ეს უკვე ყველას ინდივიდუალური საკითხია, მე ჯერ დავოჯახებულვარ და ამ საქმეში ჯერ ვერ ჩავებმები, მარა როცა შვილები მეყოლება, მაშინ თუ დავიწყე უფრო გაფუჭებული საქმის გამოსწორება, მგონი უფრო რთული იქნება, რასაც დავაკვირდი ეს მდგომარეობა ხალხს ძალიან ავიწროვებს და მხოლოდ თავის შვილების კეთილდღეობაზე ფიქრობს და ამდროს უცებ აღმოჩნდება, რომ მარტო დარჩა, არ უძებნია თავისნაირად მოაზროვნე და პატრიოტი ხალხი, ჩაიკეტა არავის ენდობოდა. მე ეხლავე ვცდი რაღაცის შეცვლა და დრო გვიჩვენებს ამო იყო თუ არა ჩემი მცდელობა, შორს არ წავალ და გუშინ ჩვენი ქვეყნის და კუთხეკუნჭულების დაღეგძელო შევსვით, არ მინდა რო მარტო სუფრაზე ვიძახდე ამ სადღიგრძელოს, მინდა რო ყოველ დღე ვადიდო ჩემი ქვეყანა და როცა გამრავლებაზე მივალ, ოოო ღმერთს ვთხოვ ბევრი შვილი მომცეს, მეკი არ დამეზარება
კარგი კაცი ხარ გიო. მართლა გულით გეუბნები . და მიხარია ძალიან რომ არ შევმცდარვარ როდესაც დიდი ხნის წინ შეგამჩნიე ეგ გულითადობა. შემოგევლე მაგ ჯიგრიან გულში. საბას დავესესხები და იმას გეტყვი რომ მარტო ჩვენ გაგვიჭირდება მეტის გაკეთება. ამას დრო სჭირდება. მაგრამ რასაც ლეგიონი აკეთებს ვფიქრობ ბარე სხვებიც რომ აგყვნენ , მაგარი კარგი იქნება მაგრამ....სამწუხაროა რომ ქართველობას ერთობის სურვილი აქვს დაკარგული. მხარში ამოდგომის და გვერდიგვერდ დგომის შეგრძნება აღარ გააჩნიათ. ყველა მესიაა და ყველა პარტიის ლიდერი თუ წარაკუა და პოლიტიკაში გუშინ მოსული ვიგინდარა პრეტენზიას აცხადებს ერის გადარცენაზე და ერის მამობაზე. ის კი ელემეწნტარული ვერ გაუგიათ რომ ეს ენამზეობა და ერთმანეთის ასე საჯაროთ ლანძღვა გინებით , ერთობის შეგრძნებას კიდევ უფრო აკარგვინებენ ამ ხალხს.
ასე რომ ჩემო ქართველ რაღაცაში მარღტალიც ხარ. ჩვენ ჩვენი პირადულიც და საერთო საქმეც ვაკეთოთ.
მიუსაფარ მოხუცებს დავეხმაროთ რეგულარულად, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს გაუწიოთ სტაბილურად დახმარება, სისხლის ბანკში ჩვენი სისხლი ჩავაბაროთ ყოველ 6 თვეში ერთხელ და პატარები გადავარჩინოთ, გარემო არ დავანაგვიანოთ, ბუნება დავასუფთაოთ, ხეტყე არ გავჩეხოთ, ნერგები ვრგოთ ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე, ერთობა გავაძლიეროთ და სხვებიც "მოვწამლოთ" ამ ერთობით. ერთობით შეკრულ სამონადირეო საზოგადოებას უკეთესი ახალი კანონპროექტის იმედი ჩაუსახოთ. ყველას ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება და ეს ჩვენ ძალებშია - დავეხმაროთ. აწი თქვენც თქვენი თქვით და რასაც გავწვდებით ეგაა.
ისე გულისწყვეტით გეტყვი ჩემო გიო რომ ეს დღეები ყელის ჩახლეჩამდე მოუწოდებდით ყველას რომ ჩვენი პატარების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო იყო სისხლი. გაზაფხულზე შექმნილი დეფიციტის აღმოსაფხვრელად . შედეგი შენც ნახე .... 3 ადამიანი შემოგვიერთდა. დანარჩენები როგორც თვითონ გვწერდნენ - უვარგისი სისხლი ქონდათ. სხვებმა საერთოდ არ გამოგვეხმაურენ.
ეხლა ვაანონსებთ მოხუცებულებს დავეხმაროთ თქო და ისე უკუნი სიჩუმეა. ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს მაინც მივიყვანთ ბოლომდე . მაგრამ....
ხო და გაგახარებ ჩემო გიო. სტუდენტური თვითმართველობიდან შეგვეხმიანენ და გვითხრეს რომ ისინიც მზად არიან სისხლის ჩასაბარებლად. აი ჩემო გიორგი . სიკეთის კეთებაში მარტოები უკვე აღარ ვართ . ასე რომ რასაც აკეთებ -ეგაა საერთო და კეთილი საქმე.
ჩემის მხრივ კი რაც შეეხება შენ მიერ გაჟღერებულ თემას -მაგას ვაგროვებ და ლეგიონის ფორუმზე ერთ თემაში მაქვს თავმოყრილი ეგ მარგალიტები. შედი და დაათვალიერე . რამოდენიმე გვერდია უკვე შეგროვებულები. ასე რომ პასუხის გაცემა თუ გინდა ჩემო მეგობარო მაგას არაფერი სჯობს. რამოდენიმე კაცი დაკავდით ამ თემების გარკვევით, პირველწყაროთი და ინტერნეტში მოიძიეთ ამის უგულველსაყოფად მასალა. ხო და ჩვენივე გვერდზე ყოველ ასეთ უმსგავსობას გავცეთ პასუხი და ათასობით ჩვენი მეგობარი მოგვეხმარება მის გაზიარებაში. ასე და ამგვარად. სხვა წინადადებებიც საინტერესო იქნება. მოვუსმინოთ და თუ რაიმეში შეგვეძლება ჩართვა, მოგიკვდეს ბაბუ. ყველა კაი საქმეში თქვენ მხარდამხარ მიგულეთ.