნომერი ყოფილა. იქ ერთი კვირა დავისვენე. თბილისში დაბრუნება რომ მოვისურვე, თვითმფრინავის ბილეთი მომიტანეს და გამომაცილეს. ანდროპოვმა კი თავის გენერლებს დაავალა, ჩემთვის მისი ტელეფონის ნომერი მოეცათ, საჭიროების დროს რომ დავკავშირებოდი.
თბილისში ჩამოსვლისთანავე საქართველოს უშიშროების იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა ალექსი ინაურმა დამიბარა და ანდროპოვის ნაჩუქარი საათი ჩამომართვა. სასწრაფოდ დავრეკე ანდროპოვის მოცემულ ნომერზე _ “ატაბრალი”-მეთქი. მეორე დღესვე დამიბარა ინაურმა, საათი დამიბრუნა… ვიფიქრე _ აუფ, ახლა კი გამქაჩავენ, სსრკ-დან ცხვირს აღარ გამაყოფინებენ-მეთქი, მაგრამ ამის შემდეგ აღარაფერი მომხდარა. მგონი, სახელმწიფო არ დარჩა, ნამყოფი რომ არ ვიყო.

_ ანდროპოვის ნაჩუქარ საათსდღესაც ატარებთ?
_ რა თქმა უნდა. მაჯიდან არასდროს მომიხსნია.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ეს ისე....                             



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

არის იდეა ჩავატაროთ ტურნირი ლუდის სმაში.

 

ნომინაციები:

 

1. შეთანხმებულ დროში დალეული ლუდის რაოდენობა

2. ერთ ლიტრიანი კათხის დალევა ყველაზე სწრაფად

3. სამი ერთ ლიტრიანი კათხის დალევა ყველაზე სწრაფად

4. ???

 

მსურველები და დაინტერესებული ხალხი ჩაეწერეთ სიაში :beer:  :beer:  :beer:



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

შეჯიბრის დრო, ადგილი და წესები გამოცხადდება მოგვიანებით



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

1. მეფე

2. ჩეროკიანი

3. დონე

4. 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

ჟიურის წევრებში ვინ გვყავს?  ;)  ;)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
მიდი მოიდა :)

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1651 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
1. მეფე

2. ჩეროკიანი

3. დონე

4. ღვინკა

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

ჟიურის წევრებში ვინ გვყავს?  ;)  ;)

ჯერ გასაიდუმლოებულია ჩაწყობის მცდელობის აღმოსაფხვრელად  :ki:


ჩამსწორებელი გუგა დუმბაძე, 27 March 2018 - 02:21 AM.


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
საბა სანოძე

საბა სანოძე

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 553 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

 

ჟიურის წევრებში ვინ გვყავს?  ;)  ;)

ჯერ გასაიდუმლოებულია ჩაწყობის მცდელობის აღმოსაფხვრელად  :ki:

 

:0024:  :0024:



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
.ნუ სვავთ დურაკულ კითხვებს. კანფეტი იმას ვინც მიხცდება ვინა მთავარი არბიტრი

legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
legion.ge-8-1522126609.jpg

legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მოსე

მოსე

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 3159 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

თქვენ სიყვარულში თუ ვერ დავლევ ლიტრიან კათხაში ჩავვარდები მაინც :)

 

ისე ცნობისთვის VELTINS-ში დიდი ლუდის კათხას თუ დალევ განსაზღვრულ დროში კათხას გჩუცნიან
თანაც შესანიშნავი კანჭი აქვთ 29ლარად და ლუდის დიდი არჩევანი 

 

 

legion.ge-736-1522128908.jpg

 

 

 

 

1. მეფე

 

2. ჩეროკიანი

3. დონე

4. ღვინკა

 

5. მოსე


legion.ge-82-1553250895.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული

.ნუ სვავთ დურაკულ კითხვებს. კანფეტი იმას ვინც მიხცდება ვინა მთავარი არბიტრი

:DDD  :DDD  :DDD

:beer:  :beer:  :beer:



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ერი ჰაა, ამათმა მგონი სათავისო საქმე იპოვეს. :DDD  :DDD  :DDD







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?