Jump to content


ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბერდანა- берданка

 

 

 

8e9704b5d963.jpg

 

 

ალბათ ბევრს სმენია ეს სახელი_,,ბერდანკა"(განსაკუთრებით უფროსი თაობის ფორუმელებს). ბერდანკა არის ხრახნილიცა და გლუვიც, თუმცა არ უნდა აგვერიოს მოსინის კუთხვილლულიანის გადაკეთების შედეგად მიღებულ გლუვ ცალულიანში...

ბერდანა გახლდათ საბრძოლო იარაღი, ხოლო მის ბაზაზე და მისივე გადაკეთებით შექმნილი სანადირო იარაღი ბევრ ძველი თაობის მონადირეს ახსოვს. პირველად რუსეთში ამ დასახელების თოფი გამოჩნდა 1870 წელს...

 

ცოტა რამ ისტორიიდან:

 

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის არმიის შეიარაღებაში არსებული თოფებისათვის(15,24 მმ ყალიბი) შემოიღეს ლითონის მასრები, რამაც გამოიწვია საბრძოლო მასალების დამძიმება(ძნელია ჯარისკაცისათვის ,,მეტი" ტვირთის თრევა). დადგა სიმძიმის შემცირების ამოცანა, რაც ყალიბის შემცირებისაკენ უბიძგებდა ხელმძღვანელობას.

პოლკოვნიკი გორლოვი და კაპიტანი გუნიუსი მივლინებულ იქნენ აშშ-ში, რათა გამოეცადათ სხვადასხვა თოფები. გამოცდებმა ცხადყო, რომ რუსეთის არმიისათვის ყველაზე ოპტიმალური იყო ამერიკელი პოლკოვნიკი ბერდანის სისტემის თოფები.

მივლინებულმა რუსმა სამხედროებმა კონსტრუქტორ ბერდანის ხელმძღვანელობით გააგრძელეს მხოლოდ ამ სისტემის თოფების გამოცდა და დახვეწა: ყალიბი შეამცირეს 11,43მმ-დან 10,67მმ-მდე და რეკომენდაცია დაწერეს რუსეთის გენერალიტეტის სახელზე_ ამ სახით მიეღოთ შეიარაღებაში.

ამავე დროს პოლკოვნიკ-კონსტრუქტორმა ბერდანმა რუსეთის სამხედრო სამინისტროს წარუდგინა თოფის ახალი ნიმუში, რომელსაც გასწვრივ მოძრავი საკეტი ჰწონდა(წინასწარმა მისროლებმაც კარგი შედეგი აჩვენა). გადაწყდა, რომ შეიარღებაში მიეღოთ ახალი კონსტრუქცია, რომელსაც ,,ბერდანა-2" ეწოდა(პირველს ,,ბერდანა-1" ერქვა).

 

 

პირველად ბერდანა N2 ინგლისში, ბირმინჰემში იწარმოებოდა, მოგვიანებით კი რუსებმაც დაიწყეს მისი გამოშვება თავიანთ ქარხნებში. მოდიფიკაციებია(მოდელის ფარგლებში): ქვეითთა, კავალერიის, დრაგუნთა, კაზაკთა. ისინი განხსვავდებიან ლულის სიგრძით, წონით, კონდახის ფორმითა და სასხლეტით.

ორთავე მოდელის ვაზნა იდენტურია: ყალიბი 10,67 მმ; წონა 39,24 გ; გულას წონა 24,0 გ; დენთი 5,07 გ(ბოლიანი); ტყვიის საწყისი სიჩქარე 437 მ/წმ.

ბერდანა N2-ის 100 მეტრში მისროლისას ტყვიები ლაგდება 18 სმ დიამეტრში.

 

ბერდანის სანადირო ვერსიები გამოვიდა იმ დროს, როცა რუსებმა შეიარაღებაში ბერდანის მოსინით ჩანაცვლება დაიწყეს... 1885 წლიდან რუსეთის ქარხნებმა დაიწყეს ბერდანა N2-ის კუთხვილლულიანი სანადირო თოფების გამოშვება, მხოლოდ იმ პირობით, რომ სანადიროები საბრძოლო ვაზნებს ვერ გადაამუშავებდნენ(ყალიბები 8,13; 9,65; 10,16; 11,18მმ).

გარდა ხრახნილლულიანებისა ბერდანა-2-ის ბაზაზე ტულა და იჟევსკი უშვებდა 1891 წლიდან 12, 16, 20, 24, 28 და 32 ყალიბის გლუვლულიანებს. სწორედ ამ თოფებს უწოდებდნენ ,,ბერდენკებს" Viannen_loungelizard.gif

გარდა სახელმწიფო საწარმოებისა ბერდანა-2-ის გადაკეთებას აწარმოებდნენ ცალკეული ოსტატები. მაგალითად, ვინმე პეტროვი მომხმარებელს თავაზობდა გლუვლულიან ბერდანა-22-ს და ხრახნილლულიანის 5 სხვადასხვა მოდიფიკაციას.

 

 

 

c76c6002eebf.jpg

 

 

სურათზე:

 

1) ბერდანის პირველი ვარიანტი(,,ბერდანა-1");

2)ბერდანას მეორე ვარიანტი(,,ბერდანა-2");

3) 20 ყალიბის გლუვლულიანი ბერდანა-2-ის გადაკეთებული ვარიანტი; 1914 წლის გამოშვება;

4) 16 ყალიბის გლუვლულიანი ბერდანა-2-ის გადაკეთებული ვარიანტი; 1917 წლის გამოშვება;

წყარო:კლ მონადირე

ავტ გურულო


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მახსოვს და ვიყავი კიდეც ამ მოდელის მფლობელი.საკმაოდ ეფექტურად ვიყენებდი მტაცებლებზე. ;)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საინტერესოა, აბა მე  არც კი მინახავს :)

 

უკვე ალბათ კოლექციისთვის თუ გამოდგება...



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
მე შევიძინე ხრხნულიანი ანტიკვარული 1884 წელს გამოშვებული იდეალირ მდგომარეობაში როგორც ვიზულით ასევე ლულით

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
თემო ჩაინიკა :D 13, on 18 მარ 2020 - 3:49 PM, said:

მე შევიძინე ხრხნულიანი ანტიკვარული 1884 წელს გამოშვებული იდეალირ მდგომარეობაში როგორც ვიზულით ასევე ლულით

 

 

ჩაკი ფოტოებსაც ხომ არ ატვირთავდი? როგორ მდგომარეობაშია ? "ინწერესნო"


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

თემო ჩაინიკა :D 13, on 18 მარ 2020 - 3:49 PM, said:

მე შევიძინე ხრხნულიანი ანტიკვარული 1884 წელს გამოშვებული იდეალირ მდგომარეობაში როგორც ვიზულით ასევე ლულით


 
 
ჩაკი ფოტოებსაც ხომ არ ატვირთავდი? როგორ მდგომარეობაშია ? "ინწერესნო"

აბა რას ვიზავ ბაბუ ავტვირთავ

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაპირებული მივიღოთ ძმაო. ფოტოები სადაა?  დაიდოს ძამიკო . დაიდოს. მისაღები უნდა მივიღოთ :0037: 


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

დაპირებული მივიღოთ ძმაო. ფოტოები სადაა?  დაიდოს ძამიკო . დაიდოს. მისაღები უნდა მივიღ

მერე ეხლავე ბაბულიკა რა პრობლემაა 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
legion.ge_12795e88846e2bccb.jpeg

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
legion.ge_12795e88848283e04.jpeg

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
legion.ge_12795e8884bce2cf7.jpeg

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
legion.ge_12795e8884d337f91.jpeg

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia
legion.ge_12795e8884f16b5be.jpeg

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაა ბაბუ რა სვეჟათაა შენახული?   საღოლ. ეტყობა უვლიდნენ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჩაკი

ჩაკი

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2646 პოსტი
  • მისამართი:tbilisigeorgia

ვაა ბაბუ რა სვეჟათაა შენახული?   საღოლ. ეტყობა უვლიდნენ.


კი ბაბუ მაგარი სვეჯია





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?