Pedro Arrizabalaga
ესპანური იარაღის მწარმოებლები ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ბრიტანულ კომპანიებთან, ისინი თვლიდნენ, რომ კლასიკური ინგლისური თოფი ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით არის ოსტატობის ყველაზე მაღალი ნიშა და ესპანელებსაც ძალუძთ ასეთივე თოფების დამზადება. მათ დაამტკიცეს ეს...
მართალია ამის მიღწევას ბევრი წლები და დაუღალავი შრომა დასჭირდა, მაგრამ დღეს ბასკური წარმოშობის კომპანიები ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას უშვებენ.
მსოფლიო მწარმოებლების ელიტაში, ექსპერტთა აზრით, აუცილებლად შედის პედრო არისაბალაგა, რომელსაც სამშობლოში ესპანელთა პერდეს უწოდებენ.
1940 წელს ეიბარში პედრო არისაბალაგამ დააფუძნა პატარა საწარმო, რომელშიც თოფებსა და დანებს ამზადებდა. პედრო არა მარტო კარგი მეიარაღე იყო, რომელსაც ბრწყინვალედ გადაჰქონდა ესკიზი ლითონში, არამედ ნიჭიერი კონსტრუქტორი, გრავიორი და იღბლიანი მეწარმე. უკვე 60-იანი წლებისათვის საწარმო ესპანური მწარმოებლების ავანგარდში იდგა.
ფირმამ თავისი არსებობის მანძილზე 15 ათას თოფზე მეტი გამოუშვა(დაახლოებით 250 წელიწადში). პროდუქცია უმაღლესი კლასის თოფებს წარმოადგენს. ხის მასალად მხოლოდ 20 წლის და მეტი ასაკის კაკალია გამოყენებული; საკეტები საიდლოქები;
ბოლო წლებში ფირმის ხელმძღვანელის, ხოსე ალბერტო გარატეს გადაწყვეტილებით წარმოება შემცირდა და აქცენტი მხოლოდ ყველაზე ძვირფას მოდელების გამოშვებაზე გაკეთდა. დღეისათვის საწარმოში მხოლოდ 5 ოსტატი მუშაობს, რომელთა წარმადობა წელიწადში 40 გლუვლულიანი და შტუცერია(მცირე საწარმოო ბაზის პირობებში ფირმას ზოგიერთი ნახევარფაბრიკატის შესყიდვა უწევს სხვაგან). ხრახნილი ლულები შტუცერებისათვის ფირმას ბელგიასა და ავსტრიდან შემოაქვს. ამასთან გარკვეული დეტალები ბოსისა რიგბის საწარმოებში მზადდება.
შეკვეთები ძირითადად აშშ-დან, ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან შემოდის(ამ ქვეყნებში ფირმას თავისი წარმომადგენლობები აქვს). ესპანეთში შეკვეთის შესრულების დრო და ფასი 1,5-2,5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე სხვაგან, რაც ადგილობრივ კლიენტებს კარგად იზიდავს. ყველა ახალი თოფი თავისი კლიენტის სახელითა და კოორდინატებით სპეციალურ რეესტრში აღირიცხება. კლიენტს კი სერთიფიკატი გადაეცემა.
ფირმას წარმოდგენილი აქვს 5 საბაზო მოდელი: 3 გლუვლულიანი და 2 შტუცერი. გლუვლულიანების ფასი 10 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო შტუცერებისა კი 18-22 ათასის. ყველა ლულა მაღალი წნევებითაა გამოცდილი.
მოდელი Especial
ყალიბი 12, 16, 20, 28 და .410; საკეტი საიდლოქი; ინტერსეპტორებზე, თოფის გადახსნას აადვილებს სპეციალური ზამბარა(self-opening);ეჟექტორზე; კონდახი კაკლის
წყარო:კლუბი მონადირე
ავტ:გურული