Jump to content


ამ თემას აქვს 28 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუშინ 3 მარტს შედგა საქართველოს და ესპანეთის ნაკრები გუნდების დაპირისპირება ლოკომოტივის მესხის სახელობის სტადიონზე.

გავრცელებული ინფორმაციის გამო იმისთაობაზე რომ ფრანგებით და ბასკებით გაძლიერებული ესპანეთის ნაკრები, რუსებსაც და რუმინელებსაც ადვილად გაუსწორდნენ და ტრადიციულად ესპანეთი უხერხულ მეტოქედ ითვლება საქართველოს ნაკრებისთვის , რაზედაც ჩვენმა მელიტონმაც ისაუბრა, ბუნებრივია რომ მეტი ინტრიგა შესძინა გუშინდელ დაპირისპირებას . მე არ დავიწყებ გუშინდელ მატჩის პერიპეტიებზე საუბარს , ამას სხვები გააკეთებენ. არიან ლეგიონში ჩემზე უფრო კომპეტენტრი ადამიანები რომლებიც კარგად ერკვევიან ამ სპორტის ნიუანსებში. 

  მე კი ვიტყვი რომ ლეგიონი ტრადიციულად ერთად იდგა ტრიბუნაზე და ტრადიციულად თავისი ქომაგობით მხარში ედგა ჩვენ ბიჭებს. ყველას გილოცავთ გუშინდელ გამარჯვებას. ერთი კვირის თავზე რუსებთან უკეთესი თამაშით და უკეთესი ანგარიშით გამარვება მომელოცოს თქვენთვის მეგობებო!


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აუცილებლად მინდოდა მეგობრებო თქვენი სახელით ჩვენი ძმისთვის ლევან ელიზბარაშვილისთვის გამომეთქვა უღრმესი მადლობა იმისთვის რომ ტრადიციულად ზრუნავს და შრომობს იმისთვის რომ ლეგიონი უზრუნველყოფილი იყოს, სტადიონის ტრიბუნაზე საუკეთესო ადგილებით და ერთობით დაუდგეს ჩვენ ბორჯღალოსნებს მხარში. 

  ეს ადამიანი წლების განმავლობაში ზრუნავს იმისთვის რომ დროულად დაჯავშნოს, შეისყიდოს, დააორგანიზოს შეკრება, დაარიგოს ბილეთები და მერე ერთად ვუქომაგოთ ქართულ რაგბს და ჩვენ ბიჭებს. 

  გაიხარე ლევან. ოქრო ხარ და დიდი მადლობა ასეთი ასეთი ზრუნვისთვის.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
დაპოსტილი 02 March 2018 - 08:00 PM

(IP: 31.146.245.130)

ცენტურიონი

  • photo-933.jpg?_r=1513927480
  • ლეგიონერი
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
  • 308 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

                                 გაფართოებული შემადგენლობა ესპანეთთან

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 3 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. რაზმი 29 მორაგბისგან შედგება, რომელთაგან 13 ბექია, ხოლო 16 მორკინალი.

 

მათგან 10 - 8 ბექი და 2 მორკინალი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს, თითო-თითო ინგლისის პრემიერშიფიდან, ჩემპიონშიფიდან და პრო 14-ის უელსური კლუბიდანაა, 10 საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობს, 2 პრო დე2-ს წარმოადგენს, ერთი ფედერალ1-ის კლუბიდანაა, ხოლო 4 რუსეთის, კრასნოიარსკის გუნდიდან.

 

ბელგია-გერმანიასთან გაფართოებულ შემადგენლობაში არ იყო და ახლა გუნდთან ერთადაა შალვა სუთიაშვილი, რომელმაც პრო დე2-ის 23-ე ტურში ‘დაქსს’ ლელო დაუდო და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

 

ინგლისთან გამართული ერთობლივი ვარჯიშისას დაშავდა მეორე ხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, რომელიც 4-5 თვიან რეაბილიტაციას მოითხოვს. ასევე ფეხის ტრავვმა გაუმიზეზდა ბორჯღალოსნების კაპიტან, მერაბ შარიქაძეს, რომელიც სავარაუდოდ  ნოემბერში მწყობრში იქნება.

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • photo-933.jpg?_r=1513927480
  • ლეგიონერი
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
  • 308 პოსტი
  •  
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

ფულბეკი სოსო მათიაშვილი, შუამარბი გიორგი კოშაძე და მორკინალი შალვა სუთიაშვილი, ბორჯღალოსნების კართს 2018 წელს პირველად მოირგებენ - 3 მარტს, ესპანეთის წინააღმდეგ

 

legion.ge-933-1520006875.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • photo-933.jpg?_r=1513927480
  • ლეგიონერი
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
  • 308 პოსტი
  •  
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

:bravo:   :bravo: საქართველო 23-10 ესპანეთი  :bravo:   :bravo: 

 რას კაია კაია !!!!!!!!!


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • photo-933.jpg?_r=1513927480
  • ლეგიონერი
  • bullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.pngbullet_black.png
  • 308 პოსტი
  •  
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:იმერელი

ჯიგრები   :good:   :good:

legion.ge-933-1520102413.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
SGD

SGD

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 3902 პოსტი
  • მისამართი:თამარაშვილის #10
  • წარმოშობა:გურული
2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში საქართველომ ესპანეთი 23:10 დაამარცხა. მატჩის შემდგომი პრესკონფერენციის კომენტარები:

ბორჯღალოსნების თამაში ჰეიგმა შეაფასა:

„გუშინ ვამბობდით და დღეს ყველანი დავრწმუნდით, რომ ამჟამად ესპანეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მოთმინება კარგად გამოვიყენეთ, შევქმენით შესაძლებლობებიც, რომელთა ნაწილი სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ვმუშაობთ და გვსურს, რომ უფრო მრავალფეროვნად ვითამაშოთ, მაგრამ ამას დრო ჭირდება. შესრულებაში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, თუმცა ეს მეტოქის კარგ თამაშზეც მეტყველებს და სწორედ მათ არ მოგვცეს ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა.

