ლეგიონი ხომ ყოველთვის მზად არის თავისი ქვეყნის დასახმარებლად, ამჯერადაც ვფიქრობ ყველას ექნება იდეა, თუ რა შეიძლება გავაკეთ, როგორ გავაცნოთ და ვაცნობთ მსოფლიოს ჩვენი ღირებულებები ჩვენად, ვინაიდან ჩვენი პასიურიბა ხელს აძლევს მეძობელ ქვეყნებს მიითვისონ და თავიანთი დაარქვან. ვფიქრობ ჩვენც უნდა გავავრცელოთ მსგავსი პოსტები და ინფორმაცია რაც შეიძლება ყველგან, ყველა კატეგორიის ადამიანისთვის ხელმისაწვდომად, თავად იმ ქვეყანაშიც უნდა გაიგონ რომ ქართველები არ დატოვებენ ამ ამბავს უყურაღებოდ.
ამ ყველაფერში კი პირველრიგში საჭიროა ერთად დგომა და ერთობლივი მუშაობა ამ საკითხზე, ვგონებ ბევრი ჩვენგანი არის შეწუხებული იმ ფაქტებით, რომ ამბობენ, ჩურჩხელა სომხურია, საფერავი სომხურია, ქართული ნაგაზი რუსებისაა, და სხვა მრავალი ასეთი ფაქტი, მოვიძიოთ, გავარკვიოთ და ვთქვათ, რა არის მართლა ჩვენი და რა არა.