Jump to content

სურათი

20 საინტერესო ისტორიული ფაქტი

საფრანგეთის მმართველობა კარლ მარქსი ფაქტები

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დუდუ

დუდუ

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 3053 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი,მოსკოვის გამზირი
  • წარმოშობა:მაღალმთიანი რეგიონი
                                                          20 საინტერესო ისტორიული ფაქტი
 

80131351795232.jpg1)ასწლიანი ომი (ომი საფრანგეთის მმართველობისათვის) სინამდვილეში 116 წელი გრძელდებოდა 1337-1453 წლებში. სწორედ ამ ომში ჩაუდგა სათავეში საფრანგეთის ჯარებს ჟანა დარკი და რამოდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.


2)1752 წელს დიდ ბრიტანეთში და მის კოლონიებში მხოლოდ 354 დღე იყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ ბრიტანეთი გადავიდა იულიანური კალენდრიდან გრეგორიანულზე და ამის შედეგად დაიკარგა დღეები 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრამდე.


3)1309-1378 წლებში რომის პაპის რეზიდენცია რომში კი არა საფრანგეთის ქალაქ ავინიონში იყო. ამ წლებსი პაპები იქ თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ვიდრე აღელვებულ რომში. 1378 წელს პაპმა გრეგორი XI დააბრუნა რეზიდენცია რომში და ამით დაასრულა ე.წ პაპების ავინიონში ტყვეობა.


4)აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ ბრუნვაში არსებული ქაღალდის ფულის 33-50% ყალბი იყო.


5)1938 წელს ჟურნალმა TIME ადოლფ ჰიტლერი წლის ადამიანად გამოაცხადა. ამ წელს ჰიტლერმა მიიღო ჯარების სრული კონტროლის უფლება, განაცხადა, რომ ჩეხოსლოვაკიის განადგურება უნდოდა, აიყვანა ავსტრია კონტროლის ქვეშ და გერმანიიდან 12000 ებრაელი გამოაძევა.


6)1685 წელს ბანქოს ქაღალდები საფრანგეთში ფულის როლს არულებდა მონეტების ნაკლებობის გამო.


7)პირველი კონტრაცეპტივები ძველ ეგვიპტეში გამოიგონეს.


8)მოკავშირეთა ჯარების მიერ ბერლინშ ჩამოგდებულმა პირველმა ჭურვმა მხოლოდ ბერლინის ზოოპარკში მცხოვრები სპილო მოკლა.


9)ინგლისელი მწერალი ჯონ ობრი წერს ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ. როდესაც ოქსფორდის გრაფი დედოფალ ელიზავეტა -ს ესალმებოდა მან შემთხვევით გააკუა, შერცხვენილი გრაფი ქვეყნიდან 7 წლით გაემგზავრა. როდესაც ის დაბრუნდა დედოფალი მას შემდეგი სიტყვებით შეხვდა "მე უკვე დიდი ხანია დამავიწყდა ის კუილი".


10) 74 წლს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ სამოქალაქო ომში გახარჯა ხაზინის თითქმის მთელი თანხა. ფულის შესაგროვებლად მან შექმნა პირველი ფასიანი საზოგადოებრივი ტუალეტები. მან განაცხადა "ფულს სუნი არ აქვს".


11) ლიბერიის პირველი სამოქალაქო ომის დროს გენერალი ჯოშუა მილტონ ბლაჰი თავის ჯარს სრულიად შიშველი მიუძღვებოდა. ის თვლიდა რომ ეს ხერხი მას ტყვიებისგან დაიცავდა. სავარაუდოდ ხერხმა გაამართლა, რადგნა ბლაჰი დღესაც ცოცხალია.


12)ყინსტონ ჩერჩილი დღეში მინიმუმ 15 სიგარეტს ეწეოდა.


13) 1838 წელს მექსიკის პრეზიდენტმა ანტონიო ლოპეს დე სანტა-ანამ დაკარგა ფეხი გასროლის შედეგად. მან გასცა ბრძანება ფეხი დაესაფლავებინათ ყველა სამხედრო წესის დაცვით.


14) ჰოლანდიელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა თავისი პირველი მოგზაურობისას აღმოაჩინა ტასმანია, ახალი ზელანდია და ფიჯი, მაგრამ მატერიკი ავსტრალია ვერ შეამჩნია.


15)როდესაც ამერიკის სამოქალაქო ომი დაიწყო კონფედერაციის ჯარების მთავარსარდალ რობერტ ედვარდ ლის არ ჰყავდა მონები, რასაც ვერ ვიტყვით ჩრდილოელების მთავარსარდალ ულის გრანტზე.


16)გერმანიის იმპერატორი ვილჰელმ II, რუსეთის იმპერატორი ნიკოლაი II და ბრიტანეთის მეფე გეორგ V, ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას შვილიშვილები იყვნენ, რომელსაც 9 შვილი ჰყავდა.


17)კარლ მარქსი მუშაობდა კორესპოდენტად გაზეთ New York Daily Tribune-ში.


18)როგორც დრაკულა (მარკ ცეშეპი), ისე მეფე მაკბეტი რეალური ისტორიული პიროვნება იყო. ის მართავდა შოტლანდიას 1040-1057 წლებში.


19)ძველ ეგვიპტეშ აწარმოებდნენ მინიმუმ 6 სახეობის ლუდს.


20)ქალაქ ჩელიაბინსკის გერბზე აქლემია გამოსახული. მეცხრამეტე საუკუნეში ჩელიაბინსკი განთქმული იყო ვაჭრობით და აქლემები აქ ხშირად შეიძლება გენახათ

 


დუდუ

LEGION.GE


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

საინტერესოა  :good:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?