„ამ მომენტისთვის ტრავმები არავის აწუხებს. დაველოდებით ექიმების დასკვნებს და მას შემდეგ გადავწყვეტთ დავიმატებთ თუ არა ვინმეს დარჩენილი ორი თამაშისთვის“.

მას კითხვა საკუთარ მომავალზეც დაუსვეს - დარჩება თუ არა ბორჯღალოსნების მწვრთნელად 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ:

„ახლა ჩემი და მთელი გუნდის ფიქრი მხოლოდ 2019 წლის მსოფლიო თასს უკავშირდება. არ მჩვევია შორსმიმავალ გეგმებზე ფიქრი. როდესაც დასრულდება იაპონიის მსოფლიო თასი, რომელიც იმედია ჩვენთვის წარმატებული იქნება, ამის შემდეგ დავსხდებით რაგბის კავშირის პრეზიდენტთან და მაშინ გაირკვევა დავრჩები თუ არა საქართველოს ნაკრებში“.

უნდის კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ აღნიშნა, რომ ესპანეთი ისეთი სუსტი აღარაა, როგორც წინა წლებში და მათი დამარცხება მარტივი აღარაა:

„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ ჯარიმები კარში დაგვერტყა, დავწინაურებულიყავით ერთი გარდასახული ლელოს ფარგლებში და მერე გვეთამაშა ლელოზე. მეტოქემ კარგი დაცვა ითამაშა, სწრაფად წევდა ხაზს. ჩვენ მიჩვეულები ვართ ამ მეტოქის ადვილად, დიდი სხვაობით დამარცხებას, მაგრამ ახლა ეს ის გუნდი აღარაა. გვქონდა თამაშის აჩქარების მცდელობები, რაღაც მომენტებში ეს გამოგვდიოდა, თუმცა იყო შეცდომებიც“.

თამაშის ხარისხით და მცირე სხვაობით მარცხით კმაყოფილი დარჩა ‘ლომების’ თავკაცი სანტიაგო სანტოსი:

„თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ. საქართველოში ამაზე მცირე სხვაობით მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით, სხვა შემთხვევებში კი ფაქტობრივად უშანსოდ ვიყავით. ჩვენ ვეჩვევით მოგებამდე მისვლას. მოვა დრო, როდესაც მოგებაზე ვიფიქრებთ და მხოლოდ მცირე სხვაობით მარცხი აღარ დაგვაკმაყოფილებს“.

„ესპანეთის ნაკრებში მრავლად არიან ნატურალიზირებული მოთამაშეები და მიმაჩნია, რომ დღეისათვის ეს განვითარების სწორი გზაა. გასათვალისწინებელია, რომ ფრანგ მოთამაშეებს ესპანური ფესვები აქვთ და ისინი ესპანელები არიან. ჩვენ გვყავს მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები ფეხბურთში, კალათბურთში, წყალბურთში, ფრენბურთში და იმისათვის, რომ მედიის ყურადღების ცენტრში ვიყოთ, საჭიროა გვქონდეს შედეგი. სწორედ ამ შედეგს და ხარისხს ემსახურება ნატურალიზირებული მოთამაშეების მოწვევა. მნიშვნელოვანია, რომ ახალმა თაობამ სწორედ ხარისხიან რაგბს უყუროს და თითონ ეცადოს მსგავსი რაგბის თამაში.“

მარცხმა გული დაწყვიტა მეტოქის კაპიტანს, დენიელ სნის:

„ამ მომენტისთვის შედეგით კმაყოფილი არ ვარ. შესაძლოა, რამდენიმე კვირა რომ გავა და ამ თამაშს გავიხსენებ, სხვაგვარად ვიფიქრო. დღეს ჩვენ გვყავს საუკეთესო გუნდი, რაც კი ესპანეთის ნაკრებს ოდესმე ყოლია. თუ კითხვას დავსვამთ ასე - შეგვმატა თუ არა ამ თამაშმა თავდაჯერებულობა გიპასუხებთ - დიახ, შეგვმატა“.

რაგბის კავშირის პრესსამსახური

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • photo-573.jpg?_r=1462361823
  • კლუბის წევრი
  • staff.png
  • 1123 პოსტი
  •  
  • მისამართი:მელიქიშვილის 8/2
  • წარმოშობა:გურული
ვულოცავ ბორჯღალოსნებს და სრულიად რაგბის თემს კიდევ ერთ გამარჯვებას!!!

წინ რუსეთის და რუმინეთის დაჩეჩქვა გველის! 

legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
  • photo-736.jpg?_r=1494457230
  • კლუბის წევრი
  • staff.png
  • 2499 პოსტი
  •  
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:კახეთი

legion.ge-736-1520153926.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-736-1520153955.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-736-1520153998.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-736-1520154063.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

legion.ge-736-1520154088.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

photo-26.jpg?_r=1385728028

კლუბის წევრი

staff.png

1440 პოსტი

მისამართი:თბილისი

წარმოშობა:თბილისი

ვულოცავ ბიჭებს მორიგ წარმატებას.  :good:

 

legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

photo-573.jpg?_r=1462361823

კლუბის წევრი

staff.png

1123 პოსტი

 

მისამართი:მელიქიშვილის 8/2

წარმოშობა:გურული

ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ გაგვახარეს! დაძაბულ ბრძოლაში მორიგი გამარჯვება გვაჩუქეს!!!

მადლობა ბიჭებს და ყველას გილოცავთ! 

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?