მოკლედ სანამ ვინმე რამეს მოაბავთ თავს , უცებ ავტვირთავ ფოტოებს და მცირე რეპორტსაც დავდებ. ვიცი მე ტქვენი ზარმაცობის ამბავი და ამიტომ აღარ დაგელოდებით და მივხედავ საქმეს.
პირველი იმას ვიტყვი რომ მაგრა მიხარია რომ ლეგიონ ისევ ფორმაშია და 3 საათში ავეწყეთ და დავეგეგმეთ ამდენი ხალხი. ძალიან გამიხარდა რომ ასე ოპერატიულად და ორგანიზებულად მოვახერხეთ სპონტანურად დაწყებული გასვლა. მადლობა ველას ასეთი მობილურობისათვის და ოპერატიულობისათვის.!
.
.
დილას ამ კარგმა კაცმა გამომიარა თავისი ახალი პიპიათი და ტრადიციული მისალმების მერე ერთად წავედით ვახოსთან. ვახო უკვე გარეთ გველოდებოდა და მოუთმენლობისგან ბოლთას სცემდა. ამინდი ვერ უყო მაინცა და მაინც კარგი , ცრიდა და არასასიამოვნოდ ასველებდა გარემოს. ბიჭებმა ცოტა არ იყოს ეჭვისთვალით გახედეს გარემოს მაგრამ ჩემი მეტეოსაიტის უტყუარობაში დარწმუნებული ვიყავი და არხეინად მიმოვიკითხეთ ერთმანეთი. სანამ მთის და ბარისას მოვყევით წვიმამაც გადაიღო და უზარმაზარი ცისარტყელა პირდაპირ ჩვენს უკან გამობრწყინდა . ძალიან ლამაზი იყო და სანამ კუპრა მანქანაში ინვენტარს ალაგებდა და ახარისხებდა ეს ცისარტყელაც ჩავაკარტოჩკე.
.
ცა სრულად გადაიწმინდა ხო და ჩვენც გახარებულები რამოდენიმე წამში უკვე მანქანაში ვისხედით. .