Jump to content

სურათი

სამურაი

სამუარი იაპონია მებრძოლი

ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს “სამსახურს”. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი იყო, რომლის მთავარი მოვალეობა ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი (კატანა), თუმცა იყენებდა შუბს (ნაგინატა) და მშვილდსაც (იუმი). ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდოს“ ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“, რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა.

 

ფოტოში ჩანს პირველი სამურაის ფოტო, რომელიც გადაღებულია 1859 წელს

2015103110113267247.jpg

 

თავდაპირველად სამურაები არაფერს არ წარმოადგენდნენ, გარდა მეომრებისა.

მათი ერთადერთი დავალება მტრის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლა

და ბატონისადმი ბრმა მორჩილება იყო. დროთა განმავლობაში მათაც განიცადეს

ევოლუცია, შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე

სამურაები შემდეგში უკვე მაღალ ფენებსაც ითხოვდნენ. მათ ყურადღებას ძალიან

მარტივად იპყრობდა ბუდიზმის ერთ-ერთი განშოტოება -ძენი.

 

2015103110160667247.jpg

 

სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება, ღირსების შენარჩუნება, პატიოსნება, სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა.

 

2015103110164767247.jpg

 

დროთა განმავლობაში სამურაები გახდნენ მისაბაძი ადამიანები,

ახალგაზრდა იაპონელი ბავშობიდანვე ირჩევდა სამურაის ცხოვრების წესებს

და ითვისებდა ბუდიშოს მკაცრ წესებს, რომელსაც სიცოცხლის ფასადაც არ დაარღვევდა.

მე-XIX საუკუნეში იაპონიაში დიდი ცვლილებების პერიოდი იწყებოდა. ამ პერიოდში

დასავლეთის ზეგავლენა ძალიან დიდი იყო და ამიტომაც გატარდა მეიჯის რეფორმებიც.

 

2015103110243867247.jpg

 

მეიჯის რეფორმებმა სამურაების უფლებები შეზღუდა. სამურაები ყველაფერს

აკეთებდნენ იმისთვის, რომ ძველი ისტორია დაებრუნებინათ. მე-19 საუკუნის 70 -იან წლებში დაიწყო სამურაების ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, რეფორმების გაუქმებას და მათი ძველი მდგომარეობის აღდგენას სახელმწიფოში.

 

2015103110250467247.jpg

 

სამურაების უპირველესი პრობლემა იყო სამხედრო რეფორმა, რამაც ხელი შეუშალა

იარაღის ტარებას და მათი ისტორიული პრივილეგიების შენარჩუნებას.

ყოველივე ამის გამო 1877 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხი ცნობილი როგორც – შაცუმოს ომი სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა, რადგან სამთავრობო ჯარი შეიარაღებული იყო დასავლური თანამედროვე იარაღით და გაწვრთნილი იყო უცხოელი ოფიცრების მიერ, სამურაების ჯარი დამარცხდა. სამურაების ომში დამარცებასთან ერთად, იაპონიის მთავრობამ

განაცხადა რეფორმების წარმატების შესახებ. ამის შემდეგ, დასრულდა სამურაების

ეპოქა. სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი კარგად არის აღწერილი

კინო-ფილმ: "უკანასკნელ სამურაი"-ში.

 

2015103110301467247.jpg2015103110304767247.jpg

2015103110311567247.jpg

2015103110313967247.jpg

2015103110315967247.jpg

 

დუდუ

LEGION.GE


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Panteleimon

Panteleimon

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2601 პოსტი
  • მისამართი:ტიფლისი
  • წარმოშობა:ქართველი

აი ეს უკვე საყვარელი თემატიკაც წამოვიდაა


legion.ge-837-1527156940.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი

ხოო.საინტერესო და დიდი ტრადიციების მქონე ხალხი.


