SIG Sauer
ფირმა SIG Sauer-ის პირველი ნაბიჯები დაკავშირებულია კომპანია Swiss Wagon Factory-თან, რომელიც წარმოიშვა 1853 წელს და მისი დამფუძნებლები გახლდნენ ფრიდრიჰ პერო, ჰენრიხ მოზერი და კონრად ჰეერი. ყოველივე ეს შვეიცარიაში ხდებოდა: ფირმამ ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა და მიიღო კონტრაქტი 30 ათას ცალ გლუვლულიან იარაღზე. გარკვეული დროის შემდგომ ფირმამ შეიცვალა სახელი და იწოდებოდა Schweizerische Industrie Gesellschaft ანუ SIG(შვეიცარიული სამრეწველო კომპანია).
1970-იან წლებში ფირმამ დაიწყო მუშაობა მოკლელულიანი იარაღის დიზაინზე, რომლის განმასხვავებელი ნიშა იქნებოდა მაღალი ხარისხი და მისაღები ფასი. შვეიცარული კანონების თანახმად, ამ ქვეყანაში იარაღის წარმოებაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული(მისი ნეიტრალიტეტიდან გამომდინარე), ამის გამო, ვისაც შვეიცარიაში იარღის წარმოების ბიზნესის გაფართოება სურს, მან უნდა ეძებოს პარტნიორები ქვეყნის გარეთ. ფირმა SIG-ის პარტნიორი გახდა გერმანული Sauer & Sohn და 1975 წელს დაიწყო ერთობლივი იარაღის წარმოება SIG Sauer SIG P220.
როგორც მოგეხსენებათ, ზაუერი მეორე მსოფლიო ომამდე ძირითადად სანადირო იარაღის წარმოებით იყო დაკავებული, ხოლო ომის დროს კი პისტოლეტი Sauer 38H-ის წარმოებაც დაიწყო, რომლის გამოშვებაც მოგვიანებით შეწყვიტა. ზაუერისა და ზიგის პარტნიორობის დასაწყისი აღინიშნა ზაუერის დაბრუნებით პისტოლეტების ბაზარზე. ამავე პერიოდში ზიგი უშვებდა ტყვიამფრქვევებს MG 710, რომლის ბაზასაც გერმანული MG42 წარმოადგენდა
1985 წელს შეიქმნა ზიგ ზაუერის შვილობილი კომპანია SIGARMS Inc, რომელიც განთავსებული გახლდათ აშშ-ში ვირჯინიაში. ეს კომპანია ახდენდა P220 და P230-ის იმპორტს. 1987 წელს აღნიშნული კომპანია გადადის სხვა ქალაქში, თუმცა იმავე შტატში. 2000 წელს წელს ფირმას სათაო და შვილობილ საწარმოებთან ერთად, თავისი საწარმოო სიმძლავრეებით ყიდულობს მაიკლ ლუკი და თომას ორტმაერი. 2007 წლიდან კი ფირმა SIGARMS-ს ოფიციალურად ეწოდა SIG Sauer Inc.
დღეს ფირმა SIG Sauer შედის აშშს იარაღის მწარმოებელ ყველაზე დიდ 5 საწარმოში. საწარმოო სიმძლავრეების განვითარების ტემპით გაასწრო რამდენიმე მოწინავე ამერიკულ კომპანიას. 2005 წლიდან გაზარდა გაყიდვები 50%-ით და სულ ახლახანს კვალიფიციური მუშაკების რიცხვი გაზარდა 3-ჯერ. წარმოების ულტრათანამედროვე საშუალებებში ბოლო ინვესტიციებმა შეადგინეს 18 მილიონი ამერიკული დოლარი. ფირმის დეკლარაციების თანახმად ამერიკელი პოლიციელების მესამედი ზიგ ზაუერის პროდუქციით სარგებლობს.
აშშ-ში ნიუ ჰემპშირში ზიგზაუერს აქვს ცეცხლასროლი იარაღის წარმოების სასწავლებელი და აკადემია.
წყარო; კლ მონადირე
ავტ;გურული