დუდუ

LEGION.GE


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 53 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

გამახსენდა 47 რონინის ისტორია, სუზერენის გულისთვის თავდადება და შურისძიება, ფილმი არ მახსოვს ვისია, დიდი ვერფერი, მაგრამ ყოფა, კოსტიუმი და ზოგადად ეთნოგრაფია, კარგი გაკეთებულია, ამ სიუჟეტზე აქვს აკუტაგავა რიუნისკეს თავისი უმაგრესი მოთხრობა "ოისი კურანოსკეს ერთი დღე"...



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლაშას გაუმაჯოს! ლაშა ცოტა უცნაურ რამეს ვიტყვი.

მართლმადიდებლური და ქრისტიანული მორალით რათქმა უნდა ჩემთვისაც მიუღებელია თვითმკვლელობა , მაგრამ აი "47 რონინის" არსიც მაგაშია და მაგიტომ არის მანდ "პოლუკროვკის" იდეა. ღირსების აღქმა. 

ანუ შურიც იძიეს და გასაკეთებელიც გააკეთეს , მაგრამ მიუხედავად ამისა სამურაის და რონინის ღირსების კოდექსის ლოგიკაც მაგაშია რომ მიუხედავად შურისძიების აღსრულებისა რაც მათი ღირსების საქმე იყო, ღირსება ნაწილობრივ დაიბრუნეს. მთლიანობაში ლოგიკური ჯაჭვის ფინალური სცენა მაგარია. ჯგუფური ხარაკირი ერთდროულად. მომიტევეთ მაგრამ არის ამაში ის რითითაც იმათებური ვაჟკაცობა და ღირსების გამოვლინება - პატივისცემას იწვევს ჩემში.


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლაშა

ლაშა

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 53 პოსტი
  • მისამართი:თბილისი. ზანდუკელის38.
  • წარმოშობა:თბილისი.

კი ეგრეა, გეთანხმები ნამდვილად, მიუხედავად იმისა რომ მეიძიდან დაწყებული დიდი დრო გავიდა, იაპონელებში ბუსიდო მაინც ცოცხლობს, ოღონდ ეს ყველაფერი 6-11 სექტემბრის ატომური შეტევისა და კაპიტულაციის მერე, გადაიტანეს განათლებასა და შრომაში, და არა კატანების ქნევაში, სულ მგონია რაც ილიამ დაგვიბარა, ჩვენს მაგივრად იაპონელებმა გაიგონეს, "ეხლა აღარ არის დრო ფარისა და ხმლისა, ეხლა დრო არის ჭკუისა და გონებისა"... დასავლეთს მოკლე დროში ბაზრის უდიდესი წილი წაართვეს, ომის შემდეგ, მანქანათმშენებლობაში და უახლეს ტექნოლოგიებში, ეგეც შენი შურისძიება და ბუსიდო ..



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კი ეგრეა, გეთანხმები ნამდვილად, მიუხედავად იმისა რომ მეიძიდან დაწყებული დიდი დრო გავიდა, იაპონელებში ბუსიდო მაინც ცოცხლობს, ოღონდ ეს ყველაფერი 6-11 სექტემბრის ატომური შეტევისა და კაპიტულაციის მერე, გადაიტანეს განათლებასა და შრომაში, და არა კატანების ქნევაში, სულ მგონია რაც ილიამ დაგვიბარა, ჩვენს მაგივრად იაპონელებმა გაიგონეს, "ეხლა აღარ არის დრო ფარისა და ხმლისა, ეხლა დრო არის ჭკუისა და გონებისა"... დასავლეთს მოკლე დროში ბაზრის უდიდესი წილი წაართვეს, ომის შემდეგ, მანქანათმშენებლობაში და უახლეს ტექნოლოგიებში, ეგეც შენი შურისძიება და ბუსიდო ..

ნამდვილად გეთანხმები. შრომისმოყვარეობა, ნებისყოფა დ საერტო სახელმწიფოებრივი დისციპლინა, შრომის კულტურა. სასწაული შედეგებიც მიიღო ქვეყანამ.